საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე მეოთხე მატჩიც წააგო
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფის ბოლოსწინა მატჩი გამართა და ისევ დამარცხდა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად სოლიდური უპირატესობით იგებდა, თუმცა ლიდეორბა გაანიავა და შეხვედრა დათმო. პირველი პერიოდის შემდეგ ქართველები 19:11 ამარცხებდნენ ბელგიას, ხოლო დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 41:31.

მე-3 პერიოდში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მოედანზე დაბრუნებული გუნდები სულ სხვაგვარად ათამაშდნენ – ბელგია შედეგიანად, საქართველო კი უხეიროდ და ჩვენმა ნაკრებმა ისტორიაში ალბათ ყველაზე ცუდი პერიოდი ითამაშა. ბელგიელებმა ქართველებს 10-წუთეული 36:5 მოუგეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. 10 ქულით ჩამორჩენილმა ბელგიელებმა 21-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და შეხვედრაც მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.

მატჩი ბელგიელთა სასარგებლოდ – 83:65 დასრულდა. არ უთამაშია რატი ანდრონიკაშვილს, ხოლო საუკეთესო შედეგი საბა გიგიბერიამ დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა, 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. 13 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა ლუკა მაზიაშვილმა, ხოლო ზურა ჟღენტმა და დავით კაკუშაძემ თავი11-11 ქულას მოუყარეს. კაკუშაძემ 6 ქულა და 5 პასიც მიითვალა.

საქართველოს ნაკრები 4-დან 4 მარცხით მე-5 ადგილზეა და ამაზე მაღლა ვეღარ ავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბრძოლას 17-24 ადგილებისთვის განაგრძობს. ბოლო ტურში, 1 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

გიორგი
რომელი ფედერაცია?...))ერთ მეოთხედში ევროპულ კალათბურთში 36 ქულას რო გაგიკეთებს ბელგია ეს იმას ნიშნავს რომ გუნდმა დაცვა საერთოდ არ იცის რა არი!რატომ არ იცის და ვინ უნდა ასწავლოს ნეტა?)))
Georgian
აი ამ შედეგის მერე ფედერაცია მწვრთნელებს თუ არ მოხსნით, ნამუსი არ გქონიათ!
gigi
ყოჩაღ გიგიბერია გამოასწორა თამაში მაგრამ,ჭეიშვილი და გეგუჩაძე რისთვის წაიყვანეს,სანამ ეს ფედერაცია იქნება არაფელი არ ეშველება კალათბურთს.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან 71:88 დამარცხდა