კონტინენტის ფარი: ქართულ-რუმინული საკლუბო დაპირისპირება გაგრძელდება
"ბათუმმა" ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში რუმინეთის ჩემპიონი "ტიმიშოარა-სარასენსი"20:17 დაამარცხა და ფლეი ოფში დამსახურებულად გავიდა.

იქ ქართულ-რუმინული საკლუბო დაპირისპირება გაგრძელდება და ჩვენი მეტოქე კვლავ რუმინეთის ჩემპიონი იქნება, რადგან "კალვიზანომ" "როვიგოს" ბონუსით, 34:0 სძლია, "ბათუმს" სატურნირო ქულებით გაუტოლდა და უკეთესი გატანილ-გაშვებული ქულათა სხვაობით ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდა. შესაბამისად, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო "ტიმიშოარა-სარასენსი" მდევრებისთვის მიუწვდომელი დარჩა.

პლეი ოფის მატჩები 2018 წლის იანვარში გაიმართება და პირველ შეხვედრაში ‘ბათუმი’ მასპინძელია, ხოლო ერთი კვირის თავზე რუმინეთს ეწვევა და ორი თამაშის ჯამში გამარჯვებული ‘კონტინენტის ფარი’ ნახევარფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე იტალიის ჩემპიონ ‘კალვიზანოსა’ და ‘ჰაიდელბერგის’ წყვილს შორის გამარჯვებული იქნება. სარაგბო ზეიმს ხელი ბათუმის მზიანმა ამინდმაც შეუწყო და ტრიბუნებზე ანშლაგი იყო. ამან მოთამაშეებს ის საჭირო მუხტი შესძინა, რაც იტალიაში ორჯერ დააკლდა და ‘ბათუმმა’ ‘კონტინენტის ფარის’ მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი დამსახურებულად დაამარცხა.

შეხვედრა სტუმრების იერიშებით დაიწყო. ისინი სწრაფად შლიდნენ ბურთს, რის ხარჯზეც უპირატესობის მოპოვებას ახერხებდნენ და რამდენჯერმე ხიფათი შექმნეს, რის შედეგადაც მე-7 წუთზე ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მეტოქის თამაშს ალღო მალე აუღეს და ტაიმის შუაში ბახვა კობახიძემ ჯარიმა გაიტანა, ხოლო დასკვნითი 10 წუთი ‘ბათუმმა’ თითქმის სრულად მეტოქის 22-ში გაატარა. შედეგად, ლელოში ბექა ურჯუკაშვილი შეიჭრა და ლელოც დადო, მაგრამ რეფერიმ ეს ვერ დააფიქსირა და რადგან ვიდეო-რეფერიც არ იყო, ალალი ლელო გაუქმდა.

სამართალმა პური მოგვიანებით ჭამა. 5-მეტრა შერკინების შემდეგ ლელოში გიორგი თხილაიშვილს ბურთში ჩაუჯდნენ, მაგრამ მეორე ჯერზე ხვიჩა ბუჯიაშვილისა და სანდრო ქოიავას მიძალებები 5 ქულით ბექა მამრიკიშვილმა დაასრულა, რომელმაც მბოჭავი ოსტატურად ჩამოიცილა. კობახიძე გარდასახვიდან ზუსტი იყო - 10:7.

მეორე ტაიმის დებიუტშივე დაცვაში უხეშად შევცდით, მოკლე ფრთა დაუცველი დარჩა და ალამთან ლელო მივიღეთ. მალევე ურჯუკაშვილმა წითელ ზოლში თამაში ერთხელაც გაამწვავა და ზურაბ თუთბერიძემ სივრცე მონახა, თუმცა რეფერიმ ლელო კვლავ ვერ დააფიქსირა. 5-მეტრა შერკინების შემდეგ ბუჯიაშვილმა თუთბერიძეს ბურთი გამოუგდო, მანაც მცველების არასწორი განლაგება შენიშნა და თავისი წილი ლელო მაინც მიითვალა.

კობახიძემ ზუსტი გარდასახვის შემდეგ შერკინების მიერ გამომუშავებული ჯარიმაც გამოიყენა და უპირატესობა 8 ქულამდე გაიზარდა. რუმინელებს 3 წუთში კარის წინიდან შეეძლოთ 3 ქულის აღება, მაგრამ 100%-იანი დარტყმა ძელმა აისხლიტა. მერე 42 მეტრიდან ჯარიმა ‘ბათუმსაც’ გაუცუდდა, თუმცა დრო გადიოდა და ‘ტიმიშოარა-სარასენსის’ მიერ ბოლო წამებზე გატანილმა ლელომ ‘ბათუმს’ ჯგუფური ეტაპის დაძლევაში ხელი ვერ შეუშალა - 20:17.

აღსანიშნავია, რომ „ა“ ჯგუფიდან პლეი ოფში გასულმა ‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ და ‘ჰაიდელბერგმა’, ჯგუფურ ეტაპზე თითო შეხვედრაღა წააგეს და ორივე შემთხვევაში ისინი ‘ბათუმმა’ ძლია.

1/4 ფინალი

2018 წლის 13 და 20 იანვარი (შინ და გარეთ)

ბათუმი – ტიმიშოარა სარასენსი

ჰაიდელბერგი – კალვიზანო

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Irakli Apkhaidze
აი ეგ არი რააა, იტალიაში ორივე თითქმის შეხვედრა ბოლო წუთებზე წავაგეთ და პირველი ადგილიც დავკარგეთ, არა ჰაიდელბერგის დამარცხება გაცილებით იოლი იქნებოდა... მოკლედ ყველაფერი წინაა და წარმატებები ბიჭებს. თუ კიდე გააძლიერებენ გუნდს ხომ კარგი, უფრო ძლიერი სკამი სასურველი იქნებოდა.
ზუკა
ყოჩაღ, ბიჭებო. ტიმიშოარასთან უფრომძიმე ბრძოლა იქნება პლეიოფში და იქნებ რამდენიმე მოთამაშე დავამატოთ, თუ არის შესაძლებელი, თუნდაც სკამის სიღრმისთვის.ისე, ვამბობდი და ისევ ვფიქრობ, რომ ქოიავა ნაკრებში უნდა მოისინჯოს
jei
კარგია მიდიტ ბიჭებო.მიზანი კონტინეტის ფარია..
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
კონტინენტის ფარი: "ბათუმმა" გერმანული "ჰაიდელბერგი" დაამარცხა
გავიცნოთ "ბათუმის" მეტოქე ევროთასებზე - "ჰაიდელბერგი"
კონტინენტის ფარი. I ტურის მატჩი. ლოკომოტივი - კალვიზანო [LIVE]
კონტიტენტის ფარი: თბილისის "ლოკომოტივი" იტალიურ "კალვიზანოსთან" დამარცხდა
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
რუსული კლუბი "ჩელენჯ ქაფის" საკვალიფიკაციოს მატჩს რუსთავში გამართავს
კონტინენტის ფარი: "ბათუმის" შემადგენლობა "ჰაიდელბერგთან" მატჩში ცნობილია
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" "კალვიზანო" დაამარცხა და იტალიიდან 2 მოგებით ბრუნდება
კონტინენტის ფარი: "ფიამე ორომ" "კალვიზანოს" ბრძოლა არ გაუმართა და "ლოკომოტივი" გათამაშებას გამოეთიშა
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" ორი ცვლილება "კალვიზანოსთან"
კონტინენტის ფარი: ხვალ "ლოკომოტივი" იტალიის ვიცე-ჩემპიონს ავჭალაში დაუპირისპირდება
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
ბათუმი VS ჰაიდელბერგი - იტალიურის მერე გერმანული გამოცდა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში