6-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ხოსე პეკერმანისა და კოლუმბიის ნაკრების გზები საბოლოოდ გაიყრება.

მანამდე კი არგენტინელმა სპეციალისტმა ხამეს როდრიგესი და კომპანია ღირსეულად უნდა გამოიყვანოს რუსეთის მუნდიალზე.

პეკერმანისთვის ეს მესამე მუნდიალია 2006-ისა და 2014 წლების შემდეგ. მისმა გუნდებმა ჯამში მხოლოდ 1 მატჩი წააგეს. ბევრს ახსოვს, რა კარგი იყო კოლუმბია და მისი ახალგაზრდა ლიდერი ხამეს როდრიგესი ბრაზილიაში, სადაც ამ გუნდმა მეოთხედფინალს უწია.

იაპონია ასეთი შემართებით ვერ ჩავიდა მუნდიალზე. გუნდი ისეთ ცუდ ფორმაში იყო, რომ მუნდიალის დაწყებამდე 2 თვით ადრე იაპონელებმა მწვრთნელი გამოცვალეს. "სამურაებმა" ბოლო ამხანაგურში 4:2 აჯობეს პარაგვაელებს და იქნებ ამ მოგებამ შეძლოს მათი საბრძოლოდ განწყობა.

ხამესს მადრიდული კარიერა ისეთი ვერ გამოუვიდა, როგორსაც ელოდნენ, მაგრამ კოლუმბიის ნაკრების ფანებს მის მიმართ სასაყვედურო არაფერი აქვთ - ხამესი ნაკრებში მუდამ ბრწყინვალედ თამაშობს. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში იგი მუნდიალის ბომბარდირის სტატუსით ჩავიდა.

ფაქტები

ამ გუნდებმა ერთმანეთში 4-ჯერ ითამაშეს. კოლუმბიამ 2 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ დასრულდა.

ბოლო დაპირისპირება 2014 წელს ბრაზილიაში შედგა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიამ იოლად აჯობა მეტოქეს - 4:1.

იაპონიის ნაკრებმა ბოლო ამხანაგურ მატჩში უფრო მეტი გოლი (4) გაიტანა, ვიდრე წინა 5 შეხვედრაში ერთად.

კოლუმბიის ნაკრების მუნდიალისწინა ორი ამხანაგური მატჩი 0:0 დასრულდა.

H ჯგუფი. სამშაბათი. 19 ივნისი. სარანსკი. მორდოვია არენა

კოლუმბია-იაპონია 16:00

სავარაუდო შემადგენლობები

კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, დ. სანჩესი, მინა, მოხიკა - კ. სანჩესი, ბარიოსი - კუადრადო, ხამეს როდრიგესი, ურიბე - ფალკაო

იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა - საკაი, იოშიდა, მაკინო, ნაგატომო - ჰასებე, იამაგუჩი - ჰონდა, კაგავა, ინუი - ოკაზაკი

არბიტრი: დ. სკომინა (სლოვენია)

ლევანდოვსკი თუ მანე?

პოლონეთის ნაკრებს დიდებული საკვალიფიკაციო ტურნირი გამოუვიდა და, როცა ბევრმა იფიქრა, რომ მათგან მუნდიალზეც ბევრს უნდა ველოდოთ, პოლონელებმა ზედიზედ 3 ამხანაგურ მატჩში ვერ გაიტანეს გოლი. თუმცა ამას ისევ გამონათება მოჰყვა - სამი შეხვედრაა, რაც პოლონეთის ნაკრები არ მარცხდება და თან ამ 3 მატჩში მან 9 გოლი გაიტანა.

პოლონელების საწუხარი დაცვაა, გუნდთან ერთად ვერ წამოვიდა ტოპ-მცველი კამილ გლიკი.

როცა სენეგალი პირველად მოხვდა მუნდიალზე, აფრიკულმა გუნდმა ყველა აალაპარაკა, რადგან პირველივე მატჩში მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი დაამარცხა. ახლა სენეგალელები მათთვის მეორე მუნდიალს იწყებენ.

ჩვენ კი საინტერესო დაპირისპირებას ველით - ერთი მხრივ, "ბაიერნის" გოლების მანქანა რობერტ ლევანდოვსკი და მეორე მხრივ, "ლივერპულის" სუპერპროდუქტიული შემტევი სადიო მანე.

ფაქტები

პოლონელებმა ბოლო 5 შეხვედრაში კარი "მშრალად" მხოლოდ ერთხელ შეინახეს.

სენეგალის ნაკრებმა ბოლო 5 ამხანაგური შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დათმო.

სენეგალმა საკვალიფიკაციო ტურნირი დაუმარცხებლად გაიარა.

ეს ორი ნაკრები ერთმანეთს პირველად ხვდება.

პოლონეთის ნაკრების ბოლო 12 მატჩიდან 9-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

პოლონეთის ნაკრებმა მუნდიალებზე ბოლო 6 მატჩი წააგო.

სენეგალის ნაკრებს მუნდიალზე მხოლოდ 1 მარცხი აქვს.

სენეგალს ბოლო 3 ამხანაგურ თამაშში ფრე არ უთამაშია.

H ჯგუფი. სამშაბათი. 19 ივნისი. მოსკოვი. ოტკრიტიე არენა

პოლონეთი-სენეგალი 19:00

სავარაუდო შემადგენლობები

პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - პიშჩეკი, ბედნარეკი, პაზდანი, რიბუსი - ლინეტი, კრიხოვიაკი - ბლაშჩიკოვსკი, ჟიელინსკი, გროსიცკი - ლევანდოვსკი

სენეგალი (4-2-3-1): ნდიაე - გასამა, კულიბალი, სანე, საბალი - გიე, კუიატე - სარი, მანე, ნიანგი - საქო

არბიტრი: ნ. შუკრალა (ბაჰრეინი)

სალაჰმა რუსეთი მიწაზე უნდა დააბრუნოს

საუდის არაბეთთან 5:0-ის შემდეგ რუსეთი ზეიმობს, თუმცა ვნახოთ, რას იზამს მასპინძელი გუნდი გაცილებით ორგანიზებული ეგვიპტის წინააღმდეგ, რომელსაც მოჰამედ სალაჰი ჰყავს...

...მაგრამ ჰყავს კი? თითქმის ყველა წყარო ადასტურებს, რომ სალაჰი რუსეთთან თამაშს შეძლებს, მაგრამ ასე იყო პირველი ტურის წინაც. სალაჰმა საბოლოოდ, ვერ ითამაშა, ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა და, არა გვგონია, თამაში რომ შეძლებოდა, ექტორ კუპერი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს არ გამოიყენებდა.

სალაჰზე უკვე ვთქვით და კუპერს, შესაძლოა, არც ჰამედი ჰყავდეს, რომელმაც ტრავმა მიიღო. აი, ალან ძაგოევის თამაში კი გამორიცხულია. საქართველოში დაბადებულმა რუსმა ფეხბურთელმა საუდის არაბეთთან შეხვედრაში საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, თუმცა მისმა შემცვლელმა დენის ჩერიშევმა დუბლი შეასრულა და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ეგვიპტეს სალაჰი ჰყავს, მაგრამ რუსეთს ჰყავს ალექსანდრ გოლოვინი. ნახევარმცველმა გოლითა და 2 საგოლე პასით, ასევე, შესანიშნავი თამაშით, დაამტკიცა, თუ რატომ არის მისით ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესებული. სწორედ გოლოვინი შეიწევს შუაში და დაიკავებს ძაგოევის ადგილს, ხოლო ჩერიშევი ფლანგზე ითამაშებს.

ფაქტები

რუსეთმა საუდის არაბეთის დამარცხებით 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

რუსეთს შეუძლია გახდეს პირველი ნაკრები, რომელიც პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს. ამისთვის ეგვიპტის ნაკრების დამარცხება და ურუგვაის საუდის არაბეთთან არწაგება საკმარისი იქნება.

ეგვიპტის ნაკრებს 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

ეგვიპტემ ბოლო 5 მატჩიდან 4-ში გოლი საერთოდ ვერ გაიტანა.

ეგვიპტის ბოლო 6 სამუნდიალო თამაშიდან 5-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

რუსეთმა ბოლო 5 მატჩში მხოლოდ ერთ გუნდს გაუტანა გოლი.

A ჯგუფი. სამშაბათი. 19 ივნისი. სანკტ-პეტერბურგი. კრესტოვსკი

რუსეთი-ეგვიპტე 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - გაზინსკი, ზობნინი - სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი - სმოლოვი

ეგვიპტე (4-2-3-1): ელ-შენავი - ფათჰი, გაბრი, ჰეგაზი, შაფი - ჰამედი, ელნენი - სალაჰი, საიდი, ტრეზეგე - მოჰსენი

არბიტრი: ე. კასერესი (პარაგვაი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviads
ბანანაშვილს უთხარით ვინმემ ეს "შეაყოლა" მოაცილოს ეთერიდან..
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
სტადიონი წამში დადუმდა, სალაჰი ძირს დაეცა და განწირული ხმით ღრიალებდა, მალე კომენტატორიც ატირდა [VIDEO]
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
ტრავმის გამო მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ნაკრებში ვერ ითამაშებს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
სამი კანდიდატი - "ლივერპულმა" სალაჰის შემცვლელზე მუშაობა უკვე დაიწყო
სალაჰმა გოლი კუთხურიდან გაიტანა და ტრავმა მიიღო [VIDEO]
კოპა ამერიკა: ჩილემ კოლუმბიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
გერმანიის ნაკრები იაპონიასთან 1:4 დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!
ასე დახვდნენ იაპონიის ნაკრებს გულშემატკივრები აეროპორტში [VIDEO]
ფიფას დასკვნა: იაპონელთა გოლი იყო ნაღდი და უტყუარი
სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
კატარი 2022. ყველა მერვედფინალური წყვილი და მატჩების განრიგი
სალაჰი და მესი ერთად? - ეგვიპტელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
ტრავმირებული მოჰამედ სალაჰი ლივერპულში დაბრუნდა
კარლოს კეირუში გაათავისუფლეს
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
უცნაური ამბავი: ეგვიპტის ნაკრებს ყველა მოგებული თასი მოჰპარეს
ინგლისმა სენეგალს უპრობლემოდ სძლია - მოუგებს საფრანგეთს? [VIDEO]
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]
ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ლივაკოვიჩმა სამი პენალტი მოიგერია და ხორვატია მეოთხედფინალში გაიყვანა [VIDEO]
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ
მუნდიალის მეორე მხარე - იაპონელებმა მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავეს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
არა შეჯდა მწყერი ხესა - არგენტინამ ამერიკის თასი წაგებით დაიწყო [VIDEO]
სალაჰი ზედიზედ მეორედ დაასახელეს აფრიკის საუკეთესო ფებურთელად
"ნამდვილი ლომი არასდროს კვდება" - სენეგალის ფეხბურთელებმა დიოპი გაიხსენეს
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია