საჩემპიონო ინტრიგა ერთი ტურით გაცოცხლდა და ისევ მოკვდა - საქმე ისაა, რომ "ლიონი" პსჟ-ის მდევრად ვერ გამოდგა
საჩემპიონო ინტრიგა ერთი ტურით გაცოცხლდა და ისევ მოკვდა - საქმე ისაა, რომ "ლიონი" პსჟ-ის მდევრად ვერ გამოდგა - მართალია, წინა ტურში სენსაციურად დაამარცხა უნაი ემერის გუნდი და 8 ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ახლა სენსაციურადვე წააგო "ბორდოსთან" და სხვაობა ისევ 11 ქულა გახდა.

"ბორდოში" დებიუტი ჰქონდა გუსტავო პოიეტს და ურუგვაელმა სპეციალისტმაც ხმამაღალი სენსაციით დაიწყო. ერთი ეგაა, მალკომის პენალტი ენითაუწერელი სიმულანტობის შემდეგ გავიდა. მალკომს ჰოლივუდში მომავალი აშკარად ექნებოდა...

პსჟ კი მბაპეს გარეშეც მაგარია - "მონპელიეს" დაცვამ სეზონის მთავარ გამოცდას ვერ გაუძლო და ერთბაშად 4 გოლი გაუშვა. აქედან ორი ნეიმარის იყო, თუმცა მთავარი ედინსონ კავანის გოლია.

ურუგვაელმა ზლატანის რეკორდი დაამხო და პსჟ-ის ლეგენდა გახდა - 157 გოლით.

ედინსონ კავანი (პსჟ): "ეს რაღაც საოცრებაა, ახლაც კი ემოციებში ვარ. რეკორდი დავამყარე და პსჟ-ის ფანებისგან უდიდესი სიყვარული და სითბო ვიგრძენი. აქ ძალიან ბედნიერი ვარ".

Video

27.01.18 პსჟ - მონპელიე 4:0

"ველოდრომზე" ტურის ცენტრალური შეხვედრა შოუთი დაიწყო - ბურთი მოედნის ცენტრში პარაშუტისტმა "ციდან" მოიტანა. მატჩი კი ისე დასრულდა, რომ ლიონში შვებით ამოისუნთქეს, რადგან "ველოდრომზე" ორივე გუნდმა დაკარგა ქულები - 2:2.

Video

29.01.18 მარსელი - მონაკო 2:2

მე-13 გოლი გაიტანა მარიო ბალოტელიმ, მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან "მეცის" იაპონელ მეკარე კავაშიმას პენალტის ნიშნულიდან ვერ აჯობა - იტალიელმა დამატებაზე იყოჩაღა, თუმცა მისმა "ნიცამ" აუტსაიდერთან ორი ქულა დაკარგა.

ფაქტები

"დიჟონმა" მშობლიურ "სტად გასტონ-ჟერარზე" ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა.

ფლორან ბალმონმა (დიჟონი) გოლი და საგოლე პასი ერთ მატჩში კარიერაში პირველად მიითვალა. არადა, იგი 1 კვირაში 38 წლის ხდება.

ედინსონ კავანი "პარი სენ-ჟერმენის" ყველა დროის ბომბარდირი გახდა ყველა შეჯიბრებაში - მან 157 გოლი გაიტანა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადაუსწრო.

ნეიმარმა ბოლო 7 პენალტიდან 7 გაიტანა.

ამ სეზონში პსჟ-მა 72 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში. "მანჩესტერ სიტიმ" 70 გოლი გაიტანა.

ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა ნეიმარმა მიიღო - 28 (17 გოლი, 11 საგოლე პასი).

ეიჯი კავაშიმამ (მეცი) ზედიზედ მესამე პენალტი აიღო ლიგა 1-ში.

"ლიონმა" ამ სეზონში 7 გოლი პენალტით გაუშვა. მეტი მხოლოდ "დიჟონის" "ანგარიშზეა".

"ლიონმა" ჟირონდაში მარცხით 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ლიგა 1. XXIII ტური

დიჟონი-რენი 2:1

გოლები: 1:0 ბალმონი (30), 1:1 სარი (41), 2:1 ტავარეში (65)

პსჟ-მონპელიე 4:0

გოლები: 1:0 კავანი (11), 2:0 ნეიმარი (40-პენ), 3:0 დი მარია (70), 4:0 ნეიმარი (82)

პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტ. სილვა (46. მარკინიოსი), კიმპემბე, კურზავა - დრაქსლერი (67. პასტორე), ლო სელსო, რაბიო (77. ნკუნკუ) - დი მარია, კავანი, ნეიმარი

ანჟერი-ამიენი 1:0

გოლი: 1:0 კაპელი (6)

გენგამი-ნანტი 0:3

გოლები: 0:1 ტომასონი (61), 0:2 სალა (86-პენ), 0:3 ნგომი (93)

მეცი-ნიცა 2:1

გოლები: 1:0 რუ (50), 1:1 ბალოტელი (58), 2:1 რუ (62)

გაძევება: ლე მელუ (38. ნიცა)

გამოუყენებელი პენალტი: ბალოტელი (58. ნიცა)

სენტ ეტიენი-კაენი 2:1

გოლები: 0:1 როდელენი (11), 1:1 ნტეპი (35), 2:1 ბამბა (78)

ტულუზი-ტრუა 1:0

გოლი: 1:0 სანოგო (11)

ლილი-სტრასბური 2:1

გოლები: 1:0 ელ-ღაზი (76), 1:1 საადი (78), 2:1 ედგარ იე (91)

ბორდო-ლიონი 3:1

გოლები: 1:0 დე პრევილი (22), 2:0 მალკომი (27-პენ), 3:0 ლაბორდი (45+1-პენ), 3:1 მარსელო (44)

გაძევება: ოტავიო (76)

მარსელი-მონაკო 2:2

გოლები: 0:1 ბ. კეიტა (4), 1:1 რამი (7), 2:1 ჟერმენი (47), 2:2 ფაბინიო (51)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, რამი, როლანდო, საკაი - სანსონი, ლუის გუსტავო - ტოვენი, პაიე (84. ნ"ჟიე), ოკამპოსი (49. ზამბო ანგისა) - ჟერმენი (92. მიტროღლუ)

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ა. ტურე, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - ტილემანსი, ფაბინიო - ღეზალი (69. რონი ლოპეში), ჟოაო მოუტინიო, ბ. კეიტა - ფალკაო

ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ); 17 - ნეიმარი (პსჟ); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 13 - მარიანო დიასი (ლიონი), მარიო ბალოტელი (ნიცა).

მომდევნო ტური

2 თებერვალი: მარსელი-მეცი

3 თებერვალი: ლილი-პსჟ, ამიენი-სენტ ეტიენი, მონპელიე-ანჟერი, ნიცა-ტულუზი, სტრასბური-ბორდო, ტრუა-დიჟონი

4 თებერვალი: რენი-გენგამი, კაენი-ნანტი, მონაკო-ლიონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
მე-4 დივიზიონში დაქვეითებულმა "ბორდომ" ენდი ქეროლი დაიმატა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
პიუელი კვლავ საქმეშია - მას ნაცნობ კლუბში მძიმე მემკვიდრეობა დახვდება
[VIDEO] დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
"ბორდოში" სათამაშოდ ჩემი ფინანსების გაღებაც კი მიწევს" - ქეროლმა ახსნა, რატომ გადავიდა მე-4 დივიზიონში დაქვეითებულ დავითაშვილის ყოფილ კლუბში
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა