ეროვნული ლიგა. XXX ტური
უაღრესად დრამატული გამოდგა გორში გამართული მატჩი ჩემპიონობისთვის მებრძოლ "დინამოსა" და ეროვნულ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ "დილას" შორის.

თბილისელებმა თავისი მიზნის შესასრულებლად მეტად მნიშვნელოვანი სამი ქულა ცენტრალური მცველის ლაშა თოთაძის დუბლის წყალობით აიღეს.

რასაკვირველია, განსაკუთრებით ამ ფეხბურთელის მიერ გატანილი მეორე, ანუ გამარჯვების გოლია გამოსარჩევი, როდესაც თოთაძემ საჯარიმო დარტყმისას ძალიან შორიდან - ქვემეხივით გაისროლა და მთელი მატჩის განმავლობაში მშვენივრად მოთამაშე მუჯრიშვილს დიდებული გოლი გაუტანა.

"დინამომ" დასაწყისიდანვე აქცენტი ბურთის ფლობასა და მოედნის ცენტრში დომინირებაზე გააკეთა, თუმცა "დილა" საკუთარ ნახევარზე ყურადღებით თამაშობდა და მოწინააღმდეგეს საჯარიმოსთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.

სწორედ ამ დროს დაარტყა თოთაძემ პირველად შორეული საჯარიმო დარტყმა, ოღონდ, აქ მუჯრიშვილს არ გასჭირვებია გუნდის გადარჩენა.

თავის მხრივ, გორელები სწრაფი კონტრიერიშებით აპირებდნენ მოწინააღმდეგის შეწუხებას. სიმწვავეც არ აკლდა მათ მოქმედებას, ერთხელ გოლიც გაიტანეს (ნონიკაშვილი), რომელიც რეფერიმ ჯერ ჩათვალა, თუმცა მერე გააუქმა და ტრიბუნებიდან პასუხად გვარიანი ქოქოლა მიიღო. აქვე აღვნიშნავთ, რომ მსაჯის გადაწყვეტილებებზე ხშირად აპელირებდნენ ორივე გუნდის ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ სამწვრთნელო შტაბები.

ტაიმის შუალედიდან თამაშის ტემპმა კიდევ უფრო იმატა. ორივე გუნდი სწრაფად ახორციელებდა იერიშებს და ორივე გუნდის კარებთან სახიფათო მომენტებიც ვიხილეთ. ერთხანს "დილამ" დროის არცთუ დიდ მონაკვეთში ზედიზედ რამდენჯერმე მწვავედ უჩხვლიტა "დინამოს". უფრო აქტიური იყო მათი შეტევის მარჯვენა ფლანგი, საიდანაც პედრინიო აწუხებდა თბილისელებს, მე-40 წუთზე კი ისევ ამ ფრთიდან უკვე გიორგი ფანცულაიამ ისარგებლა მცველების შეცდომით, კარგად შეიჭრა საჯარიმოში და ლიტოვჩენკოსაც აჯობა - 1:0.

მეორე ტაიმში, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრებმა მეტი მონდომებით შეუტიეს. ისინი დიდხანს ათამაშებდნენ ბურთს და ეძებდნენ კომბინაციათა დასკვნით ფაზაში უმჯობეს გზას ხეირის სანახავად.

პარალელურად გიორგი დარასელიას შეგირდები საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გაათმაგებით ზრუნავდნენ და თან ცდილობდნენ თბილისელების შეცდომებზე ყოფილიყვნენ ჩასაფრებულნი.

გორელებს დაღლა უფრო ადრე დაეტყოთ. შეცვლების გზით ვითარების სათავისოდ დარეგულირებას დარასელიაც შეეცადა, მაგრამ კახა კაჭარავას გუნდი სულ უფრო დიდ დროს ატარებდა მეტოქის ნახევარზეც და კარის სიახლოვესაც.

შესაბამისად, იმატა გორელების ოფლისღვრამაც საკუთარი კარის უსაფრთხოებისთვის ზრუნვისას. 69-ე წუთზე დინამოელ ქოჩლაძეს ბრწყინვალე მომენტი შეექმნა, მას უბრალოდ მართებდა გატანა, თუმცა მუჯრიშვილი ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გაისარჯა შესანიშნავად.

ჩანდა, რომ მეტისმეტად უკანდახეულ მასპინძლებს კარის მშრალად შენახვა ძალიან გაუჭირდებოდათ და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი გოლი კიდეც გავიდა. 82-ე წუთზე ქავთარაძემ პენალტი მოინადირა, ხოლო თოთაძემ მისი რეალიზებისას პირველად გაახარა თავისი ქომაგები - ანგარიშში სხვაობა გათანაბრდა.

გაშვებული გოლის მერე "დილა" გატყდა. გორელებს უაღრესად უჭირდათ მოწინააღმდეგის შეტევების გაძლება. მიუხედავად ამისა, თითქოს არალოგიკური არ იქნებოდა, რომ ქულა მაინც დარჩენოდათ მასპინძლებს, თუმცა თოთაძე ასე არ ფიქრობდა - გაისროლა და გორელებს ქულის გადარჩენის იმედიც მოუკლა.

მატჩის სტენოგრამა

5" - თოთაძემ დაახლოებით 35 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა კარში კი გაგზავნა, მაგრამ მუჯრიშვილმა აიღო.

11" - ქარდავას შორეული დარტყმული სახიფათო გამოდგა, მაგრამ მუჯრიშვილი ამჯერადაც ზუსტად მოქმედებდა და კუთხურზე მოიგერია ბურთი.

16" - აბუბაქარის პასს კარგად გამოეხმაურა ნონიკაშვილი და გაიტანა კიდეც, ოღონდ, ხორავამ ჯერ ჩათვალა, შემდეგ თამაშგარედ მიიჩნია და გააუქმა გოლი.

20" - პედრინიომ სახიფათოდ ჩააწოდა და "დინამო" გადარჩა.

26" - გიორგი ფანცულაია სწრაფი კონტრშეტევისას პირდაპირ საჯარიმოს ხაზზე წააქციეს. სტუმართათვის მეტად სახიფათო სტანდარტი პედრინიომ მცირეოდენ არაზუსტად შეასრულა.

39" - დინამოელთა სახიფათო კუთხურისას მიქელთაძემ ვერ შეძლო "დილას" კარის აღება.

40" - გოლი! სტუმართა მცველებმა დაუშვეს შეცდომა, რის შედეგადაც ბურთი ფანცულაიამ მიიღო, რომელმაც ჩამოიშორა მეურვე და ლიტოვჩენკოს ფეხებშორის გაუტანა - 1:0.

69" - გორელი მცველების შეცდომამ ქოჩლაძეს მისცა გატანის ჩინებული შანსი, მაგრამ პირისპირ გასულმა გოლკიპერს ვერ აჯობა, ხოლო ქავთარაძემ ვერც მოგერიებულს დაამატა რიგიანად.

77" - კობოურის შორეული დარტყმა ასცდა მიზანს.

82" - გოლი! კარის სიახლოვეს ალექსანდრე კვახაძემ ქავთარაძე წააქცია. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რაც თოთაძემ გოლად აქცია - 1:1.

85" - შულაიას ჩაწოდებული ბურთი მიქელთაძემ მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა კარისკენ და საკმაოდ ეფექტურ გოლსაც გაიტანდა, რომ არა მუჯრიშვილის ჩინებული რეაქცია.

90+3" - კარიდან დაახლოებით 35 მეტრში დანიშნული საჯარიმო თოთაძემ "ქვემეხივით გაისროლა" კარისკენ და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

19.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე

დილა-დინამო (თბ) 1:2

1:0 ფანცულაია (40), 1:1 თოთაძე (83-პენ), 1:2 თოთაძე (90+3)

დილა (4-5-1): მუჯრიშვილი - აბუბაქარი (46. პაპავა), ფოფხაძე, კვახაძე, მორასი - კირკიტაძე, რაზმაძე, წიქარიძე (76. ფლავიო), პედრინიო, ნონიკაშვილი - ფანცულაია (71. მოდებაძე).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჰეიფორდი, ქარქუზაშვილი, აშორტია

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

დინამო (4-5-1): ლიტოვჩენკო - გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური - შულაია (90. კუცია), ზარია (66. ქოჩლაძე), კიტეიშვილი, ქარდავა, მიქელთაძე - ქავთარაძე.

სათადარიგოები: რევიშვილი, მიშენკო, ლილუაშვილი, ალიუ, ნინუა

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: კვახაძე (82), შულაია (89)

არბიტრი: ჯ. ხორავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dragonfly
მიმოხილვაში რომ მოუსმინე ამ მწვრთნელის მატჩის შემდგომ კომენტარს ეს თუ ასე ელაპარაკება ფეხბურთელებს კიდევ კარგად თამაშობენ მაშინ
Max Kurtis
მეკარეები :-) სისწრაფეები :-) ან დინამო ან დილა :-)
გია
თუ თვლი რომ დინამოს მოაგებინეს ალბატ გორელთა მეკარემ პირველ რიგში
gori 2
დილას ეს შეხვედრა არ წაუგია - წ ა ა გ ე ბ ი ნ ე ს ! გუცაევი დიდი ფეხბურთელი იყო და ცოტათი სიმულიანტი. "დინამოს" დღევანდელი თავდამსხმელები კი - ცოტათი ფეხბურთელები არიან და ამასთან დიდი სიმულიანტები. ყველაფერი "ზემოთ" წყდებაა? გვინდა კი ესეთი ჩემპიონიი???
sircxvili
უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი....
Jango
gio გინდ დააყენე ,გინდა დააწვინე,ჩემპიონი შეიძლება იყოს ან სამტრედია ან დინამო,ტორპედო ამისათვის არაა მზად,ეს მოცემულობაა რომლის დანახვაც ბევრს არ უნდა. რატომ სამტრედია? იმიტომ რომ ისეთი ფეხბურთელები ჰყავს ახლა რომ თუკი არავის გაუშვებს მაშინ გაისად ზაფხულისათვის სუპერ შეთამაშებული კლუბი იქნება. ეგაა რომ მენეჯმენტი ჰყავს არაპროფესიონალი და ფული აკლია ცოტა. რატომ დინამო? იმიტომ რომ რესურსი აქვს ყველანაირი გაძლიერების და 500 000 ლარად არაა ნაყიდი... რატომ არა ტორპედო? იმიტომ რომ რაც ახლა არიან ამაზე მეტი არ იქნებაინ თუ არ გაძლიერდნენ ძალიან მნიშვნელოვნად, რის გაკეთებასაც მისი მეპატრონე რომელმაც ასე იაფად იყიდა კლუბი, გაკეთებას არ აპირებს,გამკეთებლი გააკეთებდია რადგან როგორც სამტრედისი მაგალიტზე აღმონდა 3-4 თევში კლუბის საევროპოდ შეთამაშება ვერა და ვერ ხდება ქართულ პიორბებში,ეს აქსიომაა უკვე. ეგაა და ეგ.
gio
იმედია დინამო მოიგებს მაგრამ რომც ვერ მოიგოს არა მგონია ტორპედომ წინ გაუშვას. პირად მე სამტრედიის ჩემპიონობას ეჭვს ქვეშ დავაყენებდი
Jango
თუ სამტრედიამ ვერ მოუგო დინამოს 23-ში,მაშინ დინამოს ჩემპიონობა უკვე გადაწყვეტილი საქმეა.იმედი ვიქონიოთ რომ სამტრედიელები (მხოლოდ ფეხბურთელებზე და მწვრთნელზე ვამბობ) შეეცდებიან მოგებას. ჰო აქვე დესერტად დავაყოლებ,ტორპედოსაც წაგებას ვუსურვებ მომავალ ტურში.
gio
ეგ სირცხვილი კი არა ამ პატარა ბიჭების გმირობაა.
bibo
რატო იწყება მიმოხილვა 38 ე წუთიდან და რატო არ იწყება მე-14 ე წუთიდან დაინახოს ხალხმა თამაშგარე იყო და 100% იანი გოლი არ ჩაუთვალეს დილას, მარა უბედურებაა ისაა რო არასდროს არაფერი არ გვეშველება. მაგიტომ არის ბატონებო რომ ევრო სარბიელზე შედეგი 0 რომ გვაქვს.
დინამო
ამ გუნდით რომ დინამო 1 ადგილზეა დიდი სირცვხილია! :( ფიფიას რას ერჩით აქ მაინც პირველზეა და ევროპაში ამინც ვერაფერს აკეთებს და ტყუილად რტო ხრჯოს ფული, ლოგიკურია სავსებით :(
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა