"ჩვენ ამ ჯგუფიდანაც შეგვეძლო გასვლა!.."
დღეს ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ნაკრების მიმართ ქვეყანაში ნეგატიური განწყობა, უიმედობა და ნიჰილიზმი სუფევს, რაც ერთა ლიგის პერსპექტიულმა პროექტმაც ვერ შეცვალა. რა შანსი გვაქვს, რომ ამ ტურნირიდან მაინც მოვიპოვოთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება?

- ერთა ლიგის ამბები - პირველებში ვართ, ოღონდ, ბოლოში

ამაზე "ლელო" გია ცეცაძეს ელაპარაკა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "სამტრედიასა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსებული უიმედობის ფონზე, აბსოლუტურად განსხვავებულ მოსაზრებებს აჟღერებს და ამბობს, რომ დღეს არსებული შემადგენლობით გუნდს სხვა ამოცანების გადაწყვეტა შეეძლო...

- ერთა ლიგა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის მცირე იმედს მაინც გვიჩენს, თუ ესეც ილუზიაა?

- ჩვენს შანსზე ლაპარაკს, იცით, საიდან დავიწყებ? საქართველოს ნაკრებს არათუ ერთა ლიგაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის პოტენციალიც ჰქონდა.

- ...იმ საქართველოს ნაკრებს, რომელიც ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა და თამაში ვერ მოიგო?!

- დიახ, საქართველოს ჰქონდა გასვლის შანსი! ეს ისეთი ჯგუფი იყო, სადაც მეტოქეებში გრანდები არ გვყავდა - გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი, პოლონეთი, ბელგია. მოლდოვის გარდა, ყველას შანსი 25-25 პროცენტი იყო. პირადად ჩემი აზრი და შეხედულება ასეთია, ამას თავისი ლოგიკაც გააჩნია და ბევრი არგუმენტის მოხმობა შემიძლია.

- ბევრის?!

- დიახ, თანაც, რკინისებური არგუმენტების.

- ერთი არგუმენტი გვითხარით. ფეხბურთელებით დავიწყოთ. ვლადიმირ ვაისმა სერბებთან წაგების შემდეგ პირველად თქვა ღიად, რომ მაღალი მიზნების მისაღწევად საჭირო დონის ფეხბურთელები არ გვყავს...

- ჩვენი ნაკრების თამაშების გარდა, მეტოქეების თამაშებსაც ვუყურებდი, იმის თქმა ძალიან გაზვიადებულია, რომ სხვებს სასწაული შემადგენლობები ჰყავდათ. ფეხბურთელებს არ უნდა შევდგეთ - ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი მოთამაშეები გვყავს. ვაისმა ვინც გამოიძახა თუ არ გამოიძახა, მათი კვალიფიკაცია სადავო არ არის და გუნდიც სათამაშო რგოლების მიხედვით საკმაოდ დაბალანსებული იყო. ამ შემადგენლობით კი მინიმუმ პლეი ოფში გასვლა შეიძლებოდა.

- გოლის გატანა გვიჭირს და...

- მე კი მიმაჩნია, რომ ამ ნაკრებს შეტევის გაძლიერების პოტენციალი გააჩნია. ვაისს ერთში ვერ გავამტყუნებ - მან ამხანაგურ შეხვედრებში თითქმის ყველა ფეხბურთელი ნახა. ისიც გასაგებია, რომ უელსს ბეილი ჰყავს და ის ძალიან მაღალი დონისაა. მაგრამ, რადგან ისინი პრემიერლიგაში თამაშობენ, არ ნიშნავს, რომ ჩვენები უელსელებზე ან სლოვაკებზე ნაკლებნი არიან.

ცალკე კანკავაზე მინდა ვთქვა: მისი ამბავი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. კაცი 6 თვეა უგუნდოდ არის, ალბათ, მარტო დარბის და მინი-ფეხბურთს თამაშობს. და ამ ყველაფრის მიუხედავად, გასაკვირია, როგორ თამაშობს?! ეს არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი სპორტსმენი, რომლისთვისაც ნაკრებში თამაში უდიდესი მოტივაციაა - საერთოდ, ჯაბა მოედანზე რა განწყობითაც გადის, ასევე თამაშობს.

- ერთა ლიგაში ჩვენს პოტენციურ მეტოქეებზეც გკითხავთ. მათ შორის საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?

- აქ სერბეთისა და ირლანდია-უელსის დონის არც ერთი გუნდი არ არის. თუმცა, წინასწარ იმის თქმა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდებით, ნაჩქარევი შეფასება იქნება. რამდენიმე ნაკრებია, რომლებიც ამ საგზურისთვის იბრძოლებენ - მაკედონია, ბელარუსი, ალბათ, აზერბაიჯანი, სომხეთი, ლატვია, ლუქსემბურგი და ყაზახეთიც. ფარერის კუნძულებიც საკმაოდ მზარდი ნაკრებია და მასთან მოგებას ახლა ვერავინ დაგეგმავს.

- საერთოდ, ერთა ლიგის პროექტზე, მის პლუს-მინუსებზე რას იტყვით?

- ძალიან კარგი წამოწყებაა. მინუსებზე რა გითხრათ და ბევრი პლუსი აქვს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსია, ისიც მომწონს, რომ ერთმანეთის პარალელურად, ორი ტურნირი გაიმართება, ევროპის კვალიფიკაცია და ერთა ლიგა, ეს კი მეტი ფეხბურთელის თამაშისა და გამოჩენის შანსია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინციატორი
მეგობრებო მე სურვილი მაქვს საქართველოს ნაკრებს ვუხელმძღვანელოანაზღაურებას დი ა ვითხოვ ვაისს რასაც უხდიან იმის ნახევაი მომცენ და მეე მე ვიცი აც უნდა გავაკეთო თუში მეცხვაეებისგან შევადგენ ნაკებს ვეც ერთი მეცხვარეთა ნაკრები ვერ მოგვიგებს რადგან თუშები ჯიგრიანი ხალხია
vep1963
საქართველოში ფეხბურთს მანამდე არ ეშველება სანამ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას არ შევქმნით ,სანამ მწვრთნელ დამრიგებლებს არ აღვზრდით.სხვა დანარჩენი წყლის ნაყვაა და ეს თუ არ იცის ცეცაძემ საქართველოს საუკეთესო მწვრთნელმა აი ზუსტად ამიტომაცა ვართ ასეთ დღეში.მესმის მისიც ოჯახი აქვს სარჩენი და რა ქნას ჰოდა წვალობს კიდეც .საქართველოს გუნდების უმეტესობა ,ერთი ორი გამონაკლისის გარდა ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს თუნდაც საშუალო ევროპული ნახევრადპროფესიული გუნდების სტანდარტებს.
otar
კარაბახტან 0-5...რომელი ნაკრები...
nika
ან ამ ხელბურთელს რაუნდა ფეხბურთში სირცხვილი არ გაქვთ ამ ხალხს რომ აკარებთ ფეხბურთს ფუუუუუუუუუუ
მერაბი
ვნახოთ, როგორც ითამაშებენ. გუნდები თანაბარი ძალისანი არიან, თუ თავდასხმის საკითხი ასე თუ ისე მოგვარდება, შანსი არის. მაგრამ მერე? ჩვენს ფეხბურთს სერიოზული რევიზია სჭირდება.
luk
მერე შე დალოცვილო თუ ბურთი არ გაქ და ბუცი არ გაქ რაღას გადიხარ იმ ლიგაზე რო შეარცხვინო საქართველო და შენი ქალაქი? რო გადიხარ და მოსამზადებლად ერთი წელი გაქ და თამაშამდე ერთი კვირით ადრე იმატებ ფეხბურთელებს ეგაა სწორი? და მერე ყარაბაღის ბიუჯეტზე წუწუნებ?! მარა ფული ვიღამ ჭამოს?
Alex.F.
კიდევ ერთი ნათელი მაგალითი თუ რატომ არ ვანდოთ ნაკრები ქართველ"სპეციალისტს"!
Kote
ამის ფეხის ფრჩხილად ვინ ღირს! და ცხადასის ფეხის ფრჩხილად ღირს ვინმე? ან გეგუჩაძის? და ა,შ.
imereli
ერთადერთი კაცი ვინც უშველი ნაკრებს ცხადაძეა
Zaza
ამას ჩვენშიც და ყველგან ჰქვია ინტრიგა. ეტყობა ბატონი გია თავის თვალში დირეს ვერ ხედავს სხვის ბეწვს ეძებს. ბარემ ეთქვა, ნაკრები მე ცამაბარეთო....და მხოლოდ მაშინ ეშველებაო
kaxa
აურია ყარაბაგის მერე
გიორგი
ამან ჩამოირეცხა თავის ჭკუით ორმაგი აზერბაიჯანული სირცხვილი და ისევ ჭკუას გვარიგებს? ძეგლი დაუდგეს სამტრედიაში?
Felisio
ინტერვიუს დასაწყისში ამბობს ამ ჯგუფიდანაც უნდა გავსულიყავითო და ბოლოს ამთავრებს ფარერებთან მოგება მარტივი არ იქნებაო. ცოტა რომ ჩამოვალიბდეთ აზრებში არა?
Gio13
Ai ra Kommentari unda gaaketo....? Eg igive Rom gvetqva samtredias hqonda potenciali ligaze gasuliyoo. Ise sxvatashoris weissi magisgan gansxvavebit .....
joria
vai gulshematkivars minda utxraa.. ro dacinit yarabaxma mogigoto.. tqve aramcodneboo yarabaxs rogor unda mougos samtrediamm... yarabaxs 50 milioni aqvs biujetii da samtrediis mere kopunhageni gaagdoo.. radgan yarabaxi qvia imito unda gaagdos.. jer is daweret rasgavs samtrediis moedani inprastruqtura da ganvitarebaze mere isaubret.. gia cecadzis prcxiladac ar girxart vinc amas wert.. tqven ra gagiketebiat cxvovrebashi tlikinis meti>>>>>>...////// araperii mxolod sxvisi dacinvit xart dakavebulebi
unichieresi treneri
gia saqartveloshi unichieresiaa da am kacma daamtkica samtrediashi...
ირაკლი
აი ამისნაირი ჭკუისკოლოფები და ვაისპეციალისტები რომ არიან ჩვენი ფეხბურთის მესვეურნი მიტომაც ვართ საკადრის ადგილზე. ნეტავ თუ ჯერა რასაც ბოდიალობს. ამისნაირებზე ინტერვიუს ჩამორთმევას ჯობია შუშა კიტრს ჩამოართვა უფრო საინტერესო იქნება.
დავითი
მანჩესტერ იაუნაიტედის საკვანძო ფეხბურთელი, ჩელსის შემადგენლობაში პრემიერლიგის ჩემპიონი და აქ თქვენთვის მატიჩი არაფრით გამორჩეული ფეხბურთელია... ამაშია საქმე, თანამედროვე ფეხბურთი უკვე სხვაგანაა და ჩვენი გულშემატკივრების 99% სადღაც 20 წლის წინანდელ ფეხბურთს ვართ ჩაჭიდებული
Ako
Magali donis mwvrtnelad vicnob am kacs da aseti diletanturi shepasebebi ar ekadreba. Premierligashi rom tamashoben uelselebi da irlandielebi imas ar nishnavs chvenze kargebi ariano :)))) chelsis, sitis, liverpulis, manchesteris winaagmdeg stabiluri tamashi da xabarovskis, uralis, anjis donis gundebis winaagmdeg tamashi ertidaigive yopila :)) shedarebac sasaciloa....
poeti
რაღაცაში მართალია ეს კაცი და ვაისმა თუ 1-1 ან 0-1 ჩაიფიქრა ფეხბურთელი არასდროს არ გაიქცევა ქუდ მოგლეჯილი შესატევად და მაგიტომ იყო უელსთან ორჯერ რომ დაარტეყეს კარში ისიც ბურთის გაშვების მერე!! " უსტანოვკას" მწვრთნელი აძლევს მოთამაშეებს და ვინც არღვევს ის მოთამაშე დაჯდება ჯერ სკამზე და მერე საერთოდ მოაშორებენ ნაკრებს!! ვაისმა რა ტაქტიკური მონახაზიც გააკეთა ის ითამაშა ნაკრებმა ყველა თამაშში და არც დამინახია ის რომ ვაის ეყვიროს არიქა შეუტიაეთ თორემ გულშემატკივარი უკმაყოფილოაო! აი ჯგუფში რომ გვყოლოდა გერმანია ან საფრანგეთი რომელიმე გრანდი ან "Uსტანოვკით" გაარღვევდა ვაისის ნაკრებს როგორც გერმანიამ აზერბაიჯანი გაგლიჯა ან და სომხეთის კონფუზი რად ღირს მაგალითად!! ბრძენი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობს და ჩვენ ფედერაციას თავის შეცდომებზეც არ უნდა ისწავლოს რამე!!
kmnkjhg
რაც ამას აზერებმა დამართეს კიდე კარგა ლაპარაკობს.DDDDDDDDD
გუჯა კახაძე
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელს მაინც მოუსმინეთ!
შოთას
და შენ გჯერა რომ ეს ნაკრები ამ დონით, ბრაზილიის, გერმანიის ან ამერიკის ქალთა ნაკრებ გუნდს მოუგებს? სმაჭამა გართობაში ალბათ კი და ფეხბურთის რა მოგახსენო :)
bajo
სამტრედია ხო დაფრინავდა ამის ხელსჰი ცადი რაააა,რკინისებური არგუმენტები დაგავიცყდა გიააა...გოლის სჰემგდები დავიქირავოტ ვინმე და მოლდოვასმაინც მოუგებტ.
lashamax
ვეთანხმები ამ ადამიანს. სქართველოს ნაკრებს იმაზე მეტი პოტენციალი აქვს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ის რომ არ ვლინდება შედეგში, ეს არის ფედერაციისა და მწვრთნელის ბრალი. მე ვნახე სერბეთი-საქართველოს მატჩის (სრულად არა) და ვნახე ჩვენი ქვეჯგუფის გამარჯვებული სერბეთი, აბსოლიტურად არაფრის მქონე, უშინაარსო, უფანტაზიო გუნდი, არაშემოქმედებითი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. კარგი მწვრთნელისა და მიდგომის შემთხვევაში ასეთი ნაკრები საქართველოს ორივე მატჩში უნდა დაემარცხებინა
jango
gia umagresi treneri xarr da male imedia nakrebshi gixilavt.. mteli samtredia ganicdis shens wasvlass... shen rac samtrediistvis gaakete amas veravin ver shedzlebs
lasha qutaisi
Vaiss RAs erchian...jigriani fexburteli AR gvyavs...ver darbian saertod...
ლაშა
ხედავ შენ რაში ყოფილა საქმე?:)
Lasha
იოლია გვერდიდან ლაპარაკი უაზრო ამბიციებით. გულშემატკივარზე რა უნდა ილაპარაკო, როცა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ამბობს ამ ენით აუწერელ სისულელეს... ზუსტადაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ტოპ ლიგებში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ! კლუბებშიც ძირითად შემადგენლობებში უნდა თამაშობდნენ და სტაბილურადაც გაჰქონდეთ მაღალ დონეზე. ვინ გვყავს ასეთი? სად თამაშობენ ჩვენი გუნდის ლიდერები (საერთოდ თუ თამაშობენ) და სად თამაშობენ ბეილი, არნაუტოვიჩი, მატიჩი, ივანოვიჩი, თუნდაც მაკგიდი და ო´ში? შეხედეთ, როგორ ავითარებდნენ ისინი კონტრშეტევებს და როგორ - ჩვენ...
korben dallas
ნუ, ეს კაცი ზედიზედ ორი აზერბაიჯანული აპერკოტის შემდეგ შოკშია. ვაპატიოთ მეგობრებო DDDDDDDD
შოთა
სამტრედიამ ხომ დაბდღვნა ჩემპიონთა ლიგა და მეორე ნაკრები დაბრდღვნის. მსოფლიო ჩემპიონატზე კი არა ქალების ტურნირში უნდა ათამაშო ჩვენი ფეხბურთელები, ქალებივით დალასლასებენ მოედანზე...
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..