ქუთაისში გუშინ დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ბათუმსა და თბილისში გაგრძელდა
ქუთაისში გუშინ დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ბათუმსა და თბილისში გაგრძელდა. მორიგ შეხვედრას აჭარის მთავარმა გუნდმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ "სოხუმი" ჩავიდა. სოხუმელებმა წინა შეხვედრაში ღირსეულად იბრძოლეს ლიდერ "დინამოსთან" და ბოლო წუთებზე დამარცხდნენ. დასანანი წაგების შემდეგ სოხუმელები ამბიციით ჩავიდნენ ბათუმში, თუმცა გასული სეზონის შემდეგ გაძლიერებულ ზღვისპირელებთან ვერას გახდნენ.

თანაბარი ბრძოლა მეორე პერიოდამდე გაგრძელდა. საწყის წუთებზე მოპოვებული ლიდერობა სოხუმელებმა მალე დაკარგეს, პირველი პერიოდი 17:19 დათმეს და მეორე მეოთხედში მასპინძლებს გვარიანად ჩამორჩნენ - 44:33. დიდი შესვენების შემდეგ სოხუმელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ანგარიშში დეფიციტი არათუ ვერ შეამცირეს, კიდევ უფრო მეტად ჩამორჩნენ.

ბოლო პერიოდის წინ "ბათუმი" 15 ქულით ლიდერობდა და დასკვნითი მეოთხედი ისე ითამაშა, საფრთხე არ დამუქრებია. საბოლოოდ, ზღვისპირელებმა 19 ქულით - 83:64 იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერებში გაერივნენ. ზღვისპირელებს 3 მოგება და 1 წაგება აქვთ, ისევე, როგორც "ოლიმპს" და "ქუთაისს". ლიდერი "დინამოა" – 3 მატჩიდან 3 მოგებით.

სტატისტიკაში არსებულ ყველა მაჩვენებელში ბათუმელებმა სტუმრებს აჯობეს. მხოლოდ ჩაჭრებსა და დაფარებებში იყვნენ სოხუმელები მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტორი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

აჭარულ გუნდს უკრაინელმა ილია შემოსიუკმა და ვახტანგ ქადარიამ ულიდერეს. უკრაინელმა 24 ქულა მოაგროვა, ვახტანგ ქადარიამ 20 ქულას 8 მოხსნა და 3 პასიც მოაყოლა, ხოლო ნოდარ თენიეშვილმა 10 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. "სოხუმში" 18 ქულით საუკეთესო იყო კვან უოლერი. გიორგი კვეტენაძემ და სერგეი პრიმაკმა შეხვედრა 12-12 ქულით დაასრულეს.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ლაშა ოჩხიკიძე ("ბათუმის" მწვრთნელი): "პირველი მეოთხედი თანაბარი იყო, თუმცა მეორე მეოთხედიდან გავექეცით მოწინააღმდეგეს და თამაშის ბოლოს ჩვენმა უპირატესობამ 20 ქულასაც მიაღწია. კარგად ვითამაშეთ დაცვაში. კმაყოფილი ვარ გუნდით, განსაკუთრებით გამოვყოფდი ქადარიას და შემოსიუკის კარგ თამაშს".

მიხეილ კობეშავიძე ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "სამწუხაროდ, ეს თამაში ჩაგვივარდა და ამას როტაციის ნაკლებობას ვაბრალებ. ჩელოვანი ტრავმირებული გვყავს, ბაიდასაც ტრავმა აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ მომავალ თამაშებში".

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში