კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია ჩემპიონობისთვისაც, IV ადგილისთვისაც და, განსაკუთრებით, გადამრჩენელი, VII ადგილისთვის ბრძოლაში...
სანაკრებო მატჩების გამო, ეროვნულ ლიგაში ორკვირიანი შესვენება იყო და აი, ჩემპიონატიც ისე განახლდა, უკეთეს ინტრიგას კაცი ვერც ინატრებდა! იმის მიუხედავად, რომ სატურნირო ცხრილში, ფაქტობრივად, არანაირი გადაადგილება არ მომხდარა, ამ ტურის მერე კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია ჩემპიონობისთვისაც, IV ადგილისთვისაც და, განსაკუთრებით, გადამრჩენელი, VII ადგილისთვის ბრძოლაში...

ხუთ მატჩში 21 გოლი გავიდა, რაც მეორე მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში. ამაზე მეტი გოლი, მხოლოდ ერთხელ გავიდა: III წრის სასტარტო ტურში - 22. სამაგიეროდ, სწორედ ამ ტურში დაფიქსირდა სხვა სარეკორდო მაჩვენებელი: "საბურთალომ" არასაფეხბურთო ანგარიშით, 6:3 დაამარცხა "კოლხეთი" და ერთ მატჩში გასული 9 გოლი, ეროვნული ლიგის რეკორდია!

XXIX ჩემპიონატის XXIX ტურში კიდევ არაერთი გამორჩეული ფაქტი დაფიქსირდა: ვისთვის წარუმატებელი სერია შეწყდა, ვისთვის - გაგრძელდა, რამდენიმე მართლაც ეფექტური გოლიც ვნახეთ და, რაც მთავარია, გარკვეული პაუზის მერე, ერთდროულად ოთხმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება.

გასული ტურის მიმოხილვა კი, რაღა თქმა უნდა, დედაქალაქური "დერბით" უნდა დავიწყოთ...

სრულფასოვანი რევანში

"დინამოსა" და "ლოკომოტივის" მონაწილეობით ჩატარებული დედაქალაქური დერბი ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით: უკომპრომისო და საინტერესო! იმის გარდა, რომ ამ შეხვედრაში გატანილი ოთხივე გოლი ერთმანეთზე ეფექტური იყო, არანაკლებ იმსახურებს აღნიშვნას თამაშის ხარისხიც (განსაკუთრებით, პირველ ტაიმში).

აი, იმ ფაქტზე კი აღარ გავამახვილებთ ყურადღებას, თუ რა საკადრო პრობლემების ფონზე უწევს ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს ლიდერობის შენარჩუნება და კახა კაჭარავას გუნდის გამარჯვება ერთობ სერიოზულ მეტოქესთან მით უფრო დასაფასებელია. სხვათა შორის, "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე სიახლეც იყო: 18 წლის ფორვარდი ბექა ქავთარაძე პირველად გამოჩნდა ძირითადში, ხოლო 30 წლის უკრაინელმა მეკარემ სერგეი ლიტოვჩენკომ ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა.

გარკვეული საკადრო პრობლემები ჰქონდა გიორგი დევდარიანსაც: "ლოკომოტივს" სათადარიგოთა სკამზე 5 ნომინალური მცველი ჰყავდა...

...ამ სეზონში "დინამომ" ორჯერ "მოასწრო" წაგება "ლოკომოტივთან" და აი, რევანშიც შედგა, თანაც, ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე! როგორც შემდგომ გაირკვა, აბსოლუტურად სწორი გამოდგა დინამოელთა მთავარი მწვრთნელის მიერ განხორციელებული რამდენიმე გადაადგილება: 19 წლის ცენტრალური მცველი დავით კობოური მარცხენა მცველის ფუნქციას ასრულებდა, სამაგიეროდ, დაცვის ცენტრში გადმოინაცვლა ლაშა თოთაძემ.

29 წლის თოთაძე ამ მატჩის ერთ-ერთი გმირიც გახდა: სწორედ მისი "საფირმო" საჯარიმო დარტყმით გაიხსნა კიდეც ანგარიში დედაქალაქურ დერბიში, რასაც კიდევ ერთი მცველის შედეგიანი თამაში მოჰყვა: 29 წლის გიორგი რეხვიაშვილის თავური დარტყმა ეფექტურიც იყო და, რაც მთავარია, ზუსტიც.

თუმცა, ამის მერე "სცენაზე" უკვე ახალგაზრდა დინამოელები გამოვიდნენ: ტაიმის ბოლო წამებზე, 18 წლის ბექა ქავთარაძის აქტიურობის შემდეგ, 19 წლის ბექა მიქელთაძემ თავისი XII გოლი გაიტანა ეროვნულ ლიგაში და თითქმის ორთვიანი "მშრალი" სერიაც დაასრულა.

მეორე ტაიმის ბოლოს კი დინამოელთა საუკეთესო ბომბარდირი უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა და მისი ზუსტი პასით, 22 წლის ლაშა ქოჩლაძემ ამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ლაშა ქოჩლაძემ უკვე მეოთხე გოლი გაიტანა თავისი ახალი გუნდის მაისურით, ოთხჯერვე შეცვლაზე შესულმა და ოთხჯერვე - ერთმანეთზე ეფექტურად!..

დაბოლოს, ამ მატჩის, უდავოდ, საუკეთესო ფეხბურთელზეც: "დინამოს" 21 წლის კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ტრავმის მერე მეორე მატჩი ჩაატარა და ისე როგორც წინა შეხვედრაში ("ტორპედოსთან"), ამჯერადაც ყველაზე გამორჩეული გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში!

ექვსქულიანი მატჩი

გასულ ტურში კიდევ ერთი მატჩი იწვევდა განსაკუთრებულ ინტერესს: ბათუმის "დინამო" და "დილა" ხომ ეროვნულ ლიგაში დარჩენისათვის იბრძვიან და უშუალო კონკურენტების ამ დაპირისპირებას ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი - გიორგი დარასელიას დამოძღვრილი "დილა" თუ გააგრძელებდა ზედიზედ მოგებათა სერიას, თავის კონკურენტს უკვე 8 ქულით ჩამოიტოვებდა...

წესით, ფრეც არ უნდა ყოფილიყო გორელთა გუნდისათვის ურიგო შედეგი, თუმცა მასპინძლებმა ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი დიდი აღმავლობით ჩაატარეს და მიმდინარე სეზონში მესამედ შეძლეს კონკურენტის დამარცხება. ამ მოგების შემდეგ, კონსტანტინ ფროლოვის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბათუმის "დინამო" მხოლოდ 2 ქულითღა ჩამორჩება "დილას".

აქვე, ის ორი ფეხბურთელიც უნდა ვახსენოთ, ლომის წილი რომ შეიტანეს გამარჯვებაში. ბათუმელთა გუნდის 25 წლის მეკარემ ანატოლი ტიმოფეევმა საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, ხოლო 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი მიმდინარე სეზონში უკვე მერამდენედ მოევლინა ბათუმის "დინამოს" მხსნელად.

აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილმა (რომელიც ზაფხულში ჩაირიცხა "დინამოში"), ეროვნულ ლიგაში 4 გოლი გაიტანა და აქედან სამი - გამარჯვების მომტანი იყო!

ახალი ინტრიგა და ახალი რეკორდი

საჩემპიონო ინტრიგა ბოლო ტურამდე რომ იქნება, ამაში ბევრი დაგვეთანხმება; ისე როგორც დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი VII ადგილის დასაკავებლად. თუმცა, არანაკლებ დიდი ინტრიგაა IV ადგილის დასაკავებლადაც: მოვლენების სასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, მეოთხეადგილოსანი ხომ ევროპალიგის საგზურს მოიპოვებს.

სწორედ IV ადგილს უმიზნებს "საბურთალოც". მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი რომ მოიგო დიდი ანგარიშით, თან მოგებასაც ხომ გააჩნია - გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა უფსკრულისაკენ მიმავალი "კოლხეთი" 6:3 დაამარცხა. ერთ მატჩში 9 გოლი მიმდინარე სეზონში პირველად გავიდა!

ისე, ბევრი გოლის ხილვა კი სასიამოვნოა, მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ ორივე გუნდის უკანახაზელებმა (განსაკუთრებით - სტუმრების) უამრავი შეცდომა დაუშვეს...

ეს უხვგოლიანი მატჩი იმითაც იყო საინტერესო, რომ ერთდროულად სამმა ფეხბურთელმა შეასრულა დუბლი. არც სტუმართა უკრაინელი ცენტრფორვარდის, 26 წლის ოლექსანდრ დერებჩინსკის წყვილი გოლი უნდა გაჰკვირვებოდა ვინმეს და არც მასპინძელთა 24 წლის გარემარბის ლაშა შინდაგორიძის დუბლიც, რასაც ვერ ვიტყვით "საბურთალოს" ცენტრალური მცველის, 23 წლის დაჩი ცნობილაძის საგოლე ალღოზე, ასევე ორი გოლი რომ გაიტანა იმ გუნდის კარში, რომელსაც უკვე 15 მატჩია არ მოუგია...

"საბურთალოს" კიდევ ერთ ფეხბურთელზეც გვინდა ორიოდ სიტყვა ვთქვათ: გუნდის 22 წლის ახალწვეულმა დავით ვოლკოვმა მეათე მატჩი ჩაატარა ეროვნულ ლიგაში და მერვე გოლიც გაიტანა!..

ჩემპიონი არ ნებდება!..

მიმდინარე სეზონში უკვე მერამდენედ მოხდა, როცა "სამტრედიამ" ამა თუ იმ მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გატანილი გოლ(ებ)ით გადაწყვიტა. ასე მოხდა ამჯერადაც, როცა "ჩიხურასთან" გამართულ იმერულ დერბიში (თბილისმა რომ უმასპინძლა...), სწორედ მატჩის მიწურულს შეძლო ჩემპიონმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვება: შეცვლაზე შემოსულმა 25 წლის გიორგი მჭედლიშვილმა უძლიერესი და ულამაზესი შორეული დარტყმით, თავის გუნდს ტიტულის შენარჩუნების შანსი დაუტოვა.

სხვათა შორის, ამ იმერულ დერბიში მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა: ჯერ იყო და, "ჩიხურას" 29 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა ასევე შორეული და ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში.

შემდეგ "სამტრედიას" ლეგიონერთა ჯერიც დადგა: 24 წლის კოტდივუარელმა ცენტრფორვარდმა ინტერს გიიმ მშვენიერი ასისტენტობა გაუწია მაიკლ ოლაიტანს და ასევე 24 წლის ნიგერიელმა შემტევმაც თავისი პირველი გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში. აქვე დავძენთ, რომ ეს იყო პირველი მოგება "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის რანგში უჩა სოსიაშვილისთვის, რომელიც ეროვნულ ლიგას სულ ახლახან დაუბრუნდა.

კიდევ ერთი რეალური ფავორიტი

თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიას" გარდა, ეროვნულ ლიგას კიდევ ერთი და საკმაოდ რეალური ფავორიტიც ჰყავს: ქუთაისის "ტორპედო"! მართალია, კონკურენტებისაგან განსხვავებით, კახა ჩხეტიანის გუნდს ამ ტურში შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ "შუქურამ" დააკარგვინა ქულები წინა ტურებში "ტორპედოს" ორივე კონკურენტს.

თუმცა, გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "შუქურამ" მორიგი სენსაცია ვეღარ მოახდინა: მასპინძლებმა მთელი მატჩი დამაჯერებლად ჩაატარეს და სრულიად დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. ამ სეზონში მეორე დუბლი შეასრულა "ტორპედოს" ახალწვეულმა, 28 წლის ლევან კუტალიამ: პირველად, როგორც "შუქურას" ფეხბურთელმა, ამჯერად კი უკვე ქუთაისელთა გუნდის მაისურით.

უნდა აღვნიშნოთ 25 წლის გიორგი ქიმაძის გოლიც - ეროვნული ლიგის, უდავოდ, საუკეთესო მარცხენა მცველმა სტუმართა მეკარესთან პირისპირ გასვლა მოხდენილი დარტყმით დაასრულა. აი, "შუქურას" ახალწვეული, 30 წლის დავით ჩაგელიშვილი კი, კუტალიას მსგავსად, თავის მეორე გუნდშიც აგრძელებს გოლების გატანას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, სანიოლმა იცის ჩემი არსებობის შესახებ?" - ლევან კუტალია
კუტალია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ცვლილებები თბილისის "დინამოში" - უკრაინელი წავიდა, ქართველი მოვიდა
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
გიორგი მჭედლიშვილი კარიერას "ვენტსპილსში" გააგრძელებს
ლევან კუტალია ერევნის "ალაშკერტში" გადავიდა
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე [VIDEO]
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
უგოლო შაბათი ქართველი ლეგიონერებისთვის
კახა ჩხეტიანი: მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მსგავს ანგარიშს არ ველოდი
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
გიორგი მჭედლიშვილმა ხორვატიული "გორიცა" დატოვა
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
გიორგი მჭედლიშვილი: მჯერა, "სამტრედია" გულშემატკივარს კიდევ ბევრჯერ გაახარებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
ევროპა ლიგა. "შტურმი" კიტეიშვილის გარეშე დამარცხდა - გუგეშაშვილი "პაოკმა" განაცხადში არ შეიყვანა
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"შტურმის" მწვრთნელი: კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდა - მხოლოდ მოედანზე ყოფნითაც კი მეტოქისთვის სახიფათოა
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ლევან კუტალია: ჩემი საოცარი გოლი ფეხბურთის ისტორიას დარჩება [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXIII ტურის წინ: სიმშვიდის მოლოდინში
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - კიტეიშვილმა ისევ გაიტანა, "შტურმმა" ისევ გაიმარჯვა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს