ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი დევდარიანი: ვის უნდა მოუგო, სლოვაკებს თუ აზერბაიჯანელებს? ვერავის ვერ მოუგებ

გიორგი დევდარიანი: ვის უნდა მოუგო, სლოვაკებს თუ აზერბაიჯანელებს? ვერავის ვერ მოუგებ

თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი ბავშვთა ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს. როგორც თავად გვითხრა, მისი სურვილია, თავის ძველ საქმიანობას დაუბრუნდეს და საქართველოს მომავალი თაობა გაუზარდოს.

პარალელურად, დევდარიანი მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამაშიცაა ჩართული და დამწყებ სპეციალისტებს რჩევებს აძლევს.

Sportall.ge მას დაუკავშირდა და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?

- ისევ ფეხბურთით ვარ დაინტერესებული, ოღონდ სხვა კუთხით და სხვა განხრით. 14-დან 18 წლამდე ფეხბურთელებთან ვიმუშავე თბილისის "თბილისში" და მივიღეთ გადასარევი შედეგი.

მერე იყო 93 წელს დაბადებულები, სადაც იგივე 14-დან 18 წლამდე ბავშვებთან ჩავატარეთ ფეხბურთელების განვითარების პროცესი. შესანიშნავი შედეგი მივიღეთ, რადგან შვიდმა 18 წლის ფეხბურთელმა უცხოურ კლუბებთან მოაწერა კონტრაქტს ხელი, რაც ერთი მწვრთნელისთვის კი არა, სკოლისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

ვაპირებ, რომ ახლაც ეს გავაკეთო... ვთვლი, რომ ჯობია, ჩემი ცოდნა ბავშვებს მოვახმარო. ფაქტია, რომ ჩვენი გაზრდილი ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში და უცხოურ კლუბებში თამაშობენ.

ის ფეხბურთელები, რომლებმაც ჩვენთან ადრე 14-დან 18 წლამდე მომზადება გაიარეს, მზად იყვნენ, რომ უცხოურ გუნდებში კონკურენცია გაეწიათ თავიანთი კონკურენტებისთვის. თავიდან, მე მეორე მწვრთნელი ვიყავი, მაგრამ ფაქტი არის, რომ შედეგი გაკეთდა.

ახლაც მინდა, რომ რაღაც მსგავსი გავაკეთო... მინდა, რომ მოვიძიო სპონსორები, რომ გუნდში მყავდეს წამყვანი ფსიქოლოგები, დიეტოლოგები, ანალიტიკოსები და ტექნიკური სტაფი.

მინდა, რომ ამ ყველაფერს ორგანიზება გავუკეთო და პატიოსანი საქმე გავაკეთო. პარალელურად, ჩართული ვარ მწვრთნელთა ლიცენზიის პროგრამაში. ვარ დამხმარე სპეციალისტი სხვადასხვა მწვრთნელთან ერთად, რომლებსაც ეს ლიცენზირების პროგრამა გავლილი აქვთ.

- ერთა ლიგის წილისყრას როგორ შეფასებდით, რა შანსები აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?

- ყველა ჯგუფი ძლიერია. თუ შენს ნაკრებში, კლუბებში სტაბილურად მოთამაშე ფეხბურთელები არ ასპარეზობენ, იქ შედეგის დადება ძალიან ძნელია.

თუ ეს ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში დაიწყებენ თამაშს და გადალახავენ იმ პრობლემებს, რომლებიც აქამდე ჰქონდათ, უფრო კარგი იქნება. მაგალითად, ვიღაცისთვის წონაა პრობლემა, ვიღაცისთვის სიზარმაცე...

შედეგი სწორედ ამ ფეხბურთელების გასაკეთებელია და ძალიან რთულია, მათ თუ თავიანთ გუნდებში თამაში არ დაიწყეს.

- საქართველოს ეროვნული ლიგის ახალ სეზონზე რას იტყოდით, როგორ შეაფასებდით გუნდების სატრანსფერო პოლიტიკას და ვინ არიან ჩემპიონატის ფავორიტები?

- რა ვიცი, აბა... როგორ უნდა ვთქვა, რომ კარგად ჩაატარეს გუნდებმა სატრანსფერო პოლიტიკა, როდესაც ოდნავ მაინც გამორჩეული ფეხბურთელი მაშინვე ტოვებს ეროვნულ ჩემპიონატს.

რომელ ევროთასებზე გინდათ მელაპარაკოთ? რომელ ევროთასებზე გინდათ გახვიდეთ, როდესაც, მაგალითად, მე შარშან ვწვრთნიდი "ლოკომოტივს", 6 თვე მყავდა კარგი შემადგენლობა, როდესაც დავიმატეთ კობახიძე, გვალია და გოროზია.

6 თვეში გუნდი დატოვა წამყვანმა მეგოლემ, ირაკლი სიხარულიძემ, ქავთარაძემ, დიასამიძემ და დაიწყო ახალი გუნდის შენება და ჩვენც გვგონია, რომ ერთ წელში აშენებული გუნდიდან, საიდანაც ყველა ლიდერი გარბის, მაგ გუნდით შევძლებთ უეფას ტურნირებზე გასვლას.

ვის უნდა მოუგო, სლოვაკებს თუ აზერბაიჯანელებს? ვერავის ვერ მოუგებ. თუ გვინდა, ვიყოთ რეალურები და ვთქვათ სიმართლე, ერთწლიანი კლუბებით ევროსარბიელზე არაფერი არ გვესაქმება.

წარმოიდგინეთ, თბილისის "დინამომ" ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე, ლოჩოშვილი, მიქელთაძე გაუშვა... ამდენი წამყვანი ფეხბურთელი. როგორ გგონიათ ახლა თქვენ, რომ კახა კაჭარავამ თურქეთში წაიყვანა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი, ზოგი ბავშვი, ზოგიც დაიმატა და ასე უცბად შევძლებთ 5-6 წლის ტრადიციის მქონე გუნდების დამარცხებას?

იმ კლუბებს ტრადიცია აქვთ, ბირთვი შენარჩუნებული აქვთ და უამრავი პირობა აქვთ მომზადებისთვის. ჩვენი მოგება არ არის რეალური და ტყუილი რატომ უნდა ვთქვათ? მე არ მჯერა მაგის.

- რატომ ხდება თქვენი აზრით, რომ ჩვენს ქვეყანაში გამოჩენილი ფეხბურთელები უცხოეთში გარბიან?

- იმიტომ, რომ საქართველოში უხდიან 3 000 ლარს, იქ უხდიან 15 000 ევროს მინიმუმ... ამ ფეხბურთელებს ოჯახები ჰყავთ, შვილები ჰყავთ და რამდენიმე წელი აქვთ ფეხბურთის სათამაშოდ, რომლისთვისაც ყველაფერი გადადეს.

სწავლა, განათლება, ჯანმრთელობა... ბევრი სიამოვნება მოიკლო ბევრმა მათგანმა და როგორც კი საშუალება ეძლევა, თუნდაც ფინანსური და კარიერული წინსვლა განიცადოს, ამას აკეთებს.

ეს ყველაფერი ბუნებრივია. აბა, მაგის გარეშე ფეხბურთელი როგორ განვითარდება? ჩვენ ელემენტარულად 1-2 წელი მაინც უნდა შეგვეძლოს ამ ფეხბურთელების შენარჩუნება. ის ფული, რასაც ფეხბურთელებს საქართველოში სთავაზობენ, ევროპაში სასაცილოდ არ ჰყოფნით.

გარბიან მერე ეს ფეხბურთელები, მერე გამოვლენ და იტყვიან, მწვრთნელია სუსტიო... სუსტი კი არ არის მწვრთნელი, რომელიც გეუბნება, რომ ეს ასე არ გამოვა, ასე უეფაზე ვერ გახვალ...

შეიძლება გაგიმართლოს, ისე, როგორც გარინჩა იყო მილიონში ერთი და კოჭლი კაცი ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ პლეი-ოფში შემთხვევით თამაშს ვერ მოიგებ.

- 2014 წელს თქვენ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში დარეკეთ და განაცხადეთ, რომ გრცხვენოდათ, სისტემის ნაწილი რომ იყავით... რას გულისხმობდით მაშინ?

- ეს არ არის ასე ადვილად სასაუბრო. ამას მთელი გადაცემა უნდა დაეთმოს და ასე უცბად, 2 წუთში ვერ ვისაუბრებ... რა ვიცი, რასაც მე ვიძახდი, თქვენ არ გრცხვენიათ, რომ ევროპული სარბიელის პირველ ტურში სამარცხვინოდ ვვარდებით?

ნიშნის მოგებით არ ვიძახი და არავისკენ თითს არ ვიშვერ. ფაქტს გეუბნებით, რაც ხდება დღეს ქართულ ფეხბურთში, თავმოყვარე ადამიანს, დიახაც, უნდა რცხვენოდეს.

კონკრეტულად ერთი ფაქტორი არ არის... მაქვს რამდენიმე ფაქტორი და თუ რამეს გააკეთებენ, ხომ მაგრად გამიხარდება. თუ არა და, მე ვერ ვხედავ და შეუძლებელიცაა უეფას ტურნირებზე წარმატების მიღწევა.

უეფას ტურნირებზე თუ ვერ გახვედი, მართლა სამარცხვინო ხარ, აბა, რა ხარ? ვერასდროს თუ ვერ გახვედი და პირველ ეტაპზე, აზერბაიჯანი იქნება თუ სლოვენია, ანდაც მოლდოვა მეტოქე და პირველ ეტაპზევე გამოგაგდო, ფეხბურთში ეგ არის სამარცხვინო საქციელი.

მე ვგულისხმობდი კონკრეტულად შედეგებს და არავისკენ არ ვიშვერ ხელს. მეც ამ სისტემის ნაწილი ვარ და მეც ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. ვცდილობ, რომ უსამართლო არ ვიყო, მომზადებული მივიდე ვარჯიშზე და კომპეტენტური ვიყო...

სხვა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს. ფაქტი ის არის, რომ ჩვენ პირველივე ეტაპიდან ვვარდებით და მე ვერ ვხედავ, სამწუხაროდ, რაიმეს შეცვლის შანსს, რადგან კლუბები ფეხბურთელებს ვერ ინარჩუნებენ.

არაფერს ვამბობ ნიშნის მოგებით და აქ პასუხისმგებლობა ჩემიც არის, ისევე, როგორც სხვისი.

• Fani

ყველა პრობლემიდან არსებობს გამოსავალი მთავარია ზედმეტ წუწუნში არ ჩავეფლად და რეალობას არ მოვწყდეთ აქ ცივი გონებაა საჭირო და ეს კაცი გიორგი დევდარიანი ნამდვილად კარგი მოაზროვნე და ინტელექტუალი მწვრთნელია რომელსაც უნდა რომ ქართველების მომავალი ფეხბურთში უფრო კარგი იყოს. და არაფერი არ გამოვა ისე როდესაც შვილს ფეხბურთის სკოლაში შეიყვან მწვრთნელი შეხედავს და თუ დაინახავს რაიმე პერსპექტივას უცებ მოგიბრუნდება და გეუბნება ამ ბიჭმა თუ გინდა წარმატებას მიაღწიოს პირველი შესაძლებობების თანავე უცხოეთში უნდა წაიყვანოო. აი სად არის მთელი უბედურება აი საიდან იწყებს ჩაძირვას ქართული ფეხბურთი. და ამის გამოსწორება ნატოში შესვლას გავს მაგრამ ბრძოლა ნამდვილად ღირს ცივი გონებით.

• effe

ამას ვამბობ ძალიან დიდი ხანია უკვე 6 თვიანი ან თუნდაც 1 წლიანი გუნდით წარმატების მიღწევა ძალიან გაჭირდება ევროპაში.. ჩემი აზრით ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არის ასაკის ლიმიტის დაწესება. მაგალითად 23 წლამდე არ უნდა შეეძლოს ფეხბურთელს აქედან წასვლა. გამონაკლისებიც უნდა არსებობდეს რათქმაუნდა მაგ. ტოპ 6 ჩემპიონატში თუ მიდის უნდა გაუშვან.. სხვანაირად შეუძლებელია საქართველოში ფეხბურთელის შენარჩუნება მართლაც 10 და 15 ათასს ვერავის გადაუხდიან ჯერჯერობით ასე რომ რამე რადიკალური ნაბიჯი თუ არ გადაიდგა მუდამ ესე ვიქნებით...

• პროფესიონალი

მადლობა სპორტალჯის ამ პოსტის გამოქვეყნებისთვის

• ცქიფოს პერსოფანი

ეს კაცი საქართველოში არ უნდა მუშაობდეს, ქართველ ხისთავიან ფეხბურთელებს ვერაფერს შეაგნებიებს ქართული ფეხბურთში ერთადერთი სუფთა ადამიანია

• Giorgi

გენაცვალე შენ.მართალი კაცი ხარ გიო, 6 თვიანი გუნდი რო უეფაზე გავიდეს ეს ფეხბურთის და იმ ხალხის შეურაწყოფა მგონია ვისაც მიზანი აქვს დასახული და გეგმაზომიარად მიყვება ამ ყველაფერს. ინფრასტრუქტურა და სტაბილური გუნდები არ არსებობს საქართველოში და ჩვენ არაფერი გვესაქმება ევროტურნირებზე.

• პროფესიონალი

ამ კაცს წარმოდგენა არ აქვს ფეხბურთზე. ხან ფულზე წუწუნებენ ხან ფეხბურთელებზე პირდაპირ ვიტყვი ამ საქმის მცოდნები არიან საქართველოში მხოლოდ ორ კაცს შეუძლია სერიოზული შედეგის გაკეთება ერთი იხვეწება გუჯა კახაძეს ვგულისხმობ და აიგნორებენ მეორე კიდე უილ ჰანტინგი facebook ze naxet.romelsac ubralod agar ainteresebs fexburti ამათ გადამკიდე

• Irakli Apkhaidze

მწარე რეალობა! ფიფიასაც არ უნდა 15 და 20 ათას ლარიანი ფეხბურთელი გუნდში, რომ ამბობთ რომ არ იცის და ვირაცამ ურჩიეთო. ყველაფერიც ძალიან კარგად იცის

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა

გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა