უელსთან მატჩის შემდეგ თქმულის გათვალისწინებით, ვლადიმირ ვაისს ძალიან გაუჭირდება საქართველოს ნაკრების წარმატებით გაწვრთნა
...საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი ახალი დასრულებულია. ჟურნალისტები "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში შევიკრიბეთ. უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კრის კოულმენი გავისტუმრეთ და ჯერი ვლადიმირ ვაისზე მიდგა.

საქართველოს ნაკრების თავკაცს არაერთ საკმაოდ კრიტიკულ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. მათ შორის იყო ამ სტრიქონების ავტორის ერთი კითხვაც, რომელიც ადრესატამდე თავდაპირველად მთლად სწორად ვერ მივიდა. ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე კითხვა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო.

"ბატონო ვლადიმირ, თქვენ თქვით, რომ ფეხბურთში ძლიერი იგებს. ეს მთლად ასე არ უნდა იყოს და ამის მაგალითი თუნდაც თქვენი გაწვრთნილი სლოვაკეთის ნაკრებია, რომელიც ფავორიტი თავის დროზე არც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ყოფილა და მუნდიალზეც აუტსაიდერად მიიჩნეოდა. ზუსტად ვიცით, რა რესურსიც აქვს საქართველოს ნაკრებს. თქვენი აზრით, მას იმაზე მეტი არ შეუძლია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაარტყას უელსის ნაკრების კარში"?

რა თქმა უნდა, ეს კითხვა უმიზეზოდ არ დასმულა. ვაისმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრებისგან უელსის, ირლანდიის, ავსტრიისა და სერბეთის დონის გუნდების დამარცხება არ უნდა მოვითხოვოთ, რათგან მათი ფეხბურთელები გაცილებით უკეთესი ლიგების უკეთეს კლუბებში თამაშობენ...

- "შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

ცოტა უკან დავიხევ და ვიტყვი, რომ ფეხბურთში ერთი ნაბიჯია სიმწარიდან სიტკბომდე და როცა შედეგი ასე თუ ისე მისაღებია, შეიძლება, თაფლშიც ჩააწო კალამი, მაგრამ როცა აგებ, მეტი კრიტიკა გიწევს, რაც, მერწმუნეთ, მაინცდამაინც არ მსიამოვნებს. ამ წერილის ტონიც სხვანაირი იქნებოდა, გიორგი მერებაშვილს ან ოთარ კაკაბაძეს მატჩის ბოლოს რომ შეეგდოთ, მაგრამ რას ვიზამთ - ვმსჯელობთ იმ შედეგზე, რომელიც მივიღეთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვუყურებთ ტაბლოს და დასკვნები აქედან გამომდინარე გამოგვაქვს...

- საქართველო-უელსი 0:1 - დამთრგუნველი რეალობა [VIDEO]

ახლა ისევ მთავარზე. კითხვა რომ დავუსვი და ვაისმა თარგმანი მოისმინა, ჯერ ეგონა, ახლანდელ სლოვაკეთზე ვეკითხებოდი. მითხრა - ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებითო. მერე, როგორც იქნა, კითხვის არსს მიხვდა და დაამატა - ის ძველი სლოვაკეთიც კარგი გუნდი იყო, ჰამშიკი უკვე გვყავდა, დურიცა მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა, "რეინჯერსის" ფეხბურთელსაც ვწვრთნიდიო...

ზოგადად, ერთხელაც უნდა დავადასტურო ვაისისადმი დიდი პატივისცემა. კაცი ვერ დამაჯერებს, რომ ის არ არის სამართლიანი კაცი და ფეხბურთშიც ბევრი რომ იცის, ესეც ფაქტია. მაგრამ მე ასე მგონია: უელსთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქმულის გათვალისწინებით, მას მომავალში ძალიან გაუჭირდება საქართველოს ნაკრების წარმატებით გაწვრთნა.

ზოგადად, მე ამ პრესკონფერენციაზე ვნახე ისეთი ვაისი, როგორიც არ მინდოდა, რომ მენახა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ის მართალია - ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა დაბალი დონის კლუბში თამაშობს. მეორე მხრივ კი, მან საკუთარი თავიც გააკრიტიკა და თქვა, რომ, დიდი ალბათობით, კრის კოულმენი, სლავოლიუბ მუსლინი და მარტინ ო"ნილი მასზე მაღალი დონის სპეციალისტები არიან და ამიტომაც წვრთნიან უკეთეს ნაკრებებს...

ჩვენ ეს ყველაფერი ალილუიასავით ვიცით. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩვენი რესურსი არ არის ულევი და ჩვენი ფეხბურთელები არ თამაშობენ მაღალი დონის გუნდებში, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რაღად გვინდა უცხოელი მწვრთნელი? თუ მაინც განწირულები ვართ და ჩვენზე ძლიერ გუნდებთან უნდა წავაგოთ, რაღად უნდა შევავსოთ სტადიონი?!

დღეს, თუნდაც ქართული ფეხბურთის არნახულად დაცემის ხანაში, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაცას მივაღწევთ და საშუალო დონის ნაკრებთა მარაქაში მაინც ჩავეწერებით. თუ მთავარი (ფაქტია, მნიშვნელოვანი ნამდვილად არის) ფაქტორი ის არის, თუ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, ამ საქმეს უნდა შევეშვათ, რადგან ახლო მომავალში, სამწუხაროდ, კლუბების ამბავში ვერც ირლანდიას დავეწევით, ვერც უელსს, ვერც ავსტრიას და, მით უმეტეს, ვერც სერბეთს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ისევ ჩვენი პირველი გუნდის მაგალითზე ვიმსჯელოთ. იყო დრო, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ძალიან კარგ კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ იმ გუნდმა შედეგს ვერ მიაღწია. რატომ და როგორ, ეს ძალიან ვრცელი თემაა და ჩვენი წერილის ფარგლებს სცდება, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგი არ ყოფილა.

რამდენი მაგალითიც გნებავთ, იმდენია მსოფლიო ფეხბურთში, რომლის მიხედვითაც უარესად დაკომპლექტებულ ნაკრებსა თუ გუნდს უკეთესი მეტოქისთვის მოუგია. ვაისს კარგად უნდა ახსოვდეს 2010 წლის მუნდიალი, როცა მისმა გაწვრთნილმა სლოვაკეთმა ჯგუფური ეტაპი იტალიის დამარცხებით დაძლია. იმ სლოვაკეთის მიმართ ასევე დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ბატონ ვაისს მაშინ იტალიაზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა და არც სლოვაკი ფეხბურთელები თამაშობდნენ უკეთეს გუნდებში, ვიდრე - იტალიელები.

ფეხბურთი იმადაც არის სპორტის ნომერი პირველი სახეობა მთელ მსოფლიოში, რომ აქ ყველაზე ნაკლებადაა "იერარქიული კიბე". კი ბატონო, ძლიერი ძლიერია, მაგრამ ძალიან ხშირად სუსტი ზეობს ძლიერზე. თუ, რა თქმა უნდა, საქმე "ჯუჯებს" არ ეხებათ, თუმცა ამ ბოლო დროს "ფეხი" მათაც გამოიღეს.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რომ ამ ლოგიკას ემორჩილებოდეს, რა უნდა ისლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე? ამ დროს კი თურქეთი უკვე ჩაეხსნა რუსულ მატარებელს. ისლანდიის ნაკრების ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი გილფი სიგურდსონია. დანარჩენების წვრილად ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ რად გვინდა - მათი გვარები არაფერს გვეტყვის...

ანუ, როგორც ზაალ ბარათაშვილი იტყოდა - ამაზე მეტი არგუმენტი რაღა გინდა, ვეჟო?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რატომ ვაფინანსებთ??
რა აზრი აქვს ამდენი ფულის ყრას, როცა ვიცით, რომ არაფერი გამოვა?? თვითპნ უკეთ იციან ეს, მაგრამ გვატყუებენ, იმედს გვაძლევენ და სინამდვილეში ბიუჯეტის ფულს ხრავენ
simartle
საერთოდ რა ფეხბურთზე ვსაუბრობთ?ანანიძე რომ თურმე გუნდის თამაშს ალაგებსო(ნუ სატელევიზიო წამყვანებს ასე მიაჩნიათ).კაცი თავის გუნდში სეზონის განმავლობაში 2-3 ჯერ თუ გამოუშვეს მოედანზე,ხოლო ნაკრებში 30 წუთის მერე ფეხებს ვეღარ "ათრევს" დაღლილობისგან.კანკავას არც ტექნიკა,არც გამძლეობა,და არც მოედნის რაიმე ხედვა გააჩნია.აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენ ფეხბურთელებზე.საიდანღაც ჭორის დონეზე ვიძახით რომ ვითომდაც ტექნიკა ქართველ ფეხბურთელებს გენებში გააჩნიათო(ალბათ ანეგდოტს თუ მიეწერება).ასეთ ვითარებაში მიმაჩნია რომ ფეხბურთზე საერთოდ აღარ უნდა ბიუჯეტიდან კაპიკის გამოყოფა,თუ ვინმე კერძო ინვესტორი მოინდომებს-კი ბატონო.ისე რაში უნდა დაიხარჯოს ეგ ფული.ფედერაცის კი ფიფადან გამოყოფილი თანხის ჭამაც ეყოფა.ისე თუ ფეხბურთში,როგორც კალათბურთში,ევროპის ჩემპიონატზე ლამის ყველა ქვეყანას დაუშვებენ,მაშინ ჩვენ ნაკრებსაც ექნება შანსი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრონ,ერთი-ორი დაპირება მოგვცენ,იქნებ და შემთხვევით ვინმეს გოლი გაუტანონ, და მერე როგორც კალათბურთელები,წყნარად დაიშალონ და მიხედონ თავის თავს.არ არის სპორტი ქართველებისათვის,სპორტს ბევრი მუშაობა, ვარჯიში,მწვრთნელთა მაღალი ინტელექტუალური მომზადება სჭირდება.ჩვენ კი მხოლოდ კარგი ხინკალი,ქაბაბი და რუსის ტურისტებისათვის "რასცვეტაი გრუზია მოია"ს სიმღერა რესტორანში გვეხერხება.
Alex.F.
კარგით რა მოეშვით ეროვნულ ლიგაზე ლაპარაკს!ეროვნული ლიგისგან შედგენილი ნაკრები არ იყო იანვარში იორდანიასთან რომ წააგეს!
კოტე
ეს არ არის სასაცილო. აქ მართლა მიდის ოლიტიკური ბატალიები. რასაც ეწირება ქართული ფეხბურთი. აქვე ვიტყვი, რომ ცხდაძის დაბრუნება ნიშნავს ძველი ძმაბიჭური ყაიდის ნაკრებს და კიდევ უფრო დაგვემხობა ნაკრები თავზე...
ზაზა
შემომაქვს საქმიანი წინადადება: ცხადაძე, ცეცაძე და გეგუჩაძე წარვადგინოთ ნაკრების მწვრთნელის კანდიდატებად და საერთო სახალხო აღცევნების გზით ვუყაროთ კენჭი მათ ამ არჩევნების პარალელურად (ცესსკოს ხელმძღვანელობით). ვინც ამომრჩევლების უმრავლესობის მანდატს მოიპოვებს დავნიშნოთ! ან კიდევ სამივე დავნიშნოთ (ტრიუმვირატი!) როგორც ეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში იყო (ლობანოვსკი, ბესკოვი და ხახალკაცი). და აღარ დაგვჭირდება უხოელი მწვთნელი!
ზასტაველი
ვაისი საქართველოში არ ცხოვრობს ჩამოდის ერთი კვირით,საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს არ ესწრება,სანაკრებო მატჩი დამთავრდება თუ არა სახლში გაქცევაზეა გაფაციცებული. მე სპეციალისტი არ ვარ,მაგრამ კარგი იქნება,რომ შედგებოდეს შიდა ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებიდან მეორე ნაკრები,ამ ნაკრებში მიწვეულ ფეხბურთელებს სტიმული მიეცემათ,რომ უფრო კარგად წარმოეჩინონ თავი და ა. შ.
Alex.F.
უსუსტესი სტატიაა!ზოგადად ეს ჟურნალისტი მოიკოჭლებს ფეხბურთის ცოდნაში,მაგრამ ამჯერად მას სხვა მისია აქვს ასე მგონია!გია ცეცაძის დანიშვნა ნაკრების მთავარ მწვრთნელად!მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისა რომ,ქართველი მწვრთნელი მოვიდეს ერთი უმარტივესი მიზეზის გამო,ჩვენ ასეთი უბრალოდ არ გვყავს და მორჩა!რაც შეეხება ისლანდიას,კონკრეტული ქვეყნის ზომა ხშირად არაფერს არ ნიშნავს(და არამარტო სპორტში) ამის ნათელი მაგალითია პანამა,კოსტა რიკა,ლატვია,სლოვენია და ა.შ.,არამედ საქმისადმი სწორი და პროფესიონალური მიდგომა!ვაისის ტაქტიკური შეცდომები აშკარაა და მაინც რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ის ერთი თავით მაღლა დგას ჩვენს მწვრთნელებზე!
aburjga
იმხელა გამოხმაურება დავწერე და რატომ არ გამოაქვეყნეთ?! ყველაფერი წესრიგში იყო, ზრდილობა, წერტილ-მძიმე... საწყენია!
თემური
ძალაინ არ მომეწონა ვაისის მინიშნება "თქვენი ფეხბურთელები"-ს შესახებ, რაც სამწუხაროდ იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ის "თავისად" არ მიიჩნევს. ასეთ კაცს მართლა გაუჭირდება სასურველი შედეგის მიღწევა. P.შ. მისი როგორც სპეციალისტის კომპეტენციას არ ვგულისხმობ, აზროვნების პესიმისტურ-ნეგატიურ-უპასუხისმგებლო ტენდეცია არის შემაშფოთებელი
aburjga
სრულიად გეთანხმები მეგობარო! ყველას ძველი დრო ახსოვს
დავითი
რე დავითი, მადლობა სტატიების რა გითხრა მაგრამ კომენტარებს ვწერ ხოლმე. უმეტესად ნაკრებზე და ქართულ ფეხბურთზე. აგერ სხვა სტატია დადეს გია ცეცაძე იძახის, პირველ ადგილზე უნდა გავსულიყავით ჯგუფშიო... რა კომენტარი უნდა გააკეთო, სადღეგრძელსო და რეალობას ვერ ვარჩევთ :(((
poeti
ვაისმა თუ 1-1 ან 0-1 ჩაიფიქრა ფეხბურთელი არასდროს არ გაიქცევა ქუდ მოგლეჯილი შესატევად და მაგიტომ იყო უელსთან ორჯერ რომ დაარტეყეს კარში ისიც ბურთის გაშვების მერე!! " უსტანოვკას" მწვრთნელი აძლევს მოთამაშეებს და ვინც არღვევს ის მოთამაშე დაჯდება ჯერ სკამზე და მერე საერთოდ მოაშორებენ ნაკრებს!! ვაისმა რა ტაქტიკური მონახაზიც გააკეთა ის ითამაშა ნაკრებმა ყველა თამაშში და არც დამინახია ის რომ ვაის ეყვიროს არიქა შეუტიეთ თორემ გულშემატკივარი უკმაყოფილოაო! აი ჯგუფში რომ გვყოლოდა გერმანია ან საფრანგეთი რომელიმე გრანდი ამ "უსტანოვკით" გაარღვევდა ვაისის ნაკრებს როგორც გერმანიამ აზერბაიჯანი გაგლიჯა ან და სომხეთის კონფუზი რად ღირს მაგალითად!! ბრძენი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობს და ჩვენ ფედერაციას თავის შეცდომებზეც არ უნდა ისწავლოს რამე!!
lashamax
კარგი წერილია. მოუწოდებ პატიოსან ჟურნალისტებს (პატიოსან რადგან ბევრი ჟურნალისტი უკვე ნაყიდი ყავთ) მაქსიმალური ძალისმევა გამოიჩინოთ, თქვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ყველა ვხედავთ რომ ფედერაციისად მთავრობის მესვეურებს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებთ, მადგან უკვე სიკეთეს არავინ ელის. მაქსიმალური ზეწოლა, კრიტიკა და ბრძოლაა თქვენი მხრიდან აუცილებელი, რომ ბოლომდე ვერ გაიტანონ თავისი ამ მართლა ქართული ფეხბურთის მტრებმა. ვაისი სასწრაფოდ უნდა მოშორდეს და დაიწყოს კამპანია ფედერაცია ჩაიბაროს მართლა პატიოსანმადა ღირსეულმა ხალხმა, რომელიც ნაკრების თამაშს უბრალოდ ტოტალიზატორზე არ კაყიდის
kml
ალეკო ბატონო მარტო მაღალი დონის კლუბებზე არაა საქმე, სადაც არიან იქაც, რომ ვერ თამაშობენ ეგაა პრობლემა. ისე გაიგეთ, რომ ვაისზე მეტს ამ ეტაპზე და ამ გუნდით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს.
glaxuna
არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია თუნდაც 10 მეტრი ბურთისა ტარება,ან წინ ,,გამოუვათ,, გაგდება,ან მეტოქე წამოეწევა-დაფრთხებიან და ბურთი ,,ებლანდებათ,, ან ფიზიკურად შეხებასაც ვერ იტანენ- სწრაფადვე კოორდინაციას კარგავენ და...რას უნდა ელოდო ?! არა ფიზიკური-მყარი მომზადება,არა ფსიქიკური-მყარი მომზადება,არა მუდმივი მოძრაობა-სირბილი,ინდივიდუალურადადც ძალზე არასაემედოდ... რას უნდა ველოდოთ ?! თუმცა სერბეთთან შედარებით მეტად შემართებით თამაშობდნენ,მაგრამ... გამოირჩევა მხოლოდ: კაშია,კანკავა,კაკაბაზე!
ki
სიტყვა "ფედერაცია" შეცვალე სიტყვა "ოცნებით" და მიიღებს ნაციონალების საარჩევნო ლოზუნგებს.
haha
ჯერ ერთი ქართველებს ბევრად მეტ ხელფასს უხდიდნენ (მაგალითად, ბოლო 2 ქართველს ქეცბაიას და ცხადაძეს) და მეორეც გამორიცხულია, ასეთი ფეხბურთელებით, მარტო ნაკრების იმედით ამოქაჩოს ფეხბურთმა. ამიტომ იყოს უცხოელი მწვრთნელი, ყოველ შემთხვევაში აქაურების გავლენის ქვეშ ნაკლებად იქნება.
ვეტერანი
N1 სპორტი რომ იყოს საქართველოში არ მოკვდებოდა. ეს თამაში ამ სახით ამ წესებით უვარგისია და მძლეოსნობაა და მეტი არაფერი. 1-2 ფინტი არაფერს არ ცვლის. საშუალოდ 200 კმ სირბილს და სეირნობას ვუყურებთ ხოლმე. ფიფა-სა და უეფა-ს მათივე შემოსავლების გაოთხმაგება რომ შესთავაზო არ მიიღებენ იმიტომ ,რომ რასაც ახლა იგებენ ის როგორ გაათეთრონ არ იციან.
saocaria
მაინც არ ეშვები პოლიტიკას?
გიორგი ჯანიკაშვილი
გეთანხმებით ყველაფერში.ჩვენი ნაკრები დღეს უფრო ნელ ტემპში თამაშობს,ვიდრე 20 წლის წინ საშუალო ევროპული საკლუბო გუნდები თამაშობდნენ.ისიც სიმართლეა,რომ ბავშვობიდანვე არ ასწავლიან სწრა თამაშს,რაც იმასა იწვევს,რომ ბავშვემა საერთოდ არ იციან უბურთოდ თამაში,უჭირთ ადგილის შერჩევა და სწრაფი გადაადგილება სიტუაციების ცვლილებისას.90-იანებში და შემდგომაც ბავშვებთა ისეთები მუშაობდნენ,რომლებსაც თავად არ უთამაშიათ სერიოზული ფეხბურთი,იქცეოდნენ როგორც ვაჭრები და გამომძალველები.შედეგი მივიღეთ,ანუ გვაქვს ის-რაც დავიმსახურეთ.კარდინალური ცვლილებების დრო დიდი ხანია დადგა.უცხოელი პროფესიონალი მწვრთნელები უნდა მოვიწვიოთ ბავშთა გუნდებში.მე მხარი დავუჭირე კობიაშვილს მხოლოდ იმ იმედით,რომ გერმანულ პედანტიზმს ეზიარებოდა და ბევრ რამეს შესცვლის-მეთქი,მაგრამ პირველივე ნაბიჯი უხიაგი გადადგა და ცხადაძის ნაკრებიდან გაშვებით დაგვანახა,რომ ნაკრების ინტერესებს მერკანტილურები ურჩევნია;რატომ წავიდა პარლამენტში ,,ამბიციური" სფფ-ის პრეზიდენტი-არ მესმის.რისთვის წაიყოლა ჯამარაული-არც ესაა გასაგები.ამიტომ მგონია,რომ ქართულ ფეხბურთს კიდევ დიდხანს ვერაფერი ეშველება....მეორე ახალკაცის გამოჩენამდე.ნოდარის მოსვლამდე კი...არაფერი გეტკინოთ.დიდმა გულისტკივილმა დამაწერინა ამდენი.ბოდიშს გიხდით.
gulshematkivari
სფფ-ში მთლიანი შემადგენლობაა შესაცვლელი, დიდიან პატარიანად და მოსაყვანია უცხოელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მთავრობის წევრებსაც უნდა აეკრძალოთ მის საქმეებში ჩარევა, მთელი მსოფლიო დაგვცინის, თუმცა თითონ გავიხადეთ თავი ჩვენზე უარესების დასაცინად... რუსიც დაგვცინის,,, სტადიონი გადახურული რომ ყოფილიყოო ქარი არ დაუბერავდაო დაანანიძე ტამვას არ მიიღებდაო და მე ყვიტელ ბარათს გადავრჩებედიო, ჯიგარი დაკარგეს ქართველმა ფეხბურთელებმა დ აიმიტომ არ უნდათ უკეთეს გუნდებს!
gia
თუ ყველა თანხმდება ფედერაციაში რომ ვერ მიაღწევს ეს ნაკრები ვერაფერს საერთოდ რატო ვუხადოთ ხელფასი ვინმეს? ვინმეს მინიმალურ ხელფასიანი მოვიყვანოთ და გვეცოდინება რომ არ უნდა მოვთხოვოთ ჩვენი ფული არ მიაქვს და არც ვაგინებთ იმდენს.
ლაშა
ამჟამინდელ საქართველოს ნუ ადარებთ ნურც ისლანდიას, ნურც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ფეხბურთს და სპორტს კი არა, იმ ადამიანებს უნდა ადარებდეთ, ვინც ამ ქვეყნებში ცხოვრობს. ყოფილხართ ისლანდიაში? ისლანდიელები მოწესრიგებული, თავიანთ ქვეყანაზე შეყვარებული და რაც მთავარია, კარგი შემსრულებლები არიან. ჩვენთან კი, ყველა "ნიჭიერი", მაგრამ ზარმაცი, "ყველაფრისმცოდნე" და მწვრთნელზე "მცოდნეა". ქვეყნის სიყვარული რა არის, წარმოდგენაც არ აქვთ. მოკლედ, ჯერ ადამიანებად უნდა ჩამოყალიბდნენ და მერე სპორტსმენებად. კიდევ ერთი, საქართველოში გულშემატკივარი არ არსებობს. საქართველოს ჩემპიონატზე სპორტის ყველა სახეობაში მოედნები ცარიელია. კალათბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე დასწრება უფასოა, თუმცა მაყურებელი არათუ რიგით თამაშებს, პლეი-ოფის გადამწვეტ მატჩებსაც არ ესწრება. მოკლედ, ნაკრების კანდიდატს ბურთთან ურთიერტობამდე სხვა თვისებები უნდა ქონდეს. რეალურად კი, არც ეს თვისებები და არც ბურთის ფლობის ნორმალური დონე არ გააჩნიათ. ვაისი კი არა, ათი ფერგიუსონი და მოურინიო-გვარდიოლა რომ დაუყენოთ, ისინიც ვერაფერს უშველიან.
სანდრო
კარგი სტატიაა ფრიადი.აი ასე თამამად და გულახდილად,ობიექტურად უნდაიწერებოდეს. კოჭის გსგორებამ და დაუმსახურებელი დივიდენდების ავანსად გაცემა ჟურნალისტების მხრიდან, წყენს როგორც მწვრთნელებს და სფფ-ს სევე ფეხბურთელებსრაც საბოლოო ჯამსი ქარტულ ფეხბურთს ვნებდაწლების განმავლობაში და ეხლაც ავნებს. ბრავო და მეტად წერეთ კრიტიკული წერილები. კაცოო შედეგი არ სჩანს და რას ან ვის ვაქებთ?
simartle
ერთმა (თავის დროზე ნამდვილად კარგმა ფეხბურთელმა და დიდმა სპორტსმენმა-თემურ ქეცბაიას ვგულისხმობ)როცა გითხრათ:თავდასხმელი გასტრონომში ვიყიდოო-ლამის მთელმა საქრთველომ შეჭამეთ,ყველამ მისი ფულის დათვლა დაიწყეთ,მერმე ცხადაძეო.მერმე ფედერაციაში თუ კახაია კალაძის ძმაკაცი და საშუალო დონის(მართალია დიდი გამოცდილების,მაგრამ საშუალო დონის ფეხბურთელი) კობიაშვილი არ მოვიდაო,მაშინ დავიღუპებითო.ეხლა გყავთ ბატონო რბილი ლ-ს პატრონი ფეხბურთის ფედერაციის თავკაცად,მაგრამ გამოსავალი მაინც არ ჩანს.უკეთესს ვიტყვი,გამოსავალი კი არა,არამედ ქართული ფეხბურთის პანაშვიდზე მგონია თავი,როცა დაკრძალვა უკვე უახლეს შაბათს იქნება.მთავარი პრობლემა საქერთოდ ქართველი ადამიანის არაამბიციურობაში(კარგი გაგებით) არის,ამას მოჰყვება არაპროფესიონალზმი და გაუნათლებლობა(და არა მარტო მწვრთნელების),სიზარმაცე და უსაქმურობა.ასეთია დღევანდელი საქართველოს პორტრეტი და რაღა ვაისს ეძებთ განტევების თხად?
Re Daviti
ძალიან კარგი პასუხი იყო! თქვენ სტატიებს უნდა წერდეთ და არა რეპლიკებს!
lashiko
თუ ვთანხმდებით იმაზე რომ ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება არც თავდამსხმელები გვყავს ვინც ბევრ გოლს გაიტანენ მაშინ ისმის კითხვა რათ გვინდა უცხოელი სპეციალისტი მე მაგალითად მერჩივნა კახა ცხადაძე შედეგიც უკეთესი ქონდა ( თან ბევრად ) და ქემაინც იმ ხელფასს ქართველი იღებდა რასაც ეს ღრმადპატივცემული ვაისუკა იღებს . + ენის ბარიერი მაინც არ იყო და შეჩ*ემაზე რა მითხრაო არ კითხულობდა ეს ხუმრობით რათქმაუნდა :)
სწრაფი
ვაისი მართალია, ჩვენ ამ ჯგუფში თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მეხუთე გუნდი ვართ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები ,მაგრამ ეს ფეხბურთელები თამაშობენ ძველებურ ფეხბურთს ანუ აკლიათ სისწრაფე და ჩქარი აზროვნება, თუ აჩქარდებიან მაშინ ბურთს ვერ იმორჩილებენ , დააკვირდით არაბიძეს , პელეა დუბლებში და პატარებში, მაგრამ დიდებში არ აყენებენ ,იმიტომ რომ ჩქარ ფეხბურთს ვერ თამაშობს ,ასევეა ყაზაიშვილი. აქედან დასკვნა: ბავშვებს უნდა ასწავლონ სწრაფი თამაში. ესაა ქართველების მთავარი ნაკლი
daTo
პატარა ქვეყანა ვართ დაბალი დონის ჩემპიონატებში გვყავს ფეხბურთელები ეროვნული ლიგა დაბალი დონეა კი ეს ასეა მაგრამ ბევრი მაგალითი არსებობს,რომ ჩვენი მზგავსი ან უარესი მდგომარეობის ქვეყნების ნაკრებებს და გუნდებს მიუჰწევიათ წარმატებისთვის საკლუბო დონეზეც და სანაკრებო დონეზე ეს არ არის არგუმენტი უმთავრესი ის არის არაპროფესიონალებს უკავიათ მაღალი თანამდებობები ფედერაციაში კლუბებში მეფობს კორუფცია ნეპოტიზმი და ამიტომ ვერ ვითარდებით მთელს ევროპაშ ფეხბურთი არის უფასო ან მინიმალური ფასის ბავშვისთვის საქართველოში კი ძალიან შეძლებული ოჯახი უნდა გქონდეს,რომ ფეხბურთზე ატარო ბავშვი და იმ კლუბშიც ყურადღებას არავინ არ აქცევთ თუ ვიღაც ბობოლას შვილი არ არის რეგიონებში არ არის განვითარებული მაგალითად კახეთს გუნდი რატომ არ უნდა ჰყავდეს ქვემო ქართლს შიდა ქართლს ყველაფრის გამოსწორება შეიძლება თუ მოინდომებენ მარა არც სურვილია და არც მონდომება.
გიორგი
რისი თქმა უნდა ამ სტატიით ავტორს ვერ გავიგე. ან რას ერჩით ვაისს? ის ფაქტი, რომ გუნდის შემადგენლობა და ამ შემადგენლობის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გადამწყვეტია შედეგების დადების საკითხში ამაზე კამათობს? კიდე კაგად ითმაშა ნაკრებმა შემადგენლობიდან გამომდინარე. ეს სპორტული ჟურნალისტები კიდევ შეეგუეთ იმ აზრს, რომ ძალიან სუსტები ვართ ფეხბურთში (ფარერებზე ცოტა უკეთესი). ნუ იქმნით ილუზიებს ყოველი შესარჩევის დაწყებამდე და ნუ უქმნით ილუზიებს მკითხვესაც. ურც ფეხურთელებისგან და მწვრთნელებისგან ითხოვთ ზედმეტებს. ან ეს რა უბედურება გჭირთ, თუ ვინმემ 1 კარგი დრიბლინგი გააკეთა, ყველა ყიფიანი და ქინქლაძე გგონიათ და ეგრევე გააშანშალებთ ხოლმე სტატიებს. დაანებეთ საერთოდ ფეხბურთზე წერას თავი და რამე სასარგებლო გააკეთეთ.
დავითი
აი უმარტივეს კითხვას გაეცით პასუხი: რომელმა ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა თუნდაც 10-12 გოლი ჩემპიონატში 1 წის განმავლობაში? საქართელოს და სუსტ ჩემპიონატებს არ ვგულისხმობ. იგივე აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატებიდან თუნდაც? ნაკრებში რომ თხოვთ გოლის გატანას თუნდაც, წელიწადში რომ 2 გოლი გააქვს ოდნავ ნორმალურ ჩემპიონატში, იმ თავდამსხმელს რამდენი საგოლე მომენტი დაჭირდება ნაკრების თამაშში გოლის გასატანად? დაფიქრებულხართ მაინც? გასაგებია ჟურნალისტმა რაღაც უნდ ადაწეროს, რომ ხელფასი აიღოს და ახლა მოდაშ ვერ იქნება ვაისის ქება, ამიტომ აკრიტიკებს. მაგრამ გულშემატკივარმა ხომ უნდა გავახილოთ თვალი? რა დონისაა საქართველოს ჩემპიონატი, სად თამაშობენ ჩვენი თავდამსხმელები და სეოზნში რამდენი გოლი გააქვთ? ხომ აშკარააა, რომ ბოლო პასის მიცემის და გოლის პრობლემა აქვს ნაკრებს? რატომ იმიტომ რომ მეკარე, დაცვა და ნახევარდაცვა ასე თუ ისე სადღაც მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული... თავდასხმა კი დღევანდელ დღეს ყველას პრობლემაა, მით უმეტეს მაშინ როცა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა. ხოლო აქედან წასული თავდასხმელი ყოველ მეორე თამაშში თუ არ გაიტანს გოლს ისე არავინ აცლის ძირითადში თამაშს. ბოლოს ასეთი იყო მჭედლიძე, რომელმაც ზედიზედ დაიწყო გოლების გატანა, მაგრამ მერე მორიგი დაზიანება და... ასე რომ ცოტა გავახილოთ თვალი და ისე ვიმსჯელოთ. პ.ს. პროფესიონალიზმში რომ ფაქტიურად მთელ ევროპას ჩამოვრჩებით (არა მხოლოდ ფეხბურთში) ეგ ცალკე თემაა.
ანდრი
ვაისი თუ ცხადაძე, არაფერი შეიცვლება. სირაქლემასავით არის საფეხბურთო მეურნეობა. რეალისტური მიზანი აკლია და შესაბამისი გარჯა. დაისახონ მიზნად ჯგუფში 1- 3 (გინდაც 10 :)) გამარჯვება და არა გასვლა ჯგუფიდან, და დადონ ის დასახული შედეგი. წინსვლაც იქნება, მხარდაჭერაც და არც მწვრთნელს დააწვება მთელი ქართული ფეხბურთის პასუხისმგებლობა. აიღონ ნიჟარაძის დროის რაგბის კავშირის მაგალითი სფფ-მ რო მიყუჟულან.
გიორგი
ამ ვაისს რომ შეუკიკინეთ(იმსახურებს), გია გეგუჩაძე მოიკითხეთ საერთოდ? იკადრა ტელეფონის ჩართვა და კომენტარის გაკეთება? ფედერაციას? ვაისის გაშვებას რომ ითხოვ და ალტერნატივად გეგუჩაძეს რომ გვთავაზობ სინდისი არ გაწუხებს მაგ დროს? ტიპმა სამარცხვინოდ დაასრულა არ დაწყებული საკვალიფიკაციო და ერთი სტატია არ მომხვედრია მასზე თვალში.
kaxa
არველადზე და დომენტას ზაკაზია ალეკო
გიორგი
ვაისთან რომ დიდი გული გაქვთ, გეგუჩაძე მოიკითხეთ საერთოდ? მაგას რატომ არ მიმართე კრიტიკული კითხვით? ფედერაციას? ვაისის გაშვებას რომ ითხოვ, რატომ არ ჩანს იგივე სტატიები გეგუჩაძეზე, რიმელმაც 3 ტურში სამარცხვინოდ დაასრულა შესარჩევი?
ბატონ ალეკოს
კარგი წერილი იყო მაგრამ, ვაისი მართალია ჩვენი ფეხბურთელები დაბალი დონის კლუბებში კიართამაშობენ უმდაბლესი დონის ჩემპიონატებში 2 თვეში ერთხელ გააქვთ გოლი. ნახევარზე მეტი თვე ისე გავა 5-10 წთ უწევთ თამაში. დაანებეთ თავი ვაისს. საქართველოს ნაკრებში თუ არ იქნება ანანიძე ყოიველთვის ასე იქნება ჩვენ საგოლე მომენტს ვერ შევქმნით. ერთადერთი კაცია ანანიძე რომელსაც მართლა შეუძლია ემოციების გარეშე ცივი გონებით და თავისი გამჭრიახობით საქართველოს შეტევა დაალაგოს დანარჩენები ფაფხურობენ ადგილზე თითქოსდა თავიანთი ტექნიკით
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ