სუპერლიგის მე-5 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში
სუპერლიგის მე-5 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. "დელტას" "მგზავრებისთვის" მარნეულში უნდა ემასპინძლა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ეს შეხვედრა დედაქალაქში გაიმართა.

დაძაბულობის მხრივ, ეს მატჩი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოდგა მიმდინარე სუპერლიგაში. გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა და შეხვედრა ახლოს იყო მეორე ოვერტაიმთანაც, თუმცა მარნეულელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, რომლის სამქულიანით "დელტამ" ოვერტაიმამდე მიიყვანა საქმე, ბოლო წამებზე მეორე საჯარიმო ვერ ჩააგდო და შეხვედრა მეორე დამატებით დროში ვეღარ გადაიყვანა.

მარნეულელები ბოლო პერიოდში 12 ქულით იგებდნენ, თუმცა სოლიდური უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, რაც "მგზავრების" სწრაფი და გუნდური თამაშის დამსახურება გახლდათ. გადამწყვეტ ეპიზოდებში გამორჩეულად ითამაშეს "მგზავრების" უკანახაზელებმა - სანდრო სანაძემ, დერონ პაუერსმა, გრეგორი ტაკერმა, რომლებსაც სამწამიან ზონაში შედეგიანობით ირაკლი ალხანაიძეც შეეშველა და "მგზავრებმა" მიმდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვეს. რაც შეეხება "დელტას", 5 წაგების მქონე სუპერლიგის დებიუტანტებს მოგება ჯერ არა აქვთ.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ბექა ქარცივაძე (მარნეულის "დელტას" მწვრთნელი): "საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო. ძალიან გვჭირდებოდა ეს მოგება, თუმცა მთავარი მწვრთნელის არყოლას დავაბრალებ. აქედან გამომდინარე, გუნდი გადაღლილი იყო. იმედი მაქვს, ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ უფრო უკეთესი გუნდი ვიქნებით".

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი): "სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთ თამაშს. ძალიან ბევრი შეცდომა, ძალიან ბევრი აცილება გვაქვს და სიმართლე ითქვას, ცოტათი იღბალი მარნეულის მხარეს იყო - ძალიან ბევრი ჩაგვიგდეს. იმედი მაქვს, სამომავლოდ შეცდომებს გამოვასწორებთ და ფარქვეშ უკეთ ვითამაშებთ".

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
სუპერლიგა: "რუსთავმა" "მარნეულს" ბოლო წამებზე მოუგო
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
"ქუთაისმა" "მარნეულს" სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
სუპერლიგა. XIX ტური: "დელტამ" სოხუმს" 22-ქულიანი სხვაობით სძლია
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
სუპერლიგა: "დელტამ" "ბათუმი" 11-ქულიანი სხვაობით დაამარცხა