საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” დაკავებული მწვრთნელი - შევცდით ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის
შევცდით, ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის, - ამის შესახებ საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა. კვარაცხელიამ ქართულ კალათბურთში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც მსაჯებს, ისევე მწვრთნელებს მიზერული ანაზაღურებისთვის უწევთ მუშაობა.

”არ ვარ საშიში პიროვნება. მთელი ცხოვრებაა საქართველოსთვის ვიბრძვი. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და მერე გამოვედი იქიდან. 30 ათასი ბავშვი გავზარდე. აქედან 6 გავუშვი ეროვნულ ნაკრებში. კალათბურთი საშინელ დღეშია. ერთი დარბაზის დაქირავება 6 ათასი გვიჯდება, როცა 100 და 150 ლარებს ვიღებთ გასამრჯელოს მწვრთვნელები თუ მსაჯები. შევცდით, ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის. იმდენად რთულ ვითარებაშია ქართული კალათბურთი ფინანსურად, რომ გამოჩნდა ეს დათო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ჩანერგილი და შევცდით, კი ბატონო", - განაცხადა კვარაცხელიამ.

თავის მხრივ თემურ დათიკაშვილმა აღნიშნა, რომ პირი, რომელიც მას ეკონტაქტებოდა, ტერორში ამყოფებდა.

"მე როცა შევხვდი დავითს, ამის შემდეგ მირეკავდა ტელეფონზე გამუდმებით და აღარ ვპასუხობდი. ტერორში ვიყავი ფაქტობრივად. გვეუბნებოდნენ, თუ ასე გიჭირთ, წინასწარ მოგცემთ ფულსო", - აღნიშნა დათიკაშვილმა.

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები, კალათბურთის დაკავებული მსაჯები ირაკლი და დავით ბერიშვილები წარდგენილ ბრალს აღიარებენ.

წყარო: ipn.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
სასამართლომ გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ორს - 5-ათასლარიანი გირაო
გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
ანატოლი ბოისა: მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მწვრთნელი: ბოდიში ყველას, ვისაც იმედი გავუცრუე
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ
ადვოკატი იასონ ბესელია ვარაუდობს, რომ გარიგებული მატჩების საქმეში ტოტალიზატორებიც იყვნენ ჩართულები
თამარ აბესაძე: მათი პოზიციაა, რომ ასეთი სახის დანაშაული არის პროვოცირებული
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს