საქართველოს ნაკრებზე სტატიის დაწერას ვაპირებდი და ქეთი დოლიძის "კუკარაჩა" გამახსენდა. დიახ, ქალბატონო ქეთი, თქვენი "კუკარაჩა" ნანახი გვაქვს.

რა შუაშია "კუკარაჩა"? კარგი, მივყვეთ თანმიმდევრობით...

საქართველოს ნაკრების მდგომარეობა იმ სასამართლოს ჰგავდა, სადაც მსჯავრდებული მურტალო იმყოფებოდა. დიახ, მეგობრებო, მორიგი წარუმატებელი შესარჩევი ციკლის მერე ვლადიმირ ვაისს და მის შეგირდებს ხომ კრიტიკა არ აკლდათ...

კი მაგრამ, ვის ვასამართლებდით, ვლადიმირ ვაისს თუ ჩვენს ფეხბურთელებს? ალბათ, საქმე მაინც მთავარ მწვრთნელში იყო, რომელსაც სასამართლო პროცესზე პასუხი უნდა გაეცა კითხვისთვის: რა იქნება შემდეგ?

არ ვიცით, შეუძლია თუ არა ვლადიმირ ვაისს ქალს ყოველდღე ერთი კალათა წითელი ვარდი მიართვას, მაგრამ იმედის მოცემა, რომელიც ბოლო დროს ასე ჭირდა, შეუძლია.

ახალი წელი და ახალი იმედი. ასე იწერებოდა სპორტულ პრესაში და ყველა მოუთმენლად ელოდა, თუ როგორ გაართმევდა საქართველოს ნაკრები თავს დაკისრებულ მოვალეობას.

ბატონმა ვაისმა და მისმა ბიჭებმა, არც აციეს, არც აცხელეს და ლიტვას სულაც 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. სხვა საკითხია, უფრო მეტის გატანა რომ შეგვეძლო და ვითომ ქვეყნებში მეგობრული ურთიერთობის გამო ლიტველები დავინდეთ...

აშკარა და დაუჯერებელი - საქართველოს ნაკრებმა 4:0 გაიმარჯვა! [VIDEO]

გულშემატკივარი სასიამოვნოდ გაოცებული და ნასიამოვნები დარჩა. და მაინც, გაჩნდა კითხვები: იყო თუ არა ეს გამარჯვება გამონათება და ხომ არ ვეთამაშეთ ძალიან სუსტ მეტოქეს?

ყველაფერ ამაზე თუ არა, მცირედით მაინც ამ კითხვაზე პასუხი ესტონეთთან მატჩს უნდა გაეცა. აღნიშნულ ნაკრებთან დაპირისპირებაში "ჯვაროსნებმა" ზოგი წამყვანი მოთამაშე დაასვენეს და ზოგიც საერთოდ ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა. იყო ისეთი ფაქტიც, როდესაც ჩვენი ნაკრების მოთამაშე ურთიერთშეთანხმებით თავის კლუბს დაუბრუნდა.

ქართველებს სიტყვა ჩინეთზე, ალბათ, პირველ რიგში, ჩინური მასაჟი გაგვახსენდება და არა აზიაში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა. აღნიშნულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, დიდი პატივისცემის მიუხედავად, სიტყვა ჯიმიზე არა ჯიმი ტაბიძე, არამედ "ჯიმი-ჯიმი, აჯა-აჯა" უფრო გაგვახსენდება.

ინდური მუსიკა იქით იყოს, და "უფას" ფეხბურთელმაც საქართველოს ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა, რითაც "ჯვაროსნები" დააწინაურა.

მეორე ბურთმა კი სულაც ევროპული პრესა აალაპარაკა და ისეთი ქვეყნის ჟურნალისტებმა, როგორიც იტალიაა, ვაკოს გოლს ლეო მესის სტილში გატანილი ბურთი უწოდეს.

Sport.sky.it: ვაკო ყაზაიშვილის გოლზე ყველას ლეო მესი გაახსენდა [VIDEO]

საბოლოოდ, ვლადიმირ ვაისმა 4 დღეში მიზანში 6-ჯერ ზუსტად ისროლა, განსხვავებით ინგასი, რომელმაც მურტალოს 7-ჯერ ააცილა.

BRAVO: საქართველოს ნაკრებმა მშრალი ანგარიშით მიჯრით მეორე მატჩი მოიგო [VIDEO]

თუმცა აცილებებზე სლოვაკმაც დაიჩივლა, აქაოდა, ბურთს კარში მე ხომ არ შევაგდებო?!

ვლადიმირ ვაისი: მე ვერ გამოვიყენებ მომენტებს ფეხბურთელების ნაცვლად

ქართულ-სლოვაკური სასამართლო პროცესი წარმატებულად დაიხურა. ბრალდებულმაც ჯერჯერობით თავს მხოლოდ გირაოთი უშველა, რადგან, როგორც ჩვენში იტყოდნენ, ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო.

იმედია, გავა წლები და ქართველი ჟურნალისტები, ზოგი კალმით და ზოგიც კლავიატურაზე კაკუნით მსგავს ფრაზებს დავწერთ:

- შენ შეგიძლია მსოფლიო რეიტინგის 101-ე გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანო?

- აი, ვლადიმირ ვაისს კი შეუძლია.

- შენ შეგიძლია გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი დანერგო?

- აი, ვლადიმირ ვაისს შეუძლია.

- შენ შეგიძლია იმ ქვეყნის ნაკრებით, რომლის ჩემპიონატიც ერთ-ერთი უსუსტესია, დიდ საფეხბურთო ფორუმებზე გახვიდე?

- აი, ვლადიმირ ვაისს კი შეუძლია.

ვლადიმირ ვაისიც ერთგვარი მურტალოა. სასამართლო პროცესი დაიხურა და მოსამართლემ ჩაქუჩიც დაარტყა. პროცესი მაისამდე გადაიდო, რომელიც ავსტრიაში, მალტასთან დაპირისპირებით განახლდება.

10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების შეფასება ესტონეთთან მატჩში

დათო
სტატია ავანსად გაცემულ ფულს გავს, მარა მთლიანობაში საკაიფოა, აი კომენტატორებს (ყველას) რა ეშველებათ ნერვებზე მოშლილი ჩაუწევ ხმას და ფეხბურთი ეშხს კარგავს სტადიონის ხმა რომ არ ისმის ,აუვწევ და ამათი ვითომ პროფესიული გარჩევები და ჭორაობები გხეთქავს ნერვებზე, მიჰყეთ თამაშის მსვლელობებს გარჩევით კი ვაკის პარკში გაარჩიეთ ესა თუ ის თამაში.რა დაგიშავეთ კომენტატორებოოოოოოოოოო არ გეცოდებით.
ნოშრევან შიკლგრუბერი
ნამეტანი ხმამაღლაა ეს "სტატია" დაწერილი. მაგრამ ამას კიდევ ეშველება - ხმადაბლა წაიკითხავს კაცი, აი ამ ნაჯღაბნის ავტორს რა ეშველება, ეგაა საკითხავი.:D P.S. უფასო რჩევა: წაი ბიძია, რამე სხვა საქმით დაკავდი, არაა წერა შენი საქმე.;)
Andro
რეეებს Bოდავს ეს
maradona
ტორე ეხლა ქვილითაია ბდღვნის ან კაჩარავა ბურთს რო მიიღებენ არ იციან რაუნდა უქნან
terasini
ნეტავ არ ბოდიალობდე:)))
ჭოლა
თამაშის ხარისხი მართლა კარგი იყო! მაგრამ ქართველები ძალიან გულმავიწყები ვართ! -შარშან ზუსტად ამ დროს - 28.03.2017 ლატვიასთან 5:0 მოვიგეთ! ხოლო 07.06.2017 სენტ-კიტსი 3:0 დავამარცხეთ! და კიდევ, ვაისმა დაუშვა მიუტევებელი შეცდომა, როცა ახალგამოჯანმრთელებული ანანიძე ძირითადში დააყენა!!!
მერო
შენ ან არაბიძის ნათესავი ხარ ან ფეხბურთის აზრზე არ ხარ. სადაცაა იქ ვეღარაფერს აკეთებს და ნაკრებში რაუნდა. ახალგაზრდულ ნაკრებშიც არ უნდა იძახებდნენ,სანამ არ მოუმატებს
sandro777
საკაიფო სტატიაა
მერო
შახტარის დუბლებშიც აღარ ათამაშებენ ძირითადში.ეტყობა არაბიძის ნათესავები აკომენტარებენ,თორემ რიგითმა გულშემატკივარმა რატომ უნდა ისურვოს ნაკრებში არ მესმის.მაგის ნორმალური თამაში მე არ მახსენდება.
euhh
KOMENTAREBIS DASAWERI GVERDIA TU AVTOSKOLA(((???RAARIS ES:AIRCHIE MANQANA,AIRCHIE AVTOBUSI,GAREKET???
Vasili
ლაშა შცილო, იქნებ ძალები სხვაგან მოგესინჯა, სხვა სფეროში შეიძლება უკეთესად იმუშაო,,, კაკაურიძეს ვასწავკეთ ძლივს წერა და ახლა შენ შემოტეცებს ეს ხალხი ნაღდათ ვეღარ გაუძლებს.... (რა კუკარაჩა?! რას ბოდიალობ ...!)
Giorgi
Ras bodialob shen tu ici mainc ,weris nichi ar gaaqvs da jurnalistob.wadi tavi moikali
გიორგი
ასეთიუაზრო სტატია ჯერ არც წამიკითხავს! ალბათ, კომენტარს არც გამოაქვეყნებთ!!!
Emre
მოეშვით ამ დაბოლილზე სტატიების წერას
niko
კაი რა ლაშა ჯიგარო,თქვენს საიტზე ვკითხულობ სტატიებს ქართულ სპორტზე,ისე ნუ იზამთ, რომ საერთოდ დავანებო თავი თქვენი სტატიების კითხვას.ისეც არაფერს კარგს და საზრიანს არ წერენ ქართული საიტები..... უბრალოდ მიიღეთ თხოვნად ეს ნათქვამი
gogla
სულ ხო არ აირიეთ, რეებს წერთ რა ექვსი გასროლა , რის კუკარაჩა რა მურტალო, რომელი ვაისი, შესრჩევში გამოჩნდება ყველაფერი, ასეთი აჟიოტაჟების შემდეგ ბევრჯერ დავრჩით პირშიევროპა-მსოფლიოგამოვლებული....
fexburti
dzalian kargia nakrebna rom moigo da tavdajereba sheematebat bichebs.es litva da estoneti iseti do is gundebi arian rogoric ragbshi belgia espaneti da ruseti arian magram xmas aravin igebt rom.igeben shearget fexburts mogeba
euhh
ra magis pasuxia da komentatorebi gvyavs iseti goli rom gavitanet xma gautishe sixarulis gancda roar damkargvoda....:aseti tauri arminaxia,aseti goli arminaxiaaaaa...(aruyureb pexburts albat)wamyvanma unda shegiyvanos azartshi,chventan ki piriqitaa
euhh
ra magis pasuxia da komentatorebi gvyavs iseti goli rom gavitanet xma gautishe sixarulis gancda roar damkargvoda....:aseti tauri arminaxia,aseti goli arminaxiaaaaa...(aruyureb pexburts albat)wamyvanma unda shegiyvanos azartshi,chventan ki piriqitaa
gaguuuu
რა გაუტრაკეთ საქმე ამ არაბიძეს რა შეუძლია ან რა დაამტკიცა ახალ გაზრდულ ნაკრებში ვერაფერს აკეთებს ქაჯივით დდარბის და ეროვნულში გააკეთებს ჯერ სადაც დასამტკიცებელი აქვს იქ დაამტკიცოპს შახტარის დუბლებს ვერ გასცდა რამე რომ შეეძლოს დუბლებში კი არ ეყოლებოდათ აპიარებთ ამ ბავშვსაც და თავში აუვარდა თავის თავი მესი ჰგონია დაანებეთ და შეეშვით რა თქვენი ძალით პროფესორი ტვინები რა ვთქვი
დღლუმპ
ფფფფფფფფფფფიიიიიიიიიიიიიიიიიიიიუუუუუუუუუუუუუუუუუუ!
maradona
ხალხო თქვენ თუ გგონიათ რამე შეიცვალა ძალიან ცდებით გადახედეთ ჩვენს მეტოქეებს რეიტინგში და მიხვდებით ვის ვეთამაშეთ მოვა სექტემბერი და იმედგაცრუებულები დავრჩებით ისევ ფედერაცია სანამ ნორმალურ მწვრთნელს არ მონახავს მანამ ესე იქნება ან კიდევ ერთი კითხვა ნაკრებში ქვილითაია ან კაჭარავა საერთოდ სათამაშებლები არიან? ცარიელ კარში ვერ გააქვთ ბურთი და კაცის მოტყუება არ შეუძლიათ რატომ გიორგი არაბიძე არ არის ნაკრებში ამ ორ თავდასხმელზე მეტის გაკეთება შეუზლია ნაკრებში
Lagashi
ვერაფერი გავიგე, წითელა მაქვს და სიცხიანი ვწევარ, ჩემს თავს დავაბრალებ
Vano
ბიჭო ლუტვას და ესტონეთს მოვუგეთ რამე ხომ არ მეშლება ან გამომეპარა? ისეთ აჟიოტაჟს ქმნით თითქოს ზედიზედ ინგლისი და ჰოლანდიას გავუტანეთ 6 გოლი. ცოტა დასტოინათ მოიქეცით. ესტონეთან ლიტვასთან ლუქსემბურგთან და მეოთხე მიკროს გუნდებთან მოგებას ნუ ასაღებთ წარმატებათ. აი სლოვენია ბელგიას დონის გუნდებს რო მოუგებ მერე გინდა კუკარაჩას შეადარეთ და გინდა გრიგოლ ხანძთელს. ქალებივით წივიხართ უკვე..
Mesi
ასეთი ჩანახატის ქვეშ ვაჟა ფშაველაც კი მოაწერდა ხელს . . .
AH
შინაარსი არ წამიკითხავს.სათაური მომეწონა საღოლ ავოტრს )))) გამამხიარულა )))))))
ეს რა ხდება?
: შენ ვინც ამ რედაქციაში ჟურნალისტად აგიყვანა იმას შეუძლია ადეკვატურად აზროვნება? : აი ვლადიმერ ვაისს კი შეუძლია
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ