© ედნარ კოჩალიძე

"ბათუმმა" "რაგბი არენაზე" თბილისის "ლოკომოტივს" 5 უპასუხო ლელო გაუტანა და 32:0 დაამარცხა.

მასპინძელთა კვაჭმა ბექა მამრიკიშვილმა სტუმრებს პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანა, ნიკა ნინიძემ და ვანო ფუტკარაძემ თითო-თითოჯერ გამოიჩინეს თავი, ხოლო ბორჯღალოსანთა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ კარში დარტყმებით "ბათუმს" 7 ქულა შესძინა.

ამ წაგებით "ლოკომოტივმა" 11-მატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა და პირველად დარჩა ბონუს-ქულის გარეშე. რკინიგზელებმა მარცხი საწყის ორ ტურში განიცადეს - ქუთაისში "აიასთან" (17:20) და რუსთავში "ხარებთან" (15:22), თუმცა მცირედი მარცხისთვის ორივეჯერ აიღეს ბონუსი, 2017 წლის 9 სექტემბრის შემდეგ კი, ზედიზედ 11 თამაში მოიგეს.

მაგრამ "ბათუმი", რომელსაც ბექა ურჯუკაშვილი და ბახვა კობახიძე აკლდა მეტოქეს მომზადებული დაუხვდა და პირველ ტაიმში მარცხენა ფლანგზე ოთხი ლელო გაუტანა. თბილისელებმა მეტოქის მასირებულ შეტევებს 12 წუთი გაუძლეს, მერე ვანო ფუტკარაძემ ხაზი კარის წინ გაჭრა და 22-ის სიღრმეში შეაჩერეს, ზურა თუთბერიძემ გრძელი პასით მამრიკიშვილი მოძებნა და ანგარიში გაიხსნა.

მეორე ლელო 25-ე წუთზე გავიდა: ლელოდან 15 მეტრში დერეფნის მოგების შემდეგ მოკლე ფრთაზე დავით ტრაპაიძემ შეუტია, მცველების ყურადღება ცენტრისკენ გადაიტანა და ალამთან მამრიკიშვილი შეუშვა.

37-ე წუთზე "ბათუმმა" თავისი ნახევრიდან დაიწყო შეტევა, გიორგი გოგიტიძის კარგი თამაშის შემდეგ ხაზი ალექსი ტუჩაშვილმა გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა და ბურთი ნიკა ნინიძეს გაატანა. უკვე გაწითლებულ დროზე მეოთხე ლელო გავიდა. ცენტრში დანიშნული შერკინებიდან ხვიჩა ბუჯიაშვილმა შეუტია და 10 მეტრი გაიარა, კოკი თხილაიშვილმა ხაზი გაჭრა და 22-ში შევიდა, იერიში მარცხენა ფრთაზე გაიშალა და ტრაპაიძეს მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, ლელო კი რაქიდან მამრიკიშვილმა დააფიქსირა. ხმალაძემ ბოლო გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 22:0 დასრულდა.

მეორე ტაიმიც "ბათუმის" შეტევებით დაიწყო, მაგრამ ანგარიში მხოლოდ 61-ე წუთზე შეიცვალა - ხმალაძემ ჯარიმა გაიტანა. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა კიდევ ერთი შედეგიანი შეტევა განახორციელეს, ამჯერად ის ფუტკარაძის ლელოთი დასრულდა და ხმალაძემ გარდასახვით წერტილი დასვა - 32:0.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "არმაზს" ბონუს ქულით მოუგო
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" ორი ცვლილება "კალვიზანოსთან"
დიდი 10: "ლოკომოტივის" ზედიზედ მე-10 გამარჯვება
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" იტალიაში მიდის
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" თავისი გააკეთა და "ფიამე ორო" გაანადგურა