ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვაისის სია: დებიუტანტები, VIP-ები და ბევრი საინტერესო ახალგაზრდა

ვაისის სია: დებიუტანტები, VIP-ები და ბევრი საინტერესო ახალგაზრდა

22 მაისს ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც საქართველოს ნაკრების მომავალ ორ ამხანაგურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას
22 მაისს ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც საქართველოს ნაკრების მომავალ ორ ამხანაგურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას: მალტასთან 1-ელ ივნისს და ლუქსემბურგთან 5 ივნისს.

▶ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრებს თითქმის ნახევარი გუნდი აკლია, თუმცა ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა იმ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოძახებულია. მივყვეთ თანმიმდევრულად.

მეკარეები

სასიხარულო ამბავია, რომ საქართველოს ნაკრებში ამ პოზიციაზე კონკურენცია იზრდება და გუნდს ზაურ მახარაძე დაემატა. იმ ფონზე, როცა გიორგი ლორია ტრავმირებულია, გიორგი მაკარიძეს სათამაშო დრო არა აქვს და როინ კვასხვაძე ისეთ ფორმაში არ არის, როგორც წინა სეზონში იყო, საინტერესო იქნება უკრაინის ჩემპიონატში სტაბილურად მოთამაშე მეკარის ხილვა, რომელიც ჯერ მხოლოდ 25 წლისაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინული პრესა და ქომაგიც ზაურ მახარაძის დაკარგვას განიცდის და ანდრეი შევჩენკოს ადანაშაულებენ იმაში, რომ დონეცკის "ოლიმპიკის" მეკარეს შანსი ერთხელაც არ მისცა.

▶ ua-football.com: რატომ არ აღირსეს ზაურ მახარაძეს უკრაინის ნაკრებში გამოძახება?

მცველები

ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დასარჩენად იბრძვის, წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს და კლუბი გუნდის საკვანძო ფიგურას ვერ გამოუშვებდა. კაკაბაძის ნაკრებში არყოფნის მიზეზი სწორედ ესაა.

ძალიან კარგი სიახლეა, რომ ნაკრებში შანსი ეძლევა ახალგაზრდა მარცხენა მცველ ლევან ხარაბაძეს, რადგან მის მიერ ამ სეზონში ჩატარებულმა მატჩებმა იმედი გაგვიჩინა, რომ ნაკრებში ამ პოზიციას შეავსებდა და სამომავლოდ პრობლემატური აღარ იქნებოდა.

ნაკრებში ტრავმის შემდეგ ლევან გეგეჭკორი დაბრუნდა, რომელიც მარჯვენა მცველის პოზიციაზე ამ ამხანაგურ შეხვედრებში უკონკურენტოდ იქნება.

ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ნაკრებში შანსი არ მიეცა გიორგი მჭედლიშვილს. თუმცა აქ ერთი ფაქტორიცაა, გიორგის ჯერ საერთოდ არ უთამაშია ხორვატიის უმაღლეს ლიგაში და ნაადრევი ხომ არ არის ხორვატიის მეორე ლიგიდან ფეხბურთელის გამოძახება?

ნახევარმცველები

საქართველოს ნაკრებს დააკლდება გიორგი პაპუნაშვილი, რომელსაც პრინციპული მატჩები ელის წინ, რადგან "სარაგოსა" ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ამ ეტაპზე ნაკრებში არ არის ვაკო ყაზაიშვილიც, რომელსაც 3 ივნისს "ჩიკაგოსთან" აქვს ამერიკაში თამაში.

კარგი სიახლეა, რომ ამ პოზიციაზე ორი დებიუტანტია: ბექა ვაჩიბერაძე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ბექა საკმაოდ პერსპექტიული და ნიჭიერი ფეხბურთელია, იმის მიუხედავად, რომ მისი ესპანური კარიერა ვერ აეწყო. 22 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ აქვს შანსი, თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს.

გიორგი ბერიძეს ახალგაზრდული ნაკრებებიდან ვიცნობთ და ასაკობრივ გუნდებში ყოველთვის გამორჩეული იყო. ბერიძე სლოვაკურ "ტრენჩინში" თამაშობს და ბელგიური "გენტის" მიერ არის განათხოვრებული. ბერიძემ ამ სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

წარმატებული სლოვაკური კარიერით ვახტანგ ჭანტურიშვილიც ნამდვილად იმსახურებდა სანაკრებო სიაში მოხვედრას, ტრნავის "სპარტაკი" ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში მიიღებს მონაწილეობას.

სასიხარულოა, რომ სიაშია საბა ლობჟანიძე, რომელსაც წინა შეკრებებზე არ მიეცა შანსი. ახალგაზრდა შემტევი დანიის სუპერლიგაში ბოლო შეხვედრებია "ფრინავს" და მისი გუნდი გავარდნიდან თითქმის მარტომ იხსნა.

აგრეთვე კარგია, რომ შანსი ეძლევა ოთარ კიტეიშვილს. ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად უნდა იყოს ეროვნულ ნაკრებში.

ცოტა უცნაურია, თუ რა ფაქტორით მოხვდნენ ამ ეტაპზე სანაკრებო სიაში ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური, რომლებიც ამ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდებში თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებენ. კვეკვესკირმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 33 წუთი ითამაშა, ხოლო ჯიღაურმა ბოლო ცხრა შეხვედრაში - ჯამში 140 წუთი.

ეს ფეხბურთელები ნაკრებში უნდა თამაშობდნენ, ოღონდ მხოლოდ იმ ეტაპზე, როცა საუკეთესო ფორმაში არიან, მათი გუნდების სპეციფიკიდან და მათი ასპარეზობიდან გამომდინარე, ჯობდა ეს ადგილები სხვა ფეხბურთელებს შეევსოთ. თუნდაც ეროვნული ლიგიდან შანსის მიცემა შეიძლებოდა ირაკლი ბუღრიძისთვის ან გიორგი კოხრეიძისთვის.

კითხვის ნიშნის ქვეშაა გიორგი აბურჯანიას გამოძახებაც. რა განაპირობებს იმ გუნდში, რომელიც ესპანეთის მესამე ლიგაში დაქვეითების კანდიდატია, უთამაშებელი ფეხბურთელი გამოძახებას ნაკრებში? აბურჯანიაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ვიცით მისი შესაძლებლობები, თუმცა ამ ეტაპზე ის არ არის ისეთ ფორმაში, რომ ერთა ლიგის პირველადი მატჩებისთვის მოვიაზროთ.

თავდამსხმელები

გიორგი ქვილითაია ნაკრების შეკრებას ტრავმის გამო ტოვებს. ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა ლევან მჭედლიძე, თუმცა ვლადიმირ ვაისმა მისი გამოძახებით არ გარისკა, რადგან მისთვის ჯანო ანანიძის ამბავი კარგი გაკვეთილი გამოდგა.

საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე. მე პირადად ამ ფეხბურთელთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ეროვნულ ლიგაში თუ საუკეთესოს შერჩევის პრინციპით მიმდინარეობს ფეხბურთელის გამოძახება, რა დააშავა გიორგი გაბედავამ, რომელიც ბომბარდირია და საჩხერის "ჩიხურას" შემადგენლობაში 8 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული?

თუ სტატისტიკურ საიტებს დავუჯერებთ, დაახლოებით ერთი წელია გოლი არ გაუტანია ვლადიმერ დვალიშვილს, რომელიც ისრაელის ჩემპიონატის აუტსაიდერ გუნდში, აშკელონის "აპოელში" თამაშობს. კლუბში 9 ჩატარებულ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამათგან მხოლოდ 4-ში იყო ძირითად შემადგენლობაში და ისიც ბოლოს ერთი თვის წინ.

გასაგებია, იყო პერიოდი, როცა ჯერ კიდევ თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს, რაღაც პერიოდი იჩაგრებოდა და ნაკრებში არ იძახებდნენ, თუმცა მაშინდელი დვალიშვილი და დღევანდელი დვალიშვილი საერთოდ სხვადასხვაა.

არ ვიცი, ნაკრებში VIP-ბარათები თუ არსებობს, მაგრამ რა უნდა თქვა ამ შემთხვევაზე, ამის გასამართლებელი ერთი მიზეზიც კი არ არსებობს, როცა ათეულობით უკეთეს ფორმაში მყოფი ქართველი ფეხბურთელი ნაკრების მაისურის მორგებაზე ოცნებობს.

ვიმედოვნებთ, მინდორზე მაინც მხოლოდ იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, ვინც ამას იმსახურებს, რადგან ნაკრები მომავალზე უნდა იყოს გათვლილი და ამხანაგურ შეხვედრებში გამოჩნდება იმ ფეხბურთელთა შესაძლებლობები, რომლებსაც ასე ველოდით ნაკრებში.

თითქმის მარტო

• ბარსა

ანუ შენ ამბობ რო აქ უნდა იძახებდნენ ფეხბურთელებს რომელიც საერთოდ უგუნდოდ არიან. რომლებიც ესპანეთის მესამე ლიგაში ვარდებიან და იქაც ვერ ხვდებიან გუნდში. საქართველოს ჩემპიონატში დარჩენისთვის რო იბრძვიან იმ გუნდიდან. ყაზახეთის საშუალოზე დაბალ გუნდში რო ზამენას ხეხავენ. ეს ხალხი უნდა გამოიძახონ და რაცარუნდა დაბალი დონე იყოს ადამიანი ჩემპიონი რო ხდება და ყველა თამაშში ძირითადშია და საგოლე პასებს არიგებს შანსი არ უნდა მისცე? ესაა ლოგიკა?ამ შემადგენლობიდან ზოგიერთი თვეებია ბურთს არ შეხებია.

• NIGHT

ზაქარია ბეგლარაშვილი,ბუღრიძე,გაბედავა,სხირტლაძე,არაბიძე,კოხრეიძე გასაგებია ყველა გვინდა ნაკრებში მართალია ესენი იმსახურებენ მარა არცერთი მათგანი ცენტრალურ ნახეხვარდაცვაში არ თამაშობს ამიტო იძულებელი იყო გამოეძახა აბურჯანია,კვეკვესკირი,ლადოს მაგივრად მე გაბედავას ან ბუღრიძეს ჩავსვავდი,ზივზივაძე შჭირდებოდა ყველა ვარიანტში ქვილითაია არ იქნება კაჭარავაც არ წერია ძლიერი ესეიგი გამოდის მძიმე ფორვარდის გარეშე გვიწევდა თამაში ვაისის ფორმაციის ნაკრებში მძიმე ფორვარდი მთავარ როლს თამაშობს :) სტაბილურად თუ გააგრძელებენ თამაშს გაბედავა და ბუღრიძე ორივე აუცილებლად იქნება ნაკრებში ვაისმა დაფასება იცის

• emigranti

არაბიძე, მჭედლიშვილი და სხირტლაძე, სამივე ხაზში საუცხოო ტრიო დატოვა გამოუძახებელი, აქაც ნაცნობ-მეგობრობაა, თუ ბრმაა ეს კაცი?

• ბიძინა

ნაკრების სამჭვრთნელო შტაბს, საქარტველოს ეროვნულ ნაკრებში უნდა გამოგეძახებინათ ბუღრიძე და გაბედავა რომლებიც კარგ სეზონს ატარებენ.

• ქართველი საქართველოსათვის

ძალიან კარგია ანალიზი და ქრთველი ფეხბურთელების შეფასება ვის როგორი სათამაშო პრაქტიკა აქ ვინ როგორ ფორმაშია ავტორის მოსაზრებას თითქმის ვიზიარებ მხოლოდ მარჯვენა მცველზე გიორგი მჭედლიშვილზე ვერ დაგეთანხმებით ხორვატიის HNL-ში (უმაღლესი ლიგა) გიორგი მჭედლიშვილი ითამაშებს, ესკაცი ნამდვილად სჭირდება საქართველოს ნაკრებს და უნდა მოხდეს მისი გამოძახება ძალიან ტექნიკური და სტაბილური მოთამაშეა.. გიორგიმ “გორიცას” რიგებში 9-ჯერ ითამაშა (ყველა ძირითადი შემადგენლობიდან) და ორი საგოლე პასი გააკეთა.2-ჯ ტურის სიმბოლურში დასხელეს ..და საუკეთესო მცველადაც აღიარეს ხორვატიაში..

• vaso

ძლივს მოვესწარი კრიტიკულ ანალიზს, მაგრამ ებრალიძე რომ ნაკრებში უნდა იყვეს, ეს კი უნდა აღგენიშნათ. წლებია ბიჭი სტაბილურად თამაშობს და ნამდვილად უსამართლობაა მისი არგამოძახება, ასევე კობახიძე, მითუმეტეს კაკაბაძე არა გყავს. საერთო ჯამში , მაინცაა პროგრესი. და ერთი საშუალო დონის ევროპულ ნაკრებთან სპარინგი, არ გვაწყენდა კი არადა, აუცილებელია ლიგამდე, ასე მგონია მე

• Modric

კარგია! მეტი ასეთი კრიტიკული (მაგრამ არგუმენტირებული) სტატია! მარაზმები უნდა დამთავრდეს ნაკრებში!

• Tbiliseli

ბეგლარიშვილს რო ნატრობთ მაგაზე სუ მეცინება :D ესტონეთი არის ჩვენზე დაბალი დონის ჩემპიონატი, დაახლოებით სომხეთის ჩემპიონატის დონეა. ვოსკობოინოკოვი თუ ვიღაც რო იყო დინამოში საერთოდ რო არ ათამაშებდნენ, მანდ წავიდა მერე ბებერი და ბომბარდირი გახდა 30 გოლით თუ რაღაც))))) თან ნახევარმცველია. აი ვის მაგივრადდდდდ. 10 კაცი რო დაგვემტვრეს მაგაზე უკეთესს მაინც იპოვი თუნდაც ჩვენ ჩემპიონატში :) თუ ეგეთი დონეა ესტონეთის ჩემპიონატს რატო ვერ გაცდა ამდენი წელი? აი უკრაინის ჩემპიონატის ნორმალურ გუნდში მაინც რატო არ იწვევენ)

• goga

ჟურნალისტი ეტყობა ვერ ხვება საქართველოს ნაკრების სათამაშო ფილოსოფიას, მეგობარო, თადამსხმელები, არა ბურთების გასატანად, არამედ ჩამშლელებად გვჭირდება. ჩვენი ფეხბურთი გოლის გატანას მხოლოდ მეტოქის შეცდომის ხარჯზე ითვალისწინებს. ასეთი ქვეშა...ია ტაქტიკა გვექნება იმ წყალწაღებულ გუნდებთანაც, რომლებსაც ერთა ლიგაზე ვხვდებით... პ.ს. საერთოდ რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს?

• avto

ყაზაიშვილის არ ჩამოსვლა ნაკრებში დიდი არაპროფესიონალიზმია ერთი ჩემპიონატის რიგითი ტურის გამო რომელიც არაფერს არ წყვეტს ნაკრებში თამაში როცა 3 თვეში ერთხელ არის მაგის მიზეზით არ უნდა გააცდინო სანაკრებო შესვენება რომ არის გუნდი ვალდებულია ნაკრების ფეხბურთელები გაუშვას. სხირტლაძე რომ პლეიოფს თამაშობს მერე ეგ პლეიოფი 27-ში რჩება და თავისუფლად შეეძლო ჩასვლა ნაკრებში ცუდია რომ არ გამოიძახა ყველაზე უკეთეს ფორმაშია ახლა ფორვარდებიდან. კაკაბაძეც 2-ში რჩება ჩემპიონატს და ლუქსემბურგთან შეეძლო ჩამოსვლა ჩემთვის გაუგებარია ლატვიის ჩემპიონატიდან ხალხის გამოძახება ვაჩიბერაძე ნამდვილად არ იმსახურებდა გამოძახებას ასევე გაურკვეველია რა უნდათ ნაკრებში დვალიშვილს ზივზივაძეს. გეგეჭკორიც ძალიან ცუდ ფორმაშია რუსთავში საერთოდ ვერ გამოიყურება ისე როგორც დინამოში იყო. გაცილებით ჯობდა მჭედლიშვილი ყოფილიყო ნაკრებში თან ხორვატიაში ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა მცველად დასახელდა გამიკვირდა ხარაიშვილის არ ყოფნა ნაკრებში სხვებზე მეტად იმსახურებდა გამოძახებას. ასევე გასაკვირია არაბიძე რატომ არ არის სიაში მიუხედავად ამხელა დანაკლისისა ჯიღაურს და ჭანტურიშვილს ცალფეხა არაბიძეც ჯობს.

• status quo

დვალიშვლი არ დაგეკარგოთ,რას გაძლევთ ასეთს?მაგ ბიჭს თავმოყვარეობა არ ჰქონია,რასაც მაგას საიტებზე აგინებენ...,

• ჯანო31

ერთი ნორმალური საფეხბურთო გადაცემა რა გახდა, სადაც მაღალ დონეზე იქნებოდა განხილული ეროვნული ნაკრების და ეროვნული ლიგის მატჩები, შემადგენლობები და ა.შ. ფეხბურთი არ არის მარტო 90 წუთი.

• Superman

აი გამაგებინეთ რა ბეგლარიშვილი დაფრინავს თამაშში 9 გოლი გააქვს და და ლადო დვალიშვილზე მეტად რანაირად არ იმსახურბს გამოძახებას???? ყველანაირად ვეცადე გამემართლებინა ვაისის ეს საქციელი და დაჟე ისიც ვიფიქრე რომ დვალიშვილი ალბათ იმდენად მაგარი მოტივატორი და გუნდის სული და გულია გასახდელში რომ მაგიტო იძახებსთქო მაგრამ ამხანაგურშიც ბიჭო ამხანაგურშიიიიიიიიიიიიიც???? დავიღალეთ ადამიანო დავიღალეთ!!!!

• agent 47

დვალიშვილი რატო გამოიძახა ამ ადამიანმა?დარწმუნებული ვარ თვითონაც ვერ ახსნის.ჩემი აზრით გამზადებულ სიას აწვდიან ფედერაციიდან აბა ვაისის დონის მწვრთნელმა თავისი ინიციატივით,როგორ უნდა მოიწვიოს ლადო,რომლის საუკეთესო წლები დიდიხანია უკვე რაც გავიდა მარილზე.იგივე ჯიღაური არაფრის მომცემი უკრეატივო ფეხბურთელია და ნამდვილად არ არის ნაკრების დონის.კვეკვესკირმაც ესესაა მოიშუშა ტრავმა,ჯერ არ არის მზად.აბურჯანია უთამაშებელია.ზივზივაძე და ბერიძე არ არიან ნაკრების დონის.ამ შემადგენლობიდან შეტევაში ერთადერთი ლობჟანიძის იმედი მაქვს.სხირტლაძე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნაკრებში ფლეი-ოფი 27-ში მთავრდება ეგ არაფერ შუაშია ნაკრებში გამოძახებასთან,რაღაც სხვა მიზეზია.კობახიძე,ებრალიძე უნდა იყვნენ ნაკრებში...კარგი იქნებოდა ბეგლარიშვიის ამბავიც მოგვეგვარებინა.

• mamulo

დვალიშვილის მაგიერ იქნებ ჯობდა ბეგლარიშვილის გასინჯვა.კაცი ესტონეთის ჩემპიონატის გამარჯვებული და ბომბარდირია ბოლობილო.

• georgian

დვალიშვილი რატოოოოოოოოოოოოოოოოოოომ????? ღმერთო რა შესცოდა ერმა ან ბერმაააააააააააააა??????? რისთვის ვისჯებით??????

• დემე

სხირტლაძეც პლეი ოფს თამაშობს

• Mzera

Sxirtladzesac play off aqvs satamasho

• ჯანო31

სხირტლაძე იმსახურებდა გამოძახებას.

• roma

ამ დვალიშვილს არ ეშვება ვაისი დაგინებული აქვს მგონი რომ სანამ ნაკრებში იქნება გამოიძახებს, თუ ერთა ლიგიდან გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ღმერთმა ქნას გავიდეთ, დარწმუნებული ვარ ვაისი დვალიშვილს წაიყვანს ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ. ამ კაცს რომ ჩამოართვათ საქართველოს მოქალაქეობა არა?

• ჯანო31

სხირტლაძე ნამდვილად იმსახურებდა გამოძახებას. კარგ ფორმაშია.

• გალელი

კარგი ანალიზია,ნაკრებში უნდა იყვნენ საუკეთესო ფორმაში მყოფნი,გაბედავა ბუღრიძე და კოხრეიძე აშკარად იმსახურებდნენ შანსს,ზივზივაძე და დვალიშვილის გამოძახება აშკარად უსამართლობაა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს

თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა

ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს

გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]

ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

გიორგი გაბედავა თბილისის "დინამოში" გადავიდა

გაბედავას კონტრაქტი დაუსრულდა და "საბურთალო" დატოვა

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

გაბედავა: გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია

მახარაძემ რამდენიმე რთული ბურთი აიღო - ქართველი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის [VIDEO]

ბერიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა

ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]

ქართველი მეკარე კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში განაგრძობს

ზაურ მახარაძემ "დნიპროსთან" გააფორმა კონტრაქტი

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

"საბურთალო" გიორგი გაბედავას აზერბაიჯანულ გუნდში შესაძლო გადასვლას უარყოფს

წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"

[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება

ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]

ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

წიტაიშვილის შეცვლის შემდეგ კიევის "დინამომ" "ზორიას" თამაში შემოუტრიალა

[VIDEO]  ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს

ბუდუ შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა

გოჩოლეიშვილის ჩინებული დაბრუნება - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" სძლია

ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში

ეს წყევლაა?! - მიმდინარე კვირაში ტრავმა ორმა ქართველმა მეკარემ მიიღო [VIDEO]

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა

"ჰაიდენჰაიმში" ზივზივაძის თანაგუნდელი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადაბარგდა

Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს

სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ზაურ მახარაძის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს

ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა

"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ვლადიმირ დვალიშვილი თბილისის "დინამოში" 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს

ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა