სუპერლიგა: "კაკტუსი" - "მგზავრები" 90:82
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ნახევარი დასრულდა. მეორე წრის ბოლო შეხვედრაში “კაკტუსი” და “მგზავრები” დაუპირისპირდნენ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა მეტოქე მეორე ნახევარში გატეხეს და სოლიდურ უპირატესობას დაეუფლნენ, რის გაბათილებასაც “მგზავრები” ბოლო წუთებამდე ეცადა, მაგრამ ამაოდ. “კაკტუსმა” 90:82 გაიმარჯვა – მე-9 გამარჯვებას დაეპატრონა და “ოლიმპისა” და “ბათუმის” მსგავსად 25 ქულა დააგროვა.

შეხვედრის პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა. მეორე ათწუთეულიც თანაბრად წარიმართა და დიდი შესვენებისთვის კაკტუსელები მხოლოდ 1 ქულით იგებდნენ. მესამე მეოთხედი გამოდგა გარდამტეხი, რომელშიც დეანდრე პარკსისა და დავით ლომიძის შედეგიანობით “კაკტუსმა” 22:14 მოიგო და 9 ქულით დაწინაურდა.

ბოლო პერიოდში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდის ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გაირკვა. ბუბა ბერიშვილი წაგებას არ ეგუებოდა და წუთშესვენებებზე “მგზავრების” მოთამაშეების მომართვას ცდილობდა, თუმცა მატჩის შემობრუნება არ გამოუვიდა და შეხვედრაც კაკტუსელთა 8-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

პარკსის ანგარიშზე 26 ქულა დაგროვდა, დავით დოლიძემ კი 6 სამიანი და ჯამში 22 ქულა ჩააგდო. “მგზავრებს” 33 ქულით ადრიან ბოუიმ ულიდერა, ხოლო მეორე ამერიკელმა ლეგიონერმა – ტეილორ სტეფორდმა შეხვედრა 19 ქულით დაასრულა.

სუპერლიგა 7 თებერვალს განახლდება. მანამდე კი ქუთაისში მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი, ასევე სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართბა.

არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:

„პირველ რიგში, ჩემს ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას. „მგზავრები“ საკმაოდ კარგი გუნდია. დაცვაში თამაშით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მოგება მოგებაა. კარგია, რომ მეორე წრე გამარჯვებით დავამთავრეთ. ახლა მეოთხე ადგილზე ვართ და შევეცდებით გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი.“

ნიკა ცინცაძე – „მგზავრების“ მწვრთნელი:

„დღევანდელი თამაში ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ. 14 ჯარიმა ავაცილეთ – წავაგეთ 13 ქულით. ჯარიმების ნახევარი მაინც რომ ჩაგვეგდო, თანაბარი თამაში შედგებოდა. ასე რომ, ყველაფერი ჩვენი შეცდომების ბრალია.“

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება