მაშინ, როცა პსჟ ჩემპიონის ტიტულამდე გზას ამოკლებს, "ველოდრომზე" "მარსელისა" და "ლიონის" ჯახი ვიხილეთ. 5-გოლიანი თრილერი "ლიონმა" მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

რომ არა სტევან იოვეტიჩი, ჩემპიონ "მონაკოს" ბანანის ქერქზე ფეხი აუსრიალდებოდა - "ლუი მეორეზე" ლეონარდო ჟარდიმის გუნდი გასავარდნ ზონაში მყოფ "ლილთან" აგებდა, სანამ რონი ლოპეში გაათანაბრებდა.

მეორე ტაიმში შემოსულმა იოვეტიჩმა კი გუნდს დამატებით ენერგია მისცა, რადამელ ფალკაოს შეტევებში შეეხიდა და ბოლოს ჟოაო მოუტინიოს გამჭოლი პასიც გამოიყენა და "მონაკოს" 2:1 მოაგებინა. როცა სანაკრებო პაუზა დასრულდება, "მონაკო" ლიგის თასის ფინალში პსჟ-ს შეხვდება, იოვეტიჩს კი კარგი შანსი აქვს, ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს.

ლეონარდო ჟარდიმი ("მონაკოს" მწვრთნელი): "ლილმა" კარგად ითამაშა და ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. მათ პირველ ტაიმში ითამაშეს უკეთ, ჩვენ - მეორეში. ბოლოს კიდევ ერთხელ დავკარგეთ თამაშზე კონტროლი, რადგან ფალკაოს შეცვლა მომიხდა. ეს არ იყო "მონაკოს" საუკეთესო თამაში".

პსჟ-ს ბოლო დროს "ალიანზ რივიერაზე" თამაში უჭირს. ასე იყო ახლაც - პლეამ მე-17 წუთზე მეკარე არეოლასთან პირისპირ სან-მაქსიმი გაიყვანა, რომელსაც არ გასჭირვებია მეკარის ჯობნა.

4 წუთში ანხელ დი მარია მცველს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გაათანაბრა. პსჟ-ს სამი ქულა დანი ალვეშმა მოუტანა, რომელმაც 82-ე წუთზე ადრიენ რაბიოს ულამაზესი პასი გამოიყენა და თავით ისე ითამაშა, ნებისმიერ ცენტრფორვარდს შეშურდებოდა - 1:2.

მარიო ბალოტელიმ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ პარიზელებს ვერაფერი დააკლო.

Video

18.03.18 ნიცა - პსჟ 1:2

ფაქტები

"მონაკომ" ბოლო 5 თამაში მოუგო "ლილს".

იოან გურკუფმა (რენი) ლიგა 1-ში 2017 წლის თებერვლის მერე პირველი გოლი გაიტანა.

"რენს" 2 წელზე მეტია, რაც ასეთი წაუგებელი სერია (6 ტური) არ ჰქონია.

"მონპელიემ" ლიგა 1-ის ბოლო 5 მატჩში ფრე ითამაშა.

"სტრასბურმა" ბოლო 6 საგარეო მატჩიდან პირველად წამოიღო შინ ქულა.

"კაენს" ამ სეზონში 15 მატჩში არ გაუტანია. ეს სეზონის ანტირეკორდია.

"ტრუამ" ბოლო 10 საგარეო მატჩიდან პირველად წამოიღო შინ ქულა.

პსჟ-მა ლიგა 1-ში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო. ეს პირველად მოხდა 2015/16 წლების სეზონის შემდეგ.

"სენტ ეტიენი" უკვე 8 ტურია, რაც დაუმარცხებელია. მხოლოდ "მონაკოს" აქვს მასზე გრძელი წაუგებელი სერია - 15.

ლიგა 1. XXX ტური

მონაკო-ლილი 2:1

გოლები: 0:1 მოტიბა (16), 1:1 რონი ლოპეში (44), 2:1 იოვეტიჩი (61)

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, რაჯი - ტილემანსი, ჟოაო მოუტინიო - ბ. კეიტა (46. იოვეტიჩი), ლემარი, რონი ლოპეში (88. ნ"დორამი) - ფალკაო (76. ღეზალი)

ბორდო-რენი 0:2

გოლები: 0:1 სარი (49), 0:2 გურკუფი (86)

ამიენი-ტრუა 1:1

გოლები: 1:0 კონატე (38-პენ), 1:1 ნიანე (47-პენ)

ანჟერი-კაენი 3:0

გოლები: 1:0 ტაიტი (10), 2:0 ეკამბი (43), 3:0 ონიანგი (74)

მონპელიე-დიჟონი 2:2

გოლები: 0:1 საიდი (27), 1:1 სხირი (59), 2:1 სიო (66), 2:2 საიდი (91)

ტულუზი-სტრასბური 2:2

გოლები: 0:1 ბლაიაკი (46), 1:1 სანოგო (89), 2:1 სანოგო (91), 2:2 კონე (93)

ნიცა-პსჟ 1:2

გოლები: 1:0 სან-მაქსიმი (17), 1:1 დი მარია (21), 1:2 დანი ალვეში (82)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე (46. კურზავა) - ვერატი, რაბიო, დრაქსლერი (76. ლო სელსო) - მბაპე, კავანი (76. მონიე), დი მარია

მეცი-ნანტი 1:1

გოლები: 1:0 რუ (12), 1:1 რონჟიე (23)

სტ. ეტიენი-გენგამი 2:0

გოლები: 1:0 სუბოტიჩი (29), 2:0 კაბელია (79)

მარსელი-ლიონი 2:3

გოლები: 1:0 როლანდო (31), 1:1 რამი (42 ს.კ.), 1:2 აუარი (52), 2:2 მიტროღლუ (84), 2:3 დეპაი (90)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სააი (35. სარი), რამი, როლანდო, ამავი - მ. ლოპესი, ლუის გუსტავო - ტოვენი, პაიე, ოკამპოსი (75. სანსონი) - ჟერმენი (63. მიტროღლუ)

ლიონი (4-3-3): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, მორელი, მენდი - ნდომბელე, ტუსარი, აუარი (77. ფერი) - ბ. ტრაორე, მარ. დიასი, კორნე (63. დეპაი)

ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ფლორიან ტოვენი (მარსელი), მარიანო დიასი (ლიონი), კარლ ტოკო ეკამბი (ანჟერი); ნაბილ ფეკირი (ლიონი).

მომდევნო ტური

31 მარტი: დიჟონი-მარსელი

1-ლი აპრილი: გენგამი-ბორდო, კაენი-მონპელიე, ლილი-ამიენი, ნანტი-სენტ ეტიენი, სტრასბური-მეცი, ტრუა-ნიცა, ლიონი-ტულუზი

4 აპრილი: რენი-მონაკო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
ოფიციალურად: "მარსელმა" რობერტო დე ძერბი დაითხოვა
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
რომელ თანაგუნდელზე მიანიშნებს დემბელე? - "რენთან" მარცხის შემდეგ, ფრანგმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"ლუის ენრიკემ ზაბარნი დუბლებში უნდა გაუშვას" - საფეხბურთო მიმოხილველი
სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა - ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
სექსი ორმხრივი შეთანხმებით - უდანაშაულო დანი ალვეში ერთი წელი ციხეში იჯდა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"გააცნობიეროს, რომ სავარაუდო მოძალადე უყვარს" - გაუპატიურებაში ბრალდებული ალვეშისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგების დეტალები
მე-4 დივიზიონში დაქვეითებულმა "ბორდომ" ენდი ქეროლი დაიმატა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება - დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
UEFA-მ "ცრვენა ზვეზდა" სტადიონზე გამეფონილი წმინდანის ბანერის გამო დააჯარიმა
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
აი, ბიზნესმენი - "მარსელი" 45 მილიონად შეიძინა და 1 მილიარდად ყიდის
"ბორდოში" სათამაშოდ ჩემი ფინანსების გაღებაც კი მიწევს" - ქეროლმა ახსნა, რატომ გადავიდა მე-4 დივიზიონში დაქვეითებულ დავითაშვილის ყოფილ კლუბში
ალვეშმა ციხეში დიდი დარტყმა მიიღო - ის ზოგჯერ საკვებზე უარს აცხადებს
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა