სუპერლიგა: "მგზავრებმა" "დელტა" 20 ქულით დაამარცხა
სუპერლიგის მორიგი სათამაშო დღე დასრულდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მე-3 მატჩში ერთმანეთს “მგზავრები” და მარნეულის “დელტა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისური გუნდის უპირატესობით დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა კიდეც. ქვემოქართლელებმა “მგზავრებს” წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ჩემპიონატში მე-10 მარცხი იწვნიეს.

არადა, ამ გუნდებს შორის ცხრილში სხვაობა მცირე იყო და გამარჯვების შემთხვევაში “დელტა” მგზავრებს” მოგებებით უთანაბრდებოდა. პირველი პერიოდის შემდეგ მარნეულელები მეტოქეს 7 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა დიდი შესვენებისთვის სხვაობა 10 ქულამდე გაიზარდა. “მგზავრების” მოთამაშეები სწრაფად და რაც მთავარია, ზუსტად თამაშობდნენ. სხვაობაც მათ სასარგებლოდ იზრდებოდა და ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. მატჩის ბოლომდე თბილისურმა გუნდმა 20 ქულამდე გაზარდა უპირატესობა და 97:77 გაიმარჯვა.

ეს გახლდათ “მგზავრების” მე-4 გამარჯვება მე-11 მატჩში და ამ შედეგით ეს გუნდი ცხრილში მე-7 ადგილზეა. გამარჯვებულებს 23 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა ადრიან ბოუის, ხოლო ოთარ ფხაკაძემ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. “დელტაში” 14-14 ქულა სამმა კალათბურთელმა დააგროვა: ლევან ელიაძემ, ტაილერ ალდერმანმა და ნიკოლას ნილმა.

სუპერლიგის მორიგი მატჩი 24 დეკემბერს, რუსთავში გაიმართბა, სადაც სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ნიკა ცინცაძე, “მგზავრების” მწვრთნელი:

“თამაში ცოტა ნელა დავიწყეთ. გვქონდა ბევრი შეცდომა, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი გამოვასწორეთ. ჩვენი მთავარი პლუსი იყო დაცვა, სადაც არაერთი ბურთი ჩავჭერით და შემდეგ გავრბოდით სწრაფ შეტევაში. სტატისტიკა ჯერ არ მინახავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სწრაფ შეტევებში გვქონდა მთავარი უპირატესობა. ბიჭებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი და ეს ანგარიშზეც აისახა”.

თემურ კანკია, მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი:

მეტოქე გუნდი აშკარად უკეთ იყო მომზადებული თამაშისთვის, ვერ გავუწიეთ სათანადო წინააღმდეგობა და შედეგიც სახეზეა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ქუთაისი" ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
"დელტამ" "ქუთაისი" დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"დელტამ" "მგზავრები" ნახევარფინალურ სერიაში 2:0 ჩამოიტოვა
"დელტამ" "მგზავრები" სერიაში 3:0 დაამარცხა და სუპერლიგის ფინალში გავიდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
"დელტამ" სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ