საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრები ევროპირველობის ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს ვეტერანთა ნაკრები, რომელიც ევროპის 50 წელს გადაცილებულთა ჩემპიონატზე ასპარეზობს, ნახევარფინალში გავიდა. ჩვენმა გუნდმა მეოთხედფინალში ხორვატიის ძლიერი ნაკრები 77:69 დაამარცხა და ნახევარფინალში მასპინძელ სლოვენიას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარეობს, სადაც ევროპის ჩემპიონატი როგორც ქალ, ისე კაცთა შორის, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში იმართება. საქართელოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც იცავენ – ნოდარ ქორქია, პაატა გურასპაული, დავით გიორგობიანი, გია სანაძე, ზაზა ღონღაძე, ლევან წულაია, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ზაზა ცაგარეიშვილი, დავით ჩიხლაძე, გურამ ვაშაკიძე, ზურაბ კობახიძე – ჯგუფში ორივე მეტოქე – გერმანია და სლოვენიური მარიბორი დაამარცხა, რის შემდეგაც პლეი ოფში გავიდა.

ხორვატიასთან მეოთხედფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ბალკანელებმა პირველი პერიოდი 20:19 მოიგეს, ქართველებმა კი მეორეში იყოჩაღეს და ათწუთეულის 21:17 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდში კვლავ ხორვატების ჯერი დადგა, რომლებმაც 23:18 იმარჯვეს და ბოლო მეოთხედის წინ 3 ქულით გალიდერდნენ. საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტ პერიოდში დიდი ბრძოლისუნარიანობა და კლასი გამოავლინა – 19:9 იმარჯვა და შეხვედრაც სასურველი შედეგით დაასრულა.

საქართელოს ნაკრებში 26 ქულით ბომბარდირი გახდა გულივერ ახალკაცი. კვლავ იჩუბინა ვეტერანმა სნაიპერმა გია სანაძემ, რომელმაც 5 სამქულიანი, მთლიანობაში კი 17 ქულა ჩააგდო. 14 ქულით შედეგიანი იყო დავით გიორგობიანი, ხოლო პაატა გურასპაულმა და ლევან წულაიამ 5-5 ქულა დააგროვეს.

ქართველების მომავალმა მეტოქე სლოვენიის ნაკრებმა ნახევარფინალში მარიბორის გუნდი 93:55 გაანადგურა. მეორე ნახევარფინალში ამ ასაკიანთა მრავალგზის ჩემპიონი იტალია სერბეთს დაუპირისპირდება. ორივე ნახევარფინალი 28 ივნისს, თბილისის დროით 20:45 საათზე – სხვადასხვა დარბაზებში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა