საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშეა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშეა, ცოტა ხნის წინ ის გია გეგუჩაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

მიზეზს თავად სპეციალისტი არ ამხელს, მაგრამ ნათელია, რომ ეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში წარუმატებელმა გამოსვლამ განაპირობა, საქართველომ ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთი თამაშის მოგება შეძლო.

ვინ შეიძლება განვიხილოთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად? და რა რესურსი გვაქვს? ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

ვასილ მაისურაძე - ის ამჟამად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, თუმცა ნამდვილად შეიძლება მისთვის ახალგაზრდული ნაკრების ჩაბარება. თუ ბოლო პერიოდში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლას მივადევნებთ თვალს, მაისურაძე ყველაზე წარმატებული და შედეგიანი მწვრთნელია.

თუნდაც გავიხსენოთ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები. მან შეძლო, რომ ამ გუნდს ევროპის ფინალური ეტაპის ნახევარფინალში ეთამაშა და ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ. რაც მთავარია, მაისურაძეს აქვს ხედვა, თუ როგორ აღზარდოს ბავშვები და რა ტაქტიკა მოარგოს ამა თუ იმ ნიჭით გამორჩეულ თაობას.

გია ცეცაძე - "სამტრედიის" ყოფილი დამრიგებელი ამჟამად უკლუბოდაა და შეთავაზებას ელის. მას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უმუშავია და საკმარისი გამოცდილება აქვს ახალგაზრდებთან ურთიერთობაში. თუნდაც საკლუბო ფეხბურთი რომ ავიღოთ, ის მუდმივად აძლევდა შანსს ახალგაზრდებს, რომლებსაც მერე საქართველოს პირველობაზე თავი გამოუჩენიათ.

ცეცაძემ 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, თუმცა შემდეგ გუნდმა ამ ბარიერის დაძლევა ვეღარ შეძლო. 43 წლის სპეციალისტი ნიჭიერი და გამორჩეული მწვრთნელია.

გიორგი დევდარიანი - სულ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა "ლოკომოტივმა" და 45 წლის მწვრთნელი თავისუფალია. დევდარიანსაც რამდენჯერმე გაუწვრთნია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები. ის, როგორც 17-წლამდელებს უძღვებოდა, ასევე 19-წლამდელებს.

დევდარიანს წარმატებულ კარიერასთან ერთად, ჩავარდნებიც ხშირად ჰქონია, თუმცა ის ყოველთვის ცდილობს თავის გუნდებში განსხვავებული ტაქტიკის დანერგვას და ახალგაზრდებთან ურთიერთობაც კარგად გამოსდის. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მან ეს შეთავაზება უკვე მიიღო და უარი თქვა, რადგან ის "ლოკომოტივიდან" გათავისუფლების შემდეგ ამბობდა, რომ კლუბის გამო მნიშვნელოვან შეთავაზებაზე მოუწია უარის თქმა.

ზაურ სვანაძე - ამ დროისთვის თავისუფალია ბაქოს "ინტერის" ყოფილი მწვრთნელი, რომელსაც აზერბაიჯანულ კლუბში დიდი გამოცდილება დაუგროვდა, როგორც კახაბერ ცხადაძის ასისტენტად, ასევე კლუბის მთავარ მწვრთნელად - იგი 88 მატჩში გაუძღვა კლუბს.

იმის მიუხედავად, რომ მეტოქეებისგან განსხვავებით, დიდი ფინანსური შესაძლებლობები "ინტერს" არასდროს არ ჰქონია, ის ყოველთვის ახერხებდა ადგილობრივი კონტინგენტით საპრიზო ადგილის მოპოვებას. ისეთ გუნდებს უწევდა კონკურენციას, როგორებიცაა: "ყარაბაღი", "გაბალა" და "ნეფთჩი", რომლებთანაც ბოლო წლებში ქართული გუნდები ძირითადად კრახს განიცდიდნენ.

ამიტომ 59 წლის მწვრთნელი ერთ-ერთი საინტერესო ვარიანტია ახალგაზრდულ ნაკრებში სამუშაოდ და წესით, თავისი კვალის დატოვებასაც შეძლებს.

უცხოელი.
ამ უცხოელებს ნუ გაგვი***კეთ საქმე, გყავთ თქვენ საუკეთესო პროფესიონალები დევდარიანი მაისურაძე მაგათ აცალეთ მუშაობა და დაეტიეთ ერთ ადგილზე.
ირაკლი ჩიქოვანი
გამოსავალს ფედერაცია მხოლოდ მწვრთნელების ცვლაში რომ ხედავ ესაა მთავარი პრობლემა. არადა მათ აქვთ განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, უბრალოდ მას გარკვეული დრო სჭირდება და არა მწვრთნელების კარუსელივით ტრიალი. საჭიროა ვინმემ (კომპეტენტურმა პირმა) აუხსნას გულშემატკივარს რას გულისხმობს ეს გეგმა, რატომ ჭირდება შედეგს დრო, რა კეთდება ამ შედეგისთვის! ამის მაგივრად რას აკეთებს ფედერაცია??- ოღონდ არავინ გააკრიტიკოს, ოღონდ უარყოფითი კომენტარი არ დაწერონ და მყისიერად ცვლის მწვრთნელს- ამით რომ არაფერი იცვლება ყველაზ კარგად თვითონ იციან- უბრალოდ ეს ის შემთხვევაა როდესაც შედეგზე მეტად იმაზე ფიქრობ რომ სანამ შენ ხას მშვიდობა იყოს და მერე რაც უნდა ის უქნიათო- სწორედ ასე მივედით იქამდე სადაც ვართ.
gela
რას ერჩით ხიზანას. ამ კაცს თუ ჯერ არაფერი გაუკეთებია ხელშესახები, არც არაფერი გაუფუჭებია. თან კაცს მთავარ მწვრთნელად ჯერ არსად უმუშავია. ასიტენტია რა!!! რა არის აქ მიუღებელი? გამოცდილება აკლია თუ სხვა რამ. კი ბატონო, როცა მთავარი მწვრთნელი გახდება, მერე მოსთხოვეთ შედეგი თუ შედეგს არ დადებს.
www.ge
უცხოელი რომ მოვიყვანოთ ყველა ასაკობრივში აჯობებს. პროტექცია მაინც შემცირდება
GFF
ამათ ყველას ერთად აღებულს მირჩევნია გეგუჩაძე. პრობლემას მუდმივად ვეძებთ მწრთნელებში და ამით ვიტყუებთ საკუთარ თავს,ხოლო ფედერაცია თავის პოზიციას იმყარებს მწვთნელების ცვლით.ვინც იძახის ,რომ ჩემპიონატის დონემ აიწია, ფეხბურთი ცუდად ან საერთოდ არესმის. სად თამაშობენ ახალგაზრდა ფეხბურთელები? საქართველოში ასაკობრივი ნაკრების ტრენერებს შედეგის გამო ანთავისუფლებენ, ხოლო ეროვნულის მწვრთნელს მოუგებელი ციკლის შემდეგ კონტრაქტს უხანგრძლივებენ. როგორც უკუღმართად ვმოქმედებთ ისე უკან მიდის ჩვენი საქმე. არაფერი გვეშველება სანამ აზროვნებას არდავიწყებთ.
burda
ხიზანა .ალბათ ლოგიკურად)))მეგობრობა გზად და ხიდად))))))
ბესო
ცავაბაროთ დევდარიანს 17 წლამდელები, ცეცაძეს 19 წლამდელები, სვანაძე უფრო საკლუბო მწვრთნელია.მივცეთ ამ ხალხს საშუალება გამოიყენონ თავიანთი ნიჭი და გამოცდილება ქვეყნის საკეთილდღეოდ.მიმართეთ როტაციას.
ბესო
მივცეთ ვასილ მაისურაზეს ეს შანსი, ის ძალიან ნიჭიერი მწვრთნელია და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. მივცეთ ეს ერთი შანსი ამ კაცს.
guri
როგორც იქნა წავიდა.
გიორგი ჯანიკაშვილი
ჩემი სრული მხარდაჭერა ვასილ მაისურაძეს.თუ გინდათ,რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა თანამედროვე ფეხბურთი ითამაშონ და შედეგსაც მიაღწიონ-გუნდი ჩააბარეთ ბ-ნ ვასილ მაისურაძეს;თავის დროზე არასწორად მოიქცა ფედერაცია,როცა მის ევროპის პრიზიორ 17 წლიანების გუნდს ვასილ მაისურაძე არ გააყოლეს შემდგომ ასაკობრივ ნაკრებებში.დღეს იმ ფეხბურთელების უმეტესობა არ დაიქსაქსებოდა,მათი სპორტული ბედიც სხვაგვარი იქნებოდა,ბევრი მათგანი პირველ ნაკრებშიც ითამაშებდა და შედეგიც გვექნებოდა.ახლა მაინც გამოყენეთ შანსი.
ქომაგი
რა თქმა უნდა ან ზაურ სვანაძე უნდა იყოს ან მაისურაძე. მაგრამ ფედეციაში ვინმე ახლობელს ან ძმაკაცს დანიშნავს უეჭველი. სვანაძე კიდე მათი ძმაკაცი არაა, ცხადაძის მეგობარია. ხოლო მაისურაძეს ყველაზე უინტერესო 20 წლამდე ნაკრები შეტენეს, რომ მოეშორებინათ
გიორგი ჯანიკაშვილი
ჩემი სრული მხარდაჭერა ვასილ მაისურაძეს.თუ გინდათ,რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა თანამედროვე ფეხბურთი ითამაშონ და შედეგსაც მიაღწიონ-გუნდი ჩააბარეთ ბ-ნ ვასილ მაისურაძეს;თავის დროზე არასწორად მოიქცა ფედერაცია,როცა მის ევროპის პრიზიორ 17 წლიანების გუნდს ვასილ მაისურაძე არ გააყოლეს შემდგომ ასაკობრივ ნაკრებებში.დღეს იმ ფეხბურთელების უმეტესობა არ დაიქსაქსებოდა,მათი სპორტული ბედიც სხვაგვარი იქნებოდა,ბევრი მათგანი პირველ ნაკრებშიც ითამაშებდა და შედეგიც გვექნებოდა.ახლა მაინც გამოყენეთ შანსი.
Guadua
ალბათ ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნება თუკი სოსიაშვილს წაიყვანენ 21 წლამდელთა მწვრთნელად,ხოლო გეგუჩაძეს სამტრედიაში გააგზავნიან მინიმუმ 3 წლიანი გეგმით.
Guadua
ესენი ყველა არის საკლუბო მწვრთნელები,სანაკრებო მწვრთნელები საქართველოს არა ჰყავს. ასე რომ,ვერცერთი ამათთაგანის ნაკრებში მოყვანა სიტუაციას კარდინალურად ვერ შეცვლის.
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი: ეროვნული ლიგა ბრძოლისუნარიანი პირველობაა
თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს