სუპერლიგის მორიგ ტურს ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს
სუპერლიგის მორიგ ტურს ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. დაგეგმილი სამი მატჩიდან პირველი დასრულდა - მაყურებელმა მარნეულის "დელტასა" და "სოხუმის" დაძაბული ბრძოლა იხილა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე, ქვემოქართლური გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.

ორივე გუნდისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. "მარნეულსაც" და "დელტასაც" მიმდინარე სუპერლიგაში თითო გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული და ორივეს ჰქონდა შანსი, აქტივში მეორე მოგება ჩაეწერათ.

მატჩი თანაბრად დაიწყო, მაგრამ შემდეგ სოხუმელთა უპირატესობა გამოიკვეთა. მართალია, მიხეილ კობეშავიძის გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას, თუმცა ანგარიშში გამუდმებით წინ იყო.

პირველი პერიოდი "სოხუმმა" 5 ქულით - 21:16 მოიგო და ამ სხვაობით ლიდერობდა დიდ შესვენებაზეც. მესამე მეოთხედის 26:23 მოგების შემდეგ სოხუმელები 8 ქულით - 63:55 დაწინაურდნენ და მოსაგებად სოლიდური განაცხადი გააკეთეს. დასკვნითი ათწუთეული ქვემოქართლელებმა სრული მობილიზებით ჩაატარეს - ჯერ ჩამორჩენა გააბათილეს, ხოლო ბოლო წუთზე, ზვიად ანთაძის სწრაფი გარღვევის შემდეგ 2 ქულით დაწინაურდნენ. გადამწყვეტ შეტევაში სოხუმელებმა ბურთი დაკარგეს, თუმცა თამაშის გადარჩენის შანსი მაინც შერჩათ - კვან უოლერმა გამათანაბრებელი სამქულიანი ააცილა და შეხვედრა მარნეულელთა სასარგებლოდ - 71:68 დასრულდა.

გამარჯვებულებს 16 ქულითა და 7 მოხსნით ზვიად ანთაძემ ულიდერა. 16 ქულა დააგროვა დეანდრე რეიმ, ხოლო ნიკ ნილის ანგარიშზე კი 3 ქულა და 5 პასი დაგროვდა. სოხუმელებს კვან უოლერმა ულიდერა - 21 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი. 17 ქულა იყო მაიზერ რევაზაშვილის ანგარიშზე.

შემდეგ მატჩში ერთმანეთს "დინამო" და "რუსთავი" დაუპირისპირდებიან.

თემურ კანკია, მარნეულის "დელტას" მთავარი მწვრთნელი: "ერთი ტრავმირებული მოთამაშე უკვე დაგვიბრუნდა, გუნდს შეემატა ახალი ამერიკელი წევრიც ცენტრის პოზიციაზე. თანდათან ფორმაში შევდივართ და შედეგიც სახეზეა. იმედია, დანარჩენი ტრავმირებული მოთამაშეებიც მალე დაგვიბრუნდებიან".

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
სუპერლიგა: "რუსთავმა" "მარნეულს" ბოლო წამებზე მოუგო
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
"ქუთაისმა" "მარნეულს" სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სუპერლიგა. XIX ტური: "დელტამ" სოხუმს" 22-ქულიანი სხვაობით სძლია
სუპერლიგა: "დელტამ" "ბათუმი" 11-ქულიანი სხვაობით დაამარცხა