სუპერლიგა: "დინამო" "მგზავრებთან" დამარცხდა
სუპერლიგის დღევანდელი მატჩები გვარიანი მოულოდნელობით დაიწყო. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა “დინამომ” ერთ-ერთ აუტსაიდერთან წააგო. დინამოელებს მიმდინარე სუპერლიგაში ერთადერთი მატჩი, ისიც 1 ქულით, ქუთაისში ჰქონდათ წაგებული, ხოლო დღეს ირაკლი ხოშტარიას გუნდმა მეორე შეხვედრა “მგზავრებთან” დათმო.

შეხვედრის პირველმა პერიოდმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, ხოლო მეორეში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” იძალეს და მეტოქეს ჯერ 10 ქულით გაექცნენ, შემდეგ კი, დიდი შესვენებისთვის 42:29 დაწინაურდნენ. მესამე პერიოდიდან ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს (51:53), მაგრამ “მგზავრებმა” არ დათმო და ლიდერობა არ დათმო. მესამე მეოთხედის შემდეგ ბერიშვილის გუნდი 60:55 იგებდა.

გადამწყვეტ პერიოდში თანაბარი თამაში გაგრძელდა. “მგზავრების” კალათურთელები უპირატესობას არ თმობდნენ და შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კვლავ 5 ქულით – 63:58 იგებდნენ. ავთანდილ ლომინაშვილისა და ადრიან ბოუის შედეგიანობით “მგზავრებმა” 1 წუთში 5 ქულა მიითვალა და 68:58 დაეწინაურდა. დარჩენილ დროში დინამოელებმა ვერაფერი შეცვალეს. ბოლომდე მებრძოლმა “მგზავრების” მოთამაშეებმა ლიდერობა შეინარჩუნეს და მიმდინარე ჩემპიონატში მე-4 გამარჯვება მოიპოვეს.

გამარჯვებულთაგან 20 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ავთანდილ ლომინაშვილი. 16-16 ქულა დააგროვეს ადრიან ბოუიმ და კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ბერნარდ ნკალის ანგარიშზე 11ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. “დინამოში” 18 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. მეორე დინამოელი, რომელმაც 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, ლევან ფაცაცია იყო 11 ქულით.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ბუბა ბერიშვილი – „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი:

„დინამო“ ფავორიტი გუნდია, შესაბამისად, მაქსიმალურად ვემზადებოდით ამ თამაშისთვის. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო ასეთი შედეგისთვის. ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი, თუმცა ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბიჭები დარწმუნდნენ, ნებისმიერ გუნდთან შეიძლება თამაშის მოგება.“

ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„პირველ რიგში, ვულოცავ „მგზავრებს“ გამარჯვებას. ღირსეულად ითამაშეს და თითქმის ყველა კომპონენტში გვაჯობეს. ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები შემადგენლობის მხრივ, თუმცა ეს არ გვამართლებს. მთელი სეზონი წინაა, ეს მხოლოდ რიგითი თამაში იყო, რომელიც წავაგეთ, ახლა კი მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის. ამ ეტაპზე ეს შედეგი კატასტროფული არ არის, თუმცა აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ დღევანდელი თამაშის ხარისხზე და გამოვასწოროთ.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს