ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო VS უელსი - ღირსების საქმე

საქართველო VS უელსი - ღირსების საქმე

მსოფლიოს ჩემპიონატი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი
დღეს, 6 ოქტომბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები უელსს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 სთ-ზე "დინამო არენაზე" გაიმართება და მის ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

მატჩის წინა დღეს ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ "დინამო არენაზე" გამართა.

იხილეთ ვარჯიშის ვიდეო

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ვაკო გვილიამ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს. მოგვიანებით "დინამო არენაზე" მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია უელსის ეროვნულმა ნაკრებმა გამართა.

- ვლადიმირ ვაისი: ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას შევეცდებით

- ვაკო გვილია: უელსს 2000 ფანი ჩამოჰყვა, ქომაგს მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ

- კრის კოულმენი: საქართველოს ნაკრები მომავალში წარმატებას მიაღწევს

ჩვენი მიზანი ნათელია - მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. ეს იქნება ჰაერივით საჭირო გამარჯვება, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს სატურნირო დატვირთვა და წნეხი. ეს იქნება გამარჯვება მომავლისთვის, საკუთარი ძალების რწმენისთვის...

ერთი სიტყვით, სასწორზეა პრესტიჟი და ღირსება. ოღონდ, ცხადია ისიც, რომ ამოცანა ძალიან რთულია, საქართველოს ნაკრებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, ბრიტანელებიც ლიდერის გარეშე არიან... თუმცა ეს ის მეტოქეა, ვისთანაც საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს.

- [ისტორიიდან] საქართველო-უელსი - ყველაზე ტკბილად მოსაგონარი [VIDEO]

რა არის საჩვენოდ?

საქართველოს ნაკრებისა და უელსელთა ადრეულ დაპირისპირებებზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. მივუბრუნდებით მხოლოდ მიმდინარე შესარჩევ ციკლში, კარდიფში გამართულ შეხვედრას. ის მატჩი, როგორც გახსოვთ, 1:1 მორჩა. ჩვენი გუნდი ამ მატჩის მონაკვეთებში გაცილებით უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე - მოწინააღმდეგე.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

რა თქმა უნდა, ამ თამაშის წინ მეტოქეს გაცილებით მეტი მოტივაცია აქვს, უელსელები ხომ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვიან, მაგრამ მოტივაცია არც ჩვენ გვაკლია. ბოლოს და ბოლოს, პირველი გამარჯვებაა მოსაპოვებელი და როდის უნდა გააკეთო ეს, თუ არა შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა, საშინაო შეხვედრაში?

საქართველოს ნაკრებს, როგორც "წესად" დამკვიდრდა, აკლია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი - ლევან მჭედლიძე, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი... სამაგიეროდ, დანაკლისი უელსელებსაც აქვთ და თანაც, როგორი - თბილისში მათი ლიდერი და კაპიტანი, გარეთ ბეილი ვერ ითამაშებს.

ბეილი რომ უდიდესი ძალაა ჩვენი დღევანდელი მეტოქისთვის, ამას მარტო ერთი სტატისტიკური მონაცემიც ნათლად ადასტურებს - ოთხი წელია, უელსელებს ბეილის გარეშე ოფიციალური სანაკრებო მატჩი არ მოუგიათ. მხოლოდ ის შეგვიძლია დავამატოთ, რომ იმედია, ეს ნავსი ბრიტანელებს არც თბილისში გაუტყდებათ...

პრაგმატიზმი თუ რომანტიზმი?

ერთა ლიგის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს შეიძლება სულაც არ აძლევდეს ხელს ამ შეხვედრაში გამარჯვება. ამ თემაზე უკვე საკმაოდ დავწერეთ და ახლა აღარ დავკონკრეტდებით. რა თქმა უნდა, როცა ჟურნალისტი ხარ და ფეხბურთზე წერ, სხვანაირად ვერ მოიქცევი: შენი ქვეყნის ნაკრებს ბოლომდე ბრძოლისკენ უნდა მოუწოდო!

ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს საფეხბურთო სტრატეგია, რომელზეც პასუხისმგებელია მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაცია. ჩვენ ამ არჩევანში უშუალოდ ვერ ჩავერევით. ეს უნდა იყოს არჩევანი, რომელსაც დრო ან გაამართლებს, ან ვერა.

მეტოქე კედელთან

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ უელსის ნაკრები კედელთანაა მიყენებული და თბილისში გასამართავ შეხვედრაში, 3 ქულის გარდა, მისთვის ყველანაირი სხვა შედეგი კატასტროფის ტოლფასი იქნება.

საქართველოს ნაკრებმა კი ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე უნდა ითამაშოს. ვლადიმირ ვაისის გუნდის ამოცანა ხომ ცხადია: როგორმე, შესარჩევი ციკლი გამარჯვების გარეშე არ უნდა დავასრულოთ. ჩვენთვის სასწორის პინაზე გაცილებით ნაკლები საპირწონე დევს, ვიდრე უელსისთვის და ეს ფაქტორი საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ.

გამოკვეთილი ლიდერის გარეშე უელსს თბილისში, წესით, უნდა გაუჭირდეს დომინანტური ფეხბურთის თამაში. მით უმეტეს, უელსს არ უყვარს ისეთ მოწინააღმდეგესთან პაექრობა, რომელიც ტექნიკურ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.

მთავარი საფრთხე

ყველა გუნდს ყველა მატჩში სჭირდება ლიდერი და გამონაკლისი არც უელსის ნაკრები იქნება. ბეილზე ყველაფერი ვიცით და გასაგებია მისი როლი, მაგრამ კრის კოულმენის სამწყსოში არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, ლიდერის ჭაპანი გასწიოს. ვგულისხმობთ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველ აარონ რემზის. უნდა ვიფიქროთ, რომ ის თბილისში შედარებით თავისუფალი იქნება დაცვითი ფუნქციებისგან.

უელსის დღევანდელ ნაკრებში, ბეილის გარდა, ბევრი არ არის ისეთი მოთამაშე, რომელიც კრეატიული ნიჭითაა დაჯილდოებული, რემზი კი სწორედ ამ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს.

ისე, საქართველოს ნაკრებსაც საძებარი ჰყავს ლიდერი ანანიძისა და ოქრიაშვილის არყოფნის პირობებში. იმედია, ჩვენი ფეხბურთელები შეძლებენ და გარკვეულწილად შეავსებენ იმ დანაკლისს, რომელიც ორი წამყვანი ნახევარმცველის დანაკლისითაა გამოწვეული.

მაშ, ბრძოლა, ბრძოლა და კიდევ ბრძოლა გამარჯვებისთვის!

მუნდიალი 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი

6 ოქტომბერი

თბილისი. "დინამო არენა". 20:00

საქართველო-უელსი

საქართველო

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), საბა კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა (უგუნდოდ), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი თბ).

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

უელსი

მეკარეები: უეინ ჰენესი (კრისტალ პალასი, ინგლისი), დენი უარდი (ლივერპული, ინგლისი), კრის მაქსველი (პრესტონი, ინგლისი);

მცველები: კრის განტერი (რედინგი, ინგლისი), ეშლი უილიამსი (ევერტონი, ინგლისი), ნილ ტეილორი (ასტონ ვილა, ინგლისი), ბენ დევისი (ტოტენჰემი, ინგლისი), ჯეიმს ჩესტერი (ასტონ ვილა, ინგლისი), ტომ ლოკიერი (ბრისტოლი, ინგლისი), ეთან ამპადუ (ჩელსი, ინგლისი);

ნახევარმცველები: ჯო ლედლი (დერბი, ინგლისი), აარონ რემზი (არსენალი, ინგლისი), დევიდ ედვარდსი (რედინგი, ინგლისი), ენდი კინგი (ლესტერი, ინგლისი), ჯო ალენი (სტოკი, ინგლისი), ჯონათან უილიამსი (სანდერლენდი, ინგლისი);

თავდამსხმელები: სემ ვოუკსი (ბარნლი, ინგლისი), ჰალ რობსონ-კანუ (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), ტომ ლოურენსი (დერბი, ინგლისი), ბენ ვუდბერნი (ლივერპული, ინგლისი), მარლი უოტკინსი (ნორვიჩი, ინგლისი), დევიდ ბრუკსი (შეფილდ იუნაიტედი, ინგლისი).

მწვრთნელი: კრის კოულმენი

არბიტრი: ხესუს ხილი (ესპანეთი)

D ჯგუფის სხვა მატჩები

ირლანდია-მოლდოვა 22:45

ავსტრია-სერბეთი 22:45

9 ოქტომბერი

სერბეთი-საქართველო 22:45

უელსი-ირლანდია 22:45

მოლდოვა-ავსტრია 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ქუთაისი

არაბიძე ახალგაზრდულშია და დანიაში უნდა ითამაშოს დღეს თუ ხვალ არ მახსლვს...სწორია,ახლა არაბიძე უფრო ჭირდება ახალგაზრდულს....

• patrioti

ჯარიმის დარტყმა მაინც შეუძლია არაბიძეს...დაუძახე რა

• patrioti

ბიჯოოო...დაუძახე არაბიძეს,კარგი ინდივიდუალისტია,ოქრის და ჯანოს არყოფნაში მაინც...რა არიიი,მშიშარა ტრენერია რა,ფრეზე იყამარებს ნახავთ...ვაისი კურდღელიააა

• ქუთაისი

ბიჭო,გახსენით ტვინები,გახსენით...რატო უნდა ვითამაშოთ მაჩანჩალებშიო,რო ამბობთ...ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები კი არ უქმდება...ეს შესარჩევი და ერთა ლიგა გაიმართება ერთმანეთის პარალელურად...და შესარჩევში შევხვდებით ბობოლებს...ერთა ლიგაზე კი ჯობია,რო მოვხვდეთ ბოლო კალათში ,რადგან იქედან მილიონჯერ მეტი შანსი გვაქ,რო გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე...გასაგებია?...თუ კიდე გაუგებარია რამე?...ამ ორ დარჩენილ თამაშსი რომ ავიღოთ ოთხი ქულა,დიდია ალბათობა იმისა,რომ მოვხვდეთ არა ბოლო,არამედ მესამე კალათში...და იმ ბოლო კალათიდან დავუშვათ და სომხეთი რომ გავიდეს ევროპის პირველობაზე,მერე იკბენთ ენაზე,მარა გვიან იქნება...უყურეთ მერე მხითარიანს და უბალეიშჩიკეთ...სომხებს კი არაფერს ვერჩი,მაგრამ...ნუ,სიტყვამ მოიტანა...გაანძრიეთ ტვინები და დაფიქრდით სანამ აზრს დააფიქსირებთ რაიმეზე...

• ვაი ჩვენს პატრონს

დვალიშვილი არ დაგავიწყდეთ....დვალიშვილი....

• dadu

ამდენი დაცვითი სტილის მოთამაშე ძირითადში რა უბედურებაა? გოლი ვინ უნდა გაიტანოს? რეალურად ათიდან მხოლოდ ორი კაცია მოედანზე ისეთი ვისაც გოლის გამოცხობა შეუძლია ეს კი ძალიან ცოტაა. ესეც სამკვდრო სასიცოცხლო თამაში ხო არ არის? შეუტიე რა!!! ქვილითაია სულ უფრო მეტად მომწონს, და მისი დიდი იმედი მაქვს სასწაულ ფორმაშია. ძალიან გაიზარდა ეს ბიჭი ავსტრიაში.ვაკოც კაი ფორმაშია მაგრამ სხვა?

• roma

ამდენს იმიტომ ლაპარაკობენ ერთა ლიგაზე რომ წავაგოთ თავი იმართლონ მოგება არ გვაწყობდა და მაგიტომ წავაგეთო.

• lashamax

რა ღირსებაზეა საუბარი როცა საქმე ეხება ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ნაკრებს, რაცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ღიად აცხადებს რომ იგი კმაყოფილია მწვრთნელის მუშაობით რომელსაც 2 წლის მანძილზე ოფიციალური თამაში არ აქვს მოგებული. ნუთუ ამის მერე ვინმეს რამე ღირსება შერჩა ჩვენს ფეხბურთში?

• ექვთიმე

იმედია ვცდები, მაგრამ ასე მგონია "სვარკის" საყურებლად ვემზადები. იმასაც ვეღარ ვხვდები სხვები გაძლიერდნენ თუ ჩვენ გავფარჩაკდით ასე. ბოლო თამაშებში რაღაცის იმედი გაჩნდა და იმედი მაქვს ისევ არ გაქრება, დროა დაანებონ 90წუთი მინდორზე დგომას, სირბილი და მოძრაობაც ცადონ იქნება და შედეგიც მივიღოთ.

• კარზე მოდგა შემოდგომა ანუ ვალიელები თბილისში

1976.09.29 თასების მფლობელთა თასი. დინამო თბილისი - კარდიფ სიტი(უელსი) 3:0 გოლები: გუცაევი, ყიფიანი, კანთელაძე. 1981.12.18 მსოფლიოს შესარჩევი. სსრკ - უელსი 3:0 ერთი გოლი დარასელიამ გაიტანა. ასევე მონაწილეობდნენ: სულაქველიძე, შენგელია, გუცაევი. ვალიელთა შემადგენლობაში თამაშობდა ოქროს ბუცის მფლობელი იან რაში(ს.კ. ლივერპული). 1994.11.16 ევროპის შესარჩევი. საქართველი - უელსი 5:0 გოლები გახსოვთ. იან რაში ისევ თამაშობდა... ..."ზოგი ადრე ბავშვობაში, ზოგი ახალგაზრდობაში, ზოგიც კიდე დიდობაში"...

• ისევ მოვა შემოდგომააა

1976.09.29 თასების მფლობელთა თასი. დინამო თბილისი - კარდიფ სიტი(უელსი) 3:0 გოლები: გუცაევი, ყიფიანი, კანთელაძე. 1981.12.18 მსოფლიოს შესარჩევი. სსრკ - უელსი 3:0 ერთი გოლი დარასელიამ გაიტანა. ასევე მონაწილეობდნენ: სულაქველიძე, შენგელია, გუცაევი. ვალიელთა შემადგენლობაში თამაშობდა ოქროს ბუცის მფლობელი იან რაში(ს.კ. ლივერპული). 1994.11.16 ევროპის შესარჩევი. საქართველი - უელსი 5:0 გოლები გახსოვთ. იან რაში ისევ თამაშობდა... ..."ზოგი ადრე ბავშვობაში, ზოგი ახალგაზრდობაში, ზოგიც კიდე დიდობაში"...

• zurab

რატომ გვაწყობს ევროპის მაჩანჩალებში ყოფნა, ვერ გამიგია. ასე როგორ განვვითარდებით? მაჩანჩალა საკუთარი ჩემპიონატი რომ გვაქვს, სწორედ იმიტომ ჩავფლავდით!

• givi

ეს სტატია თავშივე ნულის ტოლფასია, რატო არ აწყობს ნაკრებს მოგება.

• მერაბი-1960

უელსის ვერმოგება მათთვის ნამდვილად არ იქნება კატასტროფა, როგორც ჟურნალისტი წერს. მათ უნდა მოიგონ 9-ში ირლანდიასთან და მეორეზე გადიან. გამაღიზიანებელია ამდენი საუბარი ერთა ლიგაზე და აქედან გამომდინარე რაღაც ანგარიშიანობაზე. მაქსიმალური უნდა ვითამაშოთ და დავამტკიცოთ, ჩვენ ის გუნდი უკვე არ ვართ, ყველა 3 ქულას რომ გეგმავდა, ჩვენც შეგვიძლია თამაში

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

უელსის ნაკრებს ანრის, გიგზს ან ბელამის ჩააბარებენ

ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი

უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ

კრის კოულმენი: რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება - რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

თითქმის 1 წელი საშინაო მატჩის მოგების გარეშე

უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა

ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

გარეთ ბეილმა კრის კოულმენს ნაკრებში დარჩენა თხოვა

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

კრის კოულმენი უელსის ნაკრებიდან მიდის და "სანდერლენდს" ჩაიბარებს

პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]

კრის კოულმენი გარეთ ბეილს ინგლისში დაბრუნებას არ ურჩევს

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]