ლადო კილასონია: თითოეული სამხრეთ აფრიკელის შეჩერებას 2-3 კაცი სჭირდებოდა
სამხრეთაფრიკული ტურნეს პირველ მატჩში საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მასპინძელ თანატოლებთან დამარცხდა 14:55. ნამატჩევს კომენტარი უმცროს "ბორჯღალოსანთა" ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა:

"აფრიკელები ფიზიკურად დიდი და ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები იყვნენ. თითოეული მათი შემტევის შეჩერებას 2-3 კაცი სჭირდებოდა, თავად კი ერთი-ერთზე გვაჩერებდნენ. პირველ ტაიმში ვერ გავუჩერეთ რაქი, ჰქონდათ უზადო ხელის ტექნიკა, ფაქტობრივად, მთელი 40 წუთი უკანა ფეხზე ვითამაშეთ და პირველი ტაიმის შემდეგ დიდი სხვაობით ჩამოვრჩით.

მეორე ტაიმში სიტუაცია შედარებით გამოვასწორეთ, უფრო მეტად ვფლობდით ბურთს, მეტოქეს ავყევით ტემპში. მსოფლიო თასის წინ, ჩვენთვის ეს თამაში უმნიშვნელოვანესი იყო. ძალიან ბევრი რამ დაგვანახა, რაზეც სამუშაო გვაქვს და რაც არ ჩანს დაბალი ტემპის შეხვედრებში. ეს იყო სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები, უძლიერესი მოთამაშეებით დაკომპლექტებული მაღალი დონის გუნდი და მათთან თამაშმა უდიდესი სარგებელი მოგვიტანა.

აფრიკელებთან მეორე თამაშისთვის ბევრს ვერაფერს შევცვლით. უნდა ვეცადოთ, რომ რასაც ვაკეთებთ ის უკეთ შევასრულოთ. თუ ჩვენ რაღაც დეტალებს არ გამოვასწორებთ და მეტოქეს მეორე მატჩშიც სწრაფი ბურთი ექნება, მაშინ კვლავ უშანსოდ დავრჩებით".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
ტექნიკა-ტაქტიკაში,კი ბატონო,სისწრაფეზე ან გამძლეობაზე რომ გეთქვა,კიდევ ჰო,მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო შერკინების პატრონზე,ფიზიკურად სუსტები არიანო თქვა...არ ვიცი.
ირაკლი
გასაგებია რო ეგენი ჩრდილოეთ ევროპის შთამომავლები არიან და მაღლები იზრდებიან, მაგრამ შეიძლება არიყო მათი სიმაღლე და უფრო ძლიერი იყო ფიზიკურად. ჩვენები ძალიან სუსტები არიან
სოსო
არ მესმის, რატომ აქვს ილოს პოსტს 2 დისლაიქი,ის თითქოს ჩემს პოსტს ეწინააღმდეგება,მაგრამ მის ყველა დებულებასაც ვეთანხმები და წინააღმდეგობასაც ვერ ვხედავ.უბრალოდ მე ჩვენი მხრიდან შევხედე სიტუაციას,ხოლო მან გამარჯვებული მეტოქის პოზიციიდან.მე უბრალოდ იმას ვგულისხმობდი,რომ ჩვენი შერკინება პირველ მატჩში ძირითადი შემადგენლობით არ თამაშობდა და კიდევ მეორე თამაშში ჩვენებს უკვე საკუთარ ტყავზე ეცოდინებათ,როგორია ასეთ გუნდთან თამაში.თვით დაჯერება გაცილებით უკეთესი გვექნება.დაღირებას დარტყმა სჯობიაო,ნათქვამია და ჩვენ დაღირებაც გამოვცადეთ უკვე და დარტყმაც,ასე რომ შიში და მორიდება აღარ გვექნება.
სოსო
ნუ დაგვავიწყდება,რომ რაგბი სამხრეთ აფრიკაში პრაქტიკულად ნომერი პირველი სპორტი და ეროვნული თამაშია,ძალიან ძველი და დიდი ტრადიციებით.ქვეყანა ეკონომიურადაც საკმაოდ განვითარებულია,რომ რაგბში დიდი თანხები ჩადოს და რაგბის მასობრიობიდან გამომდინარე,ასარჩევი კონტიმგენტი, განუზომლად დიდი აქვთ.არც ის დაივიწყოთ,რომ რაგბის ფედერაციამ რამდენიმე მორაგბე გაგზავნა ამ ქვეყანაში,იქაურ რაგბის სკოლაში სავარჯიშოდ.ამ ასაკში ჩვენს აქტივში მხოლოდ არგენტინასთან გამარჯვებაა პირველი ეშელონის ქვეყნებიდან და ისიც განმეორებით შეხვედრაში.დიახ ის ჩვენი ისტორიული გამარჯვება იყო,მაგრამ მანამდე ჯგუფში არგენტინელებმა დაგვამარცხეს და ჩვენს გამარჯვებას არგენტინელების ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამაც შეუწყო,ისინი ხომ მედლებისათვის ბრძოლის იმედით ჩამოვიდნენ საქართველოში და პლეი ოფში დამარცხების შემდეგ, მათი მოტივაცია ძალიან დაბალი იყო.ამით ჩვენი ბიჭების წარმატებას ოდნავადაც არ ვაკნინებ,მათ გმირობა ჩაიდინეს,მაგრამ ეს ასე იყო.ჩვენი ბიჭების ნაწილი მაინც ევროპაში თამაშობს და მათთვის ნაცნობია ევროპული ნაკრებების თამაში,აფრიკა და ოკეანეთის ქვეყნები კი ამ ასაკის მორაგბეებისათვის უცხო ხილია,რომელსაც ახლა გაუსინჯეს გემო და რაც უფრო ხშირად დააგემოვნებენ,მით უკეთესი.უფრო გაუადვილდებათ მის წინააღმდეგ ბრძოლა
levani
ზოგადად ფერადკანიანების კუნთოვანი ქსოვილი ადრე აღწევს ჩამოყალიბებას, მაგრამ თეთრები ყავთ ნახევარზე მეტი და... 18 - წლამდელთა ჩემპიონატი, რომ გაიმართა საქართველოში - მაშინაც აშკარა იყო ფიზიკაში ჩვენი ჩამორჩენა და დასაფიქრებელია, სადღაც პრობლემაა. კლასში ჩამორჩენა გასაგებია, მაგრამ ფიზიკურადაც თუ ვერ ვვითარდებით ე.ი ვარჯიშების სისტემის თუ სამედიცინო კუთხითაც ძალიან ჩამოვრჩით და...
ილო
თუ სად ვართ ყველაზე კარგად ამ თამაშში გამოჩნდა, რადგან ჩვეულებრივი ერთგვარი სატესტო შეხვედრა იყო ძლიერ გუნდთან და პირველი შეხვედრა უფრო ბევრის მთქმელია, ვინაიდან წაგებული გუნდი ათმაგად კონცენტრირებულია და მომზადებულია შემდეგი შეხვედრისთვის. მოგებული გუნდი კი შეიძლება ითქვას უმოტივაციოდაცაა და იციან რომ უფრო ძლიერებიც არიან და ასეთი შეხვედრით მნიშვნელოვან არაფერს მიიღებენ. მნიშვნელოვანი ფაქტორია მოთამაშეების ინდივიდუალური ფიზიკური მონაცემები, რაც კილასონიამ აღნიშნა. სიმართლე რომ ვთქვათ ქართველები პროცენტულად უფრო დაბალი სიმაღლისა ვართ შედარებით ევროპელებთან უფრო ჩრდილო ევროპელებთან, საერთოდ ჩრდილოეთის ხალხებთან.
irakli81
როგორც მე ვიცი აფრიკელები უფრო ადრეულ ასაკსში აღწევენ ზრდასრულობას ვიდრე ქართველები. ალბათ ამით აიხსნება ღონეში სხვაობა. ჩვენ ბიჭებს 2-3 წელი კიდევ სჭირდებათ ღონეში რომ დაეწიონ. (არ ვამტკიცებ ამას. უბრალოდ ჩემი აზრია)
სოსო
ასეთი თამაშები,მიუხედავად ანგარიშისა,ჰაერივით გვჭირდება და რაც შეიძლება ბევრი.მომდევნო თამაში დარწმუნებული ვარ,უკეთესი იქნება.ეს მეორე თამაში რეალურად აჩვენებს სად ვართ.
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის