ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დღეს "დინამო" და "ოლიმპი" დაუპირისპირდებიან
"დინამო" შარშან კარგად დაწყებულ საქმეს განაგრძობს, თამაშს თამაშზე იგებს. დუდუ დადიანის მემორიალზეც უძლეველია. თუ ჯგუფურ ეტაპზე ერთი მეტოქე არ გამოუცხადდა, ხოლო მეორე, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული იყო, ნახევარფინალში თასის მაძიებელი "ქუთაისი" შეხვდა.

"დინამომ" იმერლებიც დაამარცხა და ფინალში "ოლიმპს" დაუპირისპირდება, რომელსაც წლევანდელ მემორიალზე საინტერესო ისტორია აქვს: ჯერ "კაკტუსს" სძლია დიდი სხვაობით, შემდეგ "რუსთავთან" დათმო პირველი ადგილი. პლეი-ოფში მისი გასვლა "ქუთაისი"-"სოხუმზე" იყო დამოკიდებული. სოხუმელები თავიდან დაწინაურდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

"ოლიმპს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად "სოხუმის" 11 და მეტი ქულით წაგება სჭირდებოდა. ასეც მოხდა და ნახევარფინალის წილისყრამ ეს გუნდი კვლავ "რუსთავს" გადაჰყარა. ამჯერად გაიმარჯვა და...

დღეს, 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფინალია: "დინამო"-"ოლიმპი".

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

5 ოქტომბერი

რუსთავი-ოლიმპი 75:83

16:26, 19:18, 17:14, 23:25

რუსთავი: ხმელიძე, ტაბაღუა, ლორთქიფანიძე (2ქ), ცეკვავა (14ქ, 7პ, 3ჩ), წიქარიშვილი (4ქ), ჩაჩანიძე (14ქ, 5მ), გოგობერიშვილი (3ქ, 3ჩ), ნესონი (15ქ, 12მ), ქრუქსი (16ქ, 14მ), კუპერი (7ქ).

ოლიმპი: გივი ბაქრაძე (16ქ, 6პ, 6ჩ), როგავა (7ქ, 5ჩ, 3პ), გეგი ბაქრაძე, ცხოვრებოვი, ბოქოლიშვილი (21ქ), პულუზაშვილი (2ქ), ჭოჭუა (4ქ, 5პ), დარბაიძე (9ქ), ჰილი (2ქ, ენტონი (26ქ, 10მ, 3პ).

წლეულს ყველა გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარია. ურთიერთშეხვედრებში ბევრს წყვეტს, ვინ როდის შეიკრიბა, როგორ ფორმაშია ან რამდენად სწრაფად მოახერხა მწვრთნელმა თავისი ფილოსოფიის კალათბურთელებამდე მიტანა. "რუსთავი" და "ოლიმპი" თანაბარი გუნდები რომ არიან, მემორიალზე უკვე დაგვარწმუნეს - მოგებები გაცვალეს.

ნახევარფინალი "ოლიმპმა" უკეთესად დაიწყო, მეორე პერიოდში 20-ქულიან უპირატესობასაც მიაღწია და თითქოს გამარჯვებასაც მიუახლოვდა, მაგრამ "რუსთავმა" მალევე შემოატრიალა თამაში და -20 გააბათილა - 45:45.

ამას მოჰყვა "ოლიმპელთა" კიდევ ერთი აღმავლობა და საბოლოოდ 7-ქულიანი გამარჯვება, რაც უმთავრესად ენტონის (26 ქულა), ბოქოლიშვილისა (21) და გივი ბაქრაძის (16 ქულა, 6 პასი, 6 ჩაჭრა) დამსახურებაა. სხვათა შორის, გუნდის მიერ რეალიზებული 8 სამქულიანიდან 6 ბოქოლიშვილი-ბაქრაძის დუეტის ანგარიშზეა.

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

5 ოქტომბერი

ქუთაისი-დინამო 67:74

18:23, 12:11, 22:22, 15:18

ქუთაისი: ლი (10ქ), ბაბუნაშვილი (1ქ), რაითი (8ქ), ცირეკიძე, წივწივაძე (2ქ, 4პ), გ. ბარბაქაძე (9ქ), ლომოური (6ქ), დვალიშვილი (17ქ, 13მ, 3პ, 3ჩ), მათიაშვილი (4ქ), ბექაური (10ქ, 6მ).

დინამო: შარაბიძე (3ქ), ბოიდი (15ქ, 10მ, 4პ), გრძელიძე (2ქ), ლონდარიძე (13ქ, 5მ), მაჩალაძე, ტურპინი (9ქ, 6მ, 7დ, 3ჩ), ფაცაცია (2ქ, 6მ), გაჩეშა (13ქ, 5მ), ბერიშვილი (8ქ, 5პ), გოგოძე (9ქ).

გასული სუპერლიგის ფინალისტების დუელში ნაკლები იყო აღმავლობა-ჩავარდნები. როგორც ველოდით, შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.

ორივე გუნდის მწვრთნელს თანაბრად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, თუმცა, როგორც "დინამოში", ასევე "ქუთაისში" მთავარი მექულეები ტანმაღალი კალათბურთელები არიან (ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მემორიალის წინა შეხვედრებში). ჰოდა, მწვრთნელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს სამწამიანი ზონის დაცვას.

ამიტომ იყო, დინამოელმა გაჩეშამ 13 ქულა რომ ჩააგდო (რაც მისთვის მაღალი მაჩვენებელი სულაც არ არის), ხოლო ტურპინმა - 9 ქულა (6 დაფარება). ქუთაისელი ბექაური 10 ქულას დასჯერდა, თუმცა დვალიშვილმა მაინც მოახერხა ეფექტური დუბლის შესრულება - 17 ქულა, 12 მოხსნა. დაცვაში კი თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი კალათბურთელი დიდი ყურადღებით თამაშობდა.

იყო ბევრი ჯარიმა, რამაც საბოლოოდ მატჩის ბედიც გადაწყვიტა: "დინამომ" 39-დან 32 გამოიყენა, ხოლო "ქუთაისმა" 17-დან - 9.

აქვე ხაზი უნდა გავუსვათ "დინამოს" გამთამაშებლის, ბოიდის კარგ თამაშს, რომელიც აქამდე ქულაუხვობით ვერ გამოირჩეოდა, არადა, ფიბა-ევროპის თასზე მის სიზუსტეზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. პერიმეტრიდან ვერც "ქუთაისთან" გაიბრწყინა (8-დან 1 სამიანი), მაგრამ საბოლოოდ 15 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
დუდუ დადიანის მემორიალი: "რუსთავი" დაბრუნდა
დუდუ დადიანის მემორიალი: ილიას ზუროსის თვალწინ
დუდუ დადიანის მემორიალი: თსუ-ს ეფექტური სტარტი
დუდუ დადიანის მემორიალზე გუნდები ნახევარფინალში დაწყვილდნენ