საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი 75:50 დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში აზერბაიჯანს შეხვდა და მეტოქე 25 ქულის სხვაობით – 75:50 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა. ქართველებმა ყველა პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს და მოპოვებული გამარჯვებით აზერბაიჯანი ჯგუფში უკან მოიტოვეს. საქართველოს ნაკრებს აზერბაიჯანელებთან დავით კაკუშაძემ ულიდერა, რომელმაც 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ბომბარდირი გახდა რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც 26 წუთში 15 ქულა და 6 პასი მიითვალა.

საქართველოს ნაკრებმა 6-გუნდიან B ჯგუფში 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და მე-5 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ტურნირზე 17-24 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ბრძოლაში გადაერთო. ადგილების განაწილება იმისთვისაა საჭირო, რომ B დივიზიონში მოასპარეზე 24 გუნდიდან ბოლო 3 ადგილის მფლობელი გამოვლინდეს, რომლებიც С დივიზიონში დაქვეითდებიან. ამიტომ, ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება.

ხვალ, 2 აგვისტოს ტურნირზე დასვენებაა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 3 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე, A ჯგუფის ბოლოადგილოსან შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს. განმარტებისთვის გაცნობებთ, რომ 4 ჯგუფის ბოლო – 5-6 ადგილების დამკავებელი გუნდები 17-24 ადგილების გასანაწილებელ ბრძოლაში ჩაებმებიან, როცა 1-2 ადგილების მფლობელები ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ, ხოლო ჯგუფში 3-4 ადგილებზე გასულ გუნდებს 9-16 ადგილების განაწილება ელით.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Duru
Sasaciloa,satirali rom ar iyos.ritiviwonebt tavs azerebs rom movugt?
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან 71:88 დამარცხდა