რამდენიმე დღეა, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა პარამოფარიკავეთა მნიშვნელოვან შეჯიბრებებს მასპინძლობს, რომლებშიც შესანიშნავ შედეგებს აღწევენ საქართველოს წარმომადგენლები (მწვრთნელები - მერაბ ბაზაძე და მალხაზ მესხი).

გუშინ აქ დაიწყო 23 წლამდე პარამოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა არაერთი შეჯიბრების გამარჯვებულმა და პრიზიორმა ნინა თიბილაშვილმა, რომელმაც ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ნინამ ჯგუფში ზედიზედ სძლია ელისა მოლტენს (იატალია), ანა სოფია მაქსიმინს (საფრანგეთი), სოფია ბრაუნატოს (იტალია), ანა ელისა ზეფერინოს (ბრაზილია), მატილდა პრეაფიციოს (იტალია) და ამელი დიონს (საფრანგეთი), ნახევარფინალში მაქსიმინი დაჯაბნა - 15:7, ფინალში კი ბრაუნატოს აჯობა - 15:4 და 23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონობა დაიმსახურა.

საგულისხმოა, რომ ამ შეჯიბრებამდე თიბილაშვილმა ვარშავაშივე მსოფლიოს თასზე, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 200 სპორტსმენი მონაწილეობდა, ერთგვარი რეპეტიცია გაიარა: A კატეგორიის მოხმალავეთა კვალიფიკაციაში დაამარცხა პატრისია დიკესი (აშშ, 5:0), შრი ლესტამი (ინდონეზია, 5:2), კამილე ჩაი (კანადა, 5:3) და ჩოლტაჩა (ტაილანდი, 5:1), პლეი-ოფში დაჯაბნა ჩინელი ლი ქსიანქსიანი (15:12), პოლონელი დროზდ კინგა (15:8), ხოლო უნგრელ ევა ანდრეა ჰაიმაზთან დათმო პაექრობა (13:15) და მე-6 ადგილს დასჯერდა.

სამაგიეროდ, ვარშავაში მსოფლიოს თასზე თავი გამოიჩინა პარამოხმალავე ირმა ხეცურიანმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს თასის არაერთგზის მფლობელმა. B კატეგორიის სპორტსმენთა საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა ოთხ მეტოქეს მოუგო - კალიოპი ლუფაკს (საბერძნეთი, 5:0), ოლენა ფედოტას (უკრაინა, 5:2), ირინა მიშუროვასა (რუსეთი, 5:2) და ქსიაო რონის (ჩინეთი, 5:2). პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ელიჰ ელიჰი (ინდონეზია, 15:1) ჩამოიშორა გზიდან, მერე ნადია დოლონის (უკრაინა, 15:10) აჯობა, ნახევარფინალში ტეტიანა პოზნიაკი (უკრაინა, 15:13) დაამარცხა. გადამწყვეტ პაექრობაში კი ტაილანდელ სეისუნ იანას აჯობა - 15:10 და მსოფლიოს თასი დაისაკუთრა.

პოლონეთის დედაქალაქში A კატეგორიის მოხმალავეთა ტურნირზე გვანცა ზადიშვილმა ჯგუფში ხუთიდან სამი შეხვედრა მოიგო - ადამანტია ზაჩარიდისთან (საბერძნეთი, 5:0), ჯემა კოლინს-მაკკეინსა (დიდი ბრიტანეთი, 5:3) და დროზდ კინგასთან (პოლონეთი, 5:0), პლეი-ოფში დაამარცხა ამელი დიონი (საფრანგეთი, 15:3), ხოლო ევა ანდრეა ჰაიმაზთან (უნგრეთი, 8:15) ვერაფერს გახდა და მე-11 ადგილზე გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტოტტი
წარმატებები ულამაზესო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
წარმატებული პარასპორტსმენი ვაქცინაციის კამპანიას უერთდება
ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა
რა პოტენციალი აქვს ფარიკაობას საქართველოში? - მისი ისტორია მსოფლიოსა და საქართველოში
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე
ნინა თიბილაშვილი ეტლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
პირველი მედალი პარაოლიმპიადაზე - თიბილაშვილმა ვერცხლი მოიპოვა!
ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა
ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ხმლით ფარიკაობასა და დაშნაში