ქუთაისმა რუსთავს 90:70 სძლია და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
სუპერლიგის რეგიონალურ ნახევარფინალში ანგარიში გათანაბრდა. “ქუთაისმა” 20 ქულის სხვაობით – 90:70 დაამარცხა “რუსთავი” და სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული სერიის პირველი მატჩი ქვემოქართლელებმა 81:75 მოიგეს და მოედნის უპირატესობას დაეპატრონნენ.

ახლა სერია რუსთავში გადაინაცვლებს, სადაც 17 და 18 მაისს 2 მატჩი გაიმართება. თუკი მეტოქეებმა მოგებ-წაგებები ქუთაისური მატჩების მსგავსად გაიყვეს, სერიის მე-5, გადამწყვეტ შეხვედრას იმერული კლუბი 20 მაისს უმასპინძლებს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მისი პირველი ტაიმი ძალიან დაძაბული იყო. რუსთაველებმა პირველი პერიოდი 22:20 მოიგეს და ლიდერობას შემდეგაც ინარჩუნებდნენ. 34:37 ჩამორჩენილმა ქუთაისელებმა 12:3 გაქცევა მოაწყვეს და 46:40 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედის შემდეგ მასპინძლები 46:41 იგებდნენ, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მასპინძლებმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე, მესამე პერიოდის ბოლოსთვის გადაწყვიტეს.

აღნიშნული პერიოდი მასპინძლებმა 27:7 მოიგეს, 25 ქულით დაწინაურდნენ და შეხვედრას ინტრიგა დაუკარგეს. საბოლოოდ ქუთაისელებმა 90:70 გაიმარჯვეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. 17 ქულა მიითვალა დეჟუან რაიტმა, აკაკი ლომოურმა კი მასპინძლებს 16 ქულა მიაშველა. “რუსთავში” 17 ქულით გამოირჩა პირველი მატჩის გმირი ადამ ბლეიზეკი, ტაირელ ნელსონმა კი ქვემოქართლელებს 12 ქულა შესძინა.

ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი 17 მაისს, რუსთავში, 18:30 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება