სუპერლიგის მორიგ, 23-ე ტურს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა დაგეგმილი ოთხიდან პირველი მატჩი, რომელშიც მარნეულის "დელტამ" "ბათუმს" უმასპინძლა და 11-ქულიანი სხვაობით - 88:77 დაამარცხა.

ეს გახლდათ პრინციპული მატჩი ორივე გუნდისთვის. ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "მარნეულს" ლიგაში დარჩენა ჯერ ოფიციალურად არ აქვს განაღდებული, "ბათუმი" კი ცხრილში დასაწინაურებლად იბრძვის, რათა პლეი-ოფში რაც შეიძლება მეტ ოპონენტთან მოიპოვოს მოედნის უპირატესობა.

შეხვედრა მეტი მობილიზებით ჩაატარეს "დელტას" კალათბურთელებმა, რომლებმაც მატჩის დებიუტში მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე, ბრძოლისა და გააზრებული თამაშის წყალობით შეინარჩუნეს.

"მარნეულს" 25 ქულით დეანდრე რეიმ ულიდერა. ნიკოლას ნილმა ქვემოქართლელებს 23 ქულა შესძინა. ზვიად ანთაძის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა, ხოლო საბა ლობჯანიძემ - 15 მოაგროვა. "ბათუმში" 20 ქულითა და 10 მოხსნით ლეონიდ სტეპანიშინი გამოირჩა, სპენსერ კოლინსმა კი შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

თემურ კანკია - "მარნეულის" მთავარი მწვრთნელი: "თამაშს მობილიზებულები შევხვდით. ბიჭები მზად აღმოჩნდნენ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოგვაგებინა. მადლობა ჩვენი გუნდის წევრებს თავდადებული გარჯისთვის და იმედი გვაქვს, მომავალ მატჩებში ტემპს კიდევ უფრო მოვუმატებთ".

ვლადიმერ ბოსნიაკი - "ბათუმის" მთავარი მწვრთნელი: "მატჩის ბედი ერთმა ფაქტორმა გადაწყვიტა და ესაა საჯარიმო სროლები. ჩვენ 14 საჯარიმო ვესროლეთ, მეტოქემ კი – 35. ჯარიმების სიმრავლემ და საკუთარ ფარში მიღებულმა საჯარიმო ქულებმა ამ თამაშში წარმატების მიღწევის საშუალება არ მოგვცეს".

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერლიგა: "რუსთავმა" "მარნეულს" ბოლო წამებზე მოუგო
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
"ქუთაისმა" "მარნეულს" სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
ნიკ ნილი: თბილისში გულშემატკივარი თამაშებზე რატომ არ დადის, არ უყვარს კალათბურთი?
სუპერლიგა. XIX ტური: "დელტამ" სოხუმს" 22-ქულიანი სხვაობით სძლია
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში