ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

არ გამიჭირდება თანამდებობის დათმობა - ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

არ გამიჭირდება თანამდებობის დათმობა - ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

"ლელო" ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 3 შესარჩევი მატჩი გამართა და 3 მარცხი იწვნია.

განსაკუთრებით მტკივნეული იყო ფარერებთან წაგება. ცხადია, ამ ყველაფერს გულშემატკივართა მხრიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.

გუშინ "ლელო" ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- რა თქმა უნდა, ასეთი შედეგის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი ვერ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას. ეს ერთი თემაა. მეორეა ის, რომ ფეხბურთელს სულ რომ არ ჰყავდეს მწვრთნელი, როცა ის სანაკრებო დონეზე თამაშობს, ცარიელი კარის წინ ბურთი უნდა დაიმორჩილოს, რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტიდან ერთი მაინც უნდა გამოიყენოს, ორ მეტრში პასის გაკეთების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს... როგორია თქვენი შთაბეჭდილებები დანიასა და მეტადრე ფარერებთან განცდილი ბოლო ორი, უაღრესად მტკივნეული მარცხის შემდეგ?

- რაც მოხდა ბოლო ორ შეხვედრაში და, მეტადრე, ფარერებზე გამართულ მატჩში, ამის შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებები და განცდები, ალბათ, არც არავის აინტერესებს.

კონკრეტულად ფარერებთან შეხვედრაზე ვიტყვი. ძალიან ცუდია, რომ მეტოქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, დავმარცხდით ისეთ ნაკრებთან, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ზოგადად, მათ ბოლო დროს მოუმატეს ფეხბურთში, მაგრამ ჩვენ უნდა მოგვეგო ის მატჩი და ამაზე არ შეიძლება, ორი აზრი იყოს. რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, მე არავითარ შემთხვევაში არ გავიშვერ ხელს მათკენ. ასე რომ გავაკეთო, არ ვიქნები მართალი.

მწვრთნელმა ფეხბურთელები თამაშისთვის ისე უნდა მოამზადოს, რომ გავიდნენ მოედანზე და მოიგონ თამაში. სამწვრთნელო შტაბი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ გვქონდა შეცდომები და ეს ფაქტია.

- და მაინც, რა ვუყოთ იმ ათამდე ასპროცენტიან საგოლე მომენტს, რომლებიც ფარერებთან მატჩში ვერ გამოვიყენეთ?

- როცა სახეზე გვაქვს წაგებული თამაში, პასუხისმგებელი, პირველ რიგში, არის მთავარი მწვრთნელი და ეს ასეა მას შემდეგ, რაც ფეხბურთი არსებობს.

ეს არის მუდმივა, რომელიც დღემდე არავის შეუცვლია. კი, გვქონდა ბევრი მომენტი და ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ამასთან, გვქონდა ძალიან ბავშვური შეცდომაც. მთლიანობაში, კიდევ ერთხელ ვამბობ - პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ!

ფეხბურთელებმაც და მწვრთნელებმაც უზომოდ განვიცადეთ მომხდარი. კარგია, რომ ამისთვის სინდის-ნამუსი მაინც შეგვრჩა... სამი თამაში წავაგეთ და ამ სამ თამაშში 11 გოლი გავუშვით.

გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ არცერთ ჩემს გაწვრთნილ გუნდს არასდროს ჰქონია ასეთი სტატისტიკური მაჩვენებელი. ჩვენ არ ვკარგავთ რეალობის გრძნობას და კრიტიკულად ვაფასებთ მოვლენებს.

ძალიან მინდა, ჩვენ მიერვე გაფუჭებული საქმე ჩვენვე გამოვასწოროთ. იმედია, შევძლებთ ყველაფრის დალაგებას. მე მაინც მგონია, რომ ჩვენი რესურსი აქ არ არის ამოწურული. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, თუ ჩვენზე უკეთ გააკეთებს საქმეს სხვა, მე არ მაქვს თანამდებობის დათმობის პრობლემა.

ეს საქართველოს ნაკრებია და ეკუთვნის მთელ ქვეყანას. ასე რომ, როცა საქმე ნაკრებს ეხება, ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ზოგადად, ქართული ფეხბურთის ინტერესების გათვალისწინებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

- რა თქმა უნდა, დღევანდელ ფეხბურთში იგებს ან აგებს მთელი გუნდი, მაგრამ ერთი სათამაშო რგოლის შესახებ ცალკე უნდა გკითხოთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაცვის გარეშე ვთამაშობთ...

- ფაქტია, რომ ეს არის პრობლემა და ჩვენ ამაზე უკვე დიდი ხანია, ვამახვილებთ ყურადღებას.

თქვენ სწორად აღნიშნეთ - დღეს იგებს ან აგებს მთლიანად გუნდი. ამას გარდა, კიდევ არის ბევრი პრობლემა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მხოლოდ იმიტომ, რომ გვაქვს ამ პრობლემების დაძლევის რწმენა.

- თქვენი აზრით, რისთვის უნდა იბრძოლოს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლის დარჩენილ მატჩებში?

- ჩვენ ციკლის დაწყებამდე დავისახეთ მიზანი და რა მიზანიც იყო ეს, ყველამ კარგად ვიცით. სანამ არის თუნდაც თეორიული შანსი, ეს მიზანი არ უნდა შეიცვალოს. ძალიან ძნელია ამაზე ლაპარაკი ფარერებთან წაგების შემდეგ, მაგრამ მე ასე მჯერა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვვარდებით და, რადგან ეს ასეა, თუ ვერ გავალთ ჯგუფიდან, მაშინ ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ღირსება შევინარჩუნოთ.

ზოგადად, სამწვრთნელო პოსტზე არავინ არ არის შეუცვლელი. შევხედოთ, რა და როგორ იქნება თუნდაც უახლოეს ორ თამაშში. თუ ვნახავთ, რომ არ იქნება უკეთესობა, მაშინ მე არ მექნება იმის პრობლემა, რომ თანამდებობა დავთმო.

- რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსი არ არის ამოუწურავი, მაგრამ ცვლილებები, ალბათ, იქნება ნაკრების შემადგენლობაში...

- მართალი ბრძანეთ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას. ცხადია, იქნება გარკვეული ცვლილებები...

- თქვენს სამწვრთნელო კარიერაში ყოფილა არაერთი წარმატება. საინტერესოა, რას განიცდით ახლა, როცა წილად გერგოთ მწვავე კრიტიკა?

- უნდა გითხრათ პირდაპირ: რასაც ახლა ლაპარაკობს და განიცდის გულშემატკივარი, მეც იგივე რეაქცია მექნებოდა. ყველა ვხედავთ, რომ შედეგი არის ცუდი. ფეხბურთში მთავარი ყოველთვის შედეგია. გულქვა უნდა იყო ადამიანი, ყოველივე ამას რომ არ განიცდიდე და მე ნამდვილად არ ვარ ასეთი.

რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი. ჩვენი რესურსი, ზემოთაც ვთქვით, არ არის უშრეტი, მაგრამ მე მაინც მაქვს უკეთესობის იმედი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მოკლე ხანში ვერ დავინახეთ ეს უკეთესობა, არ გამიჭირდება შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• თენგაბი

გეგუჩაძე არ არის უნიჭო მწვრთნელი, მაგრამ, მე მგონი ახლა უნდა შეისვენოს, დაფიქრდეს, გაიაზროს და გაანალიზოს მისი სათამაშო პრინციპები და მეთოდები. თუ რაიმე ახალს შეიძენს და განვითარდება, შემდეგ შეიძლება ფიქრი ნაკრების მწვრთნელის კარიერაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მატარებელი ჩავლილია და დროა სხვა რაღაცეებზე იფიქროს.

• bajo

ამას რა დაემარტა მის მეგობრისგან გავიგე რომელი ფეხბურტელის გამოჰენა ქონდა დავალებული დააყენა და ეგონა ფარერებს გაზეზგავდნენ ეს ბიჰები გოლებიტ და გამოჰნდებოდნენ მაგარრები მაგრამ ვინც ბინზურ ტამასჰს ტამასჰობს მაგას გმერტი სჯის ხოლმე და ამ სირს ასე დაემარტა ეგ არი ხალხო სრული სიმარტლე.

• qomagi

mtvrneloba rom ar sheezlo eg didi xania daadastura, magram mtlad aseti sindisnamusgadarezxili rom hkofila egez dagvanaxa))))

• Dagverxa

Batono gia gamosadzaxebeli fexburtelebis sia tu magidaze argxvdebat samsaxurshi misuls mashin gveshveleba..

• guri

წაბრძანდით სახლში, კობიაშვილ მუჯირთან ერთად, ვაისი არ დაგავიწყდეთ, ვაისი. ეროვნულის ესპანეთში გამარჯვება, 21-იანების ფარერებთან მარცხი... გეგუჩაძე კი ითხოვს კიდევ შანსს, ვაისი ფიქრობს გაახანგრძლივოს თუ არა კონტრაქტი. ბართლა ბნელა ჩვენთან და ეს ქვეყანა ჩალით ყოფილა დახურული.

• შოკირებული გულშემატკივარი

პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად ანალიზი გააკეთეთ და გულშემატკივრებს გაგვაცანით რეალური პრობლემა. რომელ კომპონენტსაც ვერაფერს უხერხებთ მის გამოსასწორებლად მცოდნე კადრი მოიწვიეთ თუნდაც უცხოეთიდან.

• A

რომელ მწვრთნელს აქვს გეგუჩაძეზე კარგი შედეგი საერთაშორისო ასპარეზზე. გულმავიწყები ვართ.

• valeri

ეს კაცი რომ არ გადადგებოდა, უკვე ცხადი იყო, არც იმის იმედი მაქვს, რომ სხვა რომელიმე მწვრთნელი გამოასწორებს მდგომარეობას. აქ მთავარი არის ის რომ დამნაშავე დაისაჯოს, ანუ გაუშვან. დაუსჯელობის პრეცედენტი არ უნდა დაუშვან. თუ ასე არ მოიმოქმედებს ფედერაცია, ნამდვილად დაამტკიცებს ხალხის ეჭვს იმაზე რომ ფეხბურთის განვითარებად თავიანთი ვიწრო მიზნების ასრულებას განიხილავენ.

• მურთაზი

ფეხბურთელების გაწვრთნაში 0 იქნებ დეპუტატად ავირჩიოთ, თუმცა ფეხბურთს მაინც არ დათმობს. ჩვენი მწვრთნელებიდან პირველად არ მესმის ფრაზა " სამწვრთნელო შტაბი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ გვქონდა შეცდომები და ეს ფაქტია". რაში გამოიხატება ამათი პასუხისმგებლობა?

• თენგო

გუნდში სადაც არაბიძე,ჩაკვეტაძე,ზარანდია,ჭანტურია,ბერიძე,ტაბიძე,თამაშობენ და ასე სამარცხვინოდ აგებენს სამ შეხვედრას და თანაც ფარელებთანაც,ე/ი სამწვრთნელო შტაბია დამნაშავე,და უნდა გადადგეს.ეს კიდე სულაც არ აპირებს გადადგომას,კიდევ რაღაც მიკიბულ მოკიბულებს ლაპარაკობს,და ვითომ რაღაცის იმედს იძლევა.საინტერესოა სფფ რატომ არ აკეთებს არანაირ განცხადებას ახალგაზრდული ნაკრების ასთი სამარცხვინოდ ჩატარებული შეხვედრების შესახებ.

• rezo

vinz amas mtvrneloba daabrala im xalxs aakvs pasuxi mosatxovi, stadionze rom mixvide da agino geguchadzes egez ar gautkdeba, ise ukvars fuli.)))

• jino7

არ არსებობს რომ ფეხბურთელი,გუნდი პროფესიონალურად მოემზადოს და ფარერებს ვერ მოუგოს,მაგრამ ამათ სად ეცალათ მოსამზადებლად, ზოგმა ალბათ არ ივარჯიშა,ზოგმა დილის ხუთ საათზე დაიძინა,ზოგმა ალბათ საერთოდ არ იცოდა თამაში თუ ჰქონდა.დილეტანტები

• ზურაბ

ფეხბურთი ბიძია შენ ხურმა ხომ არ გგონია, ჩაგიცმია ადიდასები და რო სტილიაგობ აქანა. ჯერე პაწე ოზურგეთის მერცხალში გემუშავა. წადი რაა, რომელი ერთი თამაში მაცალეთო........

• bajo

მომდევნო ტამასჰზე არავინ არ მივიდეს და ვაჰვენოტ რო ვარტ

• გულშემატკივარი

ჩემი აზრით, სწორედ თავმოყვარეობა არ აძლევს უფლებას გეგუჩაძეს, რომ დამარცხებული წავიდეს გუნდიდან. ამიტომ მგონია, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს თავისი სახელის რეაბილიტაციისათვის. ამისათვის საჭიროა, რომ იგი დარჩეს გუნდში და მიეცეს მუშაობის საშუალება.

• ქუთაისელი

ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ,ნაკრებში კონკურენცია არაა,ვინც არ ითამა კაცურად, გულით ის რამდენიმე თამასზე არ უნდა გამოიძახო,მაგრამ სხვა უკეთესი რომ არ არსებობს იძულებული ხარ როგორც მწვრთნელი ამ ელემენტარულ წესს არ მიაქციო ყურადრება,ისე ზოგადად მწვრთნელია პასუხისმგებელი და მინიმუმ შესარჩევის დასრულების შემდეგ უნდა გადადგეს. ხოლო რაც შეეხება "თამზის" ნააზრევს სხვა ჩემპიონატს როგორ უნდა შეუერთდე როდესაც მინიმუმ მგზავრობის ხარჯები ექნება კლუბს მოსაძიებელი და ესნი კი ხელფასებსაც ძლივს არიგებენ(საბიუჯეტო კლუბებია ჩვენთან უმეტესობა და იმიტომ ვამბობ)

• gogi

მეკარე რომ ორ თამაშში 8 ბურთს გაუშვებს, როგორი პერსპექტიული და კარგი მომავლის მქონე არ უნდა იყოს, უნდა დაასვენო, რადგან ფსიხოლოგიურად დეგრადირებულია. ესაა უკვე მწვრთნელის დიდი შეცდომა. შეცვლის კი არა, ნახავთ აგერ, მომდევნო თამაშში ისევ შემადგენლობაში ეყოლება, 3 თაამაშში 11 ბურთის გამშვები. არაფერი საწინაამღდეგო, ბუნებრივია არ გვაქვს არც კუპატაძის და არც სხვა ბიჭების მიმართ, მაგრამ ასეთი უსახური თამაშების შემდეგ, აუცილებელია შემადგენლობის შეცვლა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცვლილი ბიჭები დავკარგოათ, არა!!! დაისვენონ, გაანალიზონ მომხდარი და მერე კი ბატონო!!! ეს ხომ პირველი ნაკრები არ არის!!!

• zura

სადამდე უნდა იყო მომდევნოსაც წააგებ და მაინც არ წახვალ ხელფდასს ვერ დათმობ! ფარერებთან წამგები ნაკრები რომელ ნაკრებს მოუგებს? მაშინ ტოტალიზატორზე გითამაშიათ და საერტოდ დასაჭერი ხარ! ეს ბოლოს რაზე გააგდეს მწვრთნელობიდან ხომ ვერ შემახსენებთ?

• arsena

kargi eg tavisit ar midis, gasagebia, ar unda fulis dakargva, unamusoa, magram federazia amis mushaobit kmakofilia? ufro is mgonia geguchadze da kobiashvili ertad kkidian u21 tamashebs da federazias ra tkma unda atkobs egeti tipi)))

• llcl

გლდანელებს! დიდი ხანია გლდანში აღარ მოვხვედრილვარ და არ ვხუმრობ, სერიოზულად გეკითხებით, ღრმად პატივცემულმა ლევან კობიაშვილმა თუ გააკეთა რაღაც თუნდაც ღირებული იქ, საიდანაც აირჩიეს? ფეხბურთში კი ატენის ჩვენს ფულებს გაურკვეველი მიმართულებით და იქნებ როგორც დეპუტატია კარგი და დეპუტატად დარჩეს. ჩემი აზრი კი ისაა, როცა დაქცეული ქვეყნის თითქმის მკვდარი ფეხბურთის პრეზიდენტი ხარ, ამდენი საქმე გაქვს გასაკეთებელი და შენ კიდევ დეპუტატობას მოინდომებ, რბილად რომ ვთქვათ, უნამუსო ხარ

• qomagi

sanam aseti arakvalifikaziuri mtvrnelebi kartul fexburtshi gvekoleba, araferi ar gveshveleba, fulis gamo posts rom ar tovebs tan))) praktikaze mainz gaushvit sazgvargaret eg sazodavi)))

• თენგო

გეგუჩაძემ,როგორც მწვრთნელმა და როგორც პიროვნებამ დღეს ამ ინტერვიუთი თავი დაისამარა. მე ეს უკვე დიდი ხნის წასული მეგონა, თურმე კომფორტის ზონაში რჩება, თანაც გვამადლის თავს... ქართული ფეხბურთი კარგა ხანია ღრმა უკან-შია. იქეთ ვაისი აქეთ ეს ფარერების „რისხვა“, მოკლედ სრულ ბედნიერებამდე ერთი ნაბიჯია!

• wadi bidziko saxlshi wadi

gcxvenodes wadi wadii saxlshiiii saxlshiiiii...

• zura

დავაი ბიზია აახვიე მაქედან სირცხვილი რომ არ გაქვს ვიცოდით რაგინდა შენ საერთოდ ფეხბურთში

• თამაზი

ვეთანხმები კლიმენტის: პოზიტიურად ვიყავი განწყობილი გეგუჩაძისადმი, მაგრამ ამ ინტერვიუს შემდეგ– , სამწუხაროდ,სრული იმედგაცრუება ამ მწვრთნელის და პიროვნების მიმართ! ვერ გამიგია ,რატომ ეკიდებიან ცალკეული ადამიანები ასე უდიერად თავიანთ ღირსებას?!

• roma

დავიწყოთ იქედან,რომ მიუხედავად იმისა,რომ სიჭინავა არც ფეხბურთელი იყო და არც ფეხბურთის სპეციალისტი,მაინც ორი თავით ჯობდა კობიაშვილს,ეს აქსიომაა,რაც შეეხება გეგუჩაძეს,ის ხომ საერთოდ -0-ია,მას არაფლის თავი და ტ---ი არ აქვს და სართოდ ძალიან მიკვირს იმ არაგულშემათკივრების,რომლებიც აზრზე არ არინ ფეხბურთში,გაგებაში არ არიან და მხოლოდ პოლიტიკური ჭრილიდან გამომდინარე მსჯელობენ.ამან დაღუპა და სამუდამოდ დაასამარებს ფეხბურთს საქართველოში,თუ ჭკუას არ მოუხმეთ,გახსოვთ ამ ცოტა ხნის წინ "გულშემატკივრების" დიდი არმია გეგუჩაძეს პირველი ნაკრების მწვრთნელად,რომ მოიაზრებდენ,გაიძახოდნენ გეგუჩაძეს შანი მიეცით ის უალტერნატიოაო,ასევე ძოძუაშვილზე რა ამბავს აწევდნენ,მიეცით კაცო დამოუკიდებლად ერთხელ მაინც ამ კაცს შანსიო,ნუთუ ასეთ ვაი და უი გულშემატკივარს არ ცხვენია დღეს? რადროს გეგუჩაძე და ძოძუაშვილია ხალხო,ანდა რადროს სხვა ქართველი მწვრთნელების დროა.ქართულ ფეხბურთს გადაარჩენს ძლიერ ჩემპიონატში მონაწილეობა,ეს იქნება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჩემპიონატი,რომელიც ჩამოსაყალიბებელია,ან უკრაინის ჩემპიონატში მონაწილეობა,ან თურქეთის პირველობაზე გასვლა,ანდა კავკასიის ჩემპიონატის დაარსება,რომელი ჯობია და რომელი რეალურია ამაზე ფედერაცია უნდა მსჯელობდეს და მუშაობდეს და არა პარლამენტში ჯდომა და იქ უსაფუძვლოდ დროის კარგვაზე უნდა იყვეს ორიენტირებული ფედერაციის პრეზიდენტი,თითქოს მეტი საქმე და საფიქრალი არ აქვს კობიაშვილს,საქმე იმდენია,რომ თავზე თმა არ ექნება იმდენი.უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი,სხვა ალტერნატივა ქართულ ფეხბურთს არ გააჩნია.ამ ყველაფრის მოგვარება შეაჩერებს ფეხბურთელების გადინებას ადრეულ ასაკში,მცოდნე და გამოცდილი მწვრთნელების ჩამოსვლას და რაც მთავარია აიწევს ფეხბურთის ხარისხი და დონე,რაც გამოიწვევს ფინანსების მოძიებას და გაჩენას,რის გარეშეც ფეხბურთის დონის ამაღლება წარმოუდგენელია.

• დათო

წავიკითხე ბატონი გეგუჩაძის ინტერვიუ, ერთი რაღაც ჩანს ცხადად, ეს კაცი თანამდებობასაც ებღაუჭება და თან ცრუობს. თანამდებობას რომ არ ებღაუჭებოდეს უკვე წასული უნდა იყოს, მეტი დაცემა და თავსლაფი რაღა უნდა, 3 წაგებულ მატში 11 ბურთი გაუშვეს. უფრო ცუდი ისაა რომ ცრუობს, აბა თუ არ ცრუობს რა თეორიულ შანსებზე საუბრობს ვერ გავიგე, რისი იმედი აქვს, რისი გამომსწორებელია, ვის ჯერა რომ ეს ნაკრები რამეს გამოასწორებს? დარწმუნებული ვარ, რომ გამოუსწორებელ ოპტიმისტსაც არ ჯერა ამ ნაკრების წარმატების. ბოლოს ამბობს რომ ჯგუფიდან თუ ვერ გავედით, ისე ვითამაშებთ ღირსებას მაინც შევინარჩუნებთო.მე მგონი ამ კაცს ღირსება რა არის ნაღდად არ ესმის, თორემ უკვე მიხვდებოდა, რომ ფარერებთან მარცხის შემდეგ ღირსებაც და პატივი აყრილია და რაც უკვე არ გაქვს მას როგორ შეინარჩუნებ ბატონო გეგუჩაძე?

• bajo

ნამუსი რო გქონოდა და ფულზე გატვლილი ტუ არარი სჰენი საქმიანობა სჰენს ადგილას უნდა ცოტახანი დაიმალო და ხალსჰი არ გამოჰენილიყავი.ეს ტურმე ტავის ნებაეზე ყოფილა მისჰვებული ტუ უნდა ცავა ტუ არუნდა არცავა ფედერაცია რას ცარმოადგენს აქ ხალხო მიდის ფულის გატეტრება და ჰვენ გვაბოლებენ და მილიონებს ყვლიფავენ.10 გოლი 2 მატჰსჰი ესეტ მეკარეს რო აყენებ სატადარიგო ბავსჰვია ტუ სურატი მიგაქვტ მისი.ჯურნალისტებო სჰეეკიტხეტ ასეტი კონქრეტულ ფაქტებზზე.

• andro

ჩვენი ფეხბურთის უბედურება იწყება იქიდან, რომ ც ლიცენზიის აღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. აქედან გამომდინარე ბავშვებთან მუშაობს არაკომპეტენტური ხალხი. არ შეიძლება ბავშვთან მუშაობდეს კაცი ვისაც თვიტონ ფეხბურთი არ უთამაშია. 7-8 წლის ბავშვთან ვარჯიშზე კონსპექტიქ რომ გადის მწვრთნელი იქ დამთავრებულია ყველაფერი. ბავშვს უნდა აჩვენო რა და როგორ გააკეთოს. ტრქტორიდან ჩამომხტარი ტრენერი ამას ვერ გააკეთებს.

• რეზო

"შედეგი არის ცუდი"–ცუდი კიარა –კატასტროფული!ნამუსი რომ შეგრჩენოდათ ფარერებთან წაგებისთანავე გადადგებოდით!

mand mourinio ikneboda tu gia ar konda mnishvneloba gasagebia kvela cageba treners braldeba magram am shemtxvevashi arascoria vinc sadme gaipartxala kvela gamoidzaxa atamasha meti ra knas gekitxebi??????????????????? rom cavides sxva aakvavebs tu ras itxovt kai cava esec da mere gadavxsnit kvelas? aranairad

COTA REALURAD SHEXEDET BICHO AM KVELAPERS TKVEN TAVI VIN GGONIAT INGLISI TU SAPRANGETI EROVNULI AR VARGA AMAT RAS MOKITXAV VINC GAMOSADZAXEBELI IKO ATAMASHA DA VERAPERI VER KNES ARARIAN UKETESEBI ETKOBA ARA DA ILUZIEBSHI NU CXOVROBT :!!!!!!!!!!!

გეგუჩაძით თუ უგეგუჩაძეოდ არანაირი გამართლება არ აქვს ქართველი ახალგაზრდების უთავმოყვარეობას. ფარერებთან ნაჩვენები შედეგისმაგვარი სირცხვილისთვის, ჰიტლერისდროინდელ გერმანიაში ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე კედელთან მიაყენებდნენ და დახვრეტდნენ მთელ "გუნდს" თავის მწვრთნელ-შტაბიანად. ეს არის ამის მოკლე და კონკრეტული შეფასება.

• Chaachi

პასუხიმგებლობას რო იღებდე წასული იქნებოდი... სირცხვილიც აღარ ჰქვია ამ ყველაფერს რასაც თქვენ აკეთებთ,ნერვები აღარ აქვს ხალხს..!!

• g_datia

ფეხბურთელები არაფერ შუაში არიანო, მე არ გადავდგებიო, ესეიგი თავს დამნაშავედ არ გრძნობს, ჩვენი ბრალი ყოფილა ყველაფერი და ამათგან რა გვინდა

• მამია

!!!!!!-ს. გია შუაში კი არა თავშია. მესმის რომ ნაკრების მწვრთნელი 5-დღიან შეკრებაზე ვერ გაზრდის ფეხბურთელს, მაგრამ მარტო ეს არ არის მიკზეზი? გეკითხები "ჭკვიანო", მაშინ რატომ იზახევს ასეთ ფეხბურთელს? მიზეზი მწვრთნელიცაა, ფეხბურთელებიც და ფედერაციაც, რომელიც დუმს, თითქოს თივით აქვს პირი გამოტენილი. დავაი, დაახვიეთ აქედან!!!! ნუ შეგვაძულეთ არა მარტო ფეხბურთი (თუმცა ეს მე ვერ შევძელი ჯერ სამწუხაროდ), არამედ საკუთარი თავიც კი!!! ადვოკატები არაა აქ საჭირო.

• გიორგი

ანუ რა გამოდის. ამ ინტერვიუდან ისე ჩანს, რომ თუ თვითონ მოისურვებს მხოლოდ მაშინ წავა!!! მაშინ რას წარმოადგენს ან რა ფუნქციები აქვს ფედერაციას და მის პარლამენტარ პრეზიდენტს? კარგით რა მეგობრებო, კარგით...... ნუ დასცინით ხალხს და უპირველესად ფეხბურთის ქომაგებს. ასე არ შეიძლება.

• გგგ

ყველაზე სამწუხარო რეალობაა. სულ მიდის საუბარი ახალგაზრდების წარმატებებზე ელიტრაუნდში, მაგრამ ამ შედეგმა ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა. მწვრთნელებზე და მათ შეცვლაზე ლაპარაკი ვერ გვიშველის, ჩემი აზრით მთავარი მაინც ძალიან დაბალი სათამაშო კლასია. გეგუჩაძეა ბუნებრივია პასუხისმგებელი ამ შედეგზე მაგრამ ვინც არ უნდა შეცვალოს ის, სამწუხაროდ უკეთესი შედეგის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს

• გულშემატკივარი

სანამ არის გასვლის თეორიული შანსი, მწვრთნელს უნდა მიეცეს მუშაობისა და შეცდომების გასწორების საშუალება. მე მჯერა გეგუჩაძის და ჩვენი ახალგაზრდების.

• Vasili

Yvelastan waage da meti raga ginda? Exla teoriulsac waageb da vsioo... //// realoba aris is ro qartvelebs zalian gviyvars fexburti, Magram samwuxarod chven qveyanashi Ar arsebobs , amaze qvemot Vegar wavalt imitom rom amis qvemot ukve adgili agar aris, . Gadavxedot martla chven fexburtelebs sad tamashoben da an kide Ra gundebis dublshemadgenlobebshi arian, zogi ugundotaa , 3-4 kaci gvyavs visac sheuzlia ase tu ise ragac burtis goreba da saqartveloshi araswiri agzrdis gamo mteli karieraa lazaretshi aqvt gatarebuli, chempionati Rac iyo yvelam vicit wina wlebshi ertmanetshi mazaobdnen fexburtelebi, stadioni araaa, mindori araa, bavshvta skola ara, ganatlebuli mwvrtnelebi gadashendnen dinozavrebivit, mxolod dinamo, loko, saburtalo da warmodgena ar maq mand Ra xdeba, tveshi ra ari gadasaxadi, an zugdididan , telavidan , batumidan patara bavshvma rogor an ratom unda iaros amxela gzaze... kobiashvili , kaladze da bizina premieri da mokled tavis opoziana yvela unda dainteresdes sportit, qveyanas Ar yavs erti warmomadgeneli arc evropaze, arc msoflioze, arc ligaze da arc evropa ligaze, arada magaze magari reklama raga unda iyos, jer marto ramdeni turisti chamoyveba gundebs, chempionta ligaze ro movxvdet, uels chamoyva 2000 kaci ert dgeshi da warmoidget, maniu, baierni, barsa, Milani, reali ro chamovides Ra moxdeba, tan yovel wels, amaze meti reklama Ra unda gauketo qveyanas??? Magram tven araferi Ar gindat, marto premiebi da dapirebebi gainteresebt???///// au sul damaviwyda geguchazes interviu roaa :D :D :D gacofebuli var ubralod bolo shedegebit :D / qartulad Ar iwereba rac Es saiti aheicvala , are rom bodiahi gadareulo gulsgematkivreboo,,,

• klimenti

მასეთი ფეხბურთელების ნაკრებში დაძახება მე და შენი შეცდომა რომ არაა, ამას მტკიცება უნდა !!!! ? თუ სხვა აკომპლექტებინებს ნაკრებს და ისევ იქ რჩება, ესეც მაგის შეცდომაა!

• U21

მინიმუმ მეკარე მაინც შეგეცვალა პოლონეთთან 3 და დანიასთან 5 გაშვებული გოლის მერე, ისევ კუპატაძეს დაყენება იქნებოდა ? მიეცი რა შანსი სხვასაც, რისთვის გყავს წაყვანილი. ასევე ეხება სხვა რგოლებსაც, მაგრამ მეკარე ვერანაირ კრიტიკას უძლებს სამწუხაროდ.

xuti metridan gols rom ver itanen eg geguchas brali nagdad araa 20-21 clis bichebs golis gatanas nakrebshi ver ascavlis gia tviton bichebis shecdomaa es da pirvel rigshi pederaciis radgan makidan ckdeba kvelaperi gia araper shuashia ak pasuxismgeblobas ki tkuilad agebineben tavis tavze :))))) .!.

• klimenti

გეგუჩაძე, თუ ღირსება გქონდა, ფარერებთან სირცხვილის შემდეგ უნდა გადამდგარიყავი . შენს მაქ დატოვებას, რომელიმე სომეხი მწვრთნელის მოყვანა უჯობთ, მაინც მეზობლები არიან და უფრო გაუგებენ ქართველებს

• ქართველი888

ნამუსი არ ჰქონია... სამწუხაროა!

• andro

ფეხბურთელებმაც და მწვრთნელებმაც უზომოდ განვიცადეთ მომხდარი. კარგია, რომ ამისთვის სინდის-ნამუსი მაინც შეგვრჩა... სამი თამაში წავაგეთ და ამ სამ თამაშში 11 გოლი გავუშვით. ამას ამბობს კაცი ვინც ინტერვიუს კი არ უნდა იძლეოდეს, არამედ წასული უნდა იყოს უკვე ნაკრებიდან! მაგრამ ეტყობა ამისთვის არ დარჩა სინდის-ნამუსი! რაც ქონდა ყველაფერი წაგების "უზომოდ" განცდას მოახმარა!

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით