"დინამომ" ქუთაისში იმარჯვა და სუპერლიგის ჩემპიონობა შეინარჩუნა
"დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონია. ირაკლი ხოშტარიას, მამუკა ტურაშვილისა და მარკო მინიჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი მოიგეს (77:69) და სუპერლიგის შარშან მოგებული ჩემპიონობა შეინარჩუნეს.

"დინამომ" მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, ადგილობრივ გულშემატკივართა უდიდესი წნეხის ქვეშ მოიგო. ქუთაისელმა ქომაგმა სპორტის სასახლე პირთამდე შეავსო. ყველა ადგილი შევსებული იყო და მაყურებელი ფეხზეც იდგა, ბავშვები კი მეორე იარუსის იატაკზე ისხდნენ. ამასთან, დღევანდელი მატჩი პირველმა არხმა პირდაპირი ეთერით აჩვენა, რაც ისტორიაში პირველი საკალათბურთო რეპორტაჟი იყო, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლიდან გადმოიცემოდა.

შეხვედრა ისეთი გამოვიდა, ფინალის გადამწყვეტ მატჩს რომ შეეფერებოდა. პირველიდან ბოლო წუთამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. პირველ პერიოდში უმეტესად ქუთაისელები იგებდნენ, რომლებიც სამწამიან ზონაში კომფორტულად გრძნობდნენ თავს, "დინამო" კი შორი სროლებით გადიოდა ფონს. მიხეილ ბერიშვილისა და ლაველ ბოიდის სამქულიანებს მასპინძლებმა ბექა ბექაურისა და დეჟუან რაითის ზუსტი სროლები დაუპირისპირეს და პირველი ათწუთეული "ქუთაისმა" 23:21 მოიგო.

თამაში თანაბრად გაგრძელდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვებას. მეორე პერიოდი დინამოელებმა ოდნავ უკეთესად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე ორქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 41:39. ვითარება მესამე პერიოდიდან შეიცვალა. "დინამომ" მწყობრი დაცვის ხარჯზე მასპინძელთა შეტევების შეჩერება მოახერხა და კომბინირებული შეტევებით გაქცევა მოაწყო – პერიოდის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 52:44 დაწინაურდა.

აქ კი "ქუთაისის" ჯერი დადგა. ჯონათან ლის, დეჟუან რაითისა და გიორგი ბარბაქაძის მექულეობით მასპინძლებმა 10:0 გაქცევა მოაწყვეს და 54:52 გალიდერდნენ, თუმცა მესამე პერიოდის დარჩენილ 2 წუთში დინამოელებმა წონასწორობა შეინარჩუნეს და ბოლო 2-წუთიან შესვენებაზე ერთ ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 55:54.

ბოლო პერიოდში მოვლენები დაძაბულად განვითარდა. მოქმედი ჩემპიონი წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. დინამოელები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ, როცა ირაკლი ხოშტარიამ მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის მეორე ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა და დარბაზის დატოვება მოუხდა. ეს მოხდა შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, როცა "ქუთაისი" ლიდერობდა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამარჯვებამდე მცირედი აკლდა.

მასპინძლებმა ბოლო ნაბიჯი ვეღარ გადადგეს, რაშიც დინამოელთა თავგანწირვამ შეუშალათ ხელი. მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილი თბილისელები გაერთიანდნენ და ქუთაისელებს ბრძოლის მაგალითი უჩვენეს. კაელ ტურპინისა და ლაველ ბოიდის ქულებს მიხეილ ბერიშვილმა სამქულიანი დაურთო და შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "დინამოს" უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. დინამოელები გამარჯვებამდე და მორიგ, არსებობის ისტორიაში მე-5 ჩემპიონობამდე მივიდნენ.

გამარჯვებულებს 27 ქულითა და 11 მოხსნით კაელ ტურპინმა ულიდერა. 17 ქულა მოაგროვა ლაველ ბოიდმა, 13 – ილია ლონდარიძემ, ხოლო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 11 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. "ქუთაისში" 20 ქულით საუკეთესო იყო დეჟუარ რაითი, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ მასპინძლებს 12 ქულა შესძინა.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მეორეადგილოსანი ქუთაისელები ვერცხლის მედლებით ვეტერანმა კალათბურთელებმა – ანზორ საკანდელიძემ და გივი ბიჭიაშვილმა დააჯილდოვეს. ჩემპიონ დინამოელებს ოქროს მედლები მსოფლიოს ჩემპიონმა ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცა. დაბოლოს, დინამოს კაპიტანს ილია ლონდარიძემ საჩემპიონო თასი საქართელოს კალათბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

fsdd
ბურტის ცჰაგდებას მაყურებლის დასცრება არ ცჰირდება. ნელ-ნელა დაესწრება ხალხი ტუ სცორედ იტამასჰებენ.
კოტე
სპორტის ყველა სახეობაში მთავარი პრობლემა მაყურებლის არყოლაა. ის რომ, გუშინდელ თამაშზე დარბაზი სავსე იყო, არაფერს ნიშნავს. ქუთაისში "ქუთაისი"-"დინამოს" დაპირისპირება სულ დაძაბულია. საქართველოს ჩემპიონატების თამაშების აბსოლუტურ უმრავლესობაზე დარბაზები ცარიელია. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, სადაც თამაშების უმეტესობა ტარდება და დასწრება უფასოა, მაქსიმუმ რამოდენიმე ათეული მაყურებელი ესწრება, ისინიც ძირითადად საკალათბურთო სამუაროს წარმომადგენლები და მოთამაშეთა ახლობლებია. იგივე ხდება სპორტის ყველა სახეობაში, ჰოდა საერთოდ, რა უფლებით ითხოვს ვინმე სპორტის რომელიმე სახეობაში ჩემპიონატის მაღალ დონეს. თქვე კაი ხალხო, უფასო სანახაობაზეც არავინ დადის, ე.ი. მაყურებლის მხრიდან სპორტში ერთი ლარიც არ იდება და რა დონეც არის, ისიც მართლაც საოცარია. მოკლედ, მადლობა ჩემპიონატის ჩამტარებლებსაც და კალათბურთელებსაც. სირცხვილი ვითომ "გულშემატკოვრებს", რომლებიც წელიწადში ორ-სამჯერ ესწრებიან თამაშებს და ისიც მხოლოდ ეროვნული ნაკრების მონაწილეობით.
status quo
ბექა წივწივაძე ეტყობა მოწეულში იყო და ვერც ერთი ვერ ჩააგდო,რასაც ვუყურე...
Levani
არაჯანსაღი მიდგომაა, რომ საკლუბო სპორტი ნაკრებისთვის კალათბურთელების მისაწოდებლადაა. მე მაგალითად სულ არ მაინტერესებს სანაკრებო სპორტი, მინდა ძლიერი დინამო ვიხილო ევროტურნირებზე და გუშინდელი დაბალი დონე ამიტომ მტკენს გულს. კლუბის ნაკრებისთვის ფარმკლუბობა მხოლოდ საქართველოშია მოდაში და მახინჯი პრაქტიკაა, თორემ ძლიერი ქართველი კალათბურთელები ვის არ უნდა, უბრალოდ ასეთი მიდგომა (მრავალ სხვა დეტალთან ერთად) უკან ხევს საკლუბო სპორტსს ფეხბურთში თუ კალათბურთში. სკლუბო სპორტის განვითარება კი მთავარია, ყოველკვირეული ევროტურნირები სჭირდება გულშემატკივარს და არა ნაკრების წელიწადში ერთხელ გაფაფხურება
დინამოელი
აბა ვიღებთ მოლოცვებს !!! მიხარია, რომ უცხოელი მსაჯი იყო და წუწუნს ვეღარავინ დაიწყებს. ყველგან და ყოველთვის დინამო ჩემპიონ !!!

ვუყურე თამაშს და მინდა ვთქვა რომ,ორივე გუნდის შესრულებით იყო დაბალი ხარისხის კალათბურთი,არადა ჩემპიონატი რისთვის გვინდა ხო,იმისთვის რომ,ჩემპიონატში მოთამაშე ქართველები ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის სპორტსმენებად და შემდგომში თავის სამშობლოს,საქართველოს ნაკრების სამსახურში ჩადგნენ,აქედან კი ამ გუნდებიდან ნაკრების დონეს ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს რაც ძალიან ცუდია.
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს