ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გავუსწოროთ თვალი პრობლემებს - ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის მიზეზები

გავუსწოროთ თვალი პრობლემებს - ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის მიზეზები

ჩვენს ქვეყანაში ხშირად იტყვიან ხოლმე - "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო", ან ეს ასეც შეიძლება ითქვას
ჩვენს ქვეყანაში ხშირად იტყვიან ხოლმე - "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო", ან ეს ასეც შეიძლება ითქვას - "არაფერი გაუკეთებია, ამდენს მიაღწია, რომ ეშრომა, რაღას იზამდაო".

რამდენიმე დღის უკან ერთ-ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელთან, გიორგი ქოჩორაშვილთან ინტერვიუ ჩავწერე, რომელმაც მითხრა, ბევრი ფეხბურთელი პირველი ხელფასის შემდეგ სპორტს იმდენ ყურადღებას აღარ უთმობსო...

"თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას"

მსოფლიო სპორტი რომ ფინანსებმა წალეკა და არარეალური გარიგებები კეთდება, ფაქტია, თუმცა ამ გარიგებამდე მისვლას ხომ დიდი შრომა და პროფესიონალიზმი სჭირდება. ალბათ, ყველა შევთანხმდებით, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად არც ნეიმარი დაბადებულა და "ოქროს ბურთი" კრიშტიანო რონალდოს კარიერაში ხუთჯერ "ჩაწყობით" არ მოუგია.

აგერ, უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ვწერთ პრობლემაზე, რომელიც ქართულ სპორტში ერთ-ერთ მთავარ თავსატეხად იქცა.

ინტერვიუ ისე არ ჩაივლის, რომ რესპონდენტს არ ვკითხოთ - "რატომ ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზაციას ქართველი ფეხბურთელები ქვეყნის ფარგლებს გარეთ?" - პასუხი სხვადასხვაა... ზოგი ამას აკლიმატიზაციას აბრალებს, ზოგიც ენის ბარიერს უტრიალებს; არიან ისეთებიც და მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია, რომლებიც ამბობენ, მწვრთნელი შეიცვალა და ახალი მწვრთნელი არ მათამაშებდაო.

ირაკლი სირბილაძემ, რომელიც ფინეთის მე-3 ლიგის გუნდში გადავიდა, თქვა - ინფრასტრუქტურის პრობლემა აქ მე-4 ლიგაშიც კი არ აწუხებთ და შორიდან ყველაფრის ყურება ადვილი ჩანსო. მისივე თქმით, ჩვენს უმაღლეს ლიგაში 2-3 გუნდს თუ აქვს ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც ფინეთის დაბალ ლიგებშია და ამიტომ არ მინდოდა საქართველოში დაბრუნებაო. ანუ პრობლემა ინფრასტრუქტურის არქონაა.

ფინურ პრესაში ეწერა - ჩვენ მხოლოდ 3 ქართველი გვახსენდება: იოსებ სტალინი, საშა ჩივაძე და ირაკლი სირბილაძე

აქვე გაჩნდება კითხვა, პოლიგლოტად ალბათ არც კახი კალაძე დაბადებულა ან როგორ გადიოდა შოთა არველაძე აკლიმატიზაციას, ან მწვრთნელი ლევან კობიაშვილს არ შეცვლია?! მაშ, როგორ მიაღწიეს ამ ფეხბურთელებმა წარმატებას, როგორ ითამაშეს დიდი ფეხბურთი, რომლებსაც თავიანთ გუნდებში დღესაც იხსენებენ? ესე იგი, რა გამოდის, დღეს ქართველ ფეხბურთელებს შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი აკლიათ.

ერთ-ერთი ბოლო ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა, ბუდუ ზივზივაძეა. თბილისის "დინამოში" დაბრუნებულმა ფორვარდმა თქვა, "ესბიერგში" ჩემი წასვლა შეცდომა იყოო და იქვე დაამატა: ყველას ვურჩევდი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი არ დატოვონ და აგენტებს არ დაუჯერენო.

ყველას ვურჩევდი, ეს არ გააკეთონ... - ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძესთან

აქვე, ამის საპირისპირო არგუმენტსაც მოვიყვანთ. დაახლოებით ერთი თვის წინ "ბალმაზიუვაროშში" ლაშა შინდაგორიძე ჩაირიცხა, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ადრეც ირჯებოდა. შინდაგორიძემ კი ზივზივაძისგან აბსოლუტურად განსხვავებული რამ გვითხრა:

"აქედან წასვლის შანსი მომეცა და ამას არ გამოვიყენებდი?!" სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა - დღეს აქედან გარბიან, გარბიან ისე, როგორც ფორესტ გამპი და შეიძლება მასზე სწრაფადაც.

ლაშა შინდაგორიძე: საქართველოდან წასვლა ყოველთვის მინდოდა

ტყუილად კი არ გვითხრა სოსო ფრუიძემ, რომელსაც დღევანდელ ქართულ ფეხბურთში დიდი სიტყვა ეთქმის:

"ჩვენი ჩემპიონატი ორ ნაწილად გაიყო, ვინც აქედან წავიდა და ვინც კიდევ გაქცევაზეა".

სოსო ფრუიძე: ხელფასების მხრივ, "ჩიხურა" 2-3 გუნდს თუ სჯობს

ზოგადად, გადავხედოთ ბოლო წლების სტატისტიკას. სად მიდიან ეროვნული ლიგის ბომბარდირები თუ საუკეთესო ფეხბურთელები? ზივზივაძე უკვე ვახსენეთ და ამჯერად ეროვნული ლიგა 2017-ის საუკეთესო ბომბარდირ ირაკლი სიხარულიძეზეც ვთქვათ. მას კონტრაქტს თბილისის "დინამო" სთავაზობდა, მაგრამ რა გააკეთა მან? მანაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლა და თანაც ისეთ გუნდში ჩარიცხვა ამჯობინა, რომელიც თავისი ქვეყნის ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვის. ის კი იმით ახსნა, ამით უფრო განვვითარდებიო.

ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია

რა არის ამის მთავარი მიზეზი, რომ ფეხბურთელები საქართველოს საუკეთესო კლუბებიდან ისეთ კლუბებში მიდიან, რომლებიც დასარჩენად იბრძოლებენ? პასუხი ალბათ ფინანსებია. რა თქმა უნდა, განვითარების ახალი ეტაპი დგება, მაგრამ ფინანსები ამ გადაწყვეტილებაში დიდ როლს თამაშობს.

სავარაუდოდ, ჩვენს ჩემპიონატში, თუნდაც 1-2 ადგილზე მყოფ კლუბებს, არ აქვთ იმდენი ფინანსური რესურსი, რომ ფეხბურთელს იმაზე მეტი ხელფასი შესთავაზონ, რასაც ჩეხეთის თუ უნგრეთის ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები სთავაზობენ.

კვლავ სოსო ფრუიძის სიტყვებს მოვიყვანთ, რომელმაც თქვა, ფული არ გვაქვს, ფეხბურთელები გარბიან და როგორ გავაჩეროო? ყველაფერ ამას კი მოსდევს შემდეგი - გუნდები ყოველწლიურად იშლებიან და უამრავი კლუბია ისეთი, რომელიც სეზონიდან სეზონამდე რადიკალურად განსხვავებული შემადგენლობით ასპარეზობს. ეს ყველაფერი კი მომავალში შედეგებზეც აისახება, ევროპულ თასებზე ჩვენი გუნდების ერთი ეტაპის გავლაც ხომ სანატრელი გაგვიხდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მთავარზე, რაზეც საუბრობდა, ეს დისციპლინა იყო - ყველას გახსოვთ მისი ცნობილი გამოთქმები "მოჯაჰედირი" თუ "გოგუები და მესები". ქეცბაიას თავისი მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, მაგრამ რას ამბობდა ის ტყუილს?! ბოლო პერიოდში ხომ ხმა თავად ფეხბურთელებმაც ამოიღეს და ამბობენ, რომ ქართველ ფეხბურთელს დისციპლინის დაცვა უჭირსო.

ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს და ჟურნალისტს ყველა სპორტსმენის წარმატება რომ სურს, ფაქტია და ამაზე საუბარი ალბათ ზედმეტიც კი იქნებოდა. უბრალოდ, ამ სტატიით ვცდილობთ იმ პრობლემებს თვალი გავუსწოროთ, რომლებიც რეალურად არსებობს და სიბრმავე და თვალის დახუჭვა ხომ ყოველთვის ცეცხლზე ნავთის დასხმაა.

ფაქტი ერთია, დღეს ქართულ ფეხბურთში ათასი აზრი მუსირებს - ზოგი "ფულის მონებს" ეძებს, ზოგსაც 26 ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთად მოჰყავს და ჩემპიონობას აპირებს, ზოგსაც ფეხბურთის მაგელანები ჩამოჰყავს და იმერეთში ათამაშებს.

ქართული ფეხბურთი კი სულს ღაფავს, უკვე იმდენად, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატიც კი აღარ უშველის.

• ილია

გაიგეთ ხალხო! იმედი არავის გქონდეთ რომ როდესმე რამე გვეშველება, ესეთები ვართ დამოუკიდებელი საქართველოს შვილები. იმედი სულელებს ააქვთ, ამდენი იმედით ცხოვრება, უბრალოდ დებილიზმია! ან უნდა წახვიდეთ, ან უნდა დარჩეთ და შეეგუოთ სინამდვილეს. მე პესიმისტი არ ვარ, და არც თქვენი განწყობის გაფუჭება მინდა.

• Vasili

ბიჭო ნუ დავმარხავთ, რა ამ ქართულ ფეხბურთს, ცოტა ხანი ვაცადოთ, მგონია კლინიკურ სიკვდილშია და ე მანდერ ცოდვაში არ ჩავყოთ ფეხი !!! :D / ისე ჩემი პირადი აზრია , ერთი ევროპა ლიგის გუნდის გაკეთება ნამდვილად არა პრობლემა , მაგრამ რატომღაც არავინ არ ცდილობს ამ საქმის დაწყებას და არც არავინ არ ჩანს მსურველი, ჯადო გაგვიკეთეს ალბათ !! (ისე ამ პატარა ქვეყანას ამდენი მილიონერი ყავს, ზოგი საქართველოში და უფრო მეტი კიდე ქვეყნის გარეთ და ერთი კაცი არ გამოჩნდა ისეთი რო აიღოს თავის თავზე ეს საქმე)

• სიმართლე

ფეხბურთი კი არა სახელმწიფო გვენგრევა თავზე ეგაა ეხლა მთავარი სადარდებელი ... რომელ ფეხბურთზეა ლაპარაკი რომელიც დიდიხანია აღარ არსებობს ???

• დათო რუსთავიდან

სულ ტყუილად გაქვთ იმედი რო ქართულ ფეხბურთს რამე ეშველება , აბა დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა ამ ქვეყანაში და ამ მთავრობის ხელში რომელიმე სფეროში განვითარება ან წარმატება გვააქვს ??? მემგონი არა რაც სამწუხაროა

• ზესტა

იქნებ ვინმემ ამიხსნას,გუნდმა წელიწადში 43 ათასად(აქედან 20 პროცენტი ბიუჯეტს მიაქვს,ე.ი. 34600ლარი რჩება) როგორ უნდა იარსებოს ან როგორ უნდა განვითარდეს?

• DATO

ჩემპიონატს.რატო უნდა გვაჯობოს ხორვატიამ და სხვა პატარა ქვეყნებმა,როცა ჩვენ უფრო მაგრები ვიყავით ადრე და მსოფლიოს ვაზანზარებდით

• sake

არანაირი პერსპეკტივა ქართულ ფეხბურთს არ აქვს,თუნდაც 10 ამდენი ჩაიდოს საქართველოს ნაკრები ამაზე მეტს რასაც დღეს თამაშობს ვერ ითამაშებს.ჩვენთან ისევ უკუღმა უდგებიან საქმეს და იმიტომაა,რომ სტადიონიდან გამოსულ გულშემატკივარს გინების მეტი არაფერი ამოსდის პირიდან და ასე იქნება მუდამ,სანამ ბავშვთა ფეხბურთს არ მიეხედება (დღეს 0 ის ტოლია ბავშვთა ფეხბურთისადმი ყურადღება),ერთი დინამოს აკადემია და ლოკომოტივის ბაზა შედეგს ვერ მოიტანს,თაობა რომელმაც ხვალ კონკურენტული ფეხბურთი უნდა ითამაშოს ვერ იზრდება,გვახსოვს ყველას არცთუ დიდი ხნის წინათ 15-17-18წ.წ. ნაკრებები თავის ევროპელ თანატოლებს როგორ მეტოქეობას უწევდნენ, დღეს?სრული კატასტროფაა ყველა ასაკში.ასეთ მოედნებზე, (რაც დარჩა) ასათი იმფრასტრუქტურით,მწვრთნელების მომზადების დაბალი დონით სხვა რა შედეგებს ველოდებით?

• ვეტერანი

საკმაო გამოცდილება მაქვს ფედერაციასა და სპორტის სამინისტროსთან ურთიერთობის. გარწმუნებთ მსგავსი სნობებისაგან სიკეთე არ გამოვა.

• Giorgi

ისე კობიაშვილის დაპირებაა რომ ყველას უნდა ქონდე ლიგა 1 და ლიგა 2 ბუნებრივი მინდვრები და მხოლოდ იქ უნდა ჩატარდეს ამ ორი ლიგის შეხვედრები და ვნახოთ.დარჩა 20 დღე

• Giorgi

ისეთი სტადიონებია საქართველოს ჩემპიონატში გარბიან კიარა ან აქამდე რას აკეთებდნენ რო არ წავიდნენ? თუმცა ვინც ყავს საქართველოს ფეხბურთელი ისინიც ვერაფერს შეცვლიდნენ ყველა რომ ჩამოსულიყო აქ.აგერ საქართველოს ნაკრებია სარკე ამ ყველაფრის

• კაკო

ვფივქრობ გარდა ბურთის გორაობისა ზოგადი განათლებაც არ აქვს პატარა ფეხბურთელებს. ბლუკუნებენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ დღეს რა უნდა ჩავიცვა, რომელ მოდელს დავდგა თვალი და როგორ ვიმარიაჟოო... ფეხბურთის თამაში კი არ უნდა გივარდებოდეს თავში არამედ უნდა გიყვარდეს და მუდმივად ვითარდებოდე. აქ დაიძახებენ ნიჭიერი ბიჭია ეს რას იზამსო. მერე იყიდიან მანაქანას სახლს დარბიან დაგულაობენ და ვიღას ახსოვს ფეხბურთი. მომეშალა ერთი ნერვები, ისე რაგბისტებზე დაწერეთ. ეგენი მაგარი ხალხია :))

• მიყურეთ და ამთქნარეთ

სანამ კობიაშვილი ჭკუაზე არ მოვა და სამივე ლიგის კლუბების პრივატიზებას არ დაასახელებს პირობად ამ ლიგებში მონაწილეობისათვის,მანამ არაფერი იქნება. ფონდის ფულები მხოლოდ ინფრასტრუქტურას და თას- პრიზიორთა წახალისებას უნდა მოხმარდეს.ეს მაყურებლების ტარება და მათზე ტაპოჩკების ყიდვა სიგიჟეს უფრო წააგავს.წელსაც გორის დილას და ტორპედოს მეპატორნეთა ხარჯები კლუბისათვის უფრო ნაკლები იქნება ვიდრე ფონდის საბიუჯეტო თანხები და ასეთი ფეხბურთის თქვენ გწამთ?

• fsiuuu

ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის გამოსავალი იმაშია რომ ყველა კლუბი უნდა გახდეს კერძო და არცერთი თეთრით არ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ. მხოლოდ თასის აღებაზე და ჩემპიონატის მოგებაზე უნდა გასცეს საკმაოდ დიდი პრემია, მაქსიმუმ სამეული დააჯილდოვოს!!!

• kai ra

როგორ ითამაშეს შოთა არველაძემ ან ლევან კობიაშვილმა დიდი ფეხბურთი? იმაზე არავი საუბ რობს რომ არველაძის და კობიაშვილის დროს ბავშვებზე საფეხბურთო სკოლები ბევრად დიდი ფინანსებს ხარჯავდნენ და ბევრად მეტი კეთდებოდა ბავშვის გასავითარებლად! დღეეს საფეხბურთო სკოლები ბავშვებს ახარჯავენ რაც შეიძლება ცოტას, მოკლედ ის თანხა რასაც დღეს საფეხბურთო სკოლები ხარჯავენ მინიმუმსაც ვერ აკმაყოფილებს , ამიტომაც ვერ ზრდიან კარგ ფეხბურთელებს, მოკლედ კერძო საფეხბურთო სკოლები ჟმოტები არიან.... და კიდევ დიდი დანაშაული იყო თავის დროზე ცნობილი საფხებურთო სკოლებუის, რომლებსაც დიდი ტრადიცია იოქნდათ მათი განადგურება და დანგრევა, რაც ერთ-ერთი მიზეზია ქართული ფეხბურთის განადგურების. და კიდევ ერთი მიზეზი... სხვა ქვეყანბეს რომ გადახედო თავის ცნობილ და წრამატებულ ფეხბურთელებს ყველას საბავშვო ფეხბურთში ან ფეხბურთის განვიტარებისთვის სადაც არის საჭირო იქ ასაქმებენ, ჩვენი ფეხბურტელები კი ყველა ან პარლამენტში მიდის ან კაბიენეტბში ზიან და ბავშვებს ფეხბურთი ვინ უნდ აასწავლოს, ამიტომაც გაჩნდნენე ქართულ საბვაშვო ფეხბურთში საეჭვო რეპუტაციის საბავშვო მწვრთნელები, სელექციონერებზე ხომ საერთოდ ლაპარაკი აღარაა

• ანდრი

მოსაზრება სად დაინახე, ფრაზების კოლაჟი ყოველგვარი მოსაზრების და ანალიზის გარეშე.

• gg

მტელი ქართული საფეხბურთო სამყარო არის ერთი დიდი ბოღმის ბუკეტი,ერთმანეთს ჭამენ, დაყოფილებიო არიან სასტავებად და ისე დადიან თითქოს მსოფლიოს სტადიონები გადახნული აქვთ. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც და ეს ბოღმიანი ხალხი საქმეს ვერასდროს ვერ გააკეთებს...

• ალეკო

"ჩვენ ქვეყანაში იტყვიან- ნიჭიერია მაგრამ ზარმაციაო"- უკვე ისეთი დრო დაგვიდგა მაგის თქმაც აღარ შეიძლება

• llcl

რა ბაზების არქონა და ხელფასები, რატომ მთავარზე არ წერთ, აფრიკაში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ჩვენზე უკეთესი პირობები აქვთ? დღევანდელ ქართულ ფეხბურთში, ნაკრებში, თუნდაც უმაღლესი ლიგის გუნდებში რამდენი თამაშობს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახიდან, მგონი არცერთი, ლათინოსი და აფრიკელი ვარსკვლავების 98% უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებიდან არიან, მაგრამ იქ ნიჭიერი ბავშვები "სასტავიდან" არ ამოუგდიათ, მიუხედავად უფულობისა შეკრებაზეც და თამაშებზეც მწვრთნელებს თავის სახსრებითაც კი წაუყვანიათ, გვერდში დადგომიან. აქ კი პერსპექტიულ ბავშვზე არავინ ფიქრობს, ლენდ კრუიზერიან მამიკოს ბიჭს დააყენებს ძირითადში და ფულსაც აჩუქებს იცის მამიკო, ან ძმაკაცის შვილი დააყენებს სასტავში, მეგონა სასიკეთოთ შეიცვლებოდა ყველაფერი, მაგრამ უარესად გაუმაძღართა კლანი მოვიდა ფედერციის სათავეში, სახელმწიფოს ანუ ჩვენი ფულით აფინანსებენ ვითომ გუნდებს, იქ ჩვენი პატივცემული მწვრთნელები ისევ შეყრიან თავის სანაცნობოს და ურიგებენ უნიჭოებს ხელფასებს და თან "ატკატებიც" მიდის უკან, ვის აინტერესებს პერსპექტიული ბავშვი, საკუთარ მუცელზე ფიქრობენ მხოლოდ

• rodemdeeeee

თემურ ქეცბაია 99 % სიმართლეს ამბობდა და მისთვის რო დაეჯერებინათ ეხლა უფრო წინ ვიქნებოდით მაგრად ჩვენ ხო ჩვენიანის წარმატება და კარგი არ გვიხარია.ქართველი უნდა შევჭამოთ და ძირი გამოვუთხაროთ.ეხლა რატო არ იწვევს მინაშვილი ნაკრების მწვღტნელს გადაცემაში და რატო არ უსვამენ იმ კითხვებს რითიც ქეცბაია გააგიჯეს და ბოლოს იმდენი ქნეს რო წავიდა კაცი.ჩვენი მთავარი პრობლემა არის ბევრი არაპროპესიონალი რო ტრიალებს საფეხბურთო სფეროში.როგორც კლუბში ასევე ზემოთ რომლებმაც სწორად საქმის კეთEბა არ იციან.ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ ადრეც მითქვამს და ეხლაც ვიტყვი.გავაკეთოთ კახეთში იმერეთში სამეგღელოში აჯარაში და რეგიონებში აკადემიები ოღონდ ჩამოვიყვანოთ აგალგაზრდა უცხოელი მწვღთნელები და მივცეთ მას დავისუფლება.არ უნდა იყოს ეს იმის შვილია ეს ამის ნატლულია ესეთი მიდგომა.ვინც დაიმსახურებს ის მოხვდეს ამ გუნდებში სადაც არანაირი გადასახადი არ იქნება.და ბავშვებს ყველაფერი ექნებათ რო ფეხბურთზე იფიქრონ.

• ზვიად

მე თუ მკითხავთ მცველები და საერთოდ ჩამშლელი ფეხბურთელები უფრო იკიდებენ ფეხს საზღვარგარეთ და ამის მიზეზი ისაა რომ შემტევი ფეხბურთელები ეგოისტებად არიან ჩამოყალიბებულები.აქ რო დაიჭერენ ბურთს და პასის მიცემა აღარ უნდად იქ ეგრევე სკამზე სვამენ და მერე იწყებენ წუწუნს!უბურთოდ სირბილი არავის უნდა და თანამედროვე სტილს ვერ უწყობენ ფეხს.რას ჰგვანან დააკვირდით ჩვენი შემტევები!იქ ერთს მიკრავენ მხარს და მორჩა შესაცვლელია!მწვრთნელების ბრალიცაა,ამოიჩემებენ ტექნიკურ ბავშვებს და სულ რომ აღარ ვარჯიშობდეს მაინც იმას ათამაშებენ და იმას ვინც ოფლს ღვრის და ვარჯიშს არ აცდენს სკამს ახეხინებენ!სულ ესაა!

• გუჯა კახაძე

უფულობა არის ერთ-ერთი პრობლემა, მაგრამ არა ძირითადი! ფეხბურთელის მომზადება რომ შეეძლოთ მხოლოდ გაყიდული ფეხბურთელებით შემოსული თანხით შეძლებდნენ ამ პრობლემის მაგვარებას, მაგრამ ფეხბურთელის მომზადებას ვერ ახერხებენ და ეს არის ძირითადი პრობლემა. რატომ ვერ ახერხებენ ფეხბურთელის მომზადებას ამის შესახებ წერას კი ყველა ერიდება...

• euhh

es cxovrebaa da ratom gikvirt?es omi araa sportia da sportsmenis karierac xanmoklea.yvela momavalze piqrobs.aq gaqvs xelpasi 2atasi lari da shengarshemo natesavian megobrebianad yvela mshieria da boloshi shenc usaxsrebod rchebi.raqnas adamianma aricxovros?ojaxi arsheqmnas?amyvelapers ki tanxa chirdeba rac chventan ararsebobs da garbian amitomac.iyos aba cxovrebis done normaluri.normalurad mcxovrebi stadionzec midis da xelpasic eqnebat cariel stadionze aritamasheben da arcaravin argaiqceva arsad...ase mgonia me piradad...

• zako

ძნელია არ დაეთანხმო ავტორს მოსაზრებებში. რამოდენიმეჯერ დაუსვი კითხვა საკუთარ თავს, -"დაანებე თავი ქართულ ფეხბურთზე ფიქრს, რა აზრი აქვს, მაინც არ ჩანს სინათლე ჩანს გვირაბის ბოლოს", მაგრამ არ მასვენებს სპორტის ამ სახეობის სიყვარული და ისევ მიწევს დასასაფლავებლად გამზადებულ ქართულ ფეხბურთზე ფიქრი. შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა "დასასაფლავებლად", რადგან ვთვლი, რომ ჩვენთან ფეხბურთი კი მოკვდა, მაგრამ მაინც მიმაჩნია რომ ეს კლინიკური სიკვდილია და იმედია ოდესმე გაცოცხლდება.

• მერო

ჩემს აზრს ვიტყვი. მთავარი პრობლემა ქართველ ხალხში,ერთობა არ გვაქვს.ყველამ ვიცით რა პრობლემაცაა მაგრამ არაფერს ვაკეთებთ.ავდგეთ გამოვიდეთ ერთად დავდგეთ და მოვთხოვოთ საქმის კეთება ფედერაციასა და ხელისუფლებასაც.ხალხი უნდა აკონტროლებდეს ყველა სახელმწიფოს მოხელეს,აქ კი პირიქითაა ისინი გვაკონტროლებენ.როცა დანაშაულისთვის და ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის ფულის ჯიბეში ჩადენისათვის პასუხს არავინ სთხოვთ არ შეწყვეტავენ ამის კეთებას არა.დღეს ფული ისეთი რამეა ყველას გვინდა და მისი მოპარვით თუ არავინ მოგვთხოვს პასუხს ყველა მოვიპარავთ. ევროპელებს არ უყვართ ფული გგონიათ?მაგრამ იქ ხალხი არ აძლევს მოპარვის უფლებას.რა ხალხიც ვართ ის ქვეყანა გვაქვს,გავერთიანდეთ ერთმანეთის ჭამას მოვრჩეთ,ვაკონტროლოთ მთავრობა სანამ გვიანი არაა.მადლობა ყურადღებისთვის

• ჯამლეტი

რაც კობისშვილს,კალაძეს და მაგათ საძმოს ფული აქვთ ერთი საფეხბურთო აკადემია გაეკეთებინათ ამ საბიუჯეტო სამსახურებში რომ მოკალათდენ და ისედაც ღატაკი ქვეყნის დამშეულ ბავშვებს უკანასკნელ კაპიკებს ართმევენ.მიბაძონ ზაზა ფაჩულიას.

• haha

მარტო ფული არა კვახი. არასწორად ზრდიან ფეხბურთელებს. ვგულისხმობ, ფეხბურთთან მიდგომას, ფეხბურთის ფილოსოფიას, ზოგადად ტაქტიკას, ფიზიკას, სირბილს, მოძველებულ ტექნიკას, ბურთის თრევას, უაზრო ინდივიდუალიზმა, ეგოისტობა, მოედნის ხედვას, კონკრეეტულ ტაქტიკას ამა თუ იმ ეპიზოდში, დროის უაზროდ ფლანგვას ბურთის დამუშავებისას, ყველას უნდა ინდივიდუალურად გააღწიოს უცხოეთში, თუმცა ხსნა გუნდურობაშია. და ბოლოს არასწორი მენეჯმენტი, უაზრო მენეჯმენტი, არასწორი კანონები, მორალი. ქეცბაია ახსენეთ. ეგ არ იძახდა, მკვდარია ქართული ფეხბურთიო. ჰოდა მკვდარს დასაფლლავება უნდა და მის სახელზე ბავშვი აღმზრდელმა უნდა გაზარდოს.

• ლევანი

ერთი გუნდი მაინც როგორ არ შეიძლება იყოს ქვეყანაში ნორმალური დონის, მარა არ აინტერესებთ. სპორტშიც ის სიტუაციაა რაც ქვეყანაში! რეგრესი ყველგან!

• dave

ვარაუდებზე და საკუთარ მოსაზრებებზე დაყრდნობილი სტატიაა

• Lagashi

კარგი სტატიაა, მაგრამ წერისას შეცდომებია გაპარული ;)

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

ბუდუ შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" თასზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

"ჰაიდენჰაიმში" ზივზივაძის თანაგუნდელი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადაბარგდა

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...