დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპულ საკვალიფიკაციო ციკლში ბოლო მატჩს გამართავს
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპულ საკვალიფიკაციო ციკლში ბოლო მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი D ჯგუფის დასკვნითი, X ტურის შეხვედრას სტუმრად ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

თამაში "ცრვენა ზვეზდას" არენაზე - რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

- [ალეკო კაკაურიძე სერბეთიდან] წნეხის გარეშე

საქართველოს ნაკრები სერბეთის დედაქალაქში 8 ოქტომბერს, ჩარტერული რეისით ჩავიდა. ეროვნულმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 23 ფეხბურთელით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნულ გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

- საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში ივარჯიშა [VIDEO]

მატჩის წინა დღეს ვლადიმირ ვაისმა და გიორგი მერებაშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. სლოვაკი მწვრთნელის თქმით, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა შესარჩევი ციკლის 9 მატჩიდან 5 ფრედ დაასრულა და 4 დათმო, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას, სერბეთთან თამაშის შემდეგ გადაწყვეტს.

- ვლადიმირ ვაისი: სერბეთთან მატჩის შემდეგ ვიტყვი "ჰოს" ან "არას"

- გიორგი მერებაშვილი: ჩვენ გამარჯვება არ გვაქვს, ვეცდებით, ნავსი გატყდეს

დღესვე D ჯგუფში პარალელურად კიდევ ორი შეხვედრა ჩატარდება. უელსის ნაკრები ირლანდიას მიიღებს, ხოლო მოლდოვაში სათამაშოდ ავსტრია ჩავა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ჯგუფში ჩატარებულ 9 მატჩში 5 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ჯგუფს 18 ქულით სერბეთი ლიდერობს, უელსს 17 ქულა აქვს, ირლანდიის ნაკრები კი 16 ქულით მესამე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია).

ბიძინიე
აჰა, ლექსების წერაც კი დააწყებინა ხალხს ამ უნიათო ნაკრებმა! მეგონა, მარტო სიყვარულს შეეძლო ეს.
leqso
ეხლა ამ ლექსის ავტორს ვინმეს ან რამის კრიტიკის უფლება აქვს?
goCi
ერთი თეთრი არ მქონდა და სერბეთის გამარჟვებით კი გვარიანად მოვიდე
ალეკო
როგორ მოვიგებთ თამაშს, ნაკრების მწვრთნელი თავისას როცა არ იშლის, გოლები ვისაც გააქვს, არ იწვევს, სამაგიეროდ იწვევს დვალიშვილს.
წილადი
არა, 2,5 კი არა 2,49999
ბ_-
სუდია მეხაშე!
shio
ჩვენ ამ საღამოს შევრცხვებით მაგრად, წინათგრზნობა მაქვს ძმებო ეგეთი, გოლებს ვინ ჩივის და თუნდაც ბურთებს, ბადეს დაგვახევს თავზე სერბეთი.
ბმბ
აუ! რამდენი ვიცინე ამ ლექსების კითხვისას, ნამუსი არა გაქვთ ფეხბურთელებს, ხალხმა ლექსების წერა დაიწყო უკვე, ამას რაღაციწ სტადია ჰქვია, მგონი გააგიჟეს ხალხი თავიანთი უპერსპექტივობით.
fg
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია). სულ რამდენი გოლი აქვთ გატანილი ამათ ერთად ? 2,5?
mamuka
შორს ვარ იმ აზრისგან, ფეხბურთში ვინმეს რამე ვასწავლო, ჩვენ ხომ ყველა ფეხბურთის თეორიტიკოსი პროფესორები ვართ, კი ბატონო, არ გვყავს არათუ ვარსკვლავები, მაღალი დონის ფეხბურთელებიც, (ერთი-ორი სასიამოვნო გამონაკლისის გარდა), ზოგიერთი ამბობს, რა ქნას მწვრთნელმა? თვითონ ხომ არ გამოვა მოედანზე და ითმაშებს? რას გეტყვით იცით? რომ ვუყურებ ჩვენს ფეხბურთს, არავითარი კომბინაციები, ფეხბურთელი ბურთს რომ მიიღებს, არ იცის რა ქნას, ამიტომ იყო წინა თამაშშიც ბურთის გაუთავებელი უკან გორება და არავითარი კომბინაცია და წინსვლა და ეს კომბინაციები მწვრთნელმა არ უნდა განსაზღვროს ვარჯიშებზე? როგორც ჩანს თუ ვინმე რამეს აკეთებს კომბინაციურს, სწორ პასებს და ა.შ. (რეალურად მხოლოდ ანანიძე, მომავალში იმედია იგივეს შეძლებს ჩაკვეტაძეც, თუ არ გაფუჭდა) მხოლოდ საკუთარი ნიჭით და არა მწვრთნელის მიერ დასახული ტაქტიკით და დამუშავებული კომბინაციებით, და მერე კიდევ ვიტყვით რა ქნას მწვრთნელმაო? რა ქნას და უელსთან თამაშში რომ გამოიყვანა 4 მცველი და სამი ჩამშლელი საყრდენი ნახევარცმელი (ის რომ სამივე რეალურად ჩამშლელი იყო და არა ბურთის ამომტანი და მაკონტროლებელი მათ მიერ გამუდმებით ბურთის უკან, საკუთარი ნახევრისკენ დაბრუნებითაც ჩანს) და რეალურად შეტევაზე ორიენტირებული მხოლოდ ორი ნახევარცმელი, რომელთაგან ერთი ნაცვლად თავისთვის ჩვეული მარცხენა ფრთისა საპირისპირო მარჯვენა ფრთაზე ათამაშე (მერებაშვილი), მეორე კი საერთოდ არ ჩანდა მოედანზე იყო თუ არა და ერთი თეთრის საღირალი საქმე არ გაუკეთებია (ყაზაიშვილი) და ერთი ცენტრალური თავდამსხმელი, რომლამდეც საჯარიმოში ბურთი არ მიდიოდა, (ან ვინ იყო მიმტანი) და თვითონ ხდებოდა იძულებული არა საჯარიმოში, არამედ საჯარიმოს გარეთ ფლანგზე მიეღო ბურთი, თან ისე რომ ახლომახლო კაცი არ იყო რომ პასი მიეცა, ხოლო თვითონ კი არც მარადონაა, არც რონალდო, არც იბრაგიმოვიჩი,(სხვათაშორის არც ტომ ლოურენსი და ჩამოთვლა კიდევ უსასრულოდ შეიძლება), რომ ისეთი დრიბლინგი ჰქონდეს სამი კაცი მოატყუოს და მერე კარში დაარტყას, რა მოგებაზე ლაპარაკობ? ჩემი აზრით თვით ასეთი კონტიგენტითაც შესაძლებელი იყო უკეთესი შემადგენლობის და უკეთესი ტაქტიკის შერჩევა შემტევ ნახევარმცველებს ვგულისხმობ მარცხნივ მერებაშვილი, ცენტრში ყაზაიშვილი, მარჯვნივ ჯიღაური, ან ჭანტურია, ისე ასეთ პირობებში რატომ არ იწვევს ნაკრებში სანდრო კობახიძეს, რომელიც ნამდვილად არ არის ცუდი ნახევარმცველი, სათამაშო პრაქტიკაც აქვს ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც, კაცის მოტყუებაც იცის, კარში დარტყმაც და თავისუფლად შეუძლია ითამაშოს ცენტრალურ ნახევარმცველად გასაოცარია. მოკლედ კიდევ გავიმეორებ, ნაკრების შემტევი ფეხბურთელი, რომ ბურთის მიღების შემდეგ ფიქრობს რა გააკეთოს და ერთადერთ გამოსავალად იმას ხედავს ბურთი უკან საკუთარ ნახევარზე ცენტრალურ მცველებს დაუბრუნოს, ეს ნაკრების მწვრთნელის ბრალია, რომელსაც არა აქვს დამუშავებული ელემენტარული კომბინაციები და ტაქტიკური სქემები და არა იმისა, ეს ფეხბურთელი რომელ ჩემპიონატში თამაშობს, ან თამაშობს თუ სკამზე ზის, აი ეს არის ჩემი აზრი. (ისე სხვათაშორის ვაისმა თვითონ თქვა, სლოვაკეთი რომ გავიყვანე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩვენი ფეხბურთელები ლივერპულში, მანჩესტერში და ა.შ. თამაშობდნენო, ან რუსეთის ლიგაში მუდმივი პრაქტიკით, ქართველები კი სუსტ ჩემპიონატებში, სუსტ გუნდებში თამაშობენ ან სათადარიგო სკამზე სხედანო, მართალია, მაგრამ ძლიერი მწვრთნელი მაშინ ხარ საშუალო დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად თუ მიაღწევ წარმატებას (რა თქმა უნდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვგულისხმობ და არა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონობას), თორემ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ნაკრები ალბათ ცუდი მწვრთნელის პირობებშიც კარგად ითამაშებს, თუ ამ მწვრთნელმა პირიქით არ შეუშალა ხელი).
vaxo
ფაქტია საქართველოს ნაკრებს არ ყოლია კარგი სპეციალისტი სათავეში დიდი ხნის განმავლობაში ისიც ფაქტია რომ ფედერაციაც არ არის სათანადო დონეზე რომ რაიმე დადებით შედეგს მიაღწიოს ნაკრებმა. მარტო მწვრთნელი ვერაფერს მიაღწევს თუ სათანადო დახმარება არ ექნა რეფორმებია ჩასატარებელი რამდენიმე წლის გათვლით ფედერაცია ნოლია არ არიან კარგი სპეციალისტები არც ცოდნით არც გამოცდილებით ვინ გაუძღვება რეფორმებს ქართულ ფეხბურთში? ეს კითხვა უნდა იქნას დასმული!
antibneleti
ძველი ბიჭების ეპოქა სანამ არ დასრულდება ფედერაციასა თუ ქვეყნის ხელისუფლებაში, მანამდე არც ერთს და არც მეორეს არაფერი არ ეშ ვე ლე ბა !!!

არ იქნება ჩვენი საშველი:)
lashamax
თუ გსურთ იგრძნოთ გამარჯვების გემო ეთამაშეთ ვაისის ნაკრებს

თავჩაქინდრული რო ტოვებდნენ მოედანს კიდევ რა უშავს,მაგრამ თავაწეულები ტოვებენ.აქაოდა კარგად ვითამაშეთო:))
საქსანი
მაგათ საცოდაობის ყურებას და ნერვების შლას ჯობია მონტონეგროსავით უარი ვთქვათ ევროპისა და მსოფლოს შესარჩეში მონაწილეობაზე. ფეხბურთის თამაშს რომ ვისწავლით მაშინ მივიღოთ მონაწილეობა. ჯერ ერთი რომ ტექნიკა-ტაქტიკა და ფიზიკური მომზადება ნულია, თავიც ცარიელი აქვთ.
მსქროლავი ტროლი
ნუ დრტვინავთ, ქართველნო... ჩვენი ნაკრები, უკვე რა ხანია, ოლიმპიურ სისტემაზეა გადასული - მთავარი ხომ მონაწილეობაა... რაც შეეხება ნავსის გატეხვას, კარგი იქნებოდა, ერთხელ ნავსი მართლა გაგვეტეხა და მომავალი წლის ბიუჯეტში ფედერაციისათვის განკუთვნილი მილიონებით რამე სასიკეთოდ მადლიანი საქმე დაგვეგეგმა, მაგრამ ეს ოხერი ნავსები თავისით როდი ტყდებიან...
ferar
ვაისას კი ნაშველი აქვს უკვე, ჩვენ რა გვეშველება კარში დარტყმა არ ცვიცით, დღეს კარგინ იქნება ჰუფნაგელი ჭანტურიას ტანდემის ხილვა, მოაშორეთ ლორია, მაკარიძე ვეზუნჩიკია, ნახეთ სხვადასხვა წლის საქართველოს ნაკრების თამაშების სტატისტიკა, როცა მაკარიძე იდგა კარში საქართველოს არ წაუგია.
haha
გულშემატკივრები ლექსის წერაზე გადასულან. კარგია. თუმცა სჯობს ფეხბურთელები გადასულიყვნენ. დარწმუნებული ვარ თამაშზე უკეთესად ლექსები გამოუვათ.
poeti
გუშინდლიდან ვწერ მე ამ ლექსს, გული გასივდეს ლამისა, დღესაც თუ ვეღარ მოიგებთ, რა გეშველება ვაისა.
imereti
დასაწვავია პედერაცია ხალხი კიდევ ცარგად გიტმენტ,რასერჰოდიტ ცხადადზეს,ანდა სადაკხარტ ის ხალხი კეცბაიას პეხბურტს რომასწავლიდიტ,ეხლა რატომ არაპერს ამბობტ.ცოტა ხანსჰი პარერების მოგება გახდება სანატრელი.
კახა
ამ ფეხბურთელებიდან დავტოვებდი მაკარიძეს, კვირკველია, ხოჭოლავა, კაკაბაძე,(ჯაბა გულიანი ბიჭია მაგრამ) გვილია,ჭანტურია-შეცვლაზე, სხირტლაძეს მივცემდი ერთ შანს ასევე შერგელაშვილს და ჰუფენგალს დანარჩენს რა უნდა ნაკრებში ჯერ დაამტკიცონ ერთი ორი გაფაფხურება არ ნიშნავს ნაკრების დონეს ტრამვირებულებიდან მარტო ანანიძე პლიუს არაბიძეს ოღონდ ცოტა გონების გახსნა და დალაგება უნდა მაგ ბავშვს ნიჭი ააქვს პრობლემატურ ადგილებზე 19-20 ბიდან ამოვწევდი ვინმეს!
მისიონერი
ეს ლექსი გადაწერეთ ოცჯერ და გაავრცელეთ!
დეკო
უკვე დაღამდა და მოახლოვდა, ჟამი ვაი და ვუის . თავჩაღუნული ტოვებს მოედანს ოთო გიორგი და ძმანი მათნი . და მაინც მოგონია შანს იმსახურებს ფეხბურთსა თამაშობს ნაკრები ჩვენი . დროა მოვიგოთ და გავიხაროთ რომარ ვიძახოთ ვაი და ვუი .
poeti -poet (უნცროსს და შვილიშვილს)
ნაკრებზე გული არ აიყაროთ (პოეტ-უმცროსს და შვილიშვილს), დღეს ეს სახეა, ჩვენი მაისი, თუ არ დავდგებით მის გვერდში დღესვე, ვინ გვეყოლება ჩვენც კი არვიცით.
poeti -poet (უნცროსს)
გულს ნუ გვიტეხთ ჩემო პოეტო(უნცროსი), გაისად მაინც გველის აისი, ერთა ლიგაა ჩვენი მხსნელელი, და მგონი გუნდში ვოვაც დაიცდის.
poeti (shvilishvili)
ეს ეროვნული არის ნაკრები არც კვერცხი არის და არც ჩიჩია მხოლოდ მოგება არის შედეგი მა სად წავიღოთ ხუთი ნიჩია?!
poeti -poet (უნცროსს)
ლექსი დავგზავნე ყველა საიტზე, მეგონა გულში ისარს ვარტყავდი, ავაცდინე და ფეხში მოვარტყი, საღამომდესაც ვეღარ დაიცდის. ხვალ დილით ადრე გადმოფრინდება, გასაგები აქვს თავის საქმისი, ვეღარც მუჯირი ვეღარ უშველის, გაუფუჭდება აუსვაისი.
poeti (უნცროსი)
ეს რა პოეტი ყოფილხარ, ისევ გავები მე შენს მახეში. ვაისს ტაქტიკა კი მიაჩეჩე, მაგრამ შენ რა გაქვს ნეტავ მაგ ხელში?!
dato
თუ ფრე გააგორა შემთხვევით დატოვებენ და მერე ისევ ისე გააგრძელებენ
poeti
უფრო შემტევი, გინდაც წააგო, აზრი არა აქვს დაცვით ვარიანტს, ვერ გამიგია, ვერსად გავდივართ!? შეტევა გისხნის მხოლოდ ვაისა. მოჰქროლავს აგერ, ბურთია ქვს ფეხში, პას გადის მარჯვვნივ, ხანაც მარცხნივა, ჩაკიდულები, ჩაწოდებები, ბურთები გააქვს ქვილითაიას. ვაისი არის ნაკრების მხსნელი, მუჯირი ამბობს, მოისაკლისა, თუ ფულს არ იღებს მიეცით მეტი, თორემ ვერ გვტოვებს, გაისაძლისა. დღეს სერბეთია მეტოქე ჩვენი, ხვალ ვინ იქნება, ან და გაისად? დაცვას ამაგრებს ბურჯი კაშია, შეტევას იწყებს ისევ ვაისა. აგერ სასტავიც ჩამოგიწერე, ტაქტიკურიც გაქვს ნახაზი ხელში, თუ ივარგე და გამოიყენე, დღეს შენ ნიჩიას შეჰქმნი სერებეთში. და თუ წააგე? აღარ იჯავრო, ხელში გექნება აუსვაისი, კობიაშვილი ბეჭედს დაგირტყამს, გაგვიგრძელდება ბინდის დაისი.
poeti
ა ვაისს ტაქტიკაც და სასტავიც 4-2-4 სისტემით !!?? აი შემადგენლობაც იმ ფეხბურთელებიდან ვინც მანდ გყავს: მეკარე-მაკარიძე, მარცხენა მცველი-ხოჭოლავა(მეორე ტაიმში ნავალოვსკი), ცენტრები-კვირკველია და კაშია, მარჯვენა მცველი-კაკაბაძე, ნახევარ დაცვა მარცხნივ მერებაშვილი, მარჯვნივ ჯიღაური (მეორე ტაიმში ჭანტურია), შუაში- კანკავა,გვილია(მეორე ტაიმში ყაზაიშვილი),თავდასხმა-სხირტლაძე ქვილითაია.
poeti
უფრო შემტევი, გინდაც წააგო, აზრი არა აქვს დაცვით ვარიანტს, ვერ გამიგია, ვერსად გავდივართ!? შეტევა გისხნის მხოლოდ ვაისა. მოჰქროლავს აგერ, ბურთია ქვს ფეხში, პას გადის მარჯვვნივ, ხანაც მარცხნივა, ჩაკიდულები, ჩაწოდებები, ბურთები გააქვს ქვილითაიას. ვაისი არის ნაკრების მხსნელი, მუჯირი ამბობს, მოისაკლისა, თუ ფულს არ იღებს მიეცით მეტი, თორემ ვერ გვტოვებს, გაისაძლისა. დღეს სერბეთია მეტოქე ჩვენი, ხვალ ვინ იქნება, ან და გაისად? დაცვას ამაგრებს ბურჯი კაშია, შეტევას იწყებს ისევ ვაისა. აგერ სასტავიც ჩამოგიწერე, ტაქტიკურიც გაქვს ნახაზი ხელში, თუ ივარგე და გამოიყენე, დღეს შენ ნიჩიას შეჰქმნი სერებეთში.
euhh
gamomsamshvidobebeli hooo)))(((( yanaa tu erovnuli nskrebi,rasqvia gadawyvets??vaisas yopila da kobiashvilis nakrebi xom?!((((
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
Dream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ბელინგემის გოლით - ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ