Sportall.ge აგრძელებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.
Sportall.ge აგრძელებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.

"სამტრედიამ" 2017 წლის სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. კლუბში სეზონის ბოლო წრეში ცვლილებაც იყო, მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე უჩა სოსიაშვილმა ჩაანაცვლა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ბუნებრივ საფარს აგებს. ასევე დაგეგმილია დასავლეთის ტრიბუნის აშენება და არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

"სამტრედიის" სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს [PHOTO]

"სამტრედია კი ეროვნული ლიგის პირველ ორ წრეში საშინაო მატჩებს თბილისში, "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე გამართავს.

ტრანსფერები

კლუბიდან დაახლოებით 12-მდე ფეხბურთელი წავიდა და ამდენივე მოვიდა. იმერულმა კლუბმა ნაკრების ორი ფეხბურთელი და რამდენიმე საინტერესო ლეგიონერი დაიმატა, რაც უფრო გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

კლუბიდან წავიდნენ: თეიმურაზ მარკოზაშვილი (ჩიხურა), დავით ჯიქია (ლოკომოტივი), გიორგი მჭედლიშვილი (გორიცა), გურამ სამუშია, ჯემალ გოგიაშვილი, დავით რაჟამაშვილი (დილა), დავით მთივლიშვილი (შევარდენი), ლაშა კასრაძე (ჟეტისუ), გიორგი დათუნაიშვილი (ბოლნისის სიონი), ნიკა სანდოხაძე (კარპატი), გიული მანჯგალაძე (კაპაზი), ნიკოლოზ საბანაძე (სიაჰ იამეგანი), ბაქარ ბალდე (თავისუფალი აგენტი).

კლუბში მოვიდნენ: მურთაზ დაუშვილი (თავისუფალი აგენტი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ), ვინსენტ ვეილი (პკნპ), ივან ფატიჩი (შკუპი), საბა აღდგომელაშვილი (ბოლნისის სიონი), გივი ქარქუზაშვილი და დავით კირკიტაძე (დილა), გიორგი განუგრავა (ჩიხურა), გიორგი ერისთავი (ლიეპაია), რომან ჩაჩუა (შუქურა), ვასიკ ბაჩიაშვილი (ზალგირისი), შოთა კერძევაძე (კოლხეთი).

შეკრება

"სამტრედიას" შეკრება თურქეთში ჰქონდა, სადაც 7 ამხანაგური მატჩი გამართა:

პირველ ამხანაგურ მატჩში დამარცხდა ყაზახეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან "ორდაბასთან" - 1:3. მეორე მატჩში კი ბოსნიის მეშვიდეადგილოსან "მლადოსტ დობოისთან" 0:2 დათმო.

პირველი ფრე ითამაშა რუმინეთის რანგით მეორე ლიგის გუნდთან, "დუნარეა კალარასთან" - 1:1. მესამე მარცხი იწვნია ყაზახეთის პრემიერლიგის მეშვიდეადგილოსან ყარაგანდის "შახტიორთან" - 0:2.

მორიგი ფრეები ითამაშა დანიის მე-2 ლიგის გუნდთან, "ვაილე ბოლდკლუბთან" - 0:0 და თურქმენეთის მესამეადგილოსან "შაგადამთან" - 1:1.

ბოლო მატჩში კი გამარჯვების მოპოვება შეძლო. მეტოქე ყირგიზეთის ჩემპიონი "ალაი" იყო. "სამტრედია" საქართველოში 4:3 გამარჯვებით წამოვიდა.

დასკვნა

კლუბმა ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერები განახორციელა ეროვნულ ლიგაში. საუკეთესოს იმიტომ ვუწოდებთ, რომ სხვა კლუბებს არ ჰქონიათ მსგავსი შენაძენები. ორი ლეგიონერის ძალას, რომლებსაც კარიერის დასაწყისი ტოპ-გუნდთან აკავშირებთ, ივან ფატიჩისა და ვინსენტ ვეილის შესაძლებლობებს მალე ეროვნულ ლიგაში გავეცნობით.

შეკრებას საშინელი უნდა ვუწოდოთ, იმის მიუხედავად, რომ კლუბი თითქმის ახლიდან შეიქმნა, მეტოქეების ყალიბიდან გამომდინარე, სასაცილოც კია ზოგიერთი დაფიქსირებული შედეგი.

ვიმედოვნებთ, რომ კლუბი ევროთასამდე თავის თამაშს იპოვის.

mamulo
სამტრედია და მისთანები რომ არიან ქვეყნის ჩემპიონები და ჩიხურა თასის მფლობელი ამითაც ჩანს ქართული ფეხბურთის დაბალი დონე.
jemiko
ვისაც გონია რომ სამტრედია წელს სუსტი გუნდი იქნება მალე ინანებს ამ სიტყევბს, კლუბი ოთხი წელია ევროზონასჰი მოსახვედრად მუდმივად იბრძვის, გუნდი რომელი საქართველოს ჩემპიონი გახდა, გუნდი რომელამც შეძლო შეენარჩუნებია ღირსება და ზოგი გუნდივიტ ერთ წელში არ დაიშალა. თქვენ შეაფასათ ეს გუნდი როგორც გინდათ მაგრამ ერტი იცოდეთ ეს სამტრედია და თქვენი გამოხტომები არაფერს დააკლებს ამ გუნნდ პირიქით უფრო შემართებით იქნებიან. დამტკიცდევა ვინაა ძლიერი და ვინაა სუსტი. სამტრედიაააა
koko
კირკიტაძე ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი იყო წინა სეზონში, ასევე ჩაჩუაც ძაან კარგი ფეხბურთელია, არც ერისთავს ექვა დასაწუნი რამე და საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ასეთი გუნდი მარტივად შეძლებს საპრიზოსთვის ბრძოლას.
Guadua
ვინაც ხმა მიეცით რომ სამტრედია საპრიზო ადგილებისათვის იბრძოლებსო, ეს როგორ უნდა ავხსნათ-ისე გიყვართ კლუბი რომ მზადა ხართ ბრმად და ყრუდ გარდაიქმნათ? არც გესმით და ვერც ხედავთ?ამით ხომ კარგს ვერაფერს უკეთებთ ამ კლუბს? სტატიის ავტორს- კლუბს ტრანსფერები არ განუხორციელებია, ყველა მოვიდა თავისუფალი აგენტის სახით. გი,მაიკლი,მიგინეიშვილი,ლობჟანიძე,დაუშვილი,ახალაძე აი ესენი კიდევ რაღაცას წააგავს. სხვები ამათი მხოლოდ აჩრდილები და შეგირდები არიან. რას უნდა მიაღწიო 6 ფეხბურთელით და მათი შეგირდებით,ეს მე არ მესმის. 19 წლამდელებშიც არ ეზრდებათ მნიშვნელოვანი შევსება. ცუდია რომ ამას პირველ რიგში ვერ ხედავს მწვრთნელი,რომელსაც კლუბის მენეჯმენტი იმაზე მეტს მოსთხოვს ვიდრე შეუძლიათ ამ ფეხბურთელებს. ჯამში კი შუა სეზონში იქნება ისევ არეულობა და ახალი მწვრთნელის ძიება. მე კი სტაბილური და მზარდი კლუბი მინდა...გაყიდეთ კლუბი და მიუშვით კერძო ინვესტორი. მოდერატორ,გამოქვეყნება არ დაგავიწყდეს!
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]