ეროვნული ლიგა. II ტური: "სამტრედია" "სიონთან" 0:1 დამარცხდა[VIDEO]
11 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე-2 ტურში "სამტრედია" "სიონთან" 0:1 დამარცხდა.

მატჩის პირველი ნახევარი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ გოლი არ გასულა, შესვენების შემდეგ კი ჯაბა დვალმა გაიტანა გამარჯვების გოლი. "სამტრედიას" შეეძლო ქულა გადაერჩინა, მაგრამ 61-ე წუთზე ივან ფატიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

სამწუხაროდ "სამტრედიას" თავდამსხმელმა ოლაიტანმა პირველ ტაიმში მძიმე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

თბილისი. "მიხეილ მესხი".

სამტრედია - სიონი 0:1

გოლი: 0:1 ჯაბა დვალი (48)

სამტრედია: ომარ მიგინეიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ანრი ნდონგი, გიორგი ახალაძე, ვაკო ბაჩიაშვილი, ივან ფატიჩი, გიორგი განუგრავა (დათო კირკიტაძე 60), მურთაზ დაუშვილი (კ), გიორგი ერისთავი (სიდი სანია 46), მაიკლ ოლაიტანი (ლუკას ვეილი 38), ანტე გი

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

სიონი: მიხეილ მუჯრიშვილი, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა, ცოტნე სამუშია (ალექსანდრე გურეშიძე 81), გიორგი გაფრინდაშვილი (ლაშა მანაგაძე 90+1), გიორგი დათუნაიშვილი, ზვიად სიხარულია (ალექსანდრე კოშკაძე 72), გურამ გიორბელიძე, ჯაბა დვალი (კ)

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

ანტიფეხბურთი
ვისაც ოსტატობა არა აქვს, სწორედ ისაა სულელივით რომ დარბის, თორემ ჭკვიანი თავი ტყუილად ფეხებს ჯაფას არ აყენებს, მაგრამ რა ქნან როცა პროფესიონალიზმი და ცოდნა დაბალია? თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებთ რომ კლუბში ადგილი შეინარჩუნონ ნებისმიერ ფასად, მწვრთნელს დაანახონ, აი ტავგამოდებული ვხაზავდი რვიანებსო...
tngh
ეროვნულ ლიგაში თამაშის ტემპი და მოძრაობა საგრძნობლად არის მომატებული, რასაც სამწუხაროდ, ოსტატობაზე ვერ იტყვი... იმედია, ეს ამბავიც გამოსწორდება. არც თუ ისე ცოტა ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს... (გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ.)
Guadua
მოდერატორ,ისევ მიგეძინა?
Guadua
არაფერი არ მტკენს ისე გულს, როგორც ის ტკივილი რაც მე მაიკლ ოლაიტანთან ერთად განვიცადე,მიუხედავად იმისა რომ მე მაყურბელი ვარ,ის კი მოედანზე იყო,,,,როდესაც ეს ბიჭი ასე სასტიკად დაზიანდა,ასე მეგონა თითქოს მე მომტყდა რაღაც. ყველაფერ ამაში უმსგავსობა და სისასტიკე კი ის არის რომ 1 კაცი თავს იკლავს შედეგისათვის,სხვები კი შედეგის არდასადებად არიან გამოსული,აი ამაშია სხვაობა არამზადებსა და პროფესიონალებს შორის. მაიკლ გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას და სასწრაფოდ ისეთ გუნდში წასვლას სადაც პროფესიონალები იქნებიან და არა უმსგავსო ვაი ფეხბურთელები. ამხელა მსხვერპლი გაიღო ადამიანმა,,,,ყოჩაღ მაიკლ. აკრძალეთ ფედერაციამ ტოტალიზატორებში ქართულ მატჩებზე ფსონები თორემ ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდად დამთავრდება. მოდერატორ არ დაბლოკო ეს კომენტარი
qomagi
ashkarad totalizatoristvis itamashes, 7 kushiani dasves))))migineishvilma ra zalit gaatanina burti, fatichis penalti ki shedevri iko))) egaa totalizatorze gakiduli sakartvelos federazia, chartulia mafiashi, tlis bolos tilebs miigeben...tkven xalxs verasodes ver daabrunebt stadionze, tumza ra genagvlebat fulebs ki aketebt...
სამტრედიელი
თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო ასეა სამტრედიის საქმე, გუნდს ცეცაძე ყავდა მწვრთნელი და შალამბერიძის ხუსტურების გამო გაუშვეს გუნდიდან, მის მაგივრად მოიყვანეს სოსიაშვილი, მწვრთნელი რომელიც არაა მზად გაწვრთნას ამბიციური გუნდი. მგონი ჩაერთოთ წამზომი ომანაძეს, შალამბერიძეს და სოსიაშვილს. ამ ბანდას დინამო გააფარჩაკებს მგონია და მერე მართლა არ იქნება მაგათი საქმე კარგად.
Guadua
სამწუხაროდ სიმპტომები არასწორი ნაზავისა მწრთნელებისა და ახალწვეულებისა თავს იჩენს.ეს ხალხი არათუ შეთამაშებული არ არიან,ისინი უბრალოდ არაშერწყმადი არიან,ვერასოდეს შეთამაშდებიან,ისინი ვერასოდეს იქნებიან ერთი გუნდი,ყველა მათგანი თავის არღანს უკრავს,არც დაუშვილი,ლობჟანიძე,არც ვეილი,არც ფატიჩი და ბაჩიაშვილი,სანია არცერთი არ ვარგა.დღეს მიგინეიშვილი ნაბახუსევს უფრო წააგავდა და მის სინდისზეა ამ მატჩის წაგება, მაგრამ მოგებას არც იმსახურებდა სამტრედია. ერთადერთი ამ 11 კაციდან ვინც მართლა მონდომებული იყო,ეს იყო კირკიტაძე,ვეილის სურვილები რომ შორიდან დაეცხო, უფრო აგონიას და უაზრობას წააგავდა.საჯარიმოში ბრძოლები სამტრედიამ პირწმინდად წააგო,ჯაბა დვალმა შიში დათესა სამტრედიას რიგებში.ყოჩაღ ჯაბა. შარშანდელი ფორმაციის სამტრედია წელს სანატრებელი გაგვიხდება. მოდერატორ გამოაქვეყნე,არ გადამალო კომენტარი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]