ჰოლანდიურმა საიტმა Vi.nl, არნემის "ვიტესის" ქართველი კაპიტანის გურამ კაშიას შესახებ საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ.

"გურამ კაშია თვისუფალ დროს "ფლეისთეიშენს" აღარ თამაშობს და სწრაფ საკვებს აღარ მიირთმევს. ქალიშვილის ალესსანდრას დაბადების შემდეგ, ის ძალიან შეიცვალა. სამშაბათს შუადღეს არნემში გურამს ვეწვიეთ.

ჩვენ მესამე სართულზე ავდივართ ტერასაზე, რომელსაც იგი ადრე თავისს ოფისს ეძახდა. მარჯვენა მხარეს საწოლია, რომელშიც ის იძინებს ყოველი ვარჯიშის შემდეგ.

მარცხენა მხარეს ცალკე პატარა ოთახია, რომელსაც კაშიას პატარა მუზეუმი შეგვიძლია ვუწოდოთ. კედელზე რამდენიმე ფოტო და სურათი კიდია, ასევენ ჰოლანდიის თასის მინიატურული მოდელი, რომელიც მან 2017 წელს მოიგო.

ეს ოთახი მისი-სამფლობელოა. აქ ის საფეხბურთო მატჩებს უყურებს, კითხულობს წიგნებს, საათობით შესულია ინტერნეტში და ხანდახან ელექტრონულ გიტარაზეც უკრავს, მისთვს ეს სასწავლო სივრცეცაა, ქართველი ახლა ჟურნალისტიკის კურსზე სწავლობს.

"აქამდე მენეჯმენტის კურსები გავიარე, ასევე ფსიქოლოგიის მედიტაციის და ახლა ჟურნალისტიკის კურსებს გავდივარ. ჩემი პრობლემა ისაა, რომ თითქმის ყველაფერი მაინტერესებს.

სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ რისი გაკეთება მინდა კარიერის დასრულების შემდეგ. ჰოლანდიაში სპორტზე ბევრი ტოქ-შოუა, საქართველოში არა. შეიძლება, ამ კუთხით ვიმუშავო მომავალში, ჩავწერო ინტერვიუები და წარვადგინო ისინი.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს კურსი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, მე ვცდილობ რაც შეიძლება ფართოდ განვავითარო ჩემი შესაძლებლობები.

რამდენიმე დღის წინ "ქოლდფლეის" ვუსმენდი და უცებ გავიფიქრე, რა მაგარი იქნება თუ გიტარაზე დაკვრას ვისწავლი... და ამის შემდეგ დაკვრაში ჩემით ვმეცადინეობ", - ამბობს კაშია.

კაშიას შემხედვარემ ძნელია ეს ყველაფერი წარმოიდგინო. როცა მას მოედანზე ხედავ ვიკინგის წვერში გგონია, რომ მის სახლში ჰარლეი დევიდსონის მოტოციკლები და კედელზე მძიმე მეტალის როკ ჯგუფების პოსტერები დაგხვდება, თუმცა მრისხანე მცველის იმიჯის მიღმა სრულიად განხვავებული ადამიანი იმალება.

ის მოსიყვარულე მამაა და "ბითლზის" ფანია. სიყვარულის შემდეგ მთავარი მონაპოვარი არაა ფული, პრესტიჟი ან ძალაუფლება კი არაა, არამედ ცოდნაა.

8 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ქართველი ჰოლანდიაში გადმოვიდა, იგი მერაბ ჟორდანიას ერთ-ერთი შენაძენია და დღეისთვის ჰოლანდიის ერედივიზიაში 239 მატჩი აქვს ჩატარებული.

გულშემატკივრები მას კლუბის ლეგენდის თეო ბოსის გვერდით აყენებენ. კაშია თავისი ქალიშვილის დაბრუნებას ელოდება სკოლიდან, სახლში ქართულად ლაპარაკობენ თუმცა 4 წლის ალესსანდრა უნაკლოდ საუბრობს ინგლისურად.

"ცოდნა წარმატების მისაღწევად განმსაზღვრელი ფაქტორია, მე ნაკლებად მაქვს განათლება მიღებული, შემიძლია ვთქვა, რომ სწავლა მივატოვე, 14 წლის ასაკში ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ფეხბურთზე მომეხდინა სრული კონცენტრაცია.

რასაკვირველია ეს ძალიან დიდი რისკი იყო და დედა ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, ახლა როცა მეც მამა ვარ მეც წინააღმდეგი ვიქნები თუ ჩემი შვილი იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუმცა, ის სხვა დრო იყო, საქართველო ახალი გათავისუფლებული იყო საბჭოთა კავშირიდან და კარგი სკოლები არ გვქონდა. გარდა ამისა, დიპლომითაც ბევრი არაფრის გაკეთება არ შეგეძლო, ხალხი ცდილობდა სხვადასხვა გზებით ეშოვა ფული.

ღარიბ ქვეყნებში სპორტი იმედს გაძლევს... ეს არის შესაძლებლობა, სიღარიბე უკან მოიტოვო, ამ კუთხით ჩემთვის მაგალითი იყო შოთა არველაძე".

მან 23 წლის ასაკში მიიღო შანსი და ნიჭიერი მცველი არნემში გაემგზავრა სათამაშოდ, თუმცა პრობლემა ის იყო რომ საქართველოში მას არავინ არ ასწავლა თუ რას ნიშნავს რეალურად იყო პროფესიონალი ფეხბურთელი.

საქართველოში ასპარეზობისას ის გვიან ღამემდე ფლეითეიშენს თამაშობდა და სწრაფ საკვებს ჭამდა.

"მაშინ ვფიქრობდი რომ სწორად ვიქცეოდი, როგორც ნამდვილი ფეხბურთელი, თუმცა ამ გადმოსახედიდან ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდი და დღეს გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი ვიქნებოდი.

გარდა ამისა, ძალიან ჯიუტი და ამაყი ვიყავი, მე ხომ საქართველოდან ვარ, საქართველოში მზად ვართ სიამაყის გამო მოვკვდეთ.

ალესსანდრას დაბადეის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. დამატებითი პასუხისმგებლობა გამიჩნდა. პირველად ცხოვრებაში გავაცნობიერე, რომ ერთ დღესაც ჩემი კარიერა დასრულდებოდა ამიტომ გადავწყვიტე მაქსიმალურად მზად ვყოფილიყავი ამისათვის.

დავიწყე ჯანსაღი საკვების მიღება და თვითგანვთარება. განათლების გარეშე პროფესიონალი ვერ გახდები. იგივე ეხება ფეხბურთელებსაც. უნდა იცოდე კონკრეტულ სიტუაციებში როგორ იმოქმედო, განათლება ავითარებს გონებას და გეხმარება ამის გაკეთებაში".

კაშიას წიგნების კარადაში არის წიგნები ძირითადად, პეპ გვარდიოლაზე და ჟოზე მოურინიოზე... ჩვენ ასევე ვნახეთ წიგნი ლანს არმსტრონგზე.

გურამი ამბობს, რომ წიგნების ფურცლების სუნი ძალიან უყვარს.

"ინტერნეტიდან ბევრი რამ შეიგიძლია ისწავლო. ადრე წაგებული თამაშის შემდეგ ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგებოდი ხოლმე, ამასთან გასამკლავებლად ინტერნეტში ქართველი პროფესორების ლექციები ვნახე, რომელიც 5 ლექციაში ხსნიდა როგორ უნდა გავმკლავებოდი ამ ყველაფერს.

ამის შემდეგ მე სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებ და ვმედიტირებ. 5 წლის წინ ეს ჩემთვის შეიძლება სასაცილო ყოფილიყო მაგრამ ახლა აღარ".

კაშიას პატარ ოთახ-მუზეუმში მის შესახებ ძალიან ბევრ რამეს ვიგებთ. ამ ოთახში ბევრი ჯვარი კიდია, კაშია მართმადიდებელი ქრისტიანია და დღეში რამდენჯერმე ლოცულობს, თუმცა წლების გასსვლასთან ერთად ის ნაკლებად დადის ეკლესიაში.

"ვფიქრობ, აუცილებელი არაა ეკლესიაში იარო და ჯვარი ატარო. თუ ღმერთან საუბარი გინდა, შეგიძლია პირდაპირ ესაუბრო მე ვიცი, რომ ღმერთი ჩემთანაა.

ძალიან მიყვარს მუსიკა. ცოტახნის წინ რეპერის კენდრიკ ლამარის კონცერტზე ვიყავი, ჩემთვის ასეთი კონცერტი ნამდვილი სამოთხეა.

"ბითლზის" მოსმენა მამამ დამაწყებინა. შემდეგ იყო "ქვინი" რვა წლის რომ ვიყავი "ვოლქმენი" მაჩუქეს და სკოლაში წასვლისას გზაში ყოველდღე ვუსმენდი მუსიკას, მოვიანებით "ქოლდფლეიმ" დამაინტერესა.

ასევე საათობით შემიძლია ვუყურო "იუთუბზე" ჯეიმს ბრაუნისა და ოტი რეედინგის კონცერტებს. ჰოლანდია ჩემთვის მეორე სამშობლოა, ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა ამის გამო ჰოლანდიურის სწავლა მინდა, მაგრამ ძალიან რთულია.

მამაჩემი მორაგბე იყო, თუმცა მე არ მომწინდა ეს სპორტი, რადგან წინ პასის გაკეთება არ შეიძლება. ხანდახან ჩოგბურთს ვთამაშობ ხოლმე,ადრე ვაკო ყაზაიშვილთან ერთად ვთამაშობდი, თუმცა ყოველთვის ვაგებდი. ის ნამდვილი პატარა როჯერ ფედერერია.

ბოლო დროს მე გავაცნობიერე რომ ამ ცხოვრებაში ფეხბურთის გარდა სხვა მნიშვნელოვანი რაღაცების არსებობს, მაგალითად ჩემი მეუღლე და ქალიშვილი.

გასულ საღამოს ტიმ მატავზშთან ერთად რესტორანში ვიყავი და დავიდე ასტორიზე ვსაუბრობდით, იგი ჩემი ასაკის იყო და ძილში დაიღუპა... წარმოგიდგენიათ, რამდენს ვარჯიშობდა რომ უმაღლეს დონემდე მიეღწია? მაგრამ ის ახლა უკვე ცოცხალი აღარა, ამიტომ ჩვენ უნდა დავტკბეთ იმით ახლა რაც გაგვაჩნია, ყოველი წამით, ამიტომ ვაკეთებ ამდენ რამეს, ვუკრავ გიტარაზე, გავდივარ კურსებს, ვთამაშობ ქალიშვილთან ერთად და ანტვერპენში დავდივარ მაგარი კონცერტის სანახავად".

კახა
მხარი რაღა მაინც და მაინც სექსუალურ უმცირესობებს დაუჭირა და არა სხვათა უფლებების დაცვას? დასაცავის და დასახმარებლის მეტი რა არის ქვეყანაზე მაგრამ ვიზეც შეტკივა გული იმას დაუდგა გვედით. გეი ან ლესბოსელის ბედი ძალიან აწუხებს ეტყობა და გამოხატა თავისი უპირატესი საზრუნავი. ბატონო შოთა სხვა ვინმე ან რამე არ ადარდებს? ეს მისი საქმეა მაგრამ ნუ შევალამაზებთ ფატებს
შოთა
კაშიამ სამკლაურის გაკეთებით მხარი დაუჭირა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას, იმას რომ არ დავჩაგროთ ადამიანი თუ ის გეი ან ლესბოსელია. რა არის ამაში ცუდი ან არაქრისტიანული?
ლუკა
ახალგაზრდა ადამიანებისთვის მისაბაძია მისი ლტოლვა ცოდნის მიღებისკენ. განათლებული სპორტსმენი უფრი მეტს აღწევს ცხოვრებაში. კარგი იქნება თუ კაშია ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში ჩაებმება. ამ მხრივ დიდი დეფიციტია მაღალი ხარისხის განათლების მქონე პროფესიონალების ჩვენში.
სოსო
კაშია მორწმუნე მართლმადიდებელია,მაგრამ სულ უფრო იშვიათად დადის ეკლესიაში.ამიტომაც გაიკეთა ელგდპ სამკლაური.ეკლესია კატეგორიულად გმობს სექსუალურ გადახრებს,ის კი მის აგიტაციას ეწევა,თავისი იმ მოქმედებით.ასე რომ ის უკვე აღარ არის მართლმადიდებელი მორწმუნე და ამიტომ აღარ მიუწევს გული ეკლესიაში.მას როგორც ფეხბურთელს ვაფასებ,მაგრამ სრულიად მიუღებელი საქციელის შემდეგ,მას ბოდიშის მოხდა ნამდვილად შეეძლო,თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ და მეც კაცების სიიდან ამოვრიცხე კალაძესა და კობიაშვილთან ერთად.ეს ბოლო ორი სხვა რაღაცეებთან ერთობლიობაში სულაც არაკაცების სიაში გადაბარგდნენ.სანამ გურამ კაშია ბოდიშს არ მოიხდის ქართველი გულშემატკივრის წინაშე,მე ჩემდა თავად მისი მონაწილეობით, საქართველოს ნაკრების თამაშზე მიმსვლელი არა ვარ.
Saynotoracism
ჰოლანდიის ერედივიზიე და არა პრემიერლიგა
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა