საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ესტონეთის დამარცხების (2:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ესტონეთის დამარცხების (2:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

- მეორე ამხანაგური მატჩია, რომელსაც ვიგებთ. ჩვენ ვთამაშობდით ძლიერ და ორგანიზებულ გუნდთან, ვიდრე წინა შემთვევაში იყო. მთავარი პრობლემა რაც გამოჩნდა, ვერ ვახდენდით შესაბამისად მომენტების რეალიზებას და ეს არის გამოსასწორებელი.

- ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ამხანაგური მატჩი ლუქსემბურგთან, ხომ არ იქნებოდა კარგი, რომ ერთი ამხანაგური მატჩი დაგვემატებინა ერთა თასამდე?

- ჩვენ შევხვდებით პირველ ივნისს მალტას ავსტრიაში და შემდეგ ლუქსემბურგს, ჯამში ორ მატჩს ჩავატარებთ.

- საქართველოს ნაკრებმა ძალიან ცუდი საკვალიფიკაციო ჩაატარა. ამ თამაშებით დავიბრუნეთ თუ არა მოგებულის ფსიქოლოგია და ორივე შეხვედრაში როცა პირველი ტაიმი მოვიგეთ, მეორე ტაიმში ნაკრები მოდუნდა, ეს რამდენად აღმოიფხვრება ერთა თასზე?

- რატომ ვცდილობთ რომ ყოველთვის ვიპოვოთ ცუდი? ნუ ეძებთ ამას. მთავარი პრობლემა იყო მომენტების რეალიზება. ამ შეხვედრაში გვქონდა 10 ასეთი მომენტი: 4 კაჭარავას, 2 ქვილითაიას, ყაზაიშვილს და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ ამის გამოსასწორებლად.

როდესაც ცარიელ კარებთან დგახარ და ვერ გაიტან, მე ვერ გამოვიყენებ ამ მომენტებს ფეხბურთელების ნაცვლად. ეს ფეხბურთელის საქმეა და მან უნდა გაიტანოს გოლი.

- დღეს ნაკრებში რამდენიმე პოზიციაზეა პრობლემა, მაგალითად ფლანგის მცველებზე. თუნდაც არა გვყავს ოთო კაკაბაძის შემცვლელი, რა ვარიანტებს განიხილავთ და კიდევ ვინმეზე ხომ არ ფიქრობთ მარცხენა ფლანგზე?

- თუ კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, ჩვენ რთულ მდგომარეობაში ჩავვარდებით. ჩვენ მოგვიწევს რაღაცის მოფიქრება და ამ პოზიციაზე ფეხბურთელის გამონახვა, რადგან ჩვენ აქედან ვიწყებთ შეტევებს. ოთო კაკაბაძე შეუცვლელი ფეხბურთელია ჩვენი ნაკრებისთვის.

იგივე ნავალოვსკი და შერგელაშვილი, შესანიშნავად თამაშობენ ფლანგზე. თუმცა სტანდარტულის დროს ჩამოწოდებულ ბურთზე თავისი სიმაღლის გამო ვერცერთი ვერ იბრძოლებს.

შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ცენტრალურ დაცვაში და ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ ფეხბურთელების ლავირება სხვადასხვა პოზიციაზე.

- რას გვეტყვით იმ ფეხბურთელების შანსებზე, რომლებსაც კლუბებში ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვთ და აგრეთვე იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობენ?

- ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ფეხბურთელები და მივცეთ შანსი. დღეს მოედანზე შემოვიყვანეთ ჯაბა ჯიღაური, რომელსაც პრაქტიკა არ აქვს და ნაკრების ფეხბურთელად მოვიაზრებთ.

მე ვცდილობ ნაკრებში ვუხმო ეროვნული ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებსაც. რომ არ გამოეძახათ 21-წლამდელებში ოთო კიტეიშვილი, ის დღეს ჩვენთან იქნებოდა

- რა ინფორმაცია გვაქვს ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. უნდა ველოდოთ მათ ერთა ლიგისთვის სექტემბერში?

- ერთა ლიგამდე ექვსი თვეა და მჯერა, რომ ყველა ფეხბურთელი ჩვენთან ერთად იქნება: თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე.

ოქრიაშვილი და მჭედლიძე წესით ორ კვირაში ჩადგებიან უკეთეს ფორმაში, შემდეგ კი გვეცოდინება როდის დაიწყებენ თამაშს.

- მიმდინარეობს უკრაინაში მოთამაშე ზაურ მახარაძისთვის საქართველოს ნაკრების მოქალაქეობის მინიჭება, რას გვეტყვით მის შესახებ?

- მე ვაქცევ მას ყურადღებას, თუმცა დღეს ჩვენ გვაყვს უკეთესი მეკარეები ნაკრებში.

ჩვენ ბევრ ფეხბურთელის მიმართ გვაქვს ინტერესი და ბევრსაც ვაკვირდებით. მე არ გამომითიშია ნაკრებიდან ლადო დვალიშვილი, რომელსაც კვლავ ვაკვირდები და ასევე ჩემს თვალთახედვაშია სხვა ფეხბურთელებიც.

BRAVO: საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეორე მატჩი მოიგო მშრალი ანგარიშით[VIDEO]

თბილისელი
მწვრთნელია და ყველას მოტივაცია უნდა მიცეს, დვალიშვილი თუ ათამაშდება თავის კლუბში მერე გამოიძახონ რატომაც არა? სხვანნარად არც ჯიღაურს გამოიძახებს და არც კიტეს, უბრალოდ იცის როგორ უნდა ილაპარაკოს და კონფლიტები არ მოუვიდეს ფეხბურთელებთან წინამორბედებისგან განსხვავებით
lasha
მწვრთნელს რომელსაც წინა შესარჩევში ორი წლის განმავლობაში არცერთი თამაში არ აქვს მოგებული, ასეთ უზრდელურ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, მე ხო არ გავიტან გოლსო. წინა შესარჩევში ფეხბურთელებს აბრალებდა არ მყავს მაღალი კლასის მოთამაშეებიო და მე რა ვქნაო, ეხლა მოიგეს ბიჭებმა და თვითონ იბრალებს მოგებას ფორვარდები არ მყავს თორემ ხო წარმოგიდგენიათ რას ვიზამდი ამ უკლასო ფეხბურტელებითო
გულშემატკივარი
თავდამსხმელის მიერ მინდორზე თავისუფალი ადგილის შერჩევა და სახიფათო პოზიციაზე გასვლა ერთ-ერთი მთავარი ნიჭია, და ეს აქვს კაჭარავას! რაც შეეხება მომენტების გამოყენებას, ჯობია შექმნა და თუნდაც ვერ გამოიყენო (სულ ხომ არ გააფუჭებს!) ვიდრე საერთოდ ვერ შექმნა საგოლე მომენტები.
ქუთაისელი
მე ვიფიქრე, დვალიშვილისგან დავისვენებთ-თქო და, ამან კიდე.. ეჰ.. ბოლოს მაინც..
გულშემატკივარი
თავდამსხმელის მიერ მინდორზე თავისუფალი ადგილის შერჩევა და სახიფათო პოზიციაზე გასვლა ერთ-ერთი მთავარი ნიჭია, და ეს აქვს კაჭარავას! რაც შეეხება მომენტების გამოყენებას, ჯობია შექმნა და თუნდაც ვერ გამოიყენო (სულ ხომ არ გააფუჭებს!) ვიდრე საერთოდ ვერ შექმნა საგოლე მომენტები.
თენგო
ძალიან ვგულშემატკივრობ ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს და ტურს არ ვაცდენ რო არ წავიდე თამაშზე, მაგრამ ხალხო ვინც იმას იძახით რომ ეროვნული ჩემპიონატიდან უნდა დავუძახოთ ხალხსო, ახალგაზრდულის თამაშებს თუ უყურეთ? გასული სეზონის სამი საუკეთესო ფეხბურთელი გვყავდა გუნდში და ან ფარერებთან, ან დანიასთან რომელის თამაშით მოიხიბლეთ? არ არიან ეს ბიჭები მზად ამ დონისთვის და რო იყვნენ ტორპედოში და რუსთავში არ იქნებოდნენ რაა. პ.ს. ვაისი მაღალი დონის მწვრთენლია და ეს დაამტკიცა როგორც ამ შეხვედრებში ისე შესარჩევშიც, რადგან მიუხედავად იმისა რომ შესარჩევში თამაში არ მოგვიგია, უიმედო და უნიათო არცერთი თამაში არ გვითამაშია, მწვრთნელის ხელი ყველგან იგრძნობოდა.
დათო
ხოდა რომ ვერ გამოიყენებ, მიტომაც არ ხარ მოედანზე და ვინც მოედანზეა და ვერ იყენებს 100 პროცენტიან საგოლე მომენტებს გამოაგდე მოიდნიდან, რას გვაწყვეტ ნერვბებს, ისე ნამუსი რომ ქონოდა 2 გაფუჭებული მომენტის შემდეგ თვითონ უნდა ეთხოვა შეცვლა.
დათო
პა პა პა პა, კაცი რომ ერთ თამაშში 4 ას პროცენტიან საგოლე მომენტს გამაზავს, ის არ უნდა გამოიძახო ნაკრებში, თუ არა და შე დალოცვილო გამაზა ერთი გამაზა მეორე, გამოაგდე რა მოედნიდან, რავა ჩვენი კომენტარებივით გვიშლის ნერვებს. ხო მართლა აუ ბიჭო რა მაგარი კომენტატორები გვყავს, დავასხი თავს ლაფი ყველა ქართველ წამყვანს, აუ რას ჭორაობენ.
ზაზა
კი,მაგრამ შენ ირჩევ და აყენებ თავხამსხელს,რომელმაც საგოლე მომენტი გოლათ უნდა აქციოს. კარგი,აქ ამხანაგური იყო და 2:0-ს ვიგებდით.დავუშვათ შესატჩევია და 0:0-ია?... მერე?... ვისაც არ შეუძლია გოლის გატანა,ის არ უნდა დააყენო ცენტრფორვარდათ...
Kika
Maltastan sparing arafershi ar gamogvadgeba yazaxettan Mathis win.
ქუთაისელი-2
გუნდში არ არის საშუალო დონის თავდასხმელი ამ ეტაპზე.
Vasili
კითხულობენ ამ მესიჯებს დვალიშვილიც და ლობჯანიძეც , და მაგათ ადგილზე წარმოიდგინეთ თავი, არ არიან მაღალი კლასის მოთამაშეები , მაგრამ არც სხვები წყვეტენ ვარსკვლავებს, მარტო ამათი ბრალი თუ იყო რაც ხდებოდა ჩვენ ნაკრებში ვერ წარმოვიდგენდი,,, არავისზე ნაკლებს არ დარბოდნენ, გოლის გატანა და კარის მშრალად შენახვა კიდე სულ უჭირდა ნაკრებს.../ ნუ ვიცით ქართველება კაცის გაღმერთება პატარა რაღაცის გამო და შეძულება კიდე პირიქით... არ მგონია სწორი იყოს... / და კიდევ 10-15 წუტი თამაშე დაგვიანება რა უბედურებაა და 10 წუთით ადრე წასვლა , ბილეთი უფასო, 1 ლარი მაინც უნდა ღირდეს , ეს უფასო ისევ ჩვენვე გვაზიანებს...
reali
რამბავი კომენტარი დაგიწერია ამდენი სტატია არ გამოქვეყნებულა შე დალოცვილო...რაიყო გიკრძალავდნებ საუბარს ბავშობაში და ეხლა გათავისუფლდი..kashialegend..აა
sagol dzmao
გაიხარე ძმაო...მართალს ამბობ.
dadu
ამ დვალიშვილს მაინცდამაინც საქართველოს მოქალაქეობა უნდა შევუწყვიტოთ რომ ნაკრების კანდიდატად აღარასოდეს მოიაზრონ? "ეს რა ჭირი გვჭირს ტო" - ზუსტად დვალიშვილზეა ნათქვამი. დაახლოებით 15-20 ქართველი თავდამსხმელი მე ვიცი მარტო რომელთანაც დვალიშვილი ვერასოდეს ვერაფრით ვერ მივა. ასეთი რა ლობი ყავს ამ კაცს გვითხარით და გვეცოდეინება რომ 3586 წლის მსოფლიოს შესარჩევზეც გვეყოლება დვალიშვილი ნაკრებში. რით ვერ დავამთავრეთ ამ უნიჭო ფეხბურთელების ლობირება?
gizog
მე მგონია, რომ როცა ნაკრებზე ვსაუბრობთ უფრო მეტი ობიექტური უნდა ვიყოთ ვიდრე ერთი რომელიმე გუნდის ან მისი მოთამაშეების გულშემატკივრობა.
kashialegend
ყველა ფეხბურთელს უნდა დაკვირდეს და ყველას ვინც იმსახურებს უნდა მიეცეს შანსი. ზოგადად,დვალიშვილი ცუდი ფეხბურთელი არაა,მაგრამ აშკარად არ წაუვიდა ნაკრებში თამაში. მაგარი მშორმელი ფეხბურთელია და დასანანია,მაგრამ მისი გამოძახება არ დაგვჭირდება. თავდასხმელს პირველ რიგში გოლით აფასებენ და ვაისს ურჩევნია სხვას დაკვირდეს. ლობჟანიძე უფრო რაგბისტია ვიდრე ფეხბურთელი. წინ პასი არ მახსოვს მაგ ბიჭს გაეკეთებინოს და დაცვაშიც ფაფხურობს რაღაცას. კაკაბაძე ღმერთის წყალობაა და ღმერთი გვეუბნება ლობჟანიძე არ გაკაროთ ნაკრებსო და ასეც უნდა ვქნათ. 3 კარგი მეკარე გვყავს, ცენტრალური მცველები მაღალი დონის გვყავს და იგივე დვალი მაგარი იყო მარცხენა მცველად და კაშიას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში მარჯვენა მცველად დადგეს. ცენტრშიც არ გიჭირს კანკავა,როგორც ყოველთვის არ ჩანს,მაგრამ დიდ სამუშაოს აკეთებს,გვილია და რაც ყველაზე გასახარია ჩემთვის კვეკვესკირის კარგი თამაში,აბურჯანია და რავი გვყავს ხალხი. შეტევაც კარგია მჭედლიძის და ოქრის გარეშე. კაჭარავას როგორ არ გაუმართლა გუშინ და რომ არ იცოდე მისი გოლის ალღო ჩამოწედა კაცი. ქვილითაიაც ძალიან კარგია და არაბულის დავიწყებაც არ შეიძლება. დვალიშვილი კი არა ბუდუ ზივზივაძე გამომიძახე ნაკრებში ვაისს. ჭანტურიაც უნდა გამოიძახონ ხოლმე, აქვს მაგ ბიჭს ნიჭი და რაც მთავარია გუნდში ეგეთი ტიპაჟები გვჭირდება,თავისი კარგი ხასიათით და ბოლობოლო ლამასიაში ვერ გაიჩითები თუ არაფერი ტალანტი არ გაქვს. ჯანო და მისი ტრანვები ჩვენი ტკივილია. როგორ მინდა მთელი სეზონი ტრანვის გარეშე გაატაროს და დაამტკიცოს თავისი მაღალი კლასი. არადა ძალიან მაგარი ფეხბურთელია და იმედია მალე მოიშუშებს ტრანვას
status quo
რას გადაეკიდა ეს კაცი ამ უსარგებლო დვალიშვილს.მაგას უკვე თავის გუნდშიც არ ათამაშებენ,შორს დვალიშვილი.
რუსთავი
კაჭარავას მგონი ეშინოდა ბრძოლებში შესვლის თუ მე მომეჩვენა თან ძალიან ზანტია, ჩემი აზრით არაა ნაკრების დონის ამიტომაც არჩევს მწვრთნელი ყოველთვის ქვილითაიას. არსებული ცენტრებიდან ქვილითაია ყველას ჯობია მაგრამ საერთო ჯამში ითქმის, რომ გოლის გამტანი თავდამსხმელი არ გვყავს. ნუთუ ეროვნულ ჩემპიონატში ვინმე ცოტა სწრაფი ცენტრი არ მოიძებნა.
vaso
ბიჭებო როგორ ფიქრობთ, დვალიშვილს რომ ამდენი და ასეთი საგოლე მომენტები რომ შექმნოდა ერთს მაინც ვერ გაიტანდა? მე მგონი მეტსაც გაიტანდა, ანალოგიურ სიტუაციაში. ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ, ვაისა მართალია. სხვა საქმეა, რომ კიდევა ყავს გამოსაძახებელი და მოსასინჯი იგივე თავდასხმაში, მინიმუმ 2 ფეხბურთელი, სხირტლაძე და ლობჟანიძე და მერე შეიძლება დვალიშვილს მიუბრუნდე კაცი, ამ შესარჩევში მაინც. ივნისის 2 ამხანაგურში აუცილებლად სანახავია ეს 2 თავდამსხმელი და ებრალიძე, რომელსაც ასევე დიდი გამოცდილება და 100 პროცენტიანი პრაქტიკა აქვს. იგი მართალია ამპლუით სულ მარჯვენა ნახევარმცველს თამაშობდა, მარა ეხლა მარცხენა გარემარბია და იმ ფუნქციებს ასრულებს გუნდში, რასაც კაკაბაძე მარჯვნივ, ანუ 2 გარემარბი კრაებზე და 3 ცენტრალური მცველი. დვალიც კაია მაგ პოზიციაზე, მარა იგი უფრო ცენტრია, ცამშლელადაც შეიძლება, გამოჩნდა. და ებრალიძე კაი იქნება, სისწრაფეცააქ, დრიბლინგიც და კაი ნავესებიც იცის, შორიდანაც ურტყამს, სანახავია. ისე უნდა გავიდეთ და გავალთ კიდეც, მარა მერეა საქმე და ერთი ძლიერი ევროპული ნაკრეი საკონტროლოდ არ გვაწყენდა, იქ უფრო გამოჩნდებოდა ხარვეზები, და რაც მთავარია, ყველაზე მეტად ამ ეტაპზე მეგოლეა საჭირო და ამას დვალიშვილში ხედავს, რადგან მას შექმნა არ დაევალება, იქნება იმენნა ოტხკუთხედში, მეპასეები ბლომად გვყავს და უნდა გაიხსნას და მერე შეაგდოს. დღეს ეგ რომ ყოფილიყო და ამდენი, ასეთი მომენტი შექმნოდა, ნახევარს გამოიყენებდა. ეს დაინახა ვაისამ და ეგაა. ერთა ლიგა მოსაგებიააა. ვნახოთ
vashla
ლადო და უჩა ძვირფასებო, დაგვდე პატივი, გაგვახარეთ ქართველები, მოგმართავთ თხოვნით, რადგან ეს კაცი არ განებეთ თავს და ამოგიჩემათ იქნებ მიიროთ გადაწყვეტილება და თქვენი კარიერის განმავლობაში ერთხელ მაინც გაგვახარეთ, ადექით და გააკეთეთ განცხადება თქვენი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე, გასაცილებელ თამაშზე დინამო არენასაც გავავსებთ ოღონდ თქვენ ეს გააკეთეთ ჩვენო ქართველო ძმებო !!!
lado
აი სად დაგვერხა!!!!! მე არ გამომითიშია ნაკრებიდან ლადო დვალიშვილი, რომელსაც კვლავ ვაკვირდები და ასევე ჩემს თვალთახედვაშია
ტოტტი
ეს აკვირდება ლადო დვალიშვილს თურმე უჩამ ლობჟანიძე და ლადო დვალიშვილი კიდე ვერ დაივიწყეს ამათმა ამათ ჯობია 18-19წლის ბიჭები ათამაშოს უკეთესად თამაშობენ აშკარად თუნდაც ჩაკვეტაძე მოვიყვანოთ მაგალითად ჩაკვეტაძემ და კაკაბაძემ ყველაზე კარგად ითამაშეს ლიტვასთან
ზეზვა
უთხარით ვიღაცამ ამ კაცს დაანებოს დვალიშვილს თავი. ჯადო აქვს ხომ ხედავთ
maxo
ყოველტვის სუსტი გუნდები უნდა შევარჩიოთ, და ყოველთვის მოვიგებთ,და ცხრილშიც მაღლა ავიწევით.
basko
მადლობა ბიჭებს, რომ ძალები არ დაიშურეს და თითოეული ბურთისთვის იბძოლეს, შეუძლიათ ამ თაობას კიდევ უფრო ჩვენი გახარება. უშუალოდ თამაშზე ვიტყვი რომ მარცხენა მცველის პოზიცია ვაკანტურია ნამდვილად:) და ქიმაძეც შეიძლება მოისინჯოს ტორპედოდან, პაპუნაშვილი უფრო ხშირად თუ შეელევა ბურთს და არ იღორებს უკეთესი იქნება, კვასხვაძე ჩემი აზრით მაკარიძეზე უკეთესია, და გულშემატკივარი, რომელიც აგვიანებს და მერე ადრე გარბის, კაი წაგებულზე გარბიხარ გული მოგივიდა და მოგებულზე რაღატომ გარბიხარ შეჩემანალა?!
zaza
ისევ დვალიშვილი? ვინმე დამეხმმარება და ამიხსნის რა სასწაული და ჯადოა ამ დვალიშვილში?
Stepan
Двалишвили ар гаехсенебина да
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...