"საბურთალომ" მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო "დილას"
"საბურთალომ" მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო "დილას". ანგარიშიდან გამომდინარე, შეიძლება ვინმემ ეს თამაში "იოლთა" კატეგორიას მიაკუთვნოს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა მასპინძელთათვის...

...დიდი გარჩევა მოჰყვა გიორგი ხარაიშვილის მიერ გატანილ პირველ გოლს. გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი? ამის თქმა ძალიან რთულია. ისეთი ეპიზოდი იყო, ძალიან რომ მოუხდებოდა ვიდეორეფერის ჩარევა, თუმცა ამ ფუფუნებას საქართველოს ჩემპიონატი კი არა, ბევრი ჩვენზე მაღალი დონის პირველობაა მოკლებული...

"დილამ" მთლიანობაში კარგად ითამაშა, თუმცა დაცვაში შეცდომები დაუშვა და დაისაჯა კიდეც. ეს არ იყო შემთხვევითი, რადგან გორელებს უკანა ხაზში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი "საბურთალოს" ლიდერს, ხარაიშვილს დავასახელებდით, ვინც დუბლი მიითვალა და მთელ რიგ ეპიზოდებშიც კარგად გაისარჯა. სხვათა შორის, გორელთა პრესტიჟის გოლი გაიტანა გიორგი ფანცულაიამ, რომელიც "საბურთალოს" ყოფილი ფეხბურთელია.

მასპინძელმა რაციონალურად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი კარგ ფორმაშია და ბოლო დროს სათამაშო კლასის ხარჯზეც დაეჩვია მოგებებს.

სათქმელია ისიც, რომ თბილისურ კლუბში კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი და სამწვრთნელო შტაბს ფეხბურთელების დიდი არჩევანი აქვს, რაც ფეხბურთში არასოდეს არის მეორეხარისხოვანი ფაქტორი.

მატჩის სტენოგრამა

14" - ლაზარე კუპატაძემ თენგიზ წიქარიძის მიერ დარტყმული ურთულესი ბურთი მოიგერია.

16" - გიორგი ფანცულაიას დარტყმას კუპატაძე ადგილზე დახვდა.

18" - გორელთა საჯარიმოში გიორგი კოხრეიძე წაიქცა. არბიტრმა თამაში არ შეაჩერა.

24" - გიორგი კოხრეიძისა და ლაშა შინდაგორიძის კარგი კომბინაცია. "დილა" მეკარე მიხეილ მუჯრიშვილის შესანიშნავმა რეაქციამ გადაარჩინა.

25" - ამჯერად "საბურთალო" გადარჩა წიქარიძის დარტყმის შემდეგ.

26" - გორელები ამაოდ ითხოვენ 11-მეტრიანს. მათ ჩათვალეს, რომ ერთ-ერთმა თბილისელმა მცველმა ხელით ითამაშა.

39" - ირაკლი ძარიას მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი "საბურთალოს" კარს ასცდა.

45" - გოლი! ისეთი ეპიზოდი იყო, ვიდეოგამეორება რომ სჭირდება. გიორგი ხარაიშვილის მიერ შესრულებული "სტანდარტულის" შემდეგ მუჯრიშვილი და გორელთა კარის ძელი საქმეში კი ჩაერივნენ, მაგრამ არბირტმა გოლი ჩათვალა და ტაიმი "საბურთალომ" მოიგო - 1:0.

50" - ირაკლი ძარიას დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ საბურთალოელს მოხვდა, მერე კი კარის ძელი "მოიკითხა".

57" - შინდაგორიძის დარტყმა მუჯრიშვილმა მოიგერია.

58" - გოლი! ნდუე მუიეციმ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მოათვინიერა და დარტყმა სცადა, თუმცა კოხრეიძეზე საგოლე პასი გამოუვიდა - 2:0.

62" - აჯეი ჰეიფორდის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა "საბურთალოს" კარს.

69" - შინდაგორიძის გადაცემის შემდეგ კოხრეიძემ ხარიხას მოარტყა.

70" - გოლი! გიორგი ხარაიშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და საგოლე შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა - 3:0.

77" - იმედა აშორტიას მიერ შესრულებული საჯარიმო და მეკარე კუპატაძე ადგილზეა.

82" - ხარაიშვილი მიწაზე დაუშვებლად ურტყამს და ბურთი სცდება "დილას" კარს.

84" - გოლი! გიორგი ფანცულაიას ერთი შეხებით გააქვს ყოფილი გუნდის კარში - 3:1.

87" - ქარქუზაშვილის თავურს მცირეოდენი სიზუსტე დააკლდა.

23.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)

საბურთალო-დილა 3:1

1:0 ხარაიშვილი (45), 2:0 კოხრეიძე (58), 3:0 ხარაიშვილი (70), 3:1 ფანცულაია (74)

საბურთალო (4-3-3): კუპატაძე - იაშვილი, მარგველაშვილი (46. ცნობილაძე), თედ. გრიგალაშვილი, ნადარაია - ტერა (51. მამუჩაშვილი), თარხნიშვილი, ხარაიშვილი - შინდაგორიძე, მუიეცი, კოხრეიძე (70. ვოლკოვი).

სათადარიგოები: გოშაძე, ჩაბრაძე, ბიძინაშვილი, გვარაძე

მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

დილა (4-5-1): მუჯრიშვილი - აბუბაქარი, ქარქუზაშვილი, ფოფხაძე, მორასი - კირკიტაძე, ძარია (74. აშორტია), რაზმაძე, ნონიკაშვილი (54. ჰეიფორდი), წიქარიძე (61. პედრინიო) - ფანცულაია.

სათადარიგოები: ბეგაშვილი, პაპავა, გოგატიშვილი, ფლავიო ნუბიო

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გაფრთხილება: წიქარიძე (32), ფოფხაძე (45), რაზმაძე (45), თარხნიშვილი (67)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13

ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 12

მომდევნო ტური

28 ოქტომებრი, შაბათი

სამტრედია-საბურთალო

დილა-ტორპედო

ჩიხურა-დინამო (თბ)

29 ოქტომბერი, კვირა

ლოკომოტივი-კოლხეთი

შუქურა-დინამო (ბთ)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"