სუპერლიგა: "ბათუმი" - "მგზავრები" 78:70
საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი მატჩი ბათუმში ჩატარდა. აჭარის დედაქალაქში სათამაშოდ "მგზავრები" ჩავიდა, რომელმაც მასპინძლებს ღირსეული ბრძოლა გაუმართა და შეხვედრა ბოლო წუთებზე – 70:78 დათმო.

"ბათუმმა" ჩემპიონატი შედეგიანად დაიწყო, თუმცა შემდეგ რამდენიმე მოულოდნელი მარცხი განიცადა და ახლა ცხრილში საქმის გამოკეთებას ცდილობს. ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი გახლდათ დღევანდელი მატჩი ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ "მგავრებთან". ვლადიმერ ბოსნიაკის გაწვრთნილ ბათუმელებს გულშემატკივართა სოლიდური დახმარება ჰქონდათ და მათაც იმედები არ გააცრუეს. მატჩის გადამწყვეტ პერიოდში გამოჩენილი შედეგიანობის წყალობით "ბათუმმა" 78:70 იმარჯვა და აქტივში მე-7 გამარჯვება (12 მატჩში) ჩაიწერა.

არადა, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი "მგზავრები" საკმაოდ კარგად ირჯებოდნენ და გუნდური თამაშის წყალობით მეორე პერიოდის ბოლოსწინა წუთზე 14 ქულით – 44:30 დაწინაურდნენ. დიდ შესვენებამდე დარჩენილი მონაკვეთი მასპინძლებმა 5:0 მოიგეს და ჩამორჩედნა 9 ქულამდე შეამცირეს. შესვენებიდან დაბრუნებული ბათუმელები უფრო შედეგიანად ათამაშდნენ და ანგარიში გაათანაბრეს. "მგზავრებმა" არ დათმეს და მესამე პერიოდი ბრძოლაში, ლიდერის ამპლუაში ჩაამთავრეს – 56:54.

ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა მეტოქე მაინც გატეხეს, თუმცა ბოლო წუთებამდე გარკვეული არაფერი იყო. ბათუმელებმა საბოლოოდ 8 ქულით იმარჯვეს და 2017 წლის თამაშები დაასრულეს. აჭარულ გუნდს ამერიკელმა სპენსერ კოლინსმა ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი – 25 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 13 ქულა ილია შემოსიუკმა, ხოლო 12 – ლეონიდ სტეპანიშინმა მოაგროვა. "მგზავრებში" 16 ქულით ბომბარდირი გახდა ავთო ლომინაშვილი. 15 ქულა მოაგროვა დავით ბარბაქაძემ, ხოლო 12-12 – კახა ჯინჭარაძის და ადრიან ბოუის ანგარიშზეა.

სუპერლიგის მიმდინარე წლის ბოლო მატჩები დღეს, 30 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: "ოლიმპი" – "მარნეული" (16:00), "დინამო" – "სოხუმი" (18:00).

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში