შიო ხეცურიანმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე მოხსნა
შიო ხეცურიანმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე მოხსნა.

მისი განცხადებით, არ სურდა, დადგმულ სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა.

კალათბურთში ბოლო დროს არასასიამოვნო მოვლენა მოხდა. 5 პიროვნება ე.წ. ჩაწყობილი თამაშების ბრალდებით რამდენიმე დღის წინა დააკავეს.

მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თეგი - ჩაწყობილი თამაშები

Sportall.ge ხეცურიანს დაუკავშირდა და ამ თემებზე ესაუბრა.

- უპირველეს ყოვლისა, ბოლო დროს კალათბურთში განვითარებულ მოვლენებზე გკითხავთ. რას იტყოდით იმ 5 პირზე, რომლებიც დააკავეს? ამ თემის გარშემო თქვენი აზრი გვაინტერესებს...

- ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და სჯობს, დაველოდოთ მის დასრულებას და სასამართლო გადაწყვეტილებას. რამდენადაც ჩემთვის პრესის საშუალებით გახდა ცნობილი, ბერიშვილებმა და ვაჟა კვარაცხელიამ აღიარეს დანაშაული.

სამწუხარო და შემაშფოთებელია ასეთი ფაქტები ქართულ კალათბურთში.

- თქვენ ამბობდით, რომ ქართულ კალათბურთში ბევრი არასწორი საქციელი ხდება. გულისხმობდით თუ არა მსგავს საქციელს?

- მე ვსაუბრობდი და ვსაუბრობ ქართულ კალათბურთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე - კომპლექსურ პრობლემებზე. აღნიშნული ფაქტი მხოლოდ ერთ-ერთი დადასტურებაა ამ პრობლემების.

- თქვენ არჩევნებს დადგმული სპექტაკლი უწოდეთ. რა მოხდა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე, როგორ მოხდა გუნდის წევრებთან შეთანხმება კანდიდატურის მოხსნის შესახებ?

- ვფიქრობ, რომ ამ თემის შესახებ უკვე ყველაფერზე ვისაუბრე.

- თქვენ აღნიშნავდით, რომ პაატა გურასპაული ფედერაციის კანდიდატი იყო, თავად გურასპაული კი ამას ცილისწამებას უწოდებდა. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

- მგონი, ამ საკითხზე კითხვა აღარ დარჩა. ფაქტი სახეზეა.

- არჩევნებამდე იყო საუბარი, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში კალათბურთისთვის ყველა ერთმანეთს  გვერდში უნდა დადგომოდა. დაგიკავშირდათ თუ არა პაატა გურასპაული?

- არ დამკავშირებია.

- თუ დაგიკავშირდებათ და შემოგთავაზებთ, რომ თქვენი პროგრამიდან რომელიმე პროექტი განახორციელოს, დათანხმდებით თუ არა მას?

- პროგრამა საჯაროდ დევს ინტერნეტსივრცეში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განახორციელოს ამ პროგრამიდან რომელიმე პროექტი. არ სჭირდება ჩემი ნებართვა. მეც და ჩემს თანამოაზრეებს მხოლოდ გაგვიხარდება კალათბურთის საკეთილდღეოდ გაკეთებული საქმე.

- რას იტყოდით პაატა გურასპაულის შესახებ, თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა მას სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა?

- კალათბურთის ფედერაციაში სისტემური პრობლემაა. ამ სისტემის წევრია პაატა გურასპაული. შესაბამისად, მას ძალიან გაუჭირდება რადიკალური ცვლილებების განხორციელება.

- სწორედ ერთ-ერთ პრობლემას მინდა დავუბრუნდეთ. დაკავებული პირები საუბრობდნენ, რომ ამ ზომამდე იმიტომ მივიდნენ, რომ ანაზღაურება დაბალი იყო და კალათბურთში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენ ამის შესახებ?

- წავიკითხე ვაჟა კვარაცხელიას ეს ნათქვამი კალათბურთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ის, რომ მძიმე მდგომარეობაა კალათბურთში, დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიუხედავად ყველაფრისა, ცალსახად მიუღებელია ასეთი ფაქტები, ვგულისხმობ თამაშებით მანიპულირებას.

- არჩევნების წესზე რას იტყოდით? როგორც ცნობილია, ერთ სუბიექტს რამდენიმე ხმის უფლება აქვს...

- არჩევნების ჩატარების არსებული წესიც და არჩევნებამდე ფედერაციის მიერ განხრციელებული ქმედებები მიუღებელია.

- დაბოლოს, რას აპირებს მომავალში შიო ხეცურიანი?

- ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას კომპანია "იუჯითი ჯგუფში" და პარალელურად, ქართული კალათბურთის განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ვგეგმავ ჩემს თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად.

ყური მიგდეს ყური მიგდე
ფიქრით ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება იფიქროს კაცმა, მაგრამ კაცისთვის ყველაფრის წომოხრანტალება ძალიან ცუდი ტონია, მით უმეტეს რაღაცას ამოფარებული სახელით.
არ ვეთანხმები "დაშვებული ცერის" ავტორებს!
არ იყო საჭირო ასეთი თავგამოდება. არა! მორჩა და აწი თუ გინდათ კაცებო(!), გაათეთრეთ ციხეში მყოფ ხალხზე აუგის (და)მწერი კაცი...
დიტო
ვერ დაგეთანხმები ფედერაციის ბრალს რომ ვერ ხედავ... ეგრე იძახიან სტალინმაც არ იცოდა ხალხს რომ კლავდნენო...
მინდია
"ყური მიგდე" კომენტარებში რომ წერ შიო ჩაუშვებდაო, მაგას თუ აპირებდა არჩევნებამდე იზავდა მაგ საქმეს ეგეთზე წამსვლელი რომ იყოს და მარტივად მოიგებდა...
JZ
არჩევნების ბოლო კვირეულში არ იძახოდა ფეხერაცია რომ კალათბურთში ყველაფერი კარგად არისო? შიოს პრიორიტეტებში იყო მსაჯთა პრობლემების მოგვარება რაც გამოჩნდა კიდეც რომ მართლაც სწორედ იყო იდენტიფიცირებული ისევე როგორც სხვა დეტალები. ფედერაციამ ბინძურად ჩაატარა არჩევნები და ეხლა მსაჯებისგან გვიკვირდეს სიბინძურე??
კო-ტო
რა კომენტარი შეიძლება გააკეთოს კაცმა? არც არაფერი. წავალ და შევექცევი გრეჩიხას, ბოდიში წიწიბურას, რომელიც ძალიან უხდება ქოლესტერინის რეგულაციას.
ყური მიგდე
ვფიქრობ, თვიტონაა გარეული დაჭერილების ,,ჩაშვებაში,,
Mate
ახლა ეს რამის აზრზეა?! რა შუაშია ფედერაციის კარგი, ან ცუდი მუშაობა თუ ისედაც 100%-ით ძლიერი გუნდი 25-ზე მეტი, ან ნაკლები ქულით მოიგებს. პრობლემა ის არის, რომ მსოფლიოში უამრავი ტოტალიზატორია და ყველას ვერ გააკონტროლებ, როდის რა თამაშს დადებს. ასეთი მცირე გარიგებები(მეტი, თუ ნაკლები სხვაობა, მეტი, თუ ნაკლები ბარათი და ა.შ.), რომლებიც არც შედეგზე, მით უმეტეს სატურნირო ცხრილზე არ აისახება, უამრავია ყველა ქვეყანაში და სპორტის ყველა სახეობაში. რეალურად, ეს "გარიგებული" თამაშები არც არის, რადგან სპორტსმენები თითქმის არ მონაწილეობენ. მოკლედ, თავი და თავი ტოტალიზატორია. უნდა ეცადონ, მაქსიმალურად(რამდენადაც შესაძლებელია) აკონტროლონ, რომელიმე ტოტალიზატორზე ხომ არ დევს ესა თუ ის თამაში.
გარკვეული სიმპატიის მიუხედავად
ამ საკითხებზე და ასე "ოპერატიულად" მოსაზრებების დაფიქსირებას, თავის შეკავება აჯობებდა!
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
კალათბურთის განვითარების პროგრამით სამეგრელომ და აჭარამ ინვენტარის მორიგი შევსება მიიღო
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
სასამართლომ გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ორს - 5-ათასლარიანი გირაო
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ
"სამტრედიასთვის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან დიდი წარმატებაა - კლუბის დირექტორი
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” დაკავებული მწვრთნელი - შევცდით ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის
საკალათბურთო კლუბ "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა
ანატოლი ბოისა: მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა
"საკალათბურთო ოჯახის" არასაკალათბურთო თამაშები
იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მწვრთნელი: ბოდიში ყველას, ვისაც იმედი გავუცრუე
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
რა გეგმები აქვთ ახალ მფლობელებს თბილისის "დინამოში"? - ინტერვიუ შიო ხეცურიანთან
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
ადვოკატი იასონ ბესელია ვარაუდობს, რომ გარიგებული მატჩების საქმეში ტოტალიზატორებიც იყვნენ ჩართულები
თამარ აბესაძე: მათი პოზიციაა, რომ ასეთი სახის დანაშაული არის პროვოცირებული