სამწუხაროა - საქართველოს ნაკრებმმა უხეიროდ ითამაშა და სუსტ ლუქსემბურგთან დამარცხდა! [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა მეტად უხეიროდ იასპარეზა და სტუმრად ლუქსემბურგის სუსტ გუნდთან 0:1 დამარცხდა.

თამაშმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 8-ათასიანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მალტასთან შეხვედრისგან განსხვავებით 8 ცვლილება განახორციელა და თქვა, რომ პირველ ნომრად ითამაშებდნენ.

მართლაც, უპირატესობას თავიდანვე "ჯვაროსნები" დაეუფლნენ და შეუტიეს. იერიშების მიტანას ჩვენი გუნდი გრძელი გადაცემებით ცდილობდა, მასპინძლები კი იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. თუმცა, შუა ტაიმში ლუქსემბურგი გათამამდა და ჩვენს ნახევარზე ამოიწია, და მოტამ მაკარიძის კარშიც დაარტყა ბურთი და ზედიზედ ორჯერ კუთხურიც მოაწოდეს.

საქართველოს ნაკრებს მოედნის ცენტრში ბურთის

დაჭერა უჭირდა, რაც გუნდის ექსპერიმანტალური შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არცაა და მომენტებსაც იშვიათად ქმნიდა.

მოკლედ, დიდი ვერაფერი ფეხბურთი ვიხილეთ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში ვაისმა ცვლილებებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა და კიტეიშვილის დარტყმული ბურთი შონმა მოიგერია. კონტრშეტევაზე კი მაკარიძემ იოახიმს არ დაანება გოლის გატანა. თუმცა, მან 70-ე წუთზე მაინც მოახერხა გოლის გატანა და შეტევა ისევ ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგიდან განხორციელდა. ვერც ცენტრალურმა მცველებმა ვერ ივარგეს, რომლებმაც მასპინძელთა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გაანეიტრალეს.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კი სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მხოლოდ სცადა და დამარცხდა.

ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდი უხეიროდ გაისარჯა და ლუქსემბურგთან, თუნდაც ექსპერიმენტალური დაარქვით და გინდა ნახერადსარეზერვო შემადგენლობით წაგებას, არანაირი გამართლება არა აქვს. აქ შედეგს კი არა, პირველ რიგში თამაშის დაბალი ხარისხია სამწუხარო. ძალიან სამწუხარო.

ლეტცებურგი. "სტად ხოსე ბარტელი".

ლუქსემბურგი - საქართველო 0:0

გოლი: 1:0 იოახიმი (70)

ლუქსემბურგი: მორისი (შონი 46), და მოტა (კარლსონი 46), ჟერსონი, იანიში, იანსი, იოახიმი (მუტჩი 76), მახმუტოვიჩი, მარტინსი, ო. ტილი (სკენდეროვიჩი 46), ვ. ტილი, ტურპელი

საქართველო: მაკარიძე, ნავალოვსკი (შერგელაშვილი 79), კაშია, ხოჭოლავა, ჯიღაური (გეგეჭკორი), აბურჯანია (დვალი 56), კანკავა, ჭანტურიშვილი, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 56), ბერიძე (ლობჟანიძე 46), კაჭარავა (ზივზივაძე 62)

მოქალაქე
საბოლოოდ შემაძულეს "ქართული ფეხბურთი", ფეხბურთი კი არა საცოდაობაა ის რასაც ესენი აკეთებენ. ჩემ ცხოვრებაში აღარასდროს ვუბალეშიკებ ამ მკვდრებს. ამათ ყურებას "სვარკას" უყურო ჯობია.
emigranti
ჰო, განსაკუთრებით ესტონეთთან იყვნენ დაქოქილები, ცხადაძე სად იყო მაშინ?:)
emigranti
დაუშვილს რა უნდა ბოლო ჩამონათვალში, 10 თამაშში ერთხელ აქვს წინ გადაცემა გაკეთებული, იმიტომაც ზის სკამზე სადაც თამაშობს.
იაგო
30 წელია ლამის რაც ფეხბურთის და კერზოდ ქართული ფეხბურთის ქომაგი ვარ და გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი ვარსკვლავი, თავდაჯერებული, გულანთებული და პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ფეხბურთელი არასოდეს ყოლია საქართველოს ნაკრებს. ერთა ლიგის მე-4 ჯგუფში მონაწილე ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვარსკვლავი და პერსპექტიული ფეხბურთელი ვისაც ყავს დღესდღეობით ეს არის საქართველო და თუ ისევ ჩავრჩით ჯგუფში ეს ფედერაციის და მწვრთნელის ბრალი იქნება და პასუხი უნდა აგონ ერის წინაშე. ქართველი ქომაგი გარდა მეოთხე ჯგუფის მოგებისა არცერთ სხვა ადგილს არ განვიხილავთ და გვაქვს ამისი საფუძველი და უფლება!!!
იაგო
თუ უპერსპექტივო გუნდებშჰი თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები და უპერსპექტივო გუნდია როგორც ამას ვაისი ამბობს მაშინ რატომ გაიგრზელა კონტაქტი? გამოდის რომ ფულის საკეთებლად არის აქ და არა შედეგისთვის?!
იაგო
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა არ უნდოდა ჩვენს ნაკრებს და მწვრთნელს ამ თამაშის მოგება, მრე რა რომ ამხანაგური იყო, ზუსტად ამხანაგურ თამაშში უნდა ისწავლო მოგება. გეგონებოდა გიბრა;ლტარის ჩემპიონატის ბოლო ადგილოსანი გუნდი თამაშობდა ისე უსუსურები იყვნენ. თავმოყვარეობის საკიტხია სხვა თუ არაფერი ლუქსემბურგთან მოგება, აქამდე არ გამომითქვამს ასეთი აზრი მაგრამ ეხლა გადაჭრით ვითხოვ ფეხბურთის ფედერაციისგან გაუშვან ვაისი თორემ ერთა ლიგის ჩაგდება ნიშნავს რომ კიდევ რამდენიმე წლით უკან დავწიოთ ქართული ფეხბურთი
კახა ქირია
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სუსტი უცხოელი მწვრთნელია რაც ჩვენ გვყოლია.ტიპი თამაშს ვერ გრძნობს,შეცვლებს არასწორად და უდროოდ აკეთებს და ა.შ
vaso
არ მინდოდა კომენტარის გაკეტება, მარა ჯანდაბას. ვაჩია და მახარა რატო არ ათამაშა? რატო არ ჩამოყავს ებრალიძე და კობახიძე? ის რომ ეს 4 იგროკი სჯობს მთელ იმ სასტავს, ვინც ათამაშა, იასნია.გამოდის რომ ისეთი იგროკები ხვდება ნაკრებში, რომლებიც ან გასაყიდია, ან ისეტები რომლებსაც სიბერეში კაი გუნდი უნდა უშოვონ. ასე იყო კანკავას შემტხვევაში, მარა ჯაბა თამაშობს მაინც. აბა ნავალას კობახიძე რომ სჯობს ფაქტია და მარჯვნივ კიდე ჯიღაურს ებრალიძე. ესენი უეჭველი უნდა ყოფილიყო ამ თამაშებში, რადგან ანანიძე, ოქრი, მჭედლო,მერება, ქვილო, სასექტემბროდ ფორმას ვერ აღიდგენენ ვერანაირად და ვერსად. უთამაშებელი კიდე რისი მაქნისია. პრინციპში ნახევარდაცვაში მაინც არ გვიჭირს, ყაზა, პაპუნა, ჩაკვე, კაკაბა, გვილია. მარა კიდე რო მიიღოს ტრამვა ვინმემ? კი ბატონო, სამეგობროს და ფულის შოვის წინააღმდეგი ვინაა კაცო, მარა ეროვნული ინტერესების საზიანოდ არა ძმაო. არააქ გამართლება არც ფედერაციას და არც ვაისას კობახიძის და ებრალიძის არ გამოძახების და ვაჩიას და მახარაძის არ თამაშის გამო. ვეთანხმები ქვემოთ მოყვანილ რამოდენიმე საინტერესო მოსაზრებებს. ღმერთმა ნუ ქნას კიდე ვინმე დაშავდეს და კაზახები თავზე დაგვახევენ ბურთს , თან სერიოზულად ემზადებიან, და ჩვენ არსებულ რესურსს ბოლომდე ვერ ვიყენებთ და ეს კიდე რა გადაადგილებებს აკეთებს კაცმა არ იცის, გამოდის რო ეუბნებიან ამ ფეხბურთელებით გააკეთე გუნდიო და ამანაც რა ქნას, მცველს თავდასხმაში ათამაშებს, მარცხენას მარჯვნივ, გამთამაშებელს მცველად. მაგარ გაუგებრობაშია ვაისა,. ფულს კი აძლევენ და არ კიდია? დურდომია რა? არაბიძეც ჩამოეყვანათ, ბუდუს არ აჯობებდა? აჯობებდა.
status quo
ამათ დანახვაზე უკვე გული მერევა.
zmo
ამოვიდა ყელში თქვენი ვითომ ექსპერიმენტები, თუ ფეხბურთელები არ გყავთ დაეტიე სახლში და ხეიბრებით ნუ დაბოდიალობ ევროპაში საქართველოს სახელის შესალახათ და ფულის სახარჯად, რა დაუჯდა სახელმწიფოს მაგათი გასეირნება ავსტრიაში ? და რა მივიღეთ, თავის მოჭრა, ვაისმა ექსპერიმენტები სლოვაკეთში ატაროს და ისედაც შელახულებს თავი დაგვანებოს,
ქომაგი
სამარცხვინოა და გაუგებარი. საინტერესოა რა ექსპერიმენტალური შემადგენლობა მოუნდა, თითქოს საფრანგეთის ან ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი იყოს და ვერ ჩამოყალიბდა ძირითად შემადგენლობაში ვინ ათამაშოს (არჩევანის საშვალებააქვს ფართო). ყაზახეთმა ექსპერიმენტალური შემადგენლობით მოუგო აზერებს? აჯობებს იმ ხალხთან იმუშაოს ვინც ნაკრების ძირითადი ბირთვია და ექსპერიმენტებს თავი დაანებოს...
foodbol
კარში თუ არ დაარტყი გოლი როგორ გავა, შესაბამისად ვერც თამაშს მოიგებ, შენ თუ არ გაიტან ისინი გაგიტანენ.
Semi
შეეშვი ფეხბურთის ყურებას ასე ჯობს!
Semi
ბოლო 10 მატჩს გადახედე და ნახვ არის თუ არა პროგრესი ერთი მატჩით რომ წყვეტ
გეგა
მეგობრებო, ღმერთმა ქნას როგორმე გავიდეთ ევროპის პირველობაზე, რაც მე პირადად ნაკრების თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ძალიან რბილად, რომ ვთქვათ სათუოდ მიმაჩნია. პასუხისმგებლობა ვის უნდა დაეკისროს? ალბათ ვინმე გამოვა ე.წ. ჭკვიანი, დაყენებული სახით (მოდაში როგორც არის ეხლა) და გვამცნობს პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემ თავზეო და სიტყვიერი სინანულით დავასრულებთ მორიგ ჩაფლავებას.....
მსქროლავი ტროლი
პირველ ნომრად ვთამაშობდით, როგორ არა - ჩვენები რომ ბურთს აუტში იგერიებდნენ, ისინი ბურთის თამაშში დატოვებას ცდილობდნენ... თამაშს რაც შეეხება, ისევე ითამაშეს, როგორც წინა თამაშებში, უბრალოდ მეტოქე გვყავდა უფრო ძლიერი... ლუქსემბურგი ჩვენი ნაკრების ზედა ზღვარია, მაგაზე ძლიერებს არც უნდა ვეთამაშოთ და მაგაზე უკვე უეფა იზრუნებს...
goga
გახსოვთ, ვაისმა რომ თქვა - ნახეთ სად თამაშობენ თქვენი ფეხბურელებიო? იქნებ ისიც გვითხრას ლუქსენბურგელები სად თამაშობენ? ფედერაციას თუ რაიმე ვალი აქვს ამ კაცის, ამასაც გაგებით მოვეკიდებით, მაგრამ რატომ დაგვცინის ვაისი პრესკომფერენციებზე? ჯერ ყაზაიშვილისთვის უნდოდა უბურთოდ თამაში ესწავლებინა, ახლა მოედანზე პირველ ნომრად თამაშის სწავლება გადაწყვიტა - ნაკრებია თუ "ნუცას სკოლა"? გუნდის და ნაკრების მწვრნელის მოვალეობა იმით განსხვავდება, რომ ამ უკანასკნელმა ცალკე აღებული, ერთი კონკრეტული მატჩის მოსაგებად უნდა შეარჩიოს ფეხბურთელებიც და ტაქტიკაც, რომელ სწავლებაზეა საუბარი? ეს კაცი ცოტა არაადეკვატურია და ალბათ საკუთარი თავი დეტმარ კრამერი გონია, რომელიც ფიფამ გასული საუკუნის სამოციან წლებში იაპონელებს ფეხბურთის სასწავლებლად მიუვლინა, მათივე თხოვნით. უპრიანი იქნება შევახსენოთ ვაისს თავისი ფუნქცია-მოვალეობები და ისიც ავუხსნათ, რომ სხვას რომ რამე ასწავლო ჯერ შენ უნდა იცოდე, ე.წ. "მწვრთნელის ფეხბურთის" რა ეტყობა ჩვენს გუნდს?
A
ვკითხულობ კომენტარებს და ვოცდები. ვაისის ლანძღვა და ბიჭების ქებათა ქება. პრობლემა არა მწვრთნელშია არამედ ჩვენს ჩამოუყალიბებელ მენტალიტეტშია. სამ წელიწადში რომ გვინდა ყველა სფეროში პირველები ვიყოთ. სახლი ორ დღეში არ შენდება მაგრამ ჩვენ პრობლემის სწორად დანახვის უნარი არ გაგვაჩნია... ვერასოდეს გვეშველება იმიტომ რომ არ ვართ ღირსი. არავინ რა მოგვწონს და რაც მაგრები ვართ ... როგორცაა... დავლიოთ და ქვეყანა აშენდება... რიბა...
dato30
ვაისი რატომ დათანხმდა ივნისში მეორე შემადგენლობით თამაშს, მაშინ როცა აზერბაიჯანთან მეორე შემადგენლობით თამაში იუარა? მარტის თამაშები იყო ერთა ლიგის მოსამზადებელი, ივნისის თამაშები იყო ამხანაგური სტატისტიკისთვის. ივნისის თამაშებში ქიტეიშვილის გარდა ახლებიდან ფეხბურთის გაგებაში არავინ არ იყო. ნაკრები ყველასი არ არის, ნაკრები ნიშნავს იმას რომ ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელები უნდა შეირჩეს და იმედი მაქვს ამ გაუგებარი შემადგენლობით აღარასდროს ვითამაშებთ.
touareg
ძალიან დიდი ამბიცია რო გვაქ ეგ კარგია,ღმერთმა ქნას საქართველო მსოფლიოზე და ევროპაზე მოხვდეს ეგ ყველას გაგვიხარდება მაგრამ მოდით ვაღიაროთ რომ ერთ ერთი უსუსტესი ნაკრები გვყავს,საშუალოზე ბევრად დაბალი.
დათო
მე იმიტომ არ ვიხდი საგადასახადოებს და ჩემი წვლილი შემაქვს საქართველოს ბიუჯეტში, რომ ამ ზარმაც და უვარგის ფეხბურთელებს ვაძლიოთ ხელფასად.
ზაზა
ბევრი რო არ ვილაპარაკო სამარცხვინო ნაკრები გვყავს და ეს არი პირველ რიგში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის და იმ სამარცხვინო კაცის დამსახურება, ყველაფერში რო ერკვევა (ხეჩიკაშვილია თუ რარაც განუვიტარებელი არსებაა), შანტაჟი რო მოუწყვეს ცხადაძეს და ძლივს დაქოქილი ნაკრები დაატოვებინეს! ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს? მალტას ბოლო წუთზე გატანილი სამარცხვინო პენალტით უგებ და ლუქსემბურგთან აგებ. იქნებ მითხრათ ამაზე დაბლა შეილება დაშვება და შერცხვენა? დროზე შეცვალეთ მწვრთნელი თქვე სამარცხვინო ხალხო, დროზე და ან ცხადაძე დააბრუნეთ და ან ვინმე სერიოზული მწვრთნელი მოიყვანეთ, მარა რა იცით თქვენ ვინაა სერიოზული მწვრთნელი, მაგის მიხვედრის შნო თქვენ ვინ მოგცათ? დაწყევლილები ხართ ებრაელის - შენი არ გაცოდინა და სხვისი არ გაგაგონაო!
ლევან მაღლაკელიძე
კაროჩე. ხარაიშვილი, ჯიღაური,ზივზივაძე,ნავალოვსკი,შერგელაშვილი,ხარაბაძე და ჯიღაური ამ ეტაპზე სანაკრებოდ არ გამოგვადგება და ეს ვაისას უნდა ცოდნოდა ეს ერთი, და მათ ნაცვლად უნდა ჩამოეყვანა ებრალიძე, ფარცვანია, გიორგაძე და კობახიძე, რომლებსაც კაკაბაძის და ნავალოვსკის შეცვლა შეუძლიათ. კობახიძე მარცხნივ და ებრალიძე-ფარცვანია მარჯვნივ. გიორგაძეს ცენტრში გამოვცდიდი. იმ შვიდს ეს ოთხი ასი თავით სჯობს, ესეც ორი. რატო არ ათამაშა მახარაძე და ვაჩიბერაძე. დღეის მდგომარეობით მახარა ყველას სჯობს და ვაჩიაც კიტეიშვილის გარდა ყველაზე კაი ფეხბურთს თამაშობს, ლობჟანიძე ცენტრფორვარდად უნდა შეეწია და მის უკან კაჭარავა დაეყენებია დამატებული ვაჩია-კიტეიშვილი, ეს უნდა ყოფილიყო სასტარტო ოტხეული და კობახიძე-ებრალიძე გარემარბებად. დანარჩენი ეხლა ჭანტურიშვილი და ბერიძე ფაფხურობენ რაღაცას. მე რას ვერ ვხვდები იცით? კარგია რო ეს ხალხი გამოცადა, პოზიციები შეუცვალა ხალხს, მარა ესაა დებილიზმი რაც ვაისამ გააკეთა. გყავს იგროკები და უნდა გამოიძახო. ესეიგი ცხადზე უცხადესია, რომ ნავალოვსკის და კაკაბაძის პოზიციაზე გვჭირდება 2 ფეხბურთელი და მეკარე და ათამაშებ კაზახეთში ზამენაზე მოთამაშე ჯიღაურს და არ ათამაშებ პორტუგალიაში გაზრდილ 100 პროცენტიანი პრაქტიკისა და გამოცდილების მქონე ებრალიძეს და ასევე გამოცდილ ფორმაში მყოფ კობახიძეს? თუ ზევიდან არ ადევს ვეტო ამ ორ ფეხბურთელს, რომლებიც საგრძნობლად გააძლიერებდნენ გუნდს, მაშინ ვაისა დებილი დოფილა და რად გვ ინდა ასეთი მწვრთნელი? ანუ იმის თქმა მინდა, რომ უკეთეს მწვრთნელს ვიმსახურებთ. მან ისეთი ცვლილებები და ექსპერიმენტები ატარა, რაც საერთოდ არაა საჭირო. ანუ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვაისა ყველაფერს აკეთებს, რომ მახარაძე და ეს ორი ფეხბურთელი არ ათამაშოს, ან თუ ხალხის მოთხოვნით ვინმეს გამოიძახებს, მას ისეთ პოზიციაზე ამწესებს, სადაც ვერ წარმოჩინდება. ანუ რა გამოდის . მახარაძეს პასპორტი მიცეს, ჩამოიყვანეს და არ ათამაშეს. კვასხვაძე რა კვერცხებიცაა არ იცის? იცის, მარა გამოდის რო მაშინ ლორიაა ამოსაგდები. აი, ასეთი მიდგომააქვს საქმისადმი ფედერაციის საძმოს და მიტოა საქმე კარგად, ასეა ყველაფერში. ვერ მოუგებენ მაგენი კაზახებს და გასაყრელი იქნება ეგენი ყველაა. ძალიან გთხოვთ დამიBეჭდეთ, იქნებ წაადგეთ რამეში, მე მგონი ობიექთური კრიტიკაა და ეს საჭიროა, ნუ დამიბლოკავთ
bs
კაი რააა! არ ამოგივიდათ ყელში ამათ მიერ საკუთარი თავის და ქვეყნის გაბანძება? ამათი ფედერაციის (ძველის ახალის და მომავალის) ნა(ტრ)ფეხბურთალი არ გაიშვა!!!
სტუმარი
როცა არ გყავს კვირკველია, ყაზაიშვილი, ანანიძე, კაკაბაძე, გვილია, ჩაკვეტაძე, პაპუ,ქვილითაია, დაუშვილი, ანუ ის მოთამაშეები, რომლებსაც თამაშში რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, რა აზრი აქვს საერთოდ თამაშს და ეგეთ ტესტ მატჩებს ვერ გავიგე. მთელი ძირითადი შემადგენლობა არ იყო. ჩამოთვლილებს დავამატოთ კაშია, ნავალოვსკი, კიტეიშვილი, კანკავა და ნორმალური გუნდი გამოვა. ოქრი სადაა ვერ გავიგე, საბა ლობჟანიძეს მეტი შეუძლია... მოკლედ უიმედოდ არ ვარ, მთავარია ვაისმა გაქაჩოს
ქართველი გულშემატკივარი
წაეყვანა მჭედლიშვილი მარჯვენა მცველი რომელიც ხორვატის ჩემპიონატში საუკეთესოდ აღიარეს და არ ვჭამდით ასეთ სირცხვილს ..არ მესმის ვაისის ვაჩიბერიძე და მახარაძე რატო არ ათამაშა თუ გამოიძახა .დვალი და ჭანტურიშვილი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა მონდომება მოძრაობა აკდა ჩვენს ნაკრებს და მწვრთვნელის უაზრო ტაქტიკა ჯიგაურს რა უნდოდა მარჯვენა მცველად ..
giorgi
ეს ექსპერიმენტალური შემადგენლობა იყო? შეიძლება გადახალისებული, მარგამ არა ექსპერიმენტალური
კახა
ეს თამაში ვაისი კისერზეა, სწორედ მან წააგო თავისი გაუზრებელი ტაქტიკით. არ უნდა აგებდეს მწვრთნელი ასეთ თამაშებს თუ რამის ამბიცია აქვს!! წადი სახლში ვლადიმერ წადიი!!
ვაისი
ჩემი აზრით დიდი პატივისცემის მიუხედავად, ძალიან კარგი ბიჭები არიან მაგრან ნაკრებში ჯერ ადრეა: ხარაიშვილი, ბუდუ,ბერიძე,ჭანტურიშვილი,გეგეჭკორი.. შერგელამ ცოტა უნდა შეტევა გაამწვაოს, საბა და კიტეიშვილი გამოგვადგება კაჭარავა ერთ დინეზეა სულ ამხლა სიმაგლის მიუხდავად ერთხელ ვერ მოიგო ორთაბრძოლა...
პოლიექტი
პოლიქრონიონ,პოლიქრონიონ,პოლიქრონიონ!
Gega
კარგით რა მოეშვით ლანძღვას, მთავარი ნაკრები კი იცით ვინ არიან, კანკავა კაშია ნავალოვსკი იყო გუშინ სტადიონზე... მოვლენ ბიჭები და აგარ იტყვით მაგას რადაც ეხლა წერთ.. ოქრი ვაკო,ჯანო,მჭედლო კაკაბა ჩაკვეტაძე ქვილითაია მერება კვეკვე პაპუნა.. აი ვინ იქნება ერთა ლიგაში ნაკრებში .. მე მჯერა ჩვენი ბიჭების ყაზახეთს უნდა დაუნგიოთ ის ოცნებები და კიდევ ის რო აზერბაიჯანს შეგვადარა:)
აკო
იმედია ბერიძის და მსგავსი ფეხბურთელების "ბალელშიკები", აღარ შეაწუხებენ მწვრთნელს მათი დამოძახების და ნაკრებში შანსის მიცემის თაობაზე. გუშინ საბოლოოდ გაიშიფრა, ვინ არის მზად ნაკრებში სათამაშოდ. თუ სასურველ დონეზე ავლენ, ვინ მასმაძალი.....
giga
კომენტარის გაკეთების სურვილიც აღარ მაქვს, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ შესაძლებელია ყველა გუნთან წააგო, თუნდაც ლუქსენბურგის დონის იყოს, მაგრამ ხომ მნიშვნელობა აქვს როგორი თამაშით აგებ. გუშინ რაც მე ვნახე, ეს იყო ანტიფეხბურთი. არც ერთი ფეხბურთელთაგანი ვერ გრძნობდა რომ ის ნაკრების მაისურით იყო მინდორზე. მერე რა რო ამხანაგური თამაშია! თავმოყვარეობა და პრესტიჟი ხომ არ უნდა დაკარგო ბოლომდე. არ მინდა რომელიმე ფეხბურთელი "გამოვყო", ყველა უსუსტესი იყო თავის პოზიციაზე, მაგრამ, რა ფეხბურთიც გუშინ ხოჭოლავამ ითამაშა, საკვირველია რა ესაქმება მას ისეთ გუნდში როგორიც "შახტარია". იმედია ძირითადი ბირთვი დაუბრუნდება გუნდს, რაც მცირედ იმედს გვისახავს მომავლისათვის. რა გინდათ ბიჭებო (ფეხბურთელებო), გულის შეტევით გინდათ გაანადგუროთ ქართველი ფეხბურთის ქომაგები? ოხ.....
ტურე
გავიგე ლუქსემბურგს ქონია ფეხბურთის განვითარების გეგმა და გადმოიწერეთ მაინც თქვე უბედურებო, თორემ მალე ბურთი კვახი გეგონებათ!
კარვახალი
კობიაშვილი,იაშვილი,მუჯირი და ვაისი ქევხიშვილის და ცირეკიძის გზას უნდა დაადგნენ თუ შეგნება აქვთ, თუ არა და მოუწევთ კუპრში ბანაობა!
გიო58
ყველაა ლუქსემბურგი?
ვალე
კარგით რა ვერა ხვდებით, რომ ფედერაცია ფულს ღუნავს! თავდაცვის სამინისტროს წლიური დაფინანსება 380 მილიონია და ამათი ფეხბურთის კიდევ 300 მილიონი! რაღაზეა აქ ლაპარაკი! ვაისს კიდევ დაუდგა არდადეგები 6 სექტემბრამდე აღარც ხვნა უნდა და აღარც თესვა! ნაკრების მწვრთნელმა და მოთამაშეებმა გასამრჯელო უნდა მიიღონ მაშინ როცა ნაღდ თამაშს მოიგებენ და არა ასე წაგებ მოიგებ მაინც შენსას იღებ!
kasko
Auee, შენი სამსახური ლოკომოტოვის სტადიონის გვერდზეა ხომ? კი! მაშინ დაგაცდით 6 სექტემბრამდე და ღმერთმა ნუ ქნას და თუ ასტანაში წავაგეთ (მსგავსი შემადგენლობით და ტაქტიკით 100%-იანი გარანტიით წავაგებთ), მაშინ შენ პრეზიდენტთან ერთად კინწისკვით გამოგყრით მაგ შენობიდან. საერთოდ რატომ აკეთებ ისეთ კომენტარს, სადაც წაგებულ გუნდზე ერთ კრიტიკულ სიყტვასაც არ ძრავ. ვუნ ხარ? ...
lasha
ხალხი წერს სამუშაო კიდევ ბევრიაო. რა სამუშაო ხალხო, ვაისი უკვე მესამე წელია მუშაობს, პირველი სიკლი მთლიანად ჩააგდო, ვერ მოიგო ვერცერთი თამაში. ეხლაც გაფარჩაკდება, თუ სასწაული მოხდა და გავედით მთლიანად ახალი თაობის მოთამაშეების დამსახურება იქნება, კაკაბაძის, ჩაკვეტაძის, ქვილითაიას. ეს არ არის მწვრთნელი
ექსპერტი
ძალიან მარტივად არის საქმე. რამდენი წელია ნაკრებს იოტისოდენა პროგრესი არ ეტყობა???? რომელი შედეგზეა საუბარი დაახლოებით 10 წელია ნაკრებს პოროგრესის ნიშნებიც არა აქვს. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე სუსტ გუნდ ანდორასაც კი ეტყობა რომ მოქმედებაში არიან რომ პროგრესი აქვს. აგერ ლუქსემბურგმა მოგვიგო ესეიგი პროგრესირებენ და შედეგიც აქვთ. ჩვენ კიდე ბიუჯეტის ფული როგორ გაძიძგნონ უმაღლეს ლიგაში მაგაზე ფიქრობენ. სირცხვილია რა. სახელმწიფო ამდენს აკეთბს და ესენი სრულიად სამარცხვინოდ იქცევიან გრამი სისხლი არა აქვთ
rezi
მალადეც ვაის და ფედერაცია///////
ვიქტორი
ამდენი პროფესორი ერთად საიდან შეიკრიბეთ?
მერაბი
ლუქსემბურგს ადრე საბჭოთა პირველობის მეორე ლიგის ჩვენი გუნდი დიდი ანგარიშით მოუგებდა! ეს რა არის? ამით ვაპირებთ ერთა ლიგაზე მოგებას?! სირცხვილია!!!
buku
ძალიან უსუსურად გამოიყურება საქართველოს ნაკრების ეს შემადგენლობა. სიმძაფრე და სილამაზე დაკარგა ნაკრების თამაშმა. იმედია სექტემბრისთვის დაგვიბრუნდებიან ბიჭები.
რეზო
ასე უსაშველოდ ცუდადაც არარის საქმე. ასეთ გაუმართლებელ ტაქტიკას და შემადგენლობას ნამდვილად არ ვიხილავთ მნიშვნელოვან თამაშებში. ძალიან ბევრი მოთამაშე აკლდა და თან გამოცადა თითქმის ყველა კანდიდატი. ალბათ აღარ იქნება კითხვის ნიშნები და პრეტენზიები ამატგან რომელიმე ფეხბურთელის არგამოძახებაზე.აი კობახიძეს რას ერჩის და რატომ არ იძახებს ძალიან გასაკვირია
qomagi
მილტონ ჰეიგს ვტხოვოთ შეითავსოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელობა, ერთი-ორი მორაგბეც წააშველოს... ლუქსემბურგთან რა ნამუსით უნდა წააგო?
ბაბუ
ნეტავ ვაისის გაწრთვნილი ნაკ რები ყვარლის დურუჯს თუ მოუგებს
ვაი... სი...
ვაისი მაგარი მწვრთნელიაო.... ერთი თამაში არ მოუგია წინა შესარჩევში. ვაი.... თქვენს პატრონს.... ფედერაციავ....
luka
მოდით რეალობას შევხედოთ თვალებში, ჩვენ ჯერ ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია მაღალ დონეზე. მკვდარია მძლეოსნობა სკოლებში, მკვდარია ფიზიკური აღზრდა ყველა დონეზე და მკვდარია სპორტული მედიცინა, რაც მთავარი დასაყრდენია თანამედროვე ფეხბურთის. რას ელოდებით ამ ახალგაზრდებისგან რომლებმაც სირბილი არ იციან და ფიზიკურად არიან სუსტები?
გიგა
ვეცდები მაქსიმალურად ობიექტური ვიყო. მიმაჩნია, რომ არასწორი მიმართულბით მიდის ქართული ფეხბურთი კარგა ხანია და ერთ-ერთი ჩვეულებრივი (სამწუხაროდ) შედეგი დადგა ლუქსემბურგთან შეხვედრაში ჩვეულებრივი იმდენად რამდენადაც, არ შეიძლება კარგად გქონდეს საფეხბურთო საქმეები მაშინ როდესაც დინამოს ბაზას კორპუსი გინდა გვერდზე აუშენო, ე.წ. ს.კ.ა.-ს სტადიონზე (ავლაბარში) კორპუსები ააშენეს და თითქოს არც ყოფილა ეს სტადიონი ( სამაგიეროდ პოლიეთილენის თუ პოლი რაღაცის მოედნებია მოდაში) და რამდენი ამგვარი ფაქტი... უთანასწორო ბრძოლაში თანამედროვე ფრხბურთთან სამწუხაროდ ვმარცხდებით, ბორიას, შოთას, მიშას, სლავას, დათოს, და ა.შ. შთამომავლები. და გულშემატკივრებო გამოსავალი რაში მდგომარეობს???!!!
fsd
გეგუცჰადზე უნდა დანისჰნოთ. ცხადაძეს ფეხბურთელობისას ევარგა ის აჯობებდა.
კააა!
ლუქსემბურგისთვის გაუსროლია "ავრორას"!!! მაგარი მწვრთნელი ყავთ, წკვინტლიან ვაის კი არ გავს, რო ბაქიბუქობს მოთამაშეებთან ერთად ინტერვიუებში!
Alex.F.
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს?
mamuka
არა ძიუდო,არა ფეხბურთი, სამაგიეროდ ნარკოტიკების დაკანონებას კი ითხოვენ. რაც ქვეყანაა ისიც სპორტია
jorkaifa )
ძალიან საეჭვოა რომ რამე ყაზახებს მოუგოთ ფაქტიურად გამორიცხულია ... ღმერთმა ქნას ვცდებოდე , ძალიან იშვიათად ვცდები ... ხაზ უსვამ ღმერთმა ქნას მოუგოთ ძალიან ბედნიერი ვიქნები ... მაგრამ გამორიცხულია , ძალიან სუსტი მწვრთნელია და თამაშში გარდატეხა ვერ შეაქვს , კიტეიშვილი რომ შეიყვანა ეგ არ არის გარდატეხის შეტანა იმიტომ რომ კიტეიშვილს დღეს ისედაც ძირითადში უნდა დაეწყო . ასევე ძირითადში უნდა დაეწყო ლობჟანიძეს ...
Auee
რა ანბები ატყდა ნახეთ რაა....ან სუსტმა ლუქსემბურგმა შესარჩევში ფრე დაუდო ფრანგებს 4-5 დღის უკან სენეგალს გაუგორა ფრე მანამდის უნგრეთს Mოუგო ბულგარეთთანაც ფრე გააგირა ...ასე რომ ჩვენ ძირითადით და არა მესამე სასტავით სადაც ვინ რა პოზიციაზე იდგა ვერ გაიგებდი....მოგება დძაან გაგციჭირდებოდა....და საერთოდ ორი ძირითადის მოთანაშემ კანკავამ და კაშიამ,,,..სხვები ან ზამენები ან გაფართოებული სიიდან იყვნენ ....და ბოლოს საიდან ეგეთი ამბიცია რომ ყველას მოვუგოთ ...ჯერ ის ვნახოთ თუ ჩვენ სად ვართ ....ხოლო ბიჭებს მადლობა ასე თუ ისე იბრძოლეს და არც თუ ისე სანარცხვინოდ როგორც აქ წერთ...
ლაშა
აცადეთ ვაისს ჯერ ადრეა კიდე სანამ ბოლომდე არ დაღუპავს.
jorkaifi )
ვაისის შეცდომა ძირითადში არ უნდა დააეყენებინა ბერიძე , კაჭარავას შეცვლით ხელი მოაწერა მეტოქის ნახევარზე დაეთმო ბურთის დაჭერა , ეს როგორც შეცვალა ეგრევე ვთქვი , ჯიაური მარჯვენა მცველად მთელი თამაში , იმას ნიშნავდა რომ ლუქსემბურგის პაწაწუნა მოსახლეობიდან ერთი კაციც არ დატოვა რო ვერ მიმხვდარიყო საიდან უნდა შეეტიათ ))) კაროჩე ძაან სუსტი მწვრთნელია და ბიჭებს საღოლ ... რაც ამათმა მოიგეს ყველაფერი ბიჭების დამსახურებაა ... ცუნცულა ხარ კობი და ცუნცულა მწვრთნელი გვაჩუქეე )))
gio
კაააა!
luzluza
ამ ბანდით ყაზახეთთან უშანსოდ ვართ
Alex.F.
ნათლად გამოჩნდა რომ რეზერვი არ გვყავს.ღმერთმა არ ქნას და თუ ვერ მოასწრეს გამოჯანმრთელება ძირითადმა ბირთვმა,გაგვიჭირდება ძალიან!
თ
მთლად უიმედოდ ჩვენი მტერი იყოს, მაგრამ, აშკარაა რომ სამუშაო ბევრია. როგორც ფედერაციაში, ასევე თითოეული ფეხბურთელის ტვინში
a
თავიდანვე დავწერე რომ საერთოდ გინდაც მოეგოთ რა აზრი ქონდა ამ შემადგენლობით ვითომ შეთამაშებას, ნებისმიერი უბნის გუნდის დონეა ეს ვაი ნაკრები, უბრალოდ დაქცეულ მალტასთან გაუმართლათ. მაგ ხარჯებით მინიმუმ 10 ოჯახს სახლს შეუძენდით და გააბედნიერებდით, ჩაგეთვლებოდათ მაინც. ისე ზივზივაძეს მგონი საერთოდ ეზარება ფაეხბურთის ტამაში
giorgi
ნეტა თუ უტყდებათ მაინც ან უკვე ფსიქოლოგიურად სხვანაირად ვეღარც წარმოუდგენიათ.
lasha
ბეგლარიშვილს მიეცით შანსი სანამ დროა, არაა დასაკარგი თან ეხლა როგორ ფორმაშიც არის იმსახურებდა გამოძახებას.
oto
საშინელი თამაში იყო ძალიან დაბალი დონის...გამართლება არარის ძირითადი შემადგენლობა რო არ გვყავდა...ლუქსემბურგთან მაინც არ უნდა ვაგებდეთ...წაგება კი არა მომენტი ვერ შევქმენით..ჩემი აზრით უსარგებლო ექსპერიმენტები გაკეთდა...მოკლედ ამ შემადგენლობიდან უმეტესობის ნაკრებში თამაში არარის საჭირო...საინტერესო იქნებოდა ვაჩიბერაძის ნახვა მაგრამ რადგან ამ უსუსტეს შემადგენლობაში 18 კაცშიც ვერ მოხვდა ალბათ ცუდ ფორმაშია...დღეს ყაზახეთს მაინც არ მოეგო...მოკლედ ოპტიმიზმი ცოტა გამიქრა, ყაზახეთში ძალიან გაგვიჭირდება
ვაი
ეგ არაფერი, ყაზახებს თამაში დავუმალეთ -_- ვაი დაქცეულო ქვეყანა
ლევანი
სუსტ ლუქსემბურგთან ძლიერი საქართველო დავმარცხდით?????
მიწისძვრა
მოწისძვრაა საქართველოში და ლუქსემბურგში!კალაძეს,კობიაშვილს,იაშვილს,მუჯირს და ვაისს აქანებს ძააან!
mitro
სირცხვილი და მეტი არაფერი. გამოჩნდა რომ ძირითადის გარდა რეზერვი აღარ გვყავს. ასე რომ იმედები იმის მოვხვდებით რომელიმე კარგ ფორუმზე 0-ს ტოლია. ლუქსემბურგმა კარგი ყინულიანი შხაპის ქვეშ დაგვაყენა.
არ დაბლოკო
ამ ჯიღაურებს,დვალებს,ხოჭოლავებს და გეგეჭკორებს ნაკრებში კი არა ზოგადად ფეხბურთში რა ესაქმებათ მართლა არ მესმის.ერთა ლიგაზე ვალერიანის წვეთებით მომიწევს ამ ბედოვლათების ყურება.
გიო
ასე თამაში,უბრალოდ,არ შეიძლება.. სამარცხვინო ეს ყოველივე..როდემდე?
ჯანდაბა
მრცხვენია და აღარაფრის იმედი აღარ მაქვს.ასე ვიჩანჩალებთ სულ.
იაგო
ეს თამაში 100 % ვაისმა წააგო და სანამ ერთა ლიგაზეც გააგრზელებს ასეთ უშინაარსი ტაქტიკით მარცხებს დროა ცხადაძე დავაბრუნოთ!!!
ტაივო
ვაისი სწორზეა! აცალეც ცოტა კიდევ და ყველაფერი გამოსწორდება!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შარიანი - ვინ არის რორდიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
შარიანი - ვინ არის როდრიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით