ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ელიტარულ დივიზიონში გადასასვლელად დაირაზმა

20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ელიტარულ დივიზიონში გადასასვლელად დაირაზმა

20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ელიტარულ დივიზიონში გადასასვლელად დაირაზმა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონში გადასასვლელად ემზადება. ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დიდი ბრძოლის გადატანაა საჭირო კარსმომდგარ “ბ” დივიზიონში, თუმცა იმ შემდგენლობის გათვალისწინებით, რომელმაც თავი ამ ასაკობრივ ნაკრებში მოიყარა, სწორედ ელიტაში გადასვლის ამბიციაა წინა პლანზე გამოსატანი.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები არ არიან ელიტაში თამაშით განებივრებულნი. შარშან ზაფხულში 16-წლამდელებმა გაგვახარეს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონიდან ელიტაში აინაცვლეს და ასეთი შემთხვევა ყველა ასაკობრივი (16, 18, 20) ნაკრების ჭრილში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რამდენჯერმე დაფიქსირებულა.

2018 წლის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში მარჯვე და უკვე საკმაოდ გამოცდილმა ბიჭებმა მოიყარეს თავი. მთავარი მწვრთნელის, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის მიერ შერჩეულ გაფართოვებულ შემადგენლობაში გინდა დაბლებიდან დაიწყე, გინდა მაღლებიდან და გინდაც შუახაზიდან მიუდექი – სულ რჩეული ბიჭები არიან. ისედაც კონკურენტუნარიანი შემადგენლობა კიდევ უფრო გააძლიერა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელსაც აქამდე არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია ამერიკის მოქალაქეობის გამო. ახლახანს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ძალისხმევით, სანდრომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებებისკენ გზა გაეხსნა. დღესდღეობით მამუკელაშვილი ეროვნულ ნაკრებშია და 2 ივლისს, ავსტრიასთან მატჩის შემდეგ გათავისუფლდება, რის შემდეგაც 20-წლამდელებს შეუერთდება და ლატვიაში, ევროპის ჩემპიონატისწინა შეკრებაზე გაჰყვება.

მამუკელაშვილთან ერთად ეროვნული გუნდიდან 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში არიან უკანახაზელი ლუკა ბულაშვილი და ცენტრი – გოგა ბითაძე, რომლებიც წლებია, საზღვარგარეთ თამაშობენ და ნაკრების ლიდერებად ითვლებიან. ბულაშვილმა გასულ აპრილს 20-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა და გუნდს ევროპის ახალგაზრდული ლიგის მოგებაში დიდად დაეხმარა. ბითაძეს რაც შეეხება, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა თავის ტოლებში და მომავალი წლის ნბა-ს დრაფტზე, სავარაუდოდ პირველ წრეში აირჩევენ.

ლეგიონერთა თემა რომ ამოვწროთ, დავასახელებთ იტალიაში 3 წლის წინ გადაბარგებულ ლევან ბაბილოძეს და ამერიკის სტუდენტურ და სასკოლო ლიგებში მოასპარეზე ნიკა ჩეჩელაშვილსა და ლადო ფურცხვანიძეს. ზემოთნახსენებ ლეგიონერებს დავამატოთ “თსუ-ჰიუნდაის” ბირთვი – გიორგი კორსანტია, დავით აფხაზავა, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ცირიკიძე, ლევან ლოლიშვილი და გიორგი ჯაფარიძე, რომლებიც აღნიშნული კლუბის გარდა ევროპის ლიგაში საქართველოს ნაკრების სახელით მთელი სეზონი თამაშობდნენ და მოედანზე ერთმანეთს თვალდახუჭულები უგებენ.

იგივე ითქმის “ზაზას აკადემიის” 4 წარმომადგენელზე – ლადო ალავიძეზე, ნიკა მეცხვარიშვილზე, ვახტანგ გაფრინდაშვილსა და ლუკა კალატოზიშვილზე. ეს ბიჭები საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის დომინანტ “ზაზა 1”-ში ასპარეზობდნენ და ამ გუნდის ლიდერებად ითვლებიან. 20-წლამდელთა ნაკრების საკვანძო მოთამაშე იქნება ეროვნული ნაკრების წევრი კლუბ “ოლიმპიდან” – ნიკოლოზ დარბაიძე, რომელიც ამ თაობას ბავშვობიდან მოჰყვება და ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს სოლიდურ დონეზე ნათამაშები.

დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარი მთავარია, მთავარი მწვრთნელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ამ ბიჭებს ბავშვობიდან იცნობს და მოედანსა თუ მის გარეთ მათი შესაძლებლობების გამოყენება მაქსიმალურად შეუძლია. ჩერქეზიშვილის შტაბში დიდ სამუშაოს ასრულებენ ხორვატი სპეციალისტი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ტიჰომირ ბუჯანი და ახალგაზრდა, თუმცა საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტი დიმიტრი ჯაკობოვი.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 4 ივლისს ლატვიაში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან 2, ხოლო ესტონეთთან – 1 სპარინგ-მატჩს გამართავს და პირდაპირ ბულგარეთში გადავა, სადაც ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩები გაიმართება. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან ფინეთი, პოლონეთი, კოსოვო და პორტუგალია. პლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა და გააგრძელებს “ა” დივიზიონში გადასასვლელ სამეულში მოსახვედრად ბრძოლას.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება

ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა

U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა

საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება