სანაკრებო ფანჯრის წინ სუპერლიგის მე-19 ტურს თბილისი და რუსთავი მასპინძლობს. ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაგეგმილი 3 მატჩიდან ერთი უკვე დასრულდა.

ბოლო ადგილზე მყოფმა "სოხუმმა" მარნეულის "დელტას" უმასპინძლა და უშანსოდ - 75:97 დამარცხდა, რითაც სუპერლიგაში დარჩენის შანსები კიდევ უფრო შეიმცირა.

სოხუმელებს მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 1 მოგება აქვთ და სეზონის მსვლელობისას არაერთო ტრანსფერი განახორციელეს ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. "მარნეული" ლიდერთა რიცხვს არ განეკუთვნება და თუკი სუპელრიგაში დარჩენის ამბიცია ჰქონდა, სოხუმს "დელტა" უნდა დაემარცხებინა, მაგრამ თემურ კანკიას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში და შეხვედრა 22 ქულის სხვაობით მოიგო.

"მარნეულს" 22 ქულით დეანდრე რეიმ ულიდერა. 21 ქულა და 6 პასი ნიკოლას ნილმა მიითვალა, არტიომ შვეცის ანგარიშზე კი 17 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. "სოხუმში" 18 ქულით ბიშოპ დენიელსი გამოირჩა. სერგო ათუაშვილის ანგარიშზე კი 16 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

გია კაზანჯიანი, სოხუმის მთავარი მწვრთნელი:

"წაგების მიზეზი ის გახლავთ, რომ მარნეული ჩვენზე კარგი გუნდია და მათ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. ამ წაგებით ფაქტობრივად დავკარგეთ სუპერლიგაში დარჩენის შანსი, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა დარჩენილ მატჩებში მაქსიმუმს ვეცდებით".

თემური კანკია, მარნეულის მთავარი მწვრთნელი:

"გუნდმა კარგად ითამაშა, რამაც იმანაც შეუწყო ხელი, რომ წინა შეხვედრაში, რომელიც რუსთავში წავაგეთ, რამდენიმე მოთამაშემ მიკროტრავმების გამო დაისვენა. მართალია, სოხუმი აუტსაიდერია, მაგრამ მასთან მოგება ძალიან საჭირო იყო და მადლობა ჩვენს ბიჭებს, მაქსიმუმი რომ გაიღეს".

სოხუმი-დელტა 75:97

18:27, 25:27, 14:23, 18:20

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
სუპერლიგა: "რუსთავმა" "მარნეულს" ბოლო წამებზე მოუგო
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
"ქუთაისმა" "მარნეულს" სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
ნიკ ნილი: თბილისში გულშემატკივარი თამაშებზე რატომ არ დადის, არ უყვარს კალათბურთი?
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სუპერლიგა: "დელტამ" "ბათუმი" 11-ქულიანი სხვაობით დაამარცხა