19 წლის დავით ლომიძემ "ქუთაისს" 24 ქულა ჩაუგდო და "კაკტუსმა" გაიმარჯვა
სუპერლიგის ლიდერი “ქუთაისი” დამარცხდა – მეოთხედ მიმდინარე ჩემპიონატში და პირველად – 2018 წელს. იმერული კლუბის დამარცხებაში ლომის წილი დაიდო “კაკტუსის” 19 წლის მოთამაშე დავით ლომიძემ, რომელიც 24 ქულით მატჩის ბომბარდირი და MVP ხომ გახდა და ბოლო წუთზე გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო.

შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე “კაკტუსი” ქულით იგებდა და ქუთაისელთა შეტევა მოიგერია. აკაკი დვალიშვილის აცილებული ბურთი კაკტუსელმა კრისტიან ჯონსონმა მოხსნა, მეტოქის ნახევარზე გადაიტანა და პასი დავით დოლიძეს გადააწოდა. ახალგაზრდა უკანახაზელმა დაუფიქრებლად სამქულიანი ესროლა და ჩააგდო, რითაც თბილისური გუნდი 80:76 დააწინაურა.

ძირითადი დროის დასრულებამდე დარჩენილ 50 წამში ქუთაისელებს მატჩის გადარჩენა შეეძლოთ, მაგრამ სტუმრებს კვლავ ლომიძის ჩინებულმა გარჯამ აურია გეგმები. სტუმართა სნაიპერმა აკაკი ლომოურმა ერთ შეტევაში ორჯერ ააცილა სამქულიანი და გუნდური მოხსნა ორჯერვე ქუთაისელებს დარჩათ. ბურთის პირით ხაზს მიღმიდან შემოტანისას, როცა საფინალო სირენამდე 35 წამი რჩებოდა, ქუთაისელ ბექა წივწივაძეს ლომიძემ ჩაუჭრა და მასზე მეტოქე უმალ დაჯარიმდა. შეხვედრის ბედიც აქ გაირკვა – ლომიძემ საჯარიმოებით მონაგარი გაზარდა, რითაც “კაკტუსს” გამარჯვება გაუნაღდა. საბოლოოდ 85:76 – არჩილ ჟღენტის გუნდის საამაყო გამარჯვება ლიდერთან მატჩში.

როგორც აღვნიშნეთ, ბომბარდირი 24 ქულით ლომიძე გახდა, რომელმაც მთლიანობაში 6 სამქულიანი ჩააგდო. მისი ქულები ძალიან დაეხმარა “კაკტუსს” მესამე პერიოდში, რომელიც თბილისურმა გუნდმა 31:18 მოიგო და ბოლო პერიოდს 8-ქულიანი ლიდერობით შეხვდა. გამარჯვებულთაგან შედეგიანი იყო დეანდრე პარკსი – 15 ქულა, 9 პასი, ხოლო ჯონ მიტჩელმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “ქუთაისში” 17 ქულა და 7 მოხსნა აკაკი დვალიშვილმა მიითვალა, ხოლო 12 ქულა ჯონათან ლის ანგარიშზეა. 11-11 ქულა ჰქონდათ ბექა ბექაურსა და აკაკი ლომოურს.

კოტე ტუღუში – “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:

“ეს იყო ჩვენი პირველი მარცხი 2018 წელს. ბევრი შეცდომები დავუშვით, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, რაც თავისთავად დაცვაში ცუდ თამაშშიც გამოიხატა. მართალია, დავმარცხდით, მაგრამ ლიდერობა არ დაგვიკარგავს და მის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ. განსაკუთრებით დატვირთული გრაფიკი გველის მარტის თვეში და დიდი ძალისხმევა გვმართბს სასურველი შედეგების მისაღწევად”.

არჩილ ჟღენტი – “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი:

“ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ამ გამარჯვებას და განსაკუთრებით გუნდის მენეჯერს, რევაზ ჩხეიძეს, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. მივულოცავ ჩემი გუნდის მოთამაშეებს, რომლებმაც მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. ქუთაისის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და დიდი მოტივაცია გვქონდა. დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური კუთხითაც და ძალიან დაგვეხმარება მომდევნო შეხვედრებზე”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: შეხლა-შემოხლა და "კაკტუსის" მოგება ბათუმში
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების ტალინური ტრიუმფი
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
სუპერლიგა 2016/17. ფინალი: "დინამო" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
3-ქულიანების 100%-იანი მაჩვენებელი და 24 ქულა
დუდუ დადიანის მემორიალი: ილიას ზუროსის თვალწინ
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება