ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მესამე მატჩშიც დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მესამე მატჩშიც დამარცხდა

<p>საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მესამე მატჩშიც დამარცხდა <br> საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მესამე შეხვედრა გამართა ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე და ისევ დამარცხდა, ამჯერად გასვლაზე ფარერის კუნძულების ნაკრებთან 1:3-ზე.</p><p>ტორსჰავნის თითქმის ცარიელ სტადიონზე მასპინძლებმა თავადაც ითამაშეს და მეტოქესაც მისცეს თამაშის საშუალება. 22-ე წუთზე მეინჰარდ ოლსენმა გახსნა ანგარიში, რომელსაც მცველებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, ცოტა ხანში სწრაფი კონტრშეტევისას ჯაკუპ ოლსენმა ლამაზი დარტყმით მეორედ დალაშქრა ჩვენი გუნდის კარი. მერე ტეიტ იაკობსენმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და თამაშის შემოტრიალების იმედი გაჩნდა, მაგრამ 39-ე წუთზე იმავე იაკობსენმა უკვე ლაზარე კუპატაძის კარში გაიტანა გოლი და გუნდები შესვენებაზე 3:1-ზე გავიდნენ.</p><p>მეორე ტაიმში გია გეგუჩაძის შეგირდები კვლავ ფლობდნენ ინიციატივას, მომენტებიც ქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს, ეს მატჩიც წააგეს და 3 ჯგუფის აუტსაიდერები არიან.</p><p>საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: კუპატაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, შულაია, ხარაიშვილი, მოხევიშვილი (67. ბერიძე), ჩაკვეტაძე, არაბიძე, მიქელთაზე, არველაძე (46. კოხრეიძე)</p><p>დღეს ამავე ჯგუფში დანიამ სტუმრად ფინეთი გაანადგურა (5:0) და 12 ქულით ლიდერია, ხოლო პოლონეთმა სტუმრად ლიტვას 2:0 მოუგო და 7 ქულით მეორე ადგილზეა.</p>

  • სოსო

    ვასილიჩ ,შენც ისევე როგორც მე გამწარებული ვარ ამწაგებებით მაგრამ პირადი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და არც მისი საახლობლოსათვის.შენ კი ამას კადრულობ და თან ცენზურასაც ემდური,კიდევ უარესს ვიტყოდიო.არა და შეხედე რა გადაცემები მიდის იმედზე,რუსთავს უკვე მრავალი წელია აღარ ვრთავ,ნახე რა ხალხი გამოჰყავთ იქ ,რაზე ლაპარაკობენ,ამას დაამატე ჩვენი ნომენკლატურის გაზრდილი მადა,რამდენი უცხოეთში წასული ქართველი,ქმრიანი ქალი უცხოელს გაჰყვა ცოლად,რამდენი ქართველი ვაჟკაცი უცხოეთში წასული ცოლის კისერზე ზის,წაიკითხე ნიუ იორკ ტაიმსში შორენა ბეგაშვილი ჭკვას როგორ ასწავლის ქართველ ქალებს და შენ თვითონ დარწმუნდები,რომ ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა და ბევრს მართლა აღარაფრისა აღარ რცხვენია.

  • armegona

    როგორც ჩანს, მართლა არ იქნება ქართული ფეხბურთის საშველი. სიჭინავას ფედერაციაზე უარესი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა, არ მეგონა. ეს იმაზე გაცილებით ცუდი გამოდგა. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს ხელმძღვანელობა, ახალგამომცხვარ ჩინოვნიკებს საქმე ჰკიდიათ, მამა-შვილებით, უსაქმურებით სავსეა ფედერაცია. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით უკან მიდის ქართული ფეხბურთი. მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანა კარგია, მაგრამ მე პირადად მაგაზე მეტად ქართული ფეხბურთის წინსვლა უფრო მინდა. ეს ფედერაცია ამას ვერასდროს შეძლებს

  • Vaska

    Geguchadzes ro axsenebt misi moadgile tu tanashemce xizanishvili ar gamogrchet,jer xo pexburtelobit gagvaxara da mere magisi gacrtvnili gundi raiqneba.

  • qomagi

    კობიაშვილო, მუჯირო და იაშვილო! დღეის მერე თუ ისევ დაემალოთ პრობლემებს და იძახოთ, სწორად მივდივართო, თქვენ იყოთ "აზიური ფაროსანები"

  • nika

    გასაოცარია რატომაა გასაკვირი ფარერებთან წაგება?ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ფეხბურთში ეცოდინება რომ ამ ჯუჯა ქვეყანამ მაგრად გაასწრო საქართველოს და დარწმუნებული ვარ დიდ ნაკრებების დონეზეც ათიდან ცხრას მოგვიგებენ.ევროპაში ალბათ დარჩა სამი ქვეყანა ვისთანაც შანსი გვაქვს გიბრალტარი ანდორა და სან-მარინო.ესაა სიმართლე და რაც მალე მივხვდებით ნაკლებს ვინერვიულებთ

  • ლუკა

    ადმინისტრაციას ვთხოვ დაბლოკოს ვასილიჩი!

  • ioseb

    გეგუჩაძეს არ უნდა ჟურნალისტებთან დაჯდეს, დაუგროვდებოდათ კითხვები....

  • კობი

    გაყიდული რომ იყო თამაში ვერ ხვდებით? რამხელა კუში ჰქონდა ფარერებს, და ცინ ელოდა მაგათ მოგებას? იჩალიჩეს რა ფედერაციაში

  • dato

    ხალხნო რას გადაეკიდეთ ამ გეგუჩაძეს, გასაგებია რომ ჩაისვარა, მაგრამ თავმოყვარე გუნდს მწრვთნელი საერთოდ რომ არ ყავდეს 3-1 მაინც არ უნდა აგებდეს ფარერებთან, თანაც ის 1 ბურთიც ფარერებმა საკუთარ კარში გაიტანა. აი თქვენი არაბიძე, ჩაკვეტაძე და ა.შ. არაბიძეზე სულ ვამბობდი რომ არაფერი ფეხბურთელია, რამეს რომ წარმოადგენდეს უკეთეს გუნდში გადავიდოდა, შახტარის დუბლებს ვერ გასცდა კაცი, იგივე იქნება ჩაკვეტაძეც, ჯერ ხომ ხეხავს გენტის სათადარიგო სკამს, მალე მაგ სკამზეც აღარ დააჯენენ. მოკლედ ქართული ფეხბურთი მძიმედ ავადაა, დაავადებას ქვია "საფეხბურთო სპიდი", რომელიც არ ინკურნება

  • ვასილიჩი

    სოსო, რაებს ბოდავ შენ? "ჩვენში ბოზობისაც არ რცხვენიათ"-ო რომ წერ, შენიანები გყავს მხედველობაში? არა მგონია და ამიტომ ზოგადად ყველაფრის თქმა რომ არ შეიძლება, ამას სხვა უნდა გეუბნებოდეს? აქ ცენზურაა და მეტი ვეღარ დავწერე, რაც გეკუთვნის..............

  • ვასილიჩი

    ლუკა! ჯერ ერთი თუკი ვინმემ ბავშვების აღზრდა არ იცის, ეჭვი მაქვს ესენი შენი მშობლები არიან, რადგან ვერ გასწავლეს,რომ თუკი ვინმე რამე შეცდომას დაუშვებს,მითუმეტეს უცოდინრობით, ამის გამო შენი ერი არ უნდა დააკნინო, მერე მეორე-წერა კითხვა გცოდნია და წაიკითხე-"დინამოს" სტადიონი ქართველების აშენებულია (ქურდიანების) და მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელი 41 წლის განმავლობაში, ჯღაბნას რომ შეეშვა დაწიგნს მიხედო აჯობებს, ასეთ ლაფსუს აღარ დაუშვებ......ადმინისტრაციას ვთხოვ არ დაბლოკოს ეს პასუხი.

  • Jilina

    უფა, შახტარი, გენტი, ტრენჩინი, არკა - ამ გუნდებში თამაშობენ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები და აგებენ მეთევზეებთან და ბარმენებთან და მიმტანებთან, რომლებიც უქმეებზე ერთობიან ფეხბურთით. ამას დიდი მოხერხება უნდა, რა გამჭრიახი მწვრთნელი უნდა გყავდეს.. გეგუჩაძემ საერთოდ როგორ დარა ნამუსით უნდა გაიხედოს ამის შემდეგ სტადიონისკენ არ ვიცი.

  • დათო

    ხალხნო რას გადაეკიდეთ ამ გეგუჩაძეს, გასაგებია რომ ჩაისვარა, მაგრამ თავმოყვარე გუნდს მწრვთნელი საერთოდ რომ არ ყავდეს 3-1 მაინც არ უნდა აგებდეს ფარერებთან, თანაც ის 1 ბურთიც ფარერებმა საკუთარ კარში გაიტანა. აი თქვენი არაბიძე, ჩაკვეტაძე და ა.შ. არაბიძეზე სულ ვამბობდი რომ არაფერი ფეხბურთელია, რამეს რომ წარმოადგენდეს უკეთეს გუნდში გადავიდოდა, შახტარის დუბლებს ვერ გასცდა კაცი, იგივე იქნება ჩაკვეტაძეც, ჯერ ხომ ხეხავს გენტის სათადარიგო სკამს, მალე მაგ სკამზეც აღარ დააჯენენ. მოკლედ ქართული ფეხბურთი მძიმედ ავადაა, დაავადებას ქვია "საფეხბურთო სპიდი", რომელიც არ ინკურნება.

  • unamusoebo

    ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული კობიაშვილი სასწრაფოდ გასაგდებია ამ შედეგებისთვის და მიაყოლეთ უკან ვაისები და გეგუჩაძეები (სანამ სულ არ დაგვღუპა) სირცხვილი თქვენ ვინც ქართული ფეხბურთი დაასამარეთ და ამ შედეგებს ვიმკით

  • gela gloveli 568825305

    ჰა ჰა ჰა ჰა

  • Varcxli

    Gadaxedet statistikas, Karisken daartyes 18 jer, karshi moxvda 1,daskvna tkven gaaketet, ashkara gayiduli tamashi, ascreben pulis ketebas,

  • *ბონდო დოლაბერიძე (ფეოლა)

    უფასო ბავშვთა ფეხბურთი. მწვრთნელთა განათლება.(არა მარტო საფეხბურთო, პედაგოგიურიც).

  • mamuka

    როგორც ვიცი, ფედერაციამ ცხადაძე რომ გაუშვა, სწორედ გეგუჩაძეს დანიშვნა უნდოდათ მთავარ მწვრთნელად და მერე გადაიფიქრეს პირდაპირ მისი დანიშვნა და ვაისი მოიყვანეს, გეგუჩაძე კი როგორც ვიცი არა მარტო 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია ყველა ასაკობრივ ნაკრებს კურირებს. ეხლა წარმოვიდგინე მართლა ეს რომ დაენიშნათ ნაკრების მწვრთნელად, მერე უნდა გენახათ როგორი ფრეები გვექნებოდა ირლანდიასთან, უელსთან, ავსტრიასთან და თუნდაც მოლდოვასთან?! ახალგაზრდულში მაინც გვყავს თავისი ასაკის დონეზე კარგი ფეხბურთელები და აი შედეგი.

  • toti

    თუ ყოველთვის თავის წაგებაზე დებდნენ კარგად ყოფილა ამათი საქმე,

  • bajo

    აქ ჰამოსვლამდე დაცეროს და და დაიმალოს სადმე ცოტახანი.ცადი ბიზია სადმე გაიარეტ სამცვრტნელო გაკვეტილები ისცავლეტ ევროპასჰი და მერე იზახეტ მცვრტნელივარო.სირცხვილი,ერტია და ნამუსიც რო არ გაგაჰნია ეს არი უბედურება

  • milani

    17 წლიანების მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებდი ირანი-გერმანია,სიამოვნება იყო ირანის ნაკრების თამაშის ყურება რომელმაც 4-0 მოუგო გერმანიას, ესენი კი ნაჩუქარი ინდაურივით დაბოდიალობენ და რას მოიგებენ

  • 41

    საღოლ ბიჭებს ერთი ასად, ერთი ასად....

  • santosi

    რა მიამიტი ხალხი ხართ,ერთ და ამუდამოდ შეეჩვიეთ იმ გარემოებას, რომ საქართველოში ფეხბურთი (სხვა სახეობებიც) არ არსებობს, მხოლოდ ფულის გაკეთებაზეა გადასული ფედერაციაც და სამინისტროც. ჯერ სად ხართ,მომავალი წლიდან ბოლო კალათაში რო აღმოჩნდება ნაკრები და იქაც ბოლო ადგილზე რო გავა ე მაშინ ნახეთ ღადაობა

  • მერაბი

    კოშმარია! ამაზე მეტი დასტური აღარ არის საჭირო!

  • ზაზა

    გეგუჩაძე პირველ ნაკრებში! დაუყოვნებლივ ვაისის ნაცვლად, თუ გვინდა ქართული ფეხბურთის გადარჩენა

  • zAZA

    ჩასვრა არის ის რაც გეგუჩაძემ ქნა, თუ არ არის? იქნებ გამარგვება და ტრიუმფია?

  • სოსო

    გია გეგუჩაძეს დიდ პატივს ვცემ,მაგრამ ეტყობა არ არის სანაკრებო მწვღთნელი ან ახალგაზრდებთან სამუშაო მწვრთნელი.ყველაფერს ხომ თავისი სპეციფიკა აქვს.ამ ბიჭებს კი საქართველოს მომავალს რომ ვუწოდებთ და სწერთ რომ მეორე ტაიმშიც ინიციატივა ჰქონდათო,რაში გამოისახა ეს ინიციატივა?დიდ ნაკრებს ეზომებიან ბიჭები!თამაშს ვერ ვუყურე,მთელიპირველი ტაიმი ვეძებდი ინტერნეტში,მაგრამ ინგლისური არ ვიცი და არც ინტერნეტი იმ დონეზე,რომ რამე გამეგო,პირველი ტაიმის შემდეგ კი შედეგი რომ დაიდო,აზრიც ვეღარ დავინახე.სირცხვილია უბრალოდ,თუმცა ჩვენში ბოზობისაც კი აღარავის რცხვენია და ამათ რატომ შერცხვებათ.

  • ლაშა

    გამაზე გეგუჩ!!! სხვას ვერაფერს იტყვის კაცი ამის შემდეგ.

  • arsena

    და მერე ვინა თქვა რომ გეგუჩაძე ქართველიაა....

  • Rezo

    კობიაშვილმა უნდა გადადგას ნაბიჯი და გასაშვები უნდა გაუშვას...ან თვითონ უნდა წავიდეს...

  • ტოტტი

    სირცხვილია სირცხვილი ,უნიჭობა რომ იყოს ხმას არ ამოვიღრებდი აგრამ 20წლის ბიჭს რომ მონდომება არ აქვს და უგულოდ თამაშობ სირცხვილია მართლა

  • რეზო

    ბოლოს და ბოლოს უნდა დადგეს თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი??, ხო შეიძლება რო ადგეს და წავიდეს ვინც(უკაცრავად)ჩაისვარა... გეგუჩაძის იმედი მქონდა მაგრამ ასეთი შედეგის შემდეგ უნდა წავიდეს... ფედერაციაშიც უნდა შეიცვალოს სასტავი....

  • *ბონდო დოლაბერიძე (ფეოლა)

    ზარანდია ეტყობა მზად არ იყო ასეთი უსახური თამაშისათვის.

  • გიო

    კობიაშვილის გადადგომაზეცრატომ.არავინ საუბრობს? ბოლო წლების შედეგები ნახეთ. გინდა ევროტურნირებზე გინდა ნებისმიერი ასაკობრივი ნაკრების. გულშემატკივრების რამე გაერთიანება თუა გაუკეთეთ ორგანიზება და ფედერაციასთან მოაწყვეთ საპროტესტო აქცია მათი გადადგომის მოთხოვნით. როდემდე უნდა ველოდით შუბლისძარღვ გაწყვეტილებს რომ ნამუსი შეაწუხებს. სტატიის ავტორს კიდე მალადეც. ისეა დაწერილი გეგონება ევროპის რამე გრანდთან წაეგოთ. რამე გულისტკივილი მაინც ჩადე დალოცვილო

  • haha

    გეუბნებით უტვინო ფეხბურთს ვთამაშობთ, თქო. გეუბნებოდით ხარაიშვილი თანამედროვე ფეხბურთში ითვლება "ტორმუზად". გეუბნებით არაბიძის ფეხბურთი მოკვდა გასული საუკუნიის 60-ან წლლებში. გეუბნებით გეგუჩაძე ათამაშებს 70-ანი წლების დინამოს ფეხბურთს. მაინც არ გჯერათ. ტყუილ უბრალოდ ღუპავთ ბავვშვებს ფეხბურთზე ტარებით. ჰოდა მაშინ ეს შედეგი ნუ გიკვირთ.

  • niko

    ესენი გვეკაიფებიან თუ თავს ეკაიფებიან. ფარერებს ეზოს გუნი უნდა უგებდეს. ეს თქვენი ნაქები მწვთნელი საერთოდ აზრზე ვერ ყოფილა. სახეზე ეტყობა რომ არ არის სათანადო დონეზე და შეიძლება მჟავე ხასიათიც ჰქონდეს ან იზჟოგა აწუხებს ადამიანს. ბევრი კიდევ პირველი ნაკრეების მწვრთნელობაზე უჭერს მხარს. მთელი ფედერაცია უდნა გადადგეს და მთავრობაც მე თუ მკითხავთ. ეყოთ უნდა ფულის კეტება უსინისოდ. ქვყანას და საქმეს მიხედვა სჭირდება და ყველა დონეზე ფეხბურთს განვითარება საბავშვო ბაღებიდან დაწყებული. ეს მართლაც სამასხარაო გახადეს. შინდისი და ნამუსი არ დარჩა არავის? კი ბატონო აგერ აშშ-მ ტრინიდად და ტობაგოსთან წააგო და თავი გამოითიშა მაგრამ, ფარერები? ესენი მოედანზე საძოვრად გავიდნენ თუ სათამაშოდ?

  • ლუკა

    ამათმა უნდა შეავსონ ეროვნული ნაკრები? აბა ამათი შემყურე კარგს რას უნდა ველოდეთ ეროვნული ნაკრებისგან? ვლადინირ ვაისი და დღევანდელი ნაკრები სანატრელი შეიძლება გაგვიხდეს! სტადიონების აშენება ქართველებმა არ ვიცით! ბავშვების აღზრდა ქართველებმა არ ვიცით! მწვრთნელობა ქართველებმა არ ვიცით! აბა რა ჯანდაბა ვიცით? სადღეგრძელოების თქმა? გული მერევა ქართული ფეხბურთის პოლიტიზირებით და არაპროფესიონალიზმით გამოწვეული დეგრადაციის გამო. ერთი ნაცნობი მესკამე მეორეს ცვლის, საქმე კი რაც უფრო მეტი დრო გადის უარესობისკენ მიდის.

  • კაპრიზები

    რაო??? ვითომ რა, რა გიხარიათ??? ვასილი მაისურაძემ რომ მე-3 ადგილი ააღებინა ბიჭებს ევროპაზე ის არ იყო ქართველი მწვრთნელი და იმის მოღვაწეობა?? ან დევდარიანი როგორ ათამშებდა გუნდებს, რაც არ უნდა იძახოთ და იოცნებოთ გამოწკეპილ ქურთუკიან "დონე" უცხოელ მწვრთნელზე იმ ფაქტს და ლოგიკას ვერსად ვერ გაექცევით რომ ქართველზე მეტად ვერავინ "მოერგება" გუნდს და აქამდე ყველაზე საუკეთესო შედეგიც ქართველმა კაცმა აჩვენა. კიდევ რაც არ უნდა იძახოთ ფაქტია არ გეღირსათ მოგება და გემოზე "მარიაჟობა" უცხოელი მწვრთნელით თუნდაც ისეთი კარგი სპეციალისტის ხელში როგორიც ვლადიმერ ვაისია. ბოდიშით, და ეს ნამდვილად არ ჯანსაღი ან სწორი და რაციონალური მიდგომა... აი სერბეთი, მწვრთნელიც სერბი ყავს უცხოელებსაც არ აჭაჭანებს და გავიდნენ კიდევაც პირველი ადგილით. ისწავლეთ, ძია, და მორჩეს და ეს ერთი და იგივე ცირკი - ამ უცხოელი მწვრთნელის თემა დიდი ხანია დაიხურა ნაკრებში. მაგრამ მაინც გაბედეს კიდევ ვიღაცის ჩამოთრევა და აი შედეგიც - სრულად ჩაისვარეს.

  • ფეოლა

    ჯერ სად ხართ? გგონიათ, რომ ეს უკვე ძირია? არა ბატონო ჩემო - თქვენ ძირი მერე ნახეთ, აი იმ ბოლო კალათაშიც რომ ბოლო ადგილს დაიკავებს საქართველო და ბურთების შეფარდება გაშვებული გოლების რაოდენობით გატანილის მიმართ - ორნიშნა და ერთნიშნა რიცხვების შეფარდებაში რომ იქნება...

  • ქუთაისი

    ხალხოოოო!!!...ამას უკვე სახელიც აღარ ქვია!...ფარერის კუნძულების მოსახლეობა არის 50 ათასი ადამიანი!...ანუ,დინამოს სტადიონსაც კი ვერ შეავსებს!...ამათგან მამაკაცი ვთქვათ და ნახევარია,ანუ 25 ათასი კაცი!...ამათგან 21 წლამდე მამაკაცი იქნება ალბათ 10 ათასი კაცი!...და ამ ათი ათასიდან 18-21 წლის იქნება მაქსიმუმ 2 ათასი მამაკაცი!... ეს 2 ათას საერთოდ და,ამათგან ფეხბურთს რამდენი თამაშობს ნეტავი,ა?...თერთმეტ კაცზე მეტი თუ იყოს,თავს დავდებ!...აქ უკვე ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია!...

  • მატეო იუვე

    გეგუჩაძე ალბათ იტყვის რო არაუშავს მომდევნო თამაშები წინ არის და ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერკ დიევ გვაქ(((((( ვაი ჩვენს პატრონს ამდენს რო ვითმენთ

  • Zaza

    აი ქართველი მწვრათნელი! აი მისი მოღვაწეობა. ვიძახოოთ ახლა მთავარ ნაკრებს ქართველი უნდა წვრთნიდეს და არა უცხოელი. აჰა ქარველი მწვრთნელი, გადავიყვანოთ მთავარ ნაკრებში!

  • ოთო

    ეს არის უკვე მეტისმეტი... შემადგენლობა (გვარები) საუკეთესო იყო თითქოს მარა სისხლში გვაქვს უკვე არასერიოზული არაპროფესიონალური და აგდებული დამოკიდებულება საქმისადმი (ქართული დამოკიდებულება)... ამ ბიჭების დიდი იმედი მქონდა მაგრამ ესენიც ჩვეულებრივი გაფუჭებული და უთავმოყვარეო თაობა ყოფილა...ფარერებთან მაინც როგორ წააგეს 3-1 ის ერთი გოლიც ავტო გოლი გაიტანეს :(

  • metis metia

    არანაირი გამართლება გეგუჩაძის გუნდში დატოვებას არ ექნება. ფარერებთან წაგება გვაკლდა და ამასაც მოვესწარით. ახლა შრი ლანკას ჯერია. ეს არის ქართული ფეხბურთის წინსვლა და მომავალი?

  • alexandre

    ვერ ვგებულობ, რატომ არ ბეჭდავთ ჩემ კომენტარს? ვაიმე, ვაი ჩვენ ატრონს. ხარაიშვილი,ჩაკვეტაძე, არაბიძე, მიქელთაძე, არველაძე - ეს ის ბიჭებია, დღესვე რომ გვინდა პირველ ნაკრებში ათამაშონ. ადრე რომ ეკითხათ, ვიტყოდი აი მომავალი ჩვენი შეტევა, აი ჩვენი მომავალი. თურმე სადა ბანაობ. ფაერები ვინ ოხერი რამაა? ნიზლავს ჩამოვალ, თუ ვინმემ ან დედაქალაქი იცის მათი, ან ერთი (!) ფეხბურთელის გვარი. ასეთ გუნდთან უშანსოთ რომ წააგებ... უკვე წარმოდგენაც არ მაქ რა გზით ვიაროთ, რისი იმედი გვქონდეს. ნუთუ მართლა მოკვდა ფეხბურთი ჩვენში? კავშირის დროს საფეხბურთო სკოლების პირველობებს შორის ტარდებოდა ჩემპიონატი. ფინალური ტურნირი რომელიმე ქალაქში იმართებოდა. მახსოვს 1 წელს ამ 6 გუნდში იყვნენ თბილისის 35-ე სკოლა, იუდე - თბილისის ნორჩი დინამოელები და თბილისის ფშმ, ანუ 3 (სამი) თბილისის გუნდი. ისე რეგულარულად 2 გუნდი აღწევდა ფინალურ ექვსეულში და ხშIრად ჩემპიონიც ხდებოდა. ერთი დინამოს აკადემიაღა დარჩა, უფრო სწორად, ახლახან აგიხსნა. მე ასე მგონია - ფედერაციის (!) მთელი (!) ფული (!) ბავშვთა (!) ფეხბურთში (!) უნდა დაიხარჯოს(!). ერთი 10 წლის მერე, შეიძლება ნაკრებებზე ფიქრიც. მანამდე კი, რომ არ გაგვრიცხონ ფიფა-უეფადან რაღაც გუნდებმა ითამაშონ სხვადასხვა სტატუსით ყველა ტურნირებსი. და გინდ წაუგიათ, გინდ მოუგიათ. გულები მაინც აღარ დაგვისკდება ყველას.

  • Alex

    დაიმახსოვრეთ გოლების ავტორთა ზემოთ ნახსენები სახელები,ესენი მსოფლიო დონის ვარსკვლავები გახდებიან....ტფუი რაააა!!!!!!!

  • daTo

    ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად დროა ბატონმა გია გეგუჩაძემ დატოვოს 21 წლამდე ნაკრები ზედიზედ 3 მარცხი თან დიდი ანგარიშით სრულიად საკმარისია თან ფარერებთან წაგება ასეთი შემადგენლობით უკვე მეტისმეტია სირცხვილია უბრალოდ.

  • მაკარა

    ზარანდია რატო არ ათამაშა? ნოლი ფანტაზია გეგუჩაძე, მაგაზე მაგარი ვინ გყავს?

  • maximus

    ნუ აყვავდა ქართული ფეხბურთი ამათ ხელში...ახლა გეგუჩაძე პირველ ნაკრებში გადავიყვანოთ. ნუ რა უბედურებაა, ფარერებსაც ვერ ვუგებთ... მეტი დეგრადაცია რა გინდა. ფედერაციის ბოსები კი სულ კმაყოფილები და გაღიმებულები არიან, მე მგონი მათ გერმანიის ფეხბურთის ბოსებად გონიათ თავი...

  • aleko

    მეორე ტაიმს რასაც ვუყურე, არ არის გამორიცხული რომ იყომარეს ეს თამაში. თავიანთ საწინააღმდეგოდ დადებდნენ და ერთ–ორ კაპიკს გააკეთებდნენ. კუშიც ნორმალური ექნებოდა.

  • ქომაგი

    ბრავო

  • megre

    ეს დღეც დადგა ფარერები დიდი ანგარიშით გვიგებენ, მოულოდნელია ეს შედეგიო ვერ იტყვი წლებია ამისკენ მიდიოდა ქართული ფეხბურთის საქმე. მადლობა კობიაშვილს და მთლიანად ფედერაციას ისტორიული რეფორმებისათვის

  • ფეოლა

    ისა და ზრანდია რა ტაქტიკურ სქემებს შეეწირა - რო არ ათამაშეს?

  • liverpuli barselonas supermarketi.

    სად არის კმაყოპილი მუჯირი?

  • Irakli apkhaidze

    გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მარა ფარერებთან თამაშში რომ 4 გოლი გავა და ყველას ფარერები გაიტანს ძაან ტეხავს. აღარ ახსენოთ საერთოდ ეროვნული ლიგიდან ვინმეს გამოძახება ნაკრებში

  • Irakli apkhaidze

    გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მარა ფარერებთან თამაშში რომ 4 გოლი გავა და ყველას ფარერები გაიტანს ძაან ტეხავს. აღარ ახსენოთ საერთოდ ეროვნული ლიგიდან ვინმეს გამოძახება ნაკრებში

  • mamuka

    ამასაც მოვესწარით, ამ შემადგენლობით და ამ მწვრთნელით ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. გამოდის ხვალინდელი დღის იმედიც არ უნდა გვქონდეს.

  • ქართველი888

    გეგუჩაძეს დიდ პატივს ვცემ, როგორც მწვრთნელს, მაგრამ ასეთი კატასტროფული შედეგის შემდეგ, თუ ისევ დარჩება გუნდში, უბრალოდ ჩავთვლი რომ თავმოყვარეობა არ ჰქონია.

  • ..

    გეგუჩაძე out!! ფედერაცია რა დღეშია საერთოდ ..? ამაზე მეტი უფსკრული ქართულ ფეხბურთში რაღა უნდა იყოს ?!

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის

ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად