ქართველი ვეტერანები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდნენ
საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს. სლოვენიის ქალაქ მარიბორში სხვადასხვა ასაკობრივი პირველობები იმართება, ხოლო საქართველოს ნაკრები 50+ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობს. ჩვენმა ნაკრებმა დღეს ტურნირის მეორე მატჩი მოიგო და ჯგუფიდან გავიდა.

საქართველოს ნაკრები 3-გუნდიან ჯგუფში გერმანიის ნაკრებთან და ქალაქ მარიბორის ვეტერანთა გუნდთან ერთად იყო. ქართველებმა პირველ მატჩში გერმანელებს დაძაბულ ბრძოლაში – 77:73 (სტატისტიკისთვის დაკლიკეთ ანგარიშზე) მოუგეს. ჩვენს გუნდს გია სანაძემ ულიდერა, რომელმაც 6 სამქულიანი, მთლიანობაში კი 20 ქულა ჩააგდო. 13 ქულა მოაგროვა გულივერ ახალგაცმა, ხოლო პაატა გურასპაულმა საქართველოს ნაკრებს 12 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრებმა დღეს პრინციპული შეხვედრა მოუგო მასპინძელი მარიბორის გუნდს. სლოვენიელებმა პირველი პერიოდი 15:10 მოიგეს, ხოლო მეორე 11:18 დათმეს და დიდი შესვენებისთის ქართველები 2 ქულით იგებდნენ. მეორე ნახევარში გუნდური თამაშის ხარჯზე საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 14 ქულით – 57:43 (სტატისტიკისთვის დაკლიკეთ ანგარიშზე) გაიმარჯვა. ჯგუფიდან საუკეთესო 2 გუნდი გადიოდა, საქართველომ კი 2-დან 2 გამარჯვებით პირველი ადგილი დაიკავა.

მარიბორელებთან მატჩში 13 ქულით ბომბარდირი ახალკაცი გახდა. 12 ქულა მიითვალა ლევან წულაიამ, ხოლო გია სანაძის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა. ჩვენი ნაკრები პლეი ოფში გავიდა და მომდევნო მატჩში – 27 ივნისს, ხორვატიის ნაკრებს შეხვდება. საქართველოს ვეტერანთა ნაკრები სლოვენიაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

ნოდარ ქორქია, პაატა გურასპაული, დავით გიორგობიანი, გია სანაძე, ზაზა ღონღაძე, ლევან წულაია, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ზაზა ცაგარეიშვილი, დავით ჩიხლაძე, გურამ ვაშაკიძე, ზურაბ კობახიძე.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა