რუსთავმა ქუთაისს ოვერტაიმში სძლია და ფინალს მიუახლოვდა
“რუსთავსა” და “ქუთაისს” შორის გამართული ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, საინტერესო და დრამატული გამოდგა. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა ლამის უიმედო მატჩი შემოატრიალა, ბოლო წუთზე 5-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ოვერტაიმში გადაყვანილი ბრძოლა საბოლოოდ დამაჯერებლად – 76:64 მოიგო.

შედეგად, სერიაში “რუსთავი” 2:1 დაწინაურდა და მიუახლოვდა ფინალს, სადაც ქვემოქართლური გუნდი 2010 წლის შემდეგ აღარ ყოფილა, როცა “ენერჯი-ინვესტის” სახელით ბოლოჯერ გახდა სუპერლიგის ჩემპიონი. ფინალამდე გადასადგმელი ნაბიჯი ძალიან რთული იქნება, რადგან ქუთაისელებმა დღეს ლამის მოგებული მატჩი წააგეს და ხვალ, სერიის რიგით მე-4 შეხვედრაში უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ.

პირველი ნახევარი “რუსთავმა” 33:32 მოიგო, თუმცა ქუთაისელები შეხვედრის განახლებისთანავე დაწინაურდნენ და მეორე ტაიმისთვის განკუთვნილი 20 წუთიდან 19:50 წუთს იგებდნენ. მატჩის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა, გიორგი ბარბაქაძის ზუსტი საჯარიმოთი იმერული კლუბი 57:50 რომ დაწინაურდა. ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა და ისე მოხდა, რომ მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და გოგა ცეკვავას დასრულებამდე 1:50 წუთით ადრე მეორე საჯარიმოც რომ ჩაეგდო, ანგარიშს გაათანაბრებდა – 56:57. თუმცა ცეკვავამ საჯარიმოები, თანაც ზედიზედ 3, მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. სანამ ეს მოხდებოდა, ლამის განწირულმა რუსთაველებმა ტაქტიკური ჯარიმებით იმდენი ქნეს, რომ საქმე ერთ შეტევაში 3 ქულის გაბათილებამდე მიიყვანეს.

მატჩის ძირითადი დროისთვის განკუთვნილი ბოლო წუთი დაიწყო თუ არა, დეჟან რაიტმა ორიანი ჩააგდო და “ქუთაისი” 5 ქულით – 61:56 დააწინაურა. ეს არა მაგრამ, როცა რუსთაველთა ამერიკელმა ფორვარდმა, ტაირელ ნელსონმა ორქულიანი ააცილა და ბურთს ქუთაისელები დაეპატრონნენ, ეს თითქმის სტუმართა გამარჯვებას ნიშნავდა. ყველაფერიც აქ დაიწყო – ქუთაისელებმა საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე შეტევა გააცუდეს და სწრაფი შეტევა ნელსონის 2-ქულიანით დასრულდა – 58:61.

რუსთაველებმა პრესინგი სცადეს, მაგრამ რომ არ გამოუვიდათ, დეჟან რაიტზე დაჯარიმდნენ, რომელმაც 1 სროლა ჩააგდო და ძირითადი დროის დასრულებამდე 22 წამით ადრე სტუმრები 4 ქულით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა სწრაფად შეუტიეს, თუმცა საფინალო სირენამდე 19 წამით ადრე რეზო ჩაჩანიძემ 3-ქულიანი ააცილა და წესით აქ უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ აცილებული ადამ ბლეიზეკმა მოხსნა, რომელმაც მყისიერად შეუტია და საჯარიმოს ხაზზე აღმოჩნდა. დასრულებამდე 11 წამით ადრე ავსტრიელმა ლეგიონერმა ორივე საჯარიმო მიითვალა და ქვემოქართლელთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 60:62.

რუსთაველებს სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა მორიგი ტაქტიკური ჯარიმა, რომელიც დასრულებამდე 9 წამით ადრე ბლეიზეკმა რაიტზე აიღო. ქუთაისელთა ამერიკელმა ლეგიონერმა პირველი ჩააგდო, მეორე კი აუცდა და მასპინძელთა ჰოლანდიელმა ლეგიონერმა, გრეიგ ოსაიქიუოუენმა რომ მოხსნა, რუსთაველებს 3 ქულის გასაბათილებლად 8 წამი ჰქონდათ. ჰოლანდიელმა ბურთი ცეკვავას გადააწოდა, რომელიც უმალ ქუთაისელთა ფარისკენ დაიძრა და… ქუთაისელებს რუსთაველთა უკანახაზელის ჯარიმოთ შეჩერება მართბდათ, რათა მას სამქულიანით ანგარიში არ გაეთანაბრებინა, თუმცა სტუმრებმა ეს ვერ მოახერხეს და მაშინ დაჯარიმდნენ, როცა ცეკვავამ 3-ქულიანი შეასრულა… ბექა წივწივაძის ჯარიმა ქუთათურთათვის საბედისწერო გამოდგა – მანამდე მოგუგუნე დარბაზი გაინაბა, რათა ცეკვავას სროლისას ხელი არ შეშლოდა… სამივე საჯარიმო ზუსტი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელებს შესატევად 5 წამი ჰქონდათ, მომხდარით დაბნეულებმა დაწინაურება ვერ მოახერხეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა – 63:63.

ოვერტაიმში კი “ქუთაისი” გატყდა. ძირითადი დროის ბოლო წუთზე განვითარებული მოვლენებისგან მიღებულ უარყოფით ზეწოლას სტუმრებმვერ გაუძლეს და… 5-წუთეული რუსთაველებმა 13:1 (!) მოიგეს და საბოლოოდ ამ მატჩში შემდგარი ბრძოლის შეუფერებელი, 12-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 76:64.

რუსთაველთაგან ლიდერობა ბლეიზეკმა და ნელსონმა გაიყვეს. ორივემ სარგებლიანობის თანაბარი კოეფიციენტი (30) დააფიქსირა. ბლეიზეკმა 26 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 5 ჩაჭრა მოაგროვა, ნელსონმა კი 22 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა. 9 ქულა და 6 პასი ცეკვავას ანგარიშზე დაგროვდა, რეზო ჩაჩანიძემ კი 8 ქულა მიითვალა. “ქუთაისში” 21 ქულით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა. 20 ქულა 7 მოხსნა და 6 პასი რაითმა გაიფორმა. ბექა ბექაურმა კი შეხვედრა 8 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა.

სერია 3 მოგებამდეა. ანგარიში ქვემოქართლელთა სასარგებლოა – 2:1. მორიგი მატჩი რუსთავში ხვალ, 18 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

კოტე ტუღუში – “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:

“სერია არ დასრულებულა, ბრძოლა გრძელდება. ხვალ მორიგი მატჩია”.

რამაზ გოგობერიშვილი – “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:

“ამ გამარჯვების 70 პროცენტი გულშემატკივრის დამსახურებაა, რასაც პირველ რიგში მათ ვულოცავ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ. ხვალ გაცილებით რთული და დაძაბული შეხვედრა გველის”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

შოთა გუგეშაშვილი
არ აჩვენოტ ტელევიზიიტ და მერე ილაპარაკოს გურასპაულმა კალატბურტი განვიტარდაო
toka
ეს იყო საოცარი თამაში, არენაზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო, მადლობა გულშემატკივრებს ასეთი მაგარი მხარდაჭერისთვის, მადლობა კალათბურთელებს. I LOVE რუსთავი
fero
ქამბექი თამაშის შემოტრიალებასთან შედარებით ქულ არის არა?
დდდ
სუპერ თამაში იყო.მშვენიერი ქამ ბექი შემოგვთავაზა რუსთავმა.იმედია დღესაც მოვიგებთ და ფინალში გავალთ.წარმატებები რუსთავს!
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება