ოთარ კიტეიშვილი "დინამო თბილისის" კაპიტანია. 21 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე ეროვნული ლიგის სეზონი შესანიშნავად დაიწყო და "ლოკომოტივთან" დუბლიც შეასრულა.

ოთარისთვის ყველაზე მძიმედ გადასატანი გაფუჭებული პენალტია, რომელიც მან გასული ჩემპიონატის ბოლო ტურში ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ვერ გამოიყენა.

საინტერესოა, რა არის "დინამოს" მიზანი მიმდინარე ეროვნულ ლიგაში, როგორ ფორმაშია გუნდი და რას აპირებს თავად ფეხბურთელი.

Sportall.ge კიტეიშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ შეაფასებდით "დინამო თბილისის" ასპარეზობას ეროვნული ლიგის პირველ ორ ტურში?

- საკმაოდ ნაყოფიერი ორი შეკრება გავიარეთ და ვთვლი, რომ კარგ ფორმაში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში წავაგეთ, ეს "დინამოს" მაქსიმუმი არ არის.

იმედი მაქვს, უფრო მოვუმატებთ და ეს შედეგზეც აისახება. პირველ ტურში, ალბათ, უფრო მეტი მობილიზება და აგრესია გვმართებდა მოედანზე, თუმცა აუცილებლად გამოვასწორებთ შეცდომებს, რაც მეორე ტურშიც გამოჩნდა.

- "ლოკომოტივთან" ძალიან კარგად ითამაშეთ და დუბლი შეასრულეთ. "დინამოს" კაპიტანი ხართ, უნდა იტვირთოთ თუ არა ლიდერის ფუნქციები თქვენს თავზე?

- "ლოკომოტივთან" ორი გოლის გატანა ძალიან სასიხარულოა, თუმცა გუნდის შედეგი ყოველთვის წინა ადგილზეა. ვთვლი, რომ ყველა ფეხბურთელმა და მათ შორის, მეც, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ შედეგის მისაღწევად.

თუ გუნდს დასჭირდა, იმედია, ლიდერის თვისებებსაც გამოვავლენ და ყველა ფეხბურთელი ვალდებულია, რომ თავისი საქმე კარგად შეასრულოს მოედანზე.

- "დინამო თბილისის" მიზანია, გუნდის მომავალი აკადემიაზე ააწყოს, თუმცა ფაქტია, კლუბს ბოლო დროს ბევრი ახალგაზრდა ტოვებს...

- ჯერჯერობით, საქართველოს ჩემპიონატის დონე არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საშუალო ევროპული კლუბების შემოთავაზებაზე უარი ვთქვათ.

თუნდაც ფინანსური კუთხითაც, მომზადებით... არის რაღაც ტრამპლინი, რომელიც უნდა გადალახო და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ევროპული შემოთავაზება ყოველთვის მისაღებია.

ასე არის ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც. ალბათ, მათი სურვილი იყო, რომ "დინამოში" დარჩენილიყვნენ და კლუბთან ერთად მიეღწიათ მიზნებისთვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ ახალი გამოწვევა ჰქონდათ და ის მიიღეს.

- ალბათ, თქვენც გექნებოდათ შემოთავაზება რომელიმე ევროპული კლუბიდან, თუმცა "დინამოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არჩიეთ...

- კონკრეტული ისეთი არაფერი შემოთავაზება არ ყოფილა. მეც მინდოდა "დინამოში" დარჩენა და როგორც კლუბის პრეზიდენტმა, ისე მთავარმა მწვრთნელმა, ჩემი დარჩენის დიდი სურვილი გამოთქვეს. ერთობლივი შეთანხმების შედეგად გავახანგრძლივე კონტრაქტი.

- "ტრანსფერმარკეტის" მონაცემებით, ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ხართ...

- რომ გითხრათ, რაღაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ასე არ არის, მაგრამ გარკვეულწილად, რაღაც მხრივ ეგეც არის... ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო.

ჩემი კარგი თამაშით უნდა დავანახო სხვა კარგ გუნდებს ჩემი შესაძლებლობები და რაც გამოდის, ეს არის.

- რა იქნება "დინამო თბილისის" მიზანი მიმდინარე ეროვნულ ლიგაში?

- "დინამო" ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და მისი მიზანი საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოპოვება იქნება.

- "დინამო" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს...

- გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს. ბევრია ისეთი, რომელსაც ასეთ დონეზე არ უთამაშია და ევროსარბიელი გამოწვევაა.

მიზანი რაც შეიძლება მეტი ეტაპის გავლა და ევროტურნირებისთვის ძალიან კარგად მომზადებაა. ვეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგი დავდოთ.

- "დინამოში" უკვე დიდი ხანია ასპარეზობთ. რა პროგრესი განიცადა ამ პერიოდში გუნდმა და თავად თქვენც, როგორც ფეხბურთელმა?..

- ჩემი ყოფნის დროს კახა კაჭარავა მე-5 თუ მე-6 მწვრთნელია... ხშირად იშლებოდა გუნდი და მწვრთნელსაც ხშირად ცვლიდნენ... გუნდი გარკვეულწილად პროგრესირებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს, რასაც მივესალმები. პირად მე რაც შემეხება, როდესაც "დინამოში" მოვედი, 18 წლის ვიყავი და აქ ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

- თქვენთვის ძალიან ცუდ თემას შევეხოთ... რას გრძნობდით მაშინ, როდესაც ქუთაისის "ტორპედოსთან" თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეთ?

- ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო... იმხელა სიხარულის მოტანა შეგვეძლო და ყველაფერი ერთ დარტყმაზე იყო დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო დარტყმა იყო და სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენე.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ახლაც ასე ვარ, მაგრამ გარკვეულწილად ამან გადამიარა და ახალი ენერგიით, მოტივაციით შევხვდი ახალ სეზონს.

- როინ კვასხვაძემ განაცხადა, რომ თქვენ დაგირეკათ და გვერდში დაგიდგათ. ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს რთული პერიოდი გადაგატანინათ?

- როინმა მართლა დამირეკა... ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვისგანაც უბრალოდ ტექსტური შეტყობინება თუ ზარი მივიღე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩემთვის ყველაზე ახლოს იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები და შეყვარებული, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემ გონზე მოყვანას ცდილობდა.

როინ კვასხვაძე: როცა ემოციები გაცივდა კიტეიშვილს დავურეკე

- რა არის ოთარ კიტეიშვილის სამომავლო მიზანი, რა იქნება კარიერაში მისი მაქსიმუმი?

- მაქსიმუმი რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთ ადგილზე არ გავჩერდე და ზრდა გავაგრძელო.

joni
ოთარ, კარგი ახალგაზრდა ხარ და წარმატებებს გისურვებ, მაგრამ გადამყვეტ პენალტს მაინც ნუ დაარტყავ.
Jango
შენ რომ ის გოლი გაგეტანა,ალბათ გადაწვავდნენ ყველაფერს "ბალელშიკები",ამ მიზნით ისინი თავიდნავე იყვნენ განწყობილი,აგრესია თავიდანვე მოდიოდა. ან რა საჩემპიონო გუნდი ახლა თქვენ კი ხართ რომ ეს ტვირთი გეტარებინათ?ევროპალიგაზე უფრო იოლია გაძრომა. ასე რომ,ზოგჯერ მარცხი გამარჯვების ფასია. ახლა მთავარია მეორეჯერ შეურიგდე ბედს და 16 მარტს როგორც მოცემულობა ასე მიიღო სამტრედიასთან დამარცხება,ვიცი მძიმე გადასატანი იქნება მაგრამ რას იზამ, ეს ფეხბურთია,ის კლუბი მიუხედავად ჭრელი სასტავისა და არცთუ სტრატეგიულად ჩამოყალიბებული გენიოსა სამწვრთნელო შტაბისა, მაინც ძალაა და ძლიერია.
gizog
ოთარ, შენი ვერ გატანილი პენალტით, საქართველოს საფეხბურთო სამყარო და იქნებ საქართველოც დიდ სკანდალსა და უბედურებას გადაარჩინე. სპორტში ყველაფერი ხდება, მომავალში დიდ წარმატებებს გისურვებ შენც და ყველა ქართველ ფეხბურთელს. მარტო საქართველოში კი არა ევროპაში გევაჟკაცოთ. ტრეშჩინას ნაირი სოფლის გუნდების სამასხარაო არ გავმხდარიყავით.
Vasili
წერილი ოთარს... არ ღირს მაგ ერთი მომეტის გამო ამხელა ნერვიულობა და დეპრესიაში ყოფნა, ეს სპორტია!!! სულ გამარჯვევული ვერ იქნები, ახალაზრდა ხარ ჯერ და ეს გაკვეთილი უნდა იყოს შენთვის, ყველაფერს რო თავი დავანებოთ “პენალი,, ისეთ ვარსკვლავებს აქვთ გაფუჭებული როგორებიც არიან ბაჯო, ბექემი, რონალდო, შევჩენკო და ა.შ. თან ფინალებში და გადამწყვეტ თამაშებში ... ეს ყცელაფერი შენ ისედაც იცი, ასე რომ დაივიწყე ეგ მომენტი, ალბათ დავიწყებულიც გაქ უკვე, მთავარია ეხლა გაიზარდო პროფესიონალურად და უფრო მაღალი კლასის ფეხბურთი ითამაშო მომავალში, როგორიც ჩვენ ქართველ გულშემატკივარს გაგვიხარდება , ამის ძალა და ნიჭი ღმერთმა მოგცა და შრომისუნარიანობა შენ უნდა გამოავლინო...!!! ( აბა მე ხო არ ვირბენ შენს მაგივრად. :D)
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"დინამო" (თბ) - "სოჭი" [LIVE)
კონფერენს ლიგაზე "დინამო თბილისისა" და "ტორპედოს" მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - "შტურმი" დამარცხდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა