"ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი, ფინალური მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ორი თასი

18 მარტს მილტონ ჰეიგის შეგირდებს "დინამო არენაზე" ორი თასი აქვთ დასაბრუნებელი. შარშან ბუქარესტში, რუმინეთმა მინიმალური სხვაობით იმარჯვა (8:7) და "ბორჯღალოსნებთან" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რითაც რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და ჩვენს შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი თავისთან დაიტოვა.

შარშანდლამდე, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში (2011-2016) ეს ორივე თასი საქართველოში იზამთრებდა და ახლა "ბორჯღალოსნების" უმთავრესი მიზანი მათი შინ დაბრუნებაა.

ამისათვის ერთი მარტივი გზა არსებობს - თამაშის მოგება. ეს ერთადერთი გზაა "ანთიმოზ ივერიელის" თასის შინ დასაბრუნებლად. საქართველო და რუმინეთი, საზიარო თასისთვის 2002 წლიდან იბრძვიან და დღემდე "ბორჯღალოსნებმა" ის 10-ჯერ, ხოლო რუმინელებმა 6-ჯერ მოიგეს. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე "ბორჯღალოსნები" მოედანზე ორივე თასის დაბრუნებისთვის იბრძოლებენ!

მილტონ ჰეიგი და გიორგი ნემსაძე: ტიტული დასაბრუნებელია, ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი!

რუმინელთა თავკაცი: საქართველოს ნაკრებთან თამაშებს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

ნაცადი შემადგენლობით

გასულ შაბათს კრასნოდარში რუსეთთან 29:9 მოგების შემდეგ, ჰეიგმა შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა.

პირველ ხაზში ანტონ ფეიქრიშვილის ნაცვლად ბრუნდება ბურჯი ლევან ჩილაჩავა. ის მიხეილ ნარიაშვილსა და შალვა მამუკაშვილს შეუწყვილდება. წლევანდელ რაგბი ევროპაზე ამ სამეულმა ორი თამაში დაიწყო - გერმანიასთან და ესპანეთთან. პირველი ხაზის მარქაფაში ის სამეულია, რომლებმაც კრასნოდარში ითამაშეს - ბადრი ალხაზაშვილი, კახა ასიეშვილი და გიორგი მელიქიძე.

უცვლელი დარჩა შერკინების მეორე და მესამე ხაზი. გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს კვლავ ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, ფლანკერები კოკი თხილაიშვილი და ვიტო კოლელიშვილი არიან, ხოლო შერკინების შემკვრელი ლაშა ლომიძეა.

უცვლელი დარჩა ღერძი და უკანა ხაზი. 9-10 ნომრებზე შესაბამისად ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იდგებიან; ცენტრში გიორგი კვესელაძე და დავით კაჭარავა, ხოლო ფრთებზე ანზორ სიჭინავა და სოსო მათიაშვილი.

ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილია 18-ში თავის 110-ე კეპს მოიხვეჭს და მსოფლიოს მასშტაბით, ნაკრების კვართით ჩატარებული მატჩების რაოდენობით 25-ე პოზიციამდე აღზევდება. ამავე სიაში 28-ე ადგილზე დაწინაურდება კაჭარავა, რომელსაც "მეკოზე" ერთით ნაკლები კეპი აქვს.

მეორე ხაზის მარქაფაში შალვა სუთიაშვილია, მესამე ხაზს მიხეილ გაჩეჩილაძე გააძლიერებს, 9 ნომერზე გელა აფრასიძე შევა, ხოლო ხაზში ლაშა მალაღურაძე და ალექსანდრე თოდუა.

სტატისტიკა, თამაშები და ქულები

რუმინეთს პირველად 20 წლის წინ (1998), დუბლინში (ირლანდია) 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევში ვეთამაშეთ და გამარჯვება მეტოქეს დარჩა (27:23), 2000 წლიდან კი, "სტეჟარს" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რეგულარულად ვხვდებით.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ურთიერთშეხვედრების პირველ ნახევარში უპირატესობა მეტოქის მხარეს იყოს. პირველ 9 წელიწადში, 2006 წლამდე, 7-ჯერ გამარჯვება მეტოქეს დარჩა, ჩვენ კი მხოლოდ 2-ჯერ ვიმარჯვეთ - 2001 წელს ბუქარესტში 31:20 და 2005 წელს ეროვნულზე 20:13.

2007 წლიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და რუმინეთი 9-ჯერ დავამარცხეთ, ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, ორი თამაში კი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

"სტეჟარს" სარეკორდო სხვაობით 2016 წელს, "დინამო არენაზე" მოვუგეთ. ბორჯღალოსნებმა გაიტანეს ერთი მატჩისთვის რეკორდული - 6 ლელო, თავად ლელო არ მიუღიათ და ლამაზ სტილში, 38:9 იმარჯვეს. საქართველომ რუმინეთთან ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება 2011 წლის მსოფლიო თასზე, პამერსთონში (ახალი ზელანდია) მოიპოვა - 25:9, რაც იმ დროისთვის სარეკორდო სხვაობა იყო.

სულ რუმინეთი 21 შეხვედრიდან დავამარცხეთ 11-ჯერ, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ლელოთა თანაფარდობა 34/30-ზეა ჩვენს სასარგებლოდ, ქულების - 392:356.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

დიდი ბრიტანეთიდან.
ვფიქრობ დროა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასის ბოლო გათამაშება ჩატარდეს სტეჟართან და ამაგვარ სახელობის თასის გათამაშება ორი გუნდისთვის რაგბის უფრო მაღალ დონეზე ჩავატაროთ მომავალში,თუ კი დაგვთანხმდებიან,ვთქვათ ექვსი ერის ან სხვა ქრისტიანული ქვეყნის ,მუხის ფოთლებზე უფრო ძლერი გუნდთაგანი ,ვთქვათ,სამყურებთან ან წითელ ურჩხულებთან ,ან ფირუზისფერებთან,ან ვოლაბებთან თუნდაც პუმა ,ოლბლექსთან,უფრო წაგვადგება დონის ასამაღლებლად. ...შევთავაზოთ ორი მატჩის ჩატარება ამგვარ გუნდებს წლის განმავლობაში,ორივე ქვეყნის სახსრებით,საერთაშორისო რაგბის ფედერაციების მიღმა ან შეთანხმებით მათთან კომერციული დივიდენდებით ყველასათვის,ვცადოთ,რას ვკარგავთ.....მცდელობით.ნებისმიერი ცდა,ბედის მონახევრეა და უმოქმედობა კი გარდაცვლაა არაფრობაში.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
"ბორჯღალოსნები" გერმანიის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ