მომავალ შაბათს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" ევროპული რაგბის "კონტინენტურ ფარზე" თავის სადებიუტო შეხვედრას გამართავს
მომავალ შაბათს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" ევროპული რაგბის "კონტინენტურ ფარზე" თავის სადებიუტო შეხვედრას გამართავს.

14 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ზღვისპირელები სტუმრად იტალიურ "როვიგოს" ხვდებიან.

რას წარმოადგენს "როვიგო"

როვიგო ქალაქია იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვენეტოს რეგიონში და იქ რაგბის თამაში 1935 წელს დაიწყეს. საპორტო ქალაქში ოვალური ბურთი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა დინო ლანძონიმ ჩაიტანა და თანამოაზრეთა მრავალრიცხოვანი არმიაც მალევე გაიჩინა.

გუნდი იტალიის ჩემპიონატში ჩაება და ფორმის ფერებად ლურჯი და წითელი შეარჩია.

გადმოცემის თანახმად, ლანძონიმ ზაფხულის არდადეგები საფეხბურთო კლუბ "ბოლონიას" წარმომადგენლებთან ერთად გაატარა, მათ "როვიგოსთვის" მცირედი ფინანსური დახმარება სთხოვა და თანხმობის შემდეგ სათამაშო ფორმის ფერად ამავე კლუბის ფერები შეარჩია.

როგორც სარაგბო კლუბებს სჩვევიათ, "როვიგოს" ამ ფერებისთვის არასდროს უღალატია და ახლაც ლურჯ-წითელი მაისურებით თამაშობს.

1938/39 წლებში "როვიგომ" პირველი ტიტული მოიგო - იტალიის თასი, 1949 წელს კი, პირველად ითამაშა ქვეყნის ჩემპიონატის ფინალში. 1950/51 წლების სეზონიდან მათ ზედიზედ ოთხჯერ იზეიმეს პირველობა; 1962-64 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიგეს მთავარი პრიზი; 1976 წელს კი, კიდევ ერთხელ შემართა "სკუდეტო". 1977 წელს "როვიგომ" რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა, მაგრამ პლეი-ოფში ვერ ივარგა და ჩემპიონის სახელი 1978/79 წლებში დაიბრუნა. 1987/88 წლებში "როვიგომ" ფინალში "ტრევიზო" 9:7 დაამარცხა და მე-10 საიუბილეო გამარჯვება იზეიმა, ხოლო ორი წლის შემდეგ კვლავ "ტრევიზოს" ძლევით კიდევ ერთხელ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

90-იან წლებში "როვიგო" იტალიური რაგბის მწვერვალზე იყო, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებს - ფინალსა და ნახევარფინალებს უმეტესად "ტრევიზოსთან" თმობდა. გუნდი, რომელიც იტალიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან არასდროს დაქვეითებულა, 90-იანი წლებიდან დღემდე ოთხეულს მიღმა არასდროს დარჩენილა და 2016 წელს, 26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონი მე-12-ედ გახდა. ეს იტალიური შიდა რაგბის ისტორიაში მესამე მაჩვენებელია - "მილანი" ჩემპიონი 18-ჯერ იყო, "ტრევიზო" 15-ჯერ, ხოლო "როვიგო" და "პეტრარკა" - 12-12-ჯერ.

"როვიგოს" შემადგენლობაში იტალიისა და სხვა წამყვანი სარაგბო ქვეყნების ეროვნული გუნდების არაერთ კანდიდატს უთამაშია. 2000-იანი წლების დასაწყისში ამ კლუბის ღირსებას "ბორჯღალოსნები" - აქვსენტი გიორგაძე, ილია ზედგინიძე და ბესიკ ხამაშურიძე იცავდნენ.

ნაცნობი მეტოქე

როგორც იტალიის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, "როვიგო" რეგულარულად თამაშობდა ევროპის "ჩელენჯ ქაფზე", მაგრამ სხვა იტალიური კლუბების მსგავსად, ღირებულისთვის არასდროს მიუღწევია.

შედეგად, ევროტურნირების ფორმატის ცვლილებამ ისიც "შეიწირა" და "ჩელენჯ ქაფის" საკვალიფიკაციო ტურნირზე დაქვეითდა, რომელიც ახლა "კონტინენტურ ფარად" იწოდება.

2014 წელს "როვიგოს" "ჩელენჯ ქაფის" საკვალიფიკაციო პლეი-ოფში საქართველოს კლუბების ნაკრებთან, "თბილისის კავკასიელებთან" მოუწია შეხვედრა. პირველი მატჩი იტალიაში შედგა და ის ქართველთა გამარჯვებით სრულდებოდა, თუმცა ალალბედზე ფეხით შეცურებული ბურთი შალითიდან უხერხულად ასხლტა და იტალიურმა კლუბმა 22:18 იმარჯვა.

განმეორებითი მატჩი "მიხეილ მესხზე" შედგა. "კავკასიელების" რევანშის იმედად ტრიბუნებზე 7 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა. თამაში კარგად ვერ აეწყო, თუმცა დასკვნით წუთებში ლაშა ხმალაძემ გაიბრწყინა და ორი ინდივიდუალური ლელოთი მატჩის გადარჩენის შანსი გაჩნდა, თუმცა დარჩენილი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა და სტუმრებმა განმეორებითი შეხვედრა 24:21 მოიგეს.

"კავკასიელების" იმ შემადგენლობიდან დღეს "ბათუმში" 3 მორაგბე თამაშობს - 2 ლელოს ავტორი ხმალაძე, სანდრო ქოიავა და გიორგი თხილაიშვილი.

თანამედროვე "როვიგო"

"კავკასიელების" ბარიერის გადალახვის შემდეგ "როვიგომ" 3-ჯერ ითამაშა "ჩელენჯ ქაფის" შესარჩევი ტურნირი და სამივეჯერ დამარცხდა. მიუხედავად ამისა, კლუბში სწამთ, რომ გუნდს მეტის მიღწევა შეუძლია და იმედებს ახალზელანდიელ მთავარ მწვრთნელზე, ჯო მაკდონელიზე ამყარებენ.

მას სუპერრაგბის ფრაჩიზებში - "ჰაილენდერსა" და "ჰარიკეინზში" უთამაშია, 8-ჯერ მოირგო "ოლ ბლექსის" კვართი, ხოლო "როვიგოს" სამწვრთნელო შტაბში 2013 წლიდან გამოჩნდა და 2016 წელს მთავარი მწვრთნელი გახდა. შარშან მან გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა გასული სეზონი ასეთივე წარმატებული ვერ გამოდგა. გუნდმა რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში "პადოვას" ორივე მატჩში აჯობა, მაგრამ ფინალში "კალვიზანოსთან" ვერაფერს გახდა და 29:43 დამარცხდა.

იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი სექტემბრის მიწურულს დაიწყო და გუნდმა სამი თამაში ჩაატარა. "რეჯიოსთან" სტუმრად გამარჯვების შემდეგ (25:16), "როვიგომ" "ფიამე ორო" მიიღო და 19:13 სძლია, 7 ოქტომბერს კი "სან დონას" ეწვია და სეზონის პირველი მარცხი იწვნია - 17:24.

შემადგენლობას თუ გადავხედავთ, "როვიგოს" რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს, მათ შორის, ახალზელანდიელი, სამხრეთაფრიკელი და ორი ინგლისელი.

"ბათუმთან" მატჩის შემდეგ, "როვიგო" 21 ოქტომბერს იტალიურ დერბიში "პეტრარკას" შეხვდება, 9 დეკემბერს პორტუგალიის ჩემპიონს, "ლისაბონის უნივერსიტეტს" მასპინძლობს, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 16 დეკემბერს "კალვიზანოსთან" მატჩით ასრულებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
"ბათუმის" მეტოქე "კონტინენტის ფარზე": რას წარმოადგენს "ვიადანა"
"ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ ᓙᓐᓕᓙᓐᓡᓘᓔᓚᓔᓑᓘᓡ" ᓦᓘᓐ ᓕᓐᓠᓯᓘᓨᓘ - ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓔᓑᓡ ᓞᓚᓣᓡ ᓮᓣᓗᓘ ᓡᓭᓘᓠᓓᓔᓑᓐᓗ [PHOTO]
როვიგო - ბათუმი [LIVE]
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
"ჩელენჯ ქაფის" შესარჩევი: "ბათუმი" იტალიაში გაემგზავრა
"ბათუმი“ "როვიგოსთან“ 27:31-ზე დამარცხდა
"ბათუმი" იტალიიდან 2 ქულით ბრუნდება
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში